Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 16:28-ზე – რეკომენდებულია მედიტაცია, საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ. აქტიური ორგანოებია გულმკერდი, ფილტვები, კუჭი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, ნერვული სისტემა. დალიეთ სითხეები მცირე რაოდენობით. არ დალიოთ ალკოჰოლი.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პრინცმა ჰარიმ მუშაობა დაიწყო - თანაც ორ სამსახურში: სად დასაქმდა სასექსის ჰერცოგი?
პრინცმა ჰარიმ მუშაობა დაიწყო - თანაც ორ სამსახურში: სად დასაქმდა სასექსის ჰერცოგი?

სა­ს­ექ­სის ჰერ­ცოგ­მა, ბრი­ტა­ნელ­მა პრინცმა ჰა­რიმ აშშ-ში მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო და თა­ნაც მას უკვე ორი სამ­სა­ხუ­რი აქვს. ჰარი გახ­და კომ­პა­ნია BetterUp-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი გუნ­დის წევ­რი. BetterUp - ეს არის სტარ­ტა­პი, რომ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბაც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნის ფსი­ქი­კურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვას­თან და ამ კუ­თხით სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას­თან.

ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში ჰარი ამ­ბობს, რომ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლია თა­ვი­სი ახ­ლან­დე­ლი რო­ლით. მისი სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი და ასე­ვე ხელ­ფა­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი არ არის.

"რო­გორც მსოფ­ლი­ოს ნამ­დვილ­მა მო­ქა­ლა­ქემ, მან თა­ვი­სი საქ­მი­ა­ნო­ბა მი­უ­ძღვნა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის დაც­ვას, რომ­ლებ­საც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ“, - ნათ­ქვა­მია ჰა­რის შე­სა­ხებ კომ­პა­ნი­ის ვებგ­ვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში და აღიშ­ნუ­ლია, რომ ჰა­რიმ და­ა­ფუძნა სხვა­დას­ხვა დროს არა­ერ­თი ორ­გა­ნი­ზა­ცია, ასე­ვე ციფ­რუ­ლი პლატ­ფორ­მა, რომ­ლის მი­ზა­ნიც იყო ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის დახ­მა­რე­ბა.

BBC-ის ცნო­ბით, კომ­პა­ნი­ა­ში ჰა­რის საქ­მი­ა­ნო­ბა იქ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა სა­კი­თხე­ბის ინი­ცი­რე­ბა, ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა სტრა­ტე­გი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ში, საქ­ველ­მოქ­მე­დო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და სა­ჯა­რო ად­ვო­კა­ტი­რე­ბას გა­უ­წევს ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებს.

ჰარი ამ­ბობს, რომ ამ კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ო­ბა გა­და­წყვი­ტა, რად­გა­ნაც ნათ­ლად და­ი­ნა­ხა, რომ იქ მო­მუ­შა­ვე­ებს ნამ­დვი­ლად აღელ­ვებ­დათ ადა­მი­ა­ნე­ბის ბედი და ნამ­დვი­ლად სურ­დათ სხვებს დახ­მა­რე­ბოდ­ნენ. ამას­თან, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ პრინცმა BetterUp-ის სერ­ვი­სით თა­ვა­დაც ისარ­გებ­ლა.

რაც შე­ე­ხე­ბა მე­ო­რე სამ­სა­ხურს, რო­გორც "დე­ი­ლი მე­ი­ლი“ წერს, სა­ს­ექ­სის ჰერ­ცო­გი ას­პე­ნის ინ­სტი­ტუ­ტის დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ბრძო­ლის სამ­სა­ხუ­რის კო­მი­სი­ის წევ­რი გახ­და.

ცნო­ბი­ლია, რომ ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მი­ი­ღებს კო­მი­სი­ის სხდო­მებ­ში, ჩა­ერ­თვე­ბა კამ­პა­ნი­ა­ში, რომ­ლის მი­ზა­ნიც იქ­ნე­ბა დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ბრძო­ლის სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, პრინცმა ჰა­რიმ და მის­მა ცოლ­მა მე­გან მარ­კლმა ოპრა უინ­ფის­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რეს დიდი ბრი­ტა­ნე­თი­დან წას­ვლის მი­ზე­ზებ­ზე. წას­ვლის ერთ-ერთ მო­ტი­ვად მათ შე­სა­ხებ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა და ტაბ­ლო­ი­დე­ბის გა­ნუ­წყვე­ტე­ლი ყუ­რა­დღე­ბა და­ა­სა­ხე­ლეს. მე­გან მარ­კლმა ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა ფსი­ქო­ლო­გი­ურ პრობ­ლე­მებ­ზეც, რო­მე­ლიც ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე­ში ცხოვ­რე­ბის დროს ჰქონ­და და აღ­ნიშ­ნა, რომ სი­ცო­ცხლე აღარ უნ­დო­და.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ინკვიზიტორი
7

ეს "სასექს"-ს რო სწერთ, ვიზე ურტყამთ ნამიოკს? მაგის ცოლზე?

კ ო მ ბ ლ ე
1

ჰარი მუშაობს! კარი მუშაობს! ვის ატყუებთ ტოოო? ჰარის მუშაობა ვის გაუგონია, ვიიის?!!

ავტორი:

პრინცმა ჰარიმ მუშაობა დაიწყო - თანაც ორ სამსახურში: სად დასაქმდა სასექსის ჰერცოგი?

პრინცმა ჰარიმ მუშაობა დაიწყო - თანაც ორ სამსახურში: სად დასაქმდა სასექსის ჰერცოგი?

სასექსის ჰერცოგმა, ბრიტანელმა პრინცმა ჰარიმ აშშ-ში მუშაობა დაიწყო და თანაც მას უკვე ორი სამსახური აქვს. ჰარი გახდა კომპანია BetterUp-ის ხელმძღვანელი გუნდის წევრი. BetterUp - ეს არის სტარტაპი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან და ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასთან.

ოფიციალურ განცხადებაში ჰარი ამბობს, რომ აღფრთოვანებულია თავისი ახლანდელი როლით. მისი სამუშაო საათები და ასევე ხელფასი საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის.

"როგორც მსოფლიოს ნამდვილმა მოქალაქემ, მან თავისი საქმიანობა მიუძღვნა იმ ადამიანების საჭიროებების დაცვას, რომლებსაც ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებათ“, - ნათქვამია ჰარის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში და აღიშნულია, რომ ჰარიმ დააფუძნა სხვადასხვა დროს არაერთი ორგანიზაცია, ასევე ციფრული პლატფორმა, რომლის მიზანიც იყო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების დახმარება.

BBC-ის ცნობით, კომპანიაში ჰარის საქმიანობა იქნება სხვადასხვა საკითხების ინიცირება, ჩართული იქნება სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში, საქველმოქმედო საქმიანობაში და საჯარო ადვოკატირებას გაუწევს ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანებს.

ჰარი ამბობს, რომ ამ კომპანიაში მუშაობა გადაწყვიტა, რადგანაც ნათლად დაინახა, რომ იქ მომუშავეებს ნამდვილად აღელვებდათ ადამიანების ბედი და ნამდვილად სურდათ სხვებს დახმარებოდნენ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პრინცმა BetterUp-ის სერვისით თავადაც ისარგებლა.

რაც შეეხება მეორე სამსახურს, როგორც "დეილი მეილი“ წერს, სასექსის ჰერცოგი ასპენის ინსტიტუტის დეზინფორმაციასთან ბრძოლის სამსახურის კომისიის წევრი გახდა.

ცნობილია, რომ ის მონაწილეობას მიიღებს კომისიის სხდომებში, ჩაერთვება კამპანიაში, რომლის მიზანიც იქნება დეზინფორმაციასთან ბრძოლის სტრატეგიის შემუშავება.

ინფორმაციისთვის, პრინცმა ჰარიმ და მისმა ცოლმა მეგან მარკლმა ოპრა უინფისთან ინტერვიუში ისაუბრეს დიდი ბრიტანეთიდან წასვლის მიზეზებზე. წასვლის ერთ-ერთ მოტივად მათ შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება და ტაბლოიდების განუწყვეტელი ყურადღება დაასახელეს. მეგან მარკლმა ყურადღება გაამახვილა ფსიქოლოგიურ პრობლემებზეც, რომელიც ბუკინგემის სასახლეში ცხოვრების დროს ჰქონდა და აღნიშნა, რომ სიცოცხლე აღარ უნდოდა.

სიკვდილით დასჯა უცხოური ახალი ამბებისა და ფილმების "კონტრაბანდისთვის“ და პატიმრობა მათი ყურებისთვის - კიმ ჩენ ინის ახალი სასტიკი გადაწყვეტილებები

"რუსეთის ჯაშუშური საქმიანობის მეთოდები უფრო უხეში, საშუალებები კი - უფრო სასტიკი ხდება" - რატომ გაიხსენა გერმანიის შიდა დაზვერვის სააგენტოს შეფმა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა

დონალდ ტრამპს შარვალი უკუღმა ეცვა? - "ერთ დღეს ამერიკის პრეზიდენტი ხარ, მეორე დღეს კი..." -  აშშ-ის ექსპრეზიდენტის სტილი ინტერნეტჰიტი გახდა (ფოტო/ვიდეო)