Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რატომღაც ქალბატონ ანიტას არ უყვარს ქართველი პოლიტიკოსი ქალები" - წულუკიანი რაჭველიშვილს პასუხობს
"რატომღაც ქალბატონ ანიტას არ უყვარს ქართველი პოლიტიკოსი ქალები" - წულუკიანი რაჭველიშვილს პასუხობს

კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი სა­ო­პე­რო მომ­ღერ­ლის ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლის კრი­ტი­კას ეხ­მა­უ­რე­ბა და ამ­ბობს, რომ ამა­ში და­საძ­რა­ხი არა­ფე­რია.

ამის შე­სა­ხებ მი­ნის­ტრმა "რა­დიო იმე­დის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, მის­თვის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

"ეს კარ­გია, მათ უნდა ილა­პა­რა­კონ, რა­საც ფიქ­რო­ბენ. ვერ და­გე­თან­ხმე­ბით იმა­ში, რომ ერთ კონ­რე­ტულ ეთერს მოჰ­ყვა ეს რე­აქ­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც "ფე­იქ­ნი­უ­სად" აქ­ცია ერთ-ერ­თმა მათ­მა საყ­ვა­რელ­მა არ­ხმა. ეს პრო­ცე­სი მა­ნამ­დე და­ი­წყო. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ ხან­და­ხან გვი­ჭირს გან­ვას­ხვა­ოთ საქ­მე და პო­ლი­ტი­კა.

რო­გორც მი­თხრეს, ბურ­ჭუ­ლა­ძე­მაც გა­ა­კე­თა მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბა. ის არის უზარ­მა­ზა­რი მას­შტა­ბის ხე­ლო­ვა­ნი, მაგ­რამ რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი ის ხელ­მო­ცა­რუ­ლია. თა­ვის დრო­ზე ჩვენ კო­ლე­გე­ბი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ის პო­ლი­ტი­კა­ში ნამ­დვი­ლად ხელ­მო­ცა­რუ­ლია.

ასეა ქალ­ბა­ტო­ნი ანი­ტაც. ანი­ტა ანი­ტაა, რა­საც უნდა იმას იტყვის. მან არ იცი რომ მე არ ვარ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი, მე ვარ ნო­მერ მე­ხუ­თე ქალ­თა კო­ლო­ნი­ის პა­ტი­მა­რი, რად­გან ქალ­ბა­ტონ­მა ანი­ტამ, რო­დე­საც ვი­ყა­ვი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი, "ფე­ის­ბუქ­ზე" "გა­მა­სა­მარ­თლა" და ჩამ­სვა ცი­ხე­ში. ეს ხუმ­რო­ბით, ასე­ვე სა­კან­ში მყავს სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ასე­ვე "გა­ა­სა­მარ­თლა" ქალ­ბა­ტონ­მა ანი­ტამ. რა­ტომ­ღაც ქალ­ბა­ტონ ანი­ტას არ უყ­ვარს ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი ქა­ლე­ბი. ეს და­საძ­რა­ხი არ არის, ნორ­მა­ლუ­რი პრო­ცე­სია" - აღ­ნიშ­ნუ­ლა წუ­ლუ­კი­ან­მა.

"ჩემი ფეხი არ დად­გე­ბა სცე­ნა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში იქამ­დე, სა­ნამ კულ­ტუ­რას წუ­ლუ­კი­ა­ნი მარ­თავს!", - ამის შე­სა­ხებ ქარ­თვე­ლი მეცო-სოპ­რა­ნო ანი­ტა რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის“ პი­რად გვერ­დზე წერს, რი­თაც კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის და­ნიშ­ვნას ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ჩემი ფეხი არ დად­გე­ბა სცე­ნა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში იქამ­დე სა­ნამ კულ­ტუ­რას წუ­ლუ­კი­ა­ნი მარ­თავს! გა­აგ­რძე­ლეთ დუ­მი­ლი! დღეს უკვე მოგ­ვახ­სე­ნა ყვე­ლას, რომ მისი აზ­რის სა­წი­ნა­ა­აღ­მდე­გო არა­ფე­რი არ უნდა ვთქვათ, თორე....", - წერს რაჭ­ვე­ლიშ­ვი­ლი.

მკითხველის კომენტარები / 61 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
hm
0

და შენ რა შესაყვარი ხარ ?!

ლუკა
298

ბოღმა და ბოროტი ენა აქვს ამ მინისტრს. ერთი ბატონის ხელი გამოგეცალოთ და ხელმოცარულებიც მერე გადავთვალოთ. 

ეს და კობახიძე უმსგავსობაში ეჯიბრებიან ერთმანეთს?

ავტორი:

"რატომღაც ქალბატონ ანიტას არ უყვარს ქართველი პოლიტიკოსი ქალები" - წულუკიანი რაჭველიშვილს პასუხობს

"რატომღაც ქალბატონ ანიტას არ უყვარს ქართველი პოლიტიკოსი ქალები" - წულუკიანი რაჭველიშვილს პასუხობს

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი საოპერო მომღერლის ანიტა რაჭველიშვილის კრიტიკას ეხმაურება და ამბობს, რომ ამაში დასაძრახი არაფერია.

ამის შესახებ მინისტრმა "რადიო იმედის" ეთერში განაცხადა, მისთვის განსხვავებული აზრი მნიშვნელოვანია.

"ეს კარგია, მათ უნდა ილაპარაკონ, რასაც ფიქრობენ. ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ ერთ კონრეტულ ეთერს მოჰყვა ეს რეაქციები, რომელიც "ფეიქნიუსად" აქცია ერთ-ერთმა მათმა საყვარელმა არხმა. ეს პროცესი მანამდე დაიწყო. სამწუხაროდ, ჩვენ ხანდახან გვიჭირს განვასხვაოთ საქმე და პოლიტიკა.

როგორც მითხრეს, ბურჭულაძემაც გააკეთა მწვავე განცხადება. ის არის უზარმაზარი მასშტაბის ხელოვანი, მაგრამ როგორც პოლიტიკოსი ის ხელმოცარულია. თავის დროზე ჩვენ კოლეგები ვიყავით, მაგრამ ის პოლიტიკაში ნამდვილად ხელმოცარულია.

ასეა ქალბატონი ანიტაც. ანიტა ანიტაა, რასაც უნდა იმას იტყვის. მან არ იცი რომ მე არ ვარ კულტურის მინისტრი, მე ვარ ნომერ მეხუთე ქალთა კოლონიის პატიმარი, რადგან ქალბატონმა ანიტამ, როდესაც ვიყავი იუსტიციის მინისტრი, "ფეისბუქზე" "გამასამართლა" და ჩამსვა ციხეში. ეს ხუმრობით, ასევე საკანში მყავს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ასევე "გაასამართლა" ქალბატონმა ანიტამ. რატომღაც ქალბატონ ანიტას არ უყვარს ქართველი პოლიტიკოსი ქალები. ეს დასაძრახი არ არის, ნორმალური პროცესია" - აღნიშნულა წულუკიანმა.

"ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში იქამდე, სანამ კულტურას წულუკიანი მართავს!", - ამის შესახებ ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი "ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რითაც კულტურის მინისტრის თანამდებობაზე თეა წულუკიანის დანიშვნას ეხმაურება.

"ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში იქამდე სანამ კულტურას წულუკიანი მართავს! გააგრძელეთ დუმილი! დღეს უკვე მოგვახსენა ყველას, რომ მისი აზრის საწინაააღმდეგო არაფერი არ უნდა ვთქვათ, თორე....", - წერს რაჭველიშვილი.