საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

24 მარტს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში KIU-სა და სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს შო­რის ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორმ­და. მე­მო­რან­დუმს ხელი მო­ა­წე­რეს KIU-ს რექ­ტორ­მა ალექ­სან­დრე თევ­ზა­ძემ და სო­ხუ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა ზუ­რაბ ხო­ნე­ლი­ძემ.

მე­მო­რან­დუ­მის მი­ზა­ნია მხა­რე­თა შო­რის აკა­დე­მი­ურ და სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვით სფე­რო­ებ­ში ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბა და შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბა. სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს შო­რის პარტნი­ო­რო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს აკა­დე­მი­უ­რი გაც­ვლი­სა და სტუ­დენ­ტთა თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მხარ­და­ჭე­რას, ერ­თობ­ლივ სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რივ სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვით პრო­ექ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას, კვლე­ვის სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბა­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, ერ­თობ­ლი­ვი სე­მი­ნა­რე­ბის, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბის, სიმ­პო­ზი­უ­მე­ბის, ვორ­ქშო­პე­ბი­სა და სხვა სა­მეც­ნი­ე­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მცხოვ­რე­ბი და დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნე ახალ­გაზ­რდე­ბი­სათ­ვის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის თა­ნა­ბა­რი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდის მიზ­ნით თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­სა და შე­სა­ბა­მი­სი პრო­ექ­ტე­ბის/პროგ­რა­მე­ბის ერ­თობ­ლივ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, კულ­ტუ­რუ­ლი და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას.

„დღეს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს შო­რის გა­ფორმ­და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი. მე­მო­რან­დუ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ორი უნი­ვერ­სი­ტე­ტის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა რო­გორც აკა­დე­მი­უ­რი, ისე სა­მეც­ნი­ე­რო და რა თქმა უნდა სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბის კუ­თხით. მე­მო­რან­დუ­მის გა­ფორ­მე­ბის ცე­რე­მო­ნი­ას­თან ერ­თად, გა­ი­მარ­თა სრუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, კამ­პუ­სის ტური. ჩვე­ნი სტუმ­რე­ბის მხრი­დან არის უაღ­რე­სად კარ­გი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა, რაც ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს.“ - გა­ნა­ცხა­და ფონდ „ქარ­თუს“ პრო­ექ­ტე­ბის დი­რექ­ტორ­მა ვახ­ტანგ ცა­გა­რელ­მა.

„დღეს ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სტუმ­რად არი­ან სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი რექ­ტო­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. ხელი მო­ვა­წე­რეთ ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუმს, რო­მე­ლიც მო­ი­ცავს რო­გორც აკა­დე­მი­ურ, ისე სა­მეც­ნი­ე­რო მი­მარ­თუ­ლე­ბებს და ზო­გა­დად, თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბას. ეს არის პირ­ვე­ლი მე­მო­რან­დუ­მი, რო­მე­ლიც გა­ვა­ფორ­მეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­ლე­გა უნი­ვერ­სი­ტეტ­თან. ჩვენ ვქმნით სპე­ცი­ა­ლურ პი­რო­ბებს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რე­ბი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის, რომ­ლებ­მაც გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღეს ე. წ. გამ­ყო­ფი ხა­ზის მე­ო­რე მხა­რეს და, ასე­ვე, ლტოლ­ვი­ლის სტა­ტუ­სის მქო­ნე ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის. ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი მზად არის უზ­რუნ­ველ­ყოს მათ­თვის გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა და ამას გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით.“ - გა­ნა­ცხა­და ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა ალექ­სან­დრე თევ­ზა­ძემ.

„დღეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღეა ჩვენ­თვის. ეს არ არის რი­გი­თი მე­მო­რან­დუ­მი, ეს თა­ვი­სი დატ­ვირ­თვით არის მას­შტა­ბუ­რი და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი, რო­მე­ლიც მო­ემ­სა­ხუ­რე­ბა არამ­ხო­ლოდ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ხვა­ლინ­დელ დღეს, არა­მედ ჩვე­ნი ქვეყ­ნის უკე­თეს მო­მა­ვალს. ჩვენ, რაც აქ ვნა­ხეთ ეს არის შთამ­ბეჭ­და­ვი, უზარ­მა­ზა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის.“ - გა­ნა­ცხა­და სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა ზუ­რაბ ხო­ნე­ლი­ძემ.

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი 2021-2022 აკა­დე­მი­უ­რი სას­წავ­ლო წლის­თვის სტუ­დენ­ტე­ბის ახა­ლი ნა­კა­დის მი­სა­ღე­ბად ემ­ზა­დე­ბა. მიმ­დი­ნა­რე გა­ზა­ფხულ­ზე აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის და­გეგ­მი­ლია ღია კა­რის დღე­ე­ბი. ასე­ვე, მშობ­ლე­ბი­სა და აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის რე­გუ­ლა­რუ­ლად ტარ­დე­ბა სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რე­ბი.

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მას­შტა­ბუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტია, რო­მე­ლიც ქარ­თველ და უცხო­ელ სტუ­დენ­ტებს უნი­კა­ლურ კამ­პუსს, ინფრას­ტრუქ­ტუ­რა­სა და სას­წავ­ლო პროგ­რა­მებს სთა­ვა­ზობს. სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, იცხოვ­რონ და ის­წავ­ლონ კე­თილ­მო­წყო­ბილ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლაქ­ში, მი­ი­ღონ ხა­რის­ხი­ა­ნი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა და ქარ­თველ და უცხო­ელ პრო­ფე­სო­რებ­თან ერ­თად ჩა­ერ­თონ ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში. სტუ­დენ­ტე­ბი, გარ­და აკა­დე­მი­უ­რი და სას­წავ­ლო პრო­ცე­სი­სა, აქ­ტი­უ­რად იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას სხვა­დას­ხვა პრო­ფე­სი­ულ კლუბ­ში, შიდა კონ­კურსსა და ოლიმ­პი­ა­და­ში.

უნი­ვერ­სი­ტე­ტი თა­ნამ­შრომ­ლობს ევ­რო­პის წამ­ყვან მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან. უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­პა­ტიო პრე­ზი­დენ­ტია TUM-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, პრო­ფე­სო­რი ვოლ­ფგანგ ა. ჰერ­მა­ნი. ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა ინ­გლი­სურ ენა­ზე ხორ­ცი­ელ­დე­ბა და სტუ­დენ­ტებს ქარ­თვე­ლი და ევ­რო­პე­ლი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი ას­წავ­ლი­ან.

NS

გიორგი
0
სოხუმის უნივერსიტეტი, ოღონდ თბილისში))) თქვენ თუ გჯერათ მაინც ამ ტინგიცობის, ვითომ სოხუმის ვითომ უნივერსიტეტის კარიკატურულო ხელმძღვანელებო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

24 მარტს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში KIU-სა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს KIU-ს რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და სოხუმის უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ.

მემორანდუმის მიზანია მხარეთა შორის აკადემიურ და სამეცნიერო-კვლევით სფეროებში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება და შემდგომი განვითარება. საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის პარტნიორობა ითვალისწინებს აკადემიური გაცვლისა და სტუდენტთა თანამშრომლობის მხარდაჭერას, ერთობლივ საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის მიღებას, კვლევის სხვადასხვა მიმართულებაში თანამშრომლობის განვითარებას, ერთობლივი სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების, ვორქშოპებისა და სხვა სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზებას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები და დევნილის სტატუსის მქონე ახალგაზრდებისათვის უმაღლესი განათლების მიღების თანაბარი ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით თანამშრომლობასა და შესაბამისი პროექტების/პროგრამების ერთობლივ განხორციელებას, კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზებას.

„დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმით გათვალისწინებულია ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობა როგორც აკადემიური, ისე სამეცნიერო და რა თქმა უნდა სტუდენტური ცხოვრების კუთხით. მემორანდუმის გაფორმების ცერემონიასთან ერთად, გაიმართა სრული ინფრასტრუქტურული დათვალიერება, კამპუსის ტური. ჩვენი სტუმრების მხრიდან არის უაღრესად კარგი გამოხმაურება, რაც ძალიან გვახარებს.“ - განაცხადა ფონდ „ქართუს“ პროექტების დირექტორმა ვახტანგ ცაგარელმა.

„დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუმრად არიან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები რექტორის ხელმძღვანელობით. ხელი მოვაწერეთ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მოიცავს როგორც აკადემიურ, ისე სამეცნიერო მიმართულებებს და ზოგადად, თანამშრომლობის გაღრმავებას. ეს არის პირველი მემორანდუმი, რომელიც გავაფორმეთ საქართველოში კოლეგა უნივერსიტეტთან. ჩვენ ვქმნით სპეციალურ პირობებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც განათლება მიიღეს ე. წ. გამყოფი ხაზის მეორე მხარეს და, ასევე, ლტოლვილის სტატუსის მქონე ახალგაზრდებისთვის. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი მზად არის უზრუნველყოს მათთვის განათლების ხელმისაწვდომობა და ამას განვახორციელებთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.“ - განაცხადა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის. ეს არ არის რიგითი მემორანდუმი, ეს თავისი დატვირთვით არის მასშტაბური და ყოვლისმომცველი, რომელიც მოემსახურება არამხოლოდ უნივერსიტეტის ხვალინდელ დღეს, არამედ ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს. ჩვენ, რაც აქ ვნახეთ ეს არის შთამბეჭდავი, უზარმაზარი შესაძლებლობები ჩვენი ქვეყნისთვის.“ - განაცხადა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ზურაბ ხონელიძემ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2021-2022 აკადემიური სასწავლო წლისთვის სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. მიმდინარე გაზაფხულზე აბიტურიენტებისთვის დაგეგმილია ღია კარის დღეები. ასევე, მშობლებისა და აბიტურიენტებისთვის რეგულარულად ტარდება საინფორმაციო შეხვედრები.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უნივერსიტეტია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ კამპუსს, ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ, იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. სტუდენტები, გარდა აკადემიური და სასწავლო პროცესისა, აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიულ კლუბში, შიდა კონკურსსა და ოლიმპიადაში.

უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან.

NS

"ქვეყანა იმყოფება ფაზაში, რაც, გარკვეულწილად, მესამე ტალღის დასაწყისია" - ეკატერინე ტიკარაძე

27 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში ძლიერი ქარია მოსალოდნელი - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

"ვაკვირდებით მეწყრული მასების გადაადგილებას... თუ მოსახლეობის გაყვანა აუცილებელი იქნება, ევაკუაციის გეგმა გვაქვს" - თბილისის მერის მოადგილე