სამართალი
სამხედრო

21

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დეპუტაცია პარლამენტში და მხარდამჭერები "ოცნების" შიგნით - ვინ შეიძლება ვიხილოთ გიორგი გახარიას მომავალ პოლიტიკურ გუნდში?
დეპუტაცია პარლამენტში და მხარდამჭერები "ოცნების" შიგნით - ვინ შეიძლება ვიხილოთ გიორგი გახარიას მომავალ პოლიტიკურ გუნდში?
  • ფო­ტოლ­კო­ლა­ჟი: გი­ორ­გი გა­ხა­რია, მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვი­ლი, მი­ხე­ილ და­უშ­ვი­ლი, გი­ორ­გი ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვი­ლი, ანა ბუ­ჩუ­კუ­რი, ბექა ლი­ლუ­აშ­ვი­ლი

ექ­სპრე­მი­ერ­მა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ნა­ცხა­და, რომ არ­სად წას­ვლას არ აპი­რებს, მათ შო­რის არც პო­ლი­ტი­კი­დან, რაც ნიშ­ნავს, რომ ის სა­და­ცაა სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დით წარ­სდგე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. ექ­სპერტთა ნა­წი­ლის თქმით, თუ გა­ხა­რია მარ­თლაც შექ­მნის პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას, აქვს შან­სი ორი დო­მი­ნან­ტი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ცენ­ტრად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს.

არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ გა­ხა­რია შე­იძ­ლე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად არც მოქმდებ­დეს და ის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მაშ­ველ რგო­ლად "გად­მო­აგ­დო“ პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე, თუმ­ცა ეს ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ვა­რა­უ­დია.

მოკ­ლედ, მალე ბევ­რი რამ გა­ირ­კვე­ვა, მათ შო­რის ისიც, თუ ვინ იქ­ნე­ბი­ან გა­ხა­რი­ას პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი.

მას შემ­დეგ, რაც ის გა­დად­გა, თა­ნამ­დე­ბო­ბა მის­მა რამ­დე­ნი­მე თა­ნა­მო­აზ­რე­მაც და­ტო­ვა. მათ შო­რის პირ­ვე­ლი იყო მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი კახა ქე­მოკ­ლი­ძე, რო­მე­ლიც პრე­მი­ე­რის გუნ­დის წევ­რად მო­ი­აზ­რე­ბო­და. არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, ახალ პო­ლი­ტი­კურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში ქე­მოკ­ლი­ძეს­თან ერ­თად, ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის გვერ­დით აღ­მოჩ­ნდეს შს მი­ნის­ტრის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე და მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც პოს­ტი ჯერ კი­დევ ნო­ემ­ბერ­ში და­ტო­ვა. გა­ხა­რი­ას გუნდში მო­ი­აზ­რე­ბა ასე­ვე კახა სა­ბა­ნა­ძე, რო­მე­ლიც შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის პოსტს 3 წელი იკა­ვებ­და და თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ახ­ლა­ხან გა­დად­გა.

ნა­თია თურ­ნა­ვა, გი­ორ­გი გა­ხა­რია, ნა­თია მეზვრიშ­ვი­ლი, ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნი
ასევე დაგაინტერესებთ
19:56 / 22-03-2021

"პოლიტიკაში იწყება ტექტონიკური ძვრები - გახარია "ოცნებას" ამომრჩეველთა სოლიდურ ნაწილს წაართმევს, მას სხვა ტიპის ქარიზმა აქვს" - პოლიტოლოგი

23:03 / 22-03-2021

რას წერს გიორგი გახარია "ტვიტერზე"? - "საქართველოს სჭირდება პოლიტიკური პოლარიზაციის აღმოფხვრა"

10:43 / 23-03-2021

ბიძინას ნაცვლად გახარია - როგორ შეიცვალა დღემდე "ქართულ ოცნებასთან" ასოცირებული "ფეისბუქგვერდის" სახელი?

19:09 / 23-03-2021

გიორგი გახარია ჯინსებითა და ჰუდით - ექსპრემიერის არაოფიციალური "დრეს კოდი" და ოჯახური ფოტოები პირადი ალბომიდან

18:43 / 25-03-2021

რას ამბობს თალაკვაძე ინფორმაციაზე, რომ შესაძლოა უმრავლესობა იმ დეპუტატებმა დატოვონ, რომლებიც გიორგი გახარიას გუნდის წევრებად მოიაზრებიან

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის პოს­ტის და­ტო­ვე­ბა მაია ცქი­ტიშ­ვილ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი­დან გა­რი­დე­ბის და ოჯახ­თან დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლით ახ­სნა, არ­სე­ბობს ვა­რა­უ­დი, რომ გა­ხა­რი­ას­თან ერ­თად, ისიც კვლავ შე­მობ­რუნ­დეს პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე.

დიდი ალა­ბა­თო­ბით, ექ­სპრე­მი­ე­რის გვერ­დით იქ­ნე­ბი­ან გო­რე­ლი ძმე­ბი: ალექ­სან­დრე და გი­ორ­გი ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვი­ლე­ბი. პირ­ვე­ლი, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სუს-ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და, რო­მე­ლიც გა­ხა­რი­ას მთავ­რო­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ და­ტო­ვა, მე­ო­რე ძმა კი ჯერ­ჯე­რო­ბით "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ პარ­ლა­მენ­ტა­რია.

ალექ­სან­დრე ხო­ჯე­ვა­ნიშ­ვი­ლი

მას­თან ერ­თად გა­ხა­რი­ას კვო­ტით პარ­ლა­მენ­ტში კი­დევ რამ­დე­ნი­მე დე­პუ­ტა­ტია, მათ შო­რის:

ანა ბუ­ჩუ­კუ­რი, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სამ­დივ­ნოს უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და. ანამ "ტვ პირ­ველ­თან“ სა­უ­ბარ­ში არ უარ­ყო, რომ გა­ხა­რი­ას მე­გო­ბა­რია და მისი გა­დად­გო­მი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი არა­ერ­თხელ შეხ­ვდა; ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვი­ლი; ყო­ფი­ლი ბიზ­ნე­სომ­ბუდსმე­ნი მი­ხე­ილ და­უშ­ვი­ლი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, სა­ინ­ფორ­მა­ციო-ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის ექსმო­ად­გი­ლე ბექა ლი­ლუ­აშ­ვი­ლი; სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის მხა­რე­ში ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი ალექ­სან­დრე მო­წე­რი­ლია. დიდი ალ­ბა­თო­ბით, ეს დე­პუ­ტა­ტე­ბი იქ­ნე­ბი­ან გა­ხა­რი­ას მო­მა­ვა­ლი პარ­ტი­ის და­საყ­რდე­ნი პარ­ლა­მენ­ტში. ამ­ბო­ბენ, რომ გა­ხა­რი­ას გუნდში ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს ზუგ­დი­დის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნი. ასე­ვე არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ გა­ხა­რი­ას­თან ერ­თად გა­მოჩ­ნდეს პარ­ლა­მე­ნე­ტის ყო­ფი­ლი ვიცე-სპი­კე­რი თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი.

ალექ­სან­დრე მო­წე­რი­ლია და გი­ორ­გი გა­ხა­რია

უკვე ცხა­დად გა­მოჩ­ნდა, რომ მის გუნდშია გაბ­რი­ელ წუ­ლა­ია, რო­მე­ლიც 2013 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და, მათ შო­რის, იყო ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სტარ­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი და ა.შ. მან გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას გა­დად­გო­მის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა­ში სამ­სა­ხუ­რი და­ტო­ვა.

რო­გორც გა­ირ­კვა სწო­რედ მისი შექ­მნი­ლია "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი“, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ აქ­ტი­უ­რი მხარ­დამ­ჭე­რი გახ­ლდათ და რომ­ლის სა­ხე­ლიც Bidzina Ivanishvili & Media გა­ხა­რი­ას პირ­ვე­ლი პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბის­თა­ნა­ვე Gakharia & Media-დ გა­და­ა­კე­თეს.

"სა­მარ­თლი­ა­ნი არ­ჩევ­ნე­ბი­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ (ISFED) სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის მო­ნი­ტო­რინ­გის პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ნინო რი­ჟა­მა­ძე:

"ჩვენ ამ გვერდს სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის მო­ნი­ტო­რინ­გის და­წყე­ბის პე­რი­ო­დი­დან ვაკ­ვირ­დე­ბით. ის 2011 წლის 9 ოქ­ტომ­ბერ­საა შექ­მნი­ლი და ამ პე­რი­ო­დი­დან ითავ­სებ­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის პიარ-საქ­მი­ა­ნო­ბას, მაგ­რამ არა - ოფი­ცი­ა­ლუ­რად, ეს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დი არას­დროს ყო­ფი­ლა.

გაბ­რი­ელ წუ­ლა­ია

გვერ­დი გაბ­რი­ელ წუ­ლა­ი­ას მი­ე­რაა შექ­მნი­ლი. ახლა სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ ზო­გა­დად, ამ გვერდს საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი რა­ო­დე­ნო­ბის - 97 000-ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავს, შექ­მნის დღი­დან მას­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პოს­ტე­ბის ინ­ტე­რაქ­ცია საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია და ორ მი­ლი­ონს აჭარ­ბებს. ის, რომ გაბ­რი­ელ წუ­ლა­ი­ას ირი­ბი კავ­ში­რი აქვს ამ გვერდთან, დას­ტურ­დე­ბა ასე­ვე იმით, რომ გვერ­დის აღ­წე­რი­ლო­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია კომ­პა­ნია Holon.ge, რო­მე­ლიც ირაკ­ლი წუ­ლა­ი­ას ეკუთ­ვნის. ირაკ­ლი წუ­ლა­ია "TV იმედ­ზე“ მუ­შა­ობს, სა­დაც ბიზ­ნე­სის თე­მა­ტი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­კუ­თა­რი გა­და­ცე­მა აქვს. იკ­ვე­თე­ბა გაბ­რი­ელ წუ­ლა­ი­ა­სა და ირაკ­ლი წუ­ლა­ი­ას კავ­ში­რე­ბი, რო­გორც ნა­თე­სა­უ­რი, ასე­ვე - ბიზ­ნე­სის კუ­თხი­თაც“.

გა­ხა­რი­ას პო­ლი­ტი­კა­ში გა­აქ­ტი­უ­რე­ბის სამ­ზა­დი­სი რომ ინ­ტენ­სი­უ­რია, ამა­ზე მე­ტყვე­ლებს მე­დი­ამ­ხარ­და­ჭე­რა­ზე და­წყე­ბუ­ლი საკ­მა­ოდ მას­შტა­ბუ­რი ზრუნ­ვა და ის აქ­ტი­უ­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი, რაც წავ­კის­ში მდე­ბა­რე გახ­რი­ას ვი­ლა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ambebi.ge-ს წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში" გა­ხა­რი­ას მო­მა­ვა­ლი გა­აქ­ტი­უ­რე­ბა საკ­მა­ოდ აშ­ფო­თებთ, უკვე და­ი­წყეს ზრუნ­ვა პარ­ლა­მენ­ტში იმის­თვის, რომ იმა­ზე მეტი დე­პუ­ტა­ტი არ აღ­მოჩ­ნდეს გა­ხა­რი­ას მხარ­დამ­ჭერ­თა შო­რის, ვიდ­რე ეს მმარ­თველ პარ­ტი­ა­ში სიმ­შვი­დის­თვის სჭირ­დე­ბათ...

ავ­ტო­რე­ბი: ნანა ფი­ცხე­ლა­უ­რი, ეკა აბა­ში­ძე

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
zuriko
101

რა პარტია.პარტია კი არა ციხე გახარიას.

***
75

ესენი 8 წელია მთავრობაში არიან და არაფერი ხალხისთვის არ გაუკეთებიათ. ახლა რას იზამენ ნუ აბოლებთ ხალხს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

დეპუტაცია პარლამენტში და მხარდამჭერები "ოცნების" შიგნით - ვინ შეიძლება ვიხილოთ გიორგი გახარიას მომავალ პოლიტიკურ გუნდში?

დეპუტაცია პარლამენტში და მხარდამჭერები "ოცნების" შიგნით - ვინ შეიძლება ვიხილოთ გიორგი გახარიას მომავალ პოლიტიკურ გუნდში?
  • ფოტოლკოლაჟი: გიორგი გახარია, მარიამ ქვრივიშვილი, მიხეილ დაუშვილი, გიორგი ხოჯევანიშვილი, ანა ბუჩუკური, ბექა ლილუაშვილი

ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებს, მათ შორის არც პოლიტიკიდან, რაც ნიშნავს, რომ ის სადაცაა საკუთარი პოლიტიკური გუნდით წარსდგება საზოგადოების წინაშე. ექსპერტთა ნაწილის თქმით, თუ გახარია მართლაც შექმნის პოლიტიკურ ძალას, აქვს შანსი ორი დომინანტი პოლიტიკური ძალის ალტერნატიულ ცენტრად ჩამოყალიბდეს.

არსებობს ვარაუდი, რომ გახარია შეიძლება დამოუკიდებლად არც მოქმდებდეს და ის ბიძინა ივანიშვილმა მაშველ რგოლად "გადმოაგდო“ პოლიტიკურ ველზე, თუმცა ეს ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდია.

მოკლედ, მალე ბევრი რამ გაირკვევა, მათ შორის ისიც, თუ ვინ იქნებიან გახარიას პოლიტიკური თანამებრძოლები.

მას შემდეგ, რაც ის გადადგა, თანამდებობა მისმა რამდენიმე თანამოაზრემაც დატოვა. მათ შორის პირველი იყო მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახა ქემოკლიძე, რომელიც პრემიერის გუნდის წევრად მოიაზრებოდა. არ გამორიცხავენ, ახალ პოლიტიკურ ორგანიზაციაში ქემოკლიძესთან ერთად, ყოფილი პრემიერის გვერდით აღმოჩნდეს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე და მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ნათია მეზვრიშვილი, რომელმაც პოსტი ჯერ კიდევ ნოემბერში დატოვა. გახარიას გუნდში მოიაზრება ასევე კახა საბანაძე, რომელიც შს მინისტრის მოადგილის პოსტს 3 წელი იკავებდა და თანამდებობიდან ახლახან გადადგა.

ნათია თურნავა, გიორგი გახარია, ნათია მეზვრიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი

მიუხედავად იმისა, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტის დატოვება მაია ცქიტიშვილმა პოლიტიკური პროცესიდან გარიდების და ოჯახთან დაბრუნების სურვილით ახსნა, არსებობს ვარაუდი, რომ გახარიასთან ერთად, ისიც კვლავ შემობრუნდეს პოლიტიკურ ასპარეზზე.

დიდი ალაბათობით, ექსპრემიერის გვერდით იქნებიან გორელი ძმები: ალექსანდრე და გიორგი ხოჯევანიშვილები. პირველი, მოგეხსენებათ, სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, რომელიც გახარიას მთავრობიდან წასვლის შემდეგ დატოვა, მეორე ძმა კი ჯერჯერობით "ქართული ოცნების“ პარლამენტარია.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი

მასთან ერთად გახარიას კვოტით პარლამენტში კიდევ რამდენიმე დეპუტატია, მათ შორის:

ანა ბუჩუკური, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში, ადამიანის უფლებათა სამდივნოს უფროსის თანამდებობას იკავებდა. ანამ "ტვ პირველთან“ საუბარში არ უარყო, რომ გახარიას მეგობარია და მისი გადადგომიდან მოყოლებული არაერთხელ შეხვდა; ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი; ყოფილი ბიზნესომბუდსმენი მიხეილ დაუშვილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის ექსმოადგილე ბექა ლილუაშვილი; სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ყოფილი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერილია. დიდი ალბათობით, ეს დეპუტატები იქნებიან გახარიას მომავალი პარტიის დასაყრდენი პარლამენტში. ამბობენ, რომ გახარიას გუნდში ასევე შეიძლება აღმოჩნდეს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი. ასევე არ გამორიცხავენ, რომ გახარიასთან ერთად გამოჩნდეს პარლამენეტის ყოფილი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.

ალექსანდრე მოწერილია და გიორგი გახარია

უკვე ცხადად გამოჩნდა, რომ მის გუნდშია გაბრიელ წულაია, რომელიც 2013 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, მათ შორის, იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სტარტეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, მთავრობის ადმინისტრაციაში სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი და ა.შ. მან გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ საქართველოს მთავრობაში სამსახური დატოვა.

როგორც გაირკვა სწორედ მისი შექმნილია "ფეისბუქგვერდი“, რომელიც წლების განმავლობაში "ქართული ოცნების“ აქტიური მხარდამჭერი გახლდათ და რომლის სახელიც Bidzina Ivanishvili & Media გახარიას პირველი პოლიტიკურ განცხადებისთანავე Gakharia & Media-დ გადააკეთეს.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) სოციალური მედიის მონიტორინგის პროგრამის ხელმძღვანელი, ნინო რიჟამაძე:

"ჩვენ ამ გვერდს სოციალური მედიის მონიტორინგის დაწყების პერიოდიდან ვაკვირდებით. ის 2011 წლის 9 ოქტომბერსაა შექმნილი და ამ პერიოდიდან ითავსებდა "ქართული ოცნების“, მმართველი პარტიის პიარ-საქმიანობას, მაგრამ არა - ოფიციალურად, ეს "ქართული ოცნების“ ოფიციალური გვერდი არასდროს ყოფილა.

გაბრიელ წულაია

გვერდი გაბრიელ წულაიას მიერაა შექმნილი. ახლა საინტერესო ისაა, რომ ზოგადად, ამ გვერდს საკმაოდ მაღალი რაოდენობის - 97 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, შექმნის დღიდან მასზე გამოქვეყნებული პოსტების ინტერაქცია საკმაოდ მაღალია და ორ მილიონს აჭარბებს. ის, რომ გაბრიელ წულაიას ირიბი კავშირი აქვს ამ გვერდთან, დასტურდება ასევე იმით, რომ გვერდის აღწერილობაში მითითებულია კომპანია Holon.ge, რომელიც ირაკლი წულაიას ეკუთვნის. ირაკლი წულაია "TV იმედზე“ მუშაობს, სადაც ბიზნესის თემატიკასთან დაკავშირებით საკუთარი გადაცემა აქვს. იკვეთება გაბრიელ წულაიასა და ირაკლი წულაიას კავშირები, როგორც ნათესაური, ასევე - ბიზნესის კუთხითაც“.

გახარიას პოლიტიკაში გააქტიურების სამზადისი რომ ინტენსიურია, ამაზე მეტყველებს მედიამხარდაჭერაზე დაწყებული საკმაოდ მასშტაბური ზრუნვა და ის აქტიური კონსულტაციები, რაც წავკისში მდებარე გახრიას ვილაში ყოველდღიურად მიმდინარეობს.

ambebi.ge-ს წყაროს ინფორმაციით, "ქართულ ოცნებაში" გახარიას მომავალი გააქტიურება საკმაოდ აშფოთებთ, უკვე დაიწყეს ზრუნვა პარლამენტში იმისთვის, რომ იმაზე მეტი დეპუტატი არ აღმოჩნდეს გახარიას მხარდამჭერთა შორის, ვიდრე ეს მმართველ პარტიაში სიმშვიდისთვის სჭირდებათ...

ავტორები: ნანა ფიცხელაური, ეკა აბაშიძე

"მეც მქონდა გვერდითი მოვლენები..." - რა სიმპტომები გამოუვლინდა ჯანდაცვის მინისტრს ვაქცინაციის შემდეგ?

რა არის ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი, რომელიც კახა კალაძეს დაუდასტურდა და რა სიმპტომები ახასიათებს დაავადებას?

"თუ ის პატიოსანი კაცი საქართველოდან მეორედ ისე წავა, რომ შეთანხება ვერ შედგება, ამით ვინ დაზარალდება, დანიელსონი თუ საქართველო?!" - ელისაშვილი