"რუსეთი ძირს უთხრის და ახორციელებს დესტაბილიზაციას მეზობელ სახელმწიფოებში, მათ შორის უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში", - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-ს მინისტერიალის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი ასევე მხარს უჭერს ბელარუსში მიმდინარე სადამსჯელო ზომებს და ცდილობს ჩაერიოს დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის საქმეებში.
"რუსეთი განაგრძობს ფართო მასშტაბის სამხედრო მობილიზებას ბალტიის ზღვიდან შავ ზღვამდე, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში. ხმელთაშუა ზღვიდან არქტიკამდე. ნატო-ს წევრებმა გააკრიტიკეს რუსეთის დეზინფორმაცია და პროპაგანდა. არჩევნებზე გავლენის მოხდენისკენ მიმართული მცდელობები, კიბერ შეტევები და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ჩვენს ტერიტორიაზე“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
მისი თქმით, ალიანსის პასუხი მტკიცე და თანმიმდევრულია.
"რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, ნატო-მ გააძლიერა კოლექტიური თავდაცვა. გავაუმჯობესეთ ჰიბრიდული და კიბერთავდაცვა. შევინარჩუნებთ სიფხიზლეს, გავაგრძელებთ თანამშრომლობას ევროკავშირთან და ჩვენს ახლო პარტნიორებთან ერთად, რათა დარწმუნდეთ, რომ ერთად ვუპასუხებთ რუსეთის ქმედებებს. ნატო-ს მოკავშირეები თანხმდებიან, რომ უნდა გავაგრძელოთ შეკავებისა და თავდაცვის პოლიტიკის განხილვა და ადაპტირება, როდესაც საქმე ეხება, მათ შორის რუსეთის მხრიდან მზარდ სარაკეტო საფრთხეს,“- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
დიახ! რუსეთი ყოფილა თურმე! რომელიც უთხრის ძირს ამ მთის წვეროს
და იძრა მიწა, როგორც მეეწყერი, რომელიც უმალ წალეკავს მდელოს,
... აქშა რუსეთო! აქშა და გაშპი! გადაშენდი და შეგვეშვი ძამა...
. შეგვეშვი ძამა, დავთესოთ ყანა. მადლიან მიწას ვებრდღვნებით პაწას,
რაც მოსავალმა პატრონი ნახა. გამრავლდა ყანა, ეივსო თვარა,
.. აწი გადუსმევთ გარბუშკას კარაქს..გადუსმევთ კარაქს, გარბუშკას მარა...
.. გარბუშკა გაქრა, აღარ გვაქვს ყანაც, მარადიულად დაგვპირდით რაღად?
ვაშა და ვაშა! ნაშა და ვაშა, აღარ იქნება კარქი და გლახა?
დიდება ალაჰს! ნუგზარს და თამაზს. დიდება ნამატს დავარცხნილ ყანას!
ჯან და ყსჯნ! დიდება მამალს! დიდება კვერცხს და იმ პირველ ქათამს...
ოდელია და დელია, გამოიცან რომელია? დელია და ოდელია,
აბა ... ბატო... ნებოოო, ვინ უპასუხებს ამ შეკითხვას; ვინ გვეტყვის მარდად?
პირველად ქათამი გაჩნდა, თუ მამალი??? ჯერ საკითხავი, აი ეს არის...
კვერცხი რომ თურქული იყო და პოსლეზე შემოტანილი, მაი უკვე დიდი ხანია, რაც დამტკიცებულია მსოფლიოს მეცნიერების მიერ,.. დარჩა მხოლოდ ქათაამი, თუ მამაალიი?!! ბატების და კვატების ადგილი არაა აქაანე...
ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო. ერთი ხის ტოტები ხართ თქვენ და რუსეთი.