საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სალომე უამრავ ადამიანს ეხმარებოდა, მისი სიკეთე არ დაიკარგება... უნდა გადარჩეს!" - რა მდგომარეობაშია ზუგდიდის საკრებულოს წევრი, რომლის ავტომობილსაც მატარებელი დაეჯახა
"სალომე უამრავ ადამიანს ეხმარებოდა, მისი სიკეთე არ დაიკარგება... უნდა გადარჩეს!" - რა მდგომარეობაშია ზუგდიდის საკრებულოს წევრი, რომლის ავტომობილსაც მატარებელი დაეჯახა

ზუგ­დიდ­ში ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფის დროს თვითმხილ­ვე­ლე­ბის მიერ გა­და­ღე­ბულ­მა კად­რებ­მა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა. ზუგ­დი­დი-თბი­ლი­სის მა­ტა­რე­ბე­ლი მსუ­ბუქ ავ­ტო­მან­ქა­ნას შე­ე­ჯა­ხა, რო­მელ­საც ახალ­გაზ­რდა ქალი, ზუგ­დი­დის საკ­რე­ბუ­ლოს დე­პუ­ტა­ტი სა­ლო­მე ფა­ცა­ცია მარ­თავ­და. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­ლო­მე თბი­ლის­ში, პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს და ლე­ვან რა­ტი­ან­თან გა­დის მკურ­ნა­ლო­ბას.

სა­ლო­მეს მე­გო­ბა­რი ნა­თია გა­დე­ლია გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"სა­ლო­მეს გულ­შე­მატ­კივ­რებს მო­გახ­სე­ნებთ, რომ მისი მდგო­მა­რე­ო­ბა არის სტა­ბი­ლუ­რად მძი­მე. პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­შია, მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბით და ა.შ. სა­ი­მე­დო ხელ­შია. მად­ლო­ბა უფალს ყვე­ლაფ­რის­თვის! სი­კე­თე არა­სო­დეს იკარ­გე­ბა და ყო­ველ­თვის ტო­ვებს კვალს! გაბ­რი­ე­ლის დე­დი­კო კარ­გად იქ­ნე­ბა! მად­ლო­ბა ყვე­ლას. პ.ს და­ნარ­ჩე­ნებს დრო გას­ცემს პა­სუხს!"

სა­ლო­მე ფა­ცა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი იც­ნობს. მან ჯერ კი­დევ წლე­ბის წინ, "წმინ­და გაბ­რი­ე­ლის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი“ და­ა­ფუძნა და არა­ერთ ადა­მი­ანს და­ეხ­მა­რა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ სიით მა­ჟო­რი­ტა­რულ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და ზუგ­დი­დის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტიც გახ­და.

"ვინც მიც­ნობს იცის, ყო­ველ­თვის თავ­და­უ­ზო­გა­ვად ვიბ­რძვი სხვი­სი ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის და ასეც იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში. ფაქ­ტმა, რომ ძა­ლი­ან ბევ­რია და­სახ­მა­რე­ბე­ლი და ძა­ლი­ან ბევ­რს ვე­ი­მე­დე­ბი, და­მა­ფიქ­რა და გა­და­მად­გმე­ვი­ნა სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­ბი­ჯი, ნა­ბი­ჯი, რო­მე­ლიც შეც­ვლის მო­მა­ვალს უკე­თე­სო­ბის­კენ. ვი­ღებ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას თვით­მარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში და ვარ კომ­ბი­ნატ­ში მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტი “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი. დიახ, თქვენ­თან ერ­თად და თქვე­ნი მხარ­და­ჭე­რით! მე, პირ­და­პირ თუ ირი­ბად, ყვე­ლას ოჯახ­ში შე­მო­ვალ, მჯე­რა, რომ ერ­თად ყვე­ლა­ფე­რი გა­მოგ­ვი­ვა! ძალა ერ­თო­ბა­ში­აო და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ თქვენ­თან ერ­თად გა­ვი­მაჯ­ვებ. ჩვენ ერ­თად და­ვა­მარ­ცხებთ შიმ­შილს, უსახ­სრო­ბას და გა­ჭირ­ვე­ბას”, - წერ­და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ სა­ლო­მე ფა­ცა­ცია.

ეს და­პი­რე­ბა ლი­ტო­ნი სი­ტყვე­ბი არ ყო­ფი­ლა, სა­ლო­მემ არა­ერთ ადა­მი­ანს გა­უ­წია დახ­მა­რე­ბა.

ფაქ­ტობ­რი­ვად, უსახ­ლკა­როდ დარ­ჩე­ნილ 5 წლის ქრის­ტი­ნა ფანჩვი­ძეს­თვის, რო­მელ­საც "ფე­ის­ბუ­ქის" მომ­ხმა­რებ­ლებ­მა მო­ფე­რე­ბით "ლუღი“ შე­არ­ქვეს, სახ­ლის ყიდ­ვის ამ­ბავ­მა მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ა­ხა­რა. ამის­თვის სა­ჭი­რო თან­ხა კი სწო­რედ "წმინ­და გაბ­რი­ე­ლის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის სა­ლო­მე ფა­ცა­ცი­ას და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "ვა­ჩუ­ქოთ ერ­თმა­ნეთს სი­კე­თე“ თავ­მჯდო­მა­რის, ანა ბა­კუ­რა­ძის ორ­გა­ნი­ზე­ბით შეგ­როვ­და.

დე­პუ­ტა­ტო­ბი­დან ძა­ლი­ან მალე სა­ლო­მეს ფო­ტო­ე­ბი ყვე­ლა ქარ­თულ მე­დი­აპ­ლატ­ფორ­მა­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა, რო­დე­საც დე­პუ­ტა­ტის რან­გში 10 დღის გაბ­რი­ელ­თან ერ­თად ფრაქ­ცი­ის სხდო­მას და­ეს­წრო.

"სა­ლო­მეს ზუგ­დიდ­ში ყვე­ლა იც­ნობს და ყვე­ლას ძა­ლი­ან უყ­ვარს. ეს გოგო მარ­თლა ბევრ რა­მეს აკე­თებ­და, რო­გორც დე­პუ­ტა­ტი და უამ­რავ ადა­მი­ანს ეხ­მა­რე­ბო­და, მისი სი­კე­თე არ და­ი­კარ­გე­ბა, უნდა გა­დარ­ჩეს. ცოტა ხნის წინ კო­ვი­დი გა­და­ი­ტა­ნა და პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობ­და ლე­ვან რა­ტი­ან­თან“, - გვიყ­ვე­ბა ახ­ლო­ბე­ლი. სა­ლო­მეს ამ­ჯე­რა­დაც ლე­ვან რა­ტი­ა­ნი მკურ­ნა­ლობს, რო­მელ­მაც კო­მენ­ტა­რის­გან ამ ეტაპ­ზე თავი შე­ი­კა­ვა.

  • ambebi.ge სა­ლო­მეს სწრა­ფად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას უსურ­ვებს!
მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იმერელი
23

rkinigzam unda gauketos modernizireba sagzao gadasasvlelebs ro matareblis dros manaqnam ver moaxerxos liandagze shesvla, msoflio vitardeba rkinigza chsvrcha wina saukuneshi

ჰა?
1

კარგით რა, რომ ხედავ იმხელა მატარებელი მოქრის, დაიცადე რა, სად მიდიხარ?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"სალომე უამრავ ადამიანს ეხმარებოდა, მისი სიკეთე არ დაიკარგება... უნდა გადარჩეს!" - რა მდგომარეობაშია ზუგდიდის საკრებულოს წევრი, რომლის ავტომობილსაც მატარებელი დაეჯახა

"სალომე უამრავ ადამიანს ეხმარებოდა, მისი სიკეთე არ დაიკარგება... უნდა გადარჩეს!" - რა მდგომარეობაშია ზუგდიდის საკრებულოს წევრი, რომლის ავტომობილსაც მატარებელი დაეჯახა

ზუგდიდში ავტოკატასტროფის დროს თვითმხილველების მიერ გადაღებულმა კადრებმა მთელი საქართველო შეძრა. ზუგდიდი-თბილისის მატარებელი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა, რომელსაც ახალგაზრდა ქალი, ზუგდიდის საკრებულოს დეპუტატი სალომე ფაცაცია მართავდა. დაზარალებული მძიმე მდგომარეობაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მოგვიანებით სალომე თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს და ლევან რატიანთან გადის მკურნალობას.

სალომეს მეგობარი ნათია გადელია გულშემატკივრებისთვის სოციალურ ქსელში წერს:

"სალომეს გულშემატკივრებს მოგახსენებთ, რომ მისი მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია, მრავლობითი მოტეხილობით და ა.შ. საიმედო ხელშია. მადლობა უფალს ყველაფრისთვის! სიკეთე არასოდეს იკარგება და ყოველთვის ტოვებს კვალს! გაბრიელის დედიკო კარგად იქნება! მადლობა ყველას. პ.ს დანარჩენებს დრო გასცემს პასუხს!"

სალომე ფაცაციას სოციალურ ქსელში ძალიან ბევრი ადამიანი იცნობს. მან ჯერ კიდევ წლების წინ, "წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდი“ დააფუძნა და არაერთ ადამიანს დაეხმარა. მოგვიანებით კი "ქართული ოცნების“ სიით მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობდა და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატიც გახდა.

"ვინც მიცნობს იცის, ყოველთვის თავდაუზოგავად ვიბრძვი სხვისი ბედნიერებისთვის და ასეც იქნება მომავალში. ფაქტმა, რომ ძალიან ბევრია დასახმარებელი და ძალიან ბევრს ვეიმედები, დამაფიქრა და გადამადგმევინა სერიოზული ნაბიჯი, ნაბიჯი, რომელიც შეცვლის მომავალს უკეთესობისკენ. ვიღებ მონაწილეობას თვითმართველობის არჩევნებში და ვარ კომბინატში მაჟორიტარობის კანდიდატი “ქართული ოცნების” ოფიციალური წარმომადგენელი. დიახ, თქვენთან ერთად და თქვენი მხარდაჭერით! მე, პირდაპირ თუ ირიბად, ყველას ოჯახში შემოვალ, მჯერა, რომ ერთად ყველაფერი გამოგვივა! ძალა ერთობაშიაო და დარწმუნებული ვარ თქვენთან ერთად გავიმაჯვებ. ჩვენ ერთად დავამარცხებთ შიმშილს, უსახსრობას და გაჭირვებას”, - წერდა წინასაარჩევნოდ სალომე ფაცაცია.

ეს დაპირება ლიტონი სიტყვები არ ყოფილა, სალომემ არაერთ ადამიანს გაუწია დახმარება.

ფაქტობრივად, უსახლკაროდ დარჩენილ 5 წლის ქრისტინა ფანჩვიძესთვის, რომელსაც "ფეისბუქის" მომხმარებლებმა მოფერებით "ლუღი“ შეარქვეს, სახლის ყიდვის ამბავმა მთელი საზოგადოება გაახარა. ამისთვის საჭირო თანხა კი სწორედ "წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის“ ხელმძღვანელის სალომე ფაცაციას და ორგანიზაციის "ვაჩუქოთ ერთმანეთს სიკეთე“ თავმჯდომარის, ანა ბაკურაძის ორგანიზებით შეგროვდა.

დეპუტატობიდან ძალიან მალე სალომეს ფოტოები ყველა ქართულ მედიაპლატფორმაზე გამოქვეყნდა, როდესაც დეპუტატის რანგში 10 დღის გაბრიელთან ერთად ფრაქციის სხდომას დაესწრო.

"სალომეს ზუგდიდში ყველა იცნობს და ყველას ძალიან უყვარს. ეს გოგო მართლა ბევრ რამეს აკეთებდა, როგორც დეპუტატი და უამრავ ადამიანს ეხმარებოდა, მისი სიკეთე არ დაიკარგება, უნდა გადარჩეს. ცოტა ხნის წინ კოვიდი გადაიტანა და პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა ლევან რატიანთან“, - გვიყვება ახლობელი. სალომეს ამჯერადაც ლევან რატიანი მკურნალობს, რომელმაც კომენტარისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა.

  • ambebi.ge სალომეს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებს!

40 000-მა ტესტმა ბოლო დღე-ღამეში 1 409 ახალი ინფიცირებული გამოავლინა - რამდენი პაციენტი ემსხვერპლა COVID 19-ს და როგორია მონაცემები რეგიონების მიხედვით

დღეს იმედის დღე და ანდრია პირველწოდებულის ხსენებაა - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ წმინდანის შესახებ

"40 წუთის წინ აქ ჯოჯოხეთი ხდებოდა... რამდენი რაკეტა ისროლეს, ვერ დათვლი" - რას ჰყვება თელ-ავივში მყოფი ვატო წერეთელი იქ არსებულ სიტუაციაზე?