მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
სამართალი
მეცნიერება
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ირჩევდნენ სპეციალობას ადრე და როგორ ირჩევენ ახლა
როგორ ირჩევდნენ სპეციალობას ადრე და როგორ ირჩევენ ახლა

ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­სი ფი­ნა­ლურ ეტაპს უახ­ლოვ­დე­ბა -აბი­ტუ­რი­ენ­ტებს სულ უფრო ცოტა დრო რჩე­ბათ გა­მოც­დებ­ზე და­სა­რე­გის­ტრი­რებ­ლად და სა­სურ­ვე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ასარ­ჩე­ვად.

რო­გორ ირ­ჩევ­დნენ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­სა და სპე­ცი­ა­ლო­ბებს ადრე და რა შე­იც­ვა­ლა დღემ­დე? რო­გორ იღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას თა­ნა­მედ­რო­ვე აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი და რო­გორ შეც­ვა­ლეს დღემ­დე მიდ­გო­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა?

ღია კა­რის დღე­ე­ბი

სხვა­დას­ხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი ყო­ველ­წლი­უ­რად აცხა­დე­ბენ ღია კა­რის დღე­ებს აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის­თვის. რო­გორც წესი, ასეთ დროს, აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი ად­გილ­ზე ეც­ნო­ბი­ან უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბებს, სპე­ცი­ა­ლო­ბებ­სა და პროგ­რა­მებს; სვა­მენ კი­თხვებს და იღე­ბენ პა­სუ­ხებს.

ეს მიდ­გო­მა დღემ­დე შე­უც­ვლე­ლი და პო­პუ­ლა­რუ­ლია, ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო: აბი­ტუ­რი­ენ­ტი ად­გილ­ზე უფრო მარ­ტი­ვად იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, ვიდ­რე - დის­ტან­ცი­უ­რად მი­ი­ღებ­და. ამი­ტო­მაც, თუკი აბი­ტუ­რი­ენ­ტი ხარ, აუ­ცი­ლებ­ლად ეწ­ვიე სა­სურ­ველ უნი­ვერ­სი­ტეტს; ნახე შე­ნო­ბა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა; გა­ე­ცა­ნი პროგ­რა­მე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლებს და დას­ვი ყვე­ლა კი­თხვა, რაც გაქვს. დღეს­დღე­ო­ბით პან­დე­მი­ის გამო უამ­რავ­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ღია კა­რის დღე ონ­ლა­ინ-რე­ჟიმ­ში გა­და­ი­ტა­ნა, რი­თაც კი­დევ უფრო გა­მარ­ტივ­და ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა.

გა­მოც­დილ­თა რჩე­ვე­ბი

თუკი ადრე აბი­ტუ­რი­ენტს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­და, ესარ­გებ­ლა მშობ­ლე­ბის ან ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბის რჩე­ვე­ბით ან, უბ­რა­ლოდ, მარ­ტი­ვი გზა აერ­ჩია და გაჰ­ყო­ლო­და მშობ­ლე­ბის კვალს, დღეს, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­მა ეს მე­თო­დი კი­დევ უფრო მას­შტა­ბუ­რი გა­ხა­და: სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში აბი­ტუ­რი­ენ­ტთა ჯგუ­ფებ­ში უამ­რავ აბი­ტუ­რი­ენ­ტთან ერ­თად შეხ­ვდე­ბით უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც, რომ­ლე­ბიც სი­ა­მოვ­ნე­ბით აგიხ­სნი­ან და და­გაკ­ვა­ლი­ა­ნე­ბენ სა­სურ­ვე­ლი პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ხებ; აქვე შეხ­ვდე­ბით უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლებ­საც, რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ გა­მოც­დი­ლე­ბას გა­გი­ზი­ა­რე­ბენ, შე­დე­გად, შენი არ­ჩე­ვა­ნი კი­დევ უფრო გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი გახ­დე­ბა.

ვებგ­ვერ­დი და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის ან­გა­რი­შე­ბი

ერ­თია თუ რას ამ­ბობს უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­კუ­თა­რი თა­ვის შე­სა­ხებ ღია კა­რის დღე­ზე, მაგ­რამ მე­ო­რეა, თუ რას ამ­ბობს უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ზე ფე­ის­ბუქ-გვერ­დი. გან­სა­კუთ­რე­ბით აქ­ტი­უ­რი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბი­სა და გარ­თო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია აქ ყვე­ლა­ზე კარ­გად ჩანს: სპორ­ტუ­ლი კლუ­ბე­ბი, ხე­ლოვ­ნე­ბის წრე­ე­ბი და სტუ­დი­ე­ბი; სა­ინ­ტე­რე­სო ექ­სპე­დი­ცი­ე­ბი და შე­ჯიბ­რე­ბე­ბი; წვე­უ­ლე­ბე­ბი და, უბ­რა­ლოდ, კარ­გი გარ­თო­ბა კარ­გი სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად - ესაა ის, რა­ზეც ყვე­ლა მო­მა­ვა­ლი სტუ­დენ­ტი ოც­ნე­ბობს.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში აუ­ცი­ლებ­ლად ისარ­გებ­ლე თი­თო­ე­უ­ლი ზე­მოთ­და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი წყა­რო­თი; გა­მო­ი­ყე­ნე ყვე­ლა გზა იმის­თვის, რომ შენი არ­ჩე­ვა­ნი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყოს.

კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი თი­თო­ე­ულ აბი­ტუ­რი­ენტს უამ­რავ შე­საძ­ლებ­ლო­ბას სთა­ვა­ზობს: ხუთი ფა­კულ­ტე­ტი და 12 სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა; სტუ­დენტზე მორ­გე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის მო­დე­ლე­ბი; ხა­ლი­სი­ა­ნი და ნა­ყო­ფი­ე­რი სტუ­დენ­ტუ­რი ცხოვ­რე­ბა; წარ­მა­ტე­ბუ­ლი და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ლექ­ტო­რე­ბი - ამ და კი­დევ უამ­რა­ვი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტით კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სტუ­დენ­ტო­ბა 100%-ით და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი და ნა­ყო­ფი­ე­რი გახ­დე­ბა თი­თო­ე­უ­ლი სტუ­დენ­ტის­თვის!

ამი­ტო­მაც გა­ა­კე­თე ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნი და აირ­ჩიე 115!

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

როგორ ირჩევდნენ სპეციალობას ადრე და როგორ ირჩევენ ახლა

როგორ ირჩევდნენ სპეციალობას ადრე და როგორ ირჩევენ ახლა

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის პროცესი ფინალურ ეტაპს უახლოვდება -აბიტურიენტებს სულ უფრო ცოტა დრო რჩებათ გამოცდებზე დასარეგისტრირებლად და სასურველი უნივერსიტეტების ასარჩევად.

როგორ ირჩევდნენ უმაღლეს სასწავლებლებსა და სპეციალობებს ადრე და რა შეიცვალა დღემდე? როგორ იღებენ გადაწყვეტილებას თანამედროვე აბიტურიენტები და როგორ შეცვალეს დღემდე მიდგომა უნივერსიტეტებმა?

ღია კარის დღეები

სხვადასხვა უნივერსიტეტები ყოველწლიურად აცხადებენ ღია კარის დღეებს აბიტურიენტებისთვის. როგორც წესი, ასეთ დროს, აბიტურიენტები ადგილზე ეცნობიან უმაღლესი სასწავლებლების შეთავაზებებს, სპეციალობებსა და პროგრამებს; სვამენ კითხვებს და იღებენ პასუხებს.

ეს მიდგომა დღემდე შეუცვლელი და პოპულარულია, ძალიან მარტივი მიზეზის გამო: აბიტურიენტი ადგილზე უფრო მარტივად იღებს გადაწყვეტილებას, ვიდრე - დისტანციურად მიიღებდა. ამიტომაც, თუკი აბიტურიენტი ხარ, აუცილებლად ეწვიე სასურველ უნივერსიტეტს; ნახე შენობა და ინფრასტრუქტურა; გაეცანი პროგრამების ხელმძღვანელებს და დასვი ყველა კითხვა, რაც გაქვს. დღესდღეობით პანდემიის გამო უამრავმა უნივერსიტეტმა ღია კარის დღე ონლაინ-რეჟიმში გადაიტანა, რითაც კიდევ უფრო გამარტივდა ინფორმაციის მოძიება.

გამოცდილთა რჩევები

თუკი ადრე აბიტურიენტს შესაძლებლობა ჰქონდა, ესარგებლა მშობლების ან ოჯახის ახლობლების რჩევებით ან, უბრალოდ, მარტივი გზა აერჩია და გაჰყოლოდა მშობლების კვალს, დღეს, თანამედროვე ტექნოლოგიებმა ეს მეთოდი კიდევ უფრო მასშტაბური გახადა: სოციალურ ქსელებში აბიტურიენტთა ჯგუფებში უამრავ აბიტურიენტთან ერთად შეხვდებით უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებსაც, რომლებიც სიამოვნებით აგიხსნიან და დაგაკვალიანებენ სასურველი პროგრამების შესახებ; აქვე შეხვდებით უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებსაც, რომლებიც თავიანთ გამოცდილებას გაგიზიარებენ, შედეგად, შენი არჩევანი კიდევ უფრო გაცნობიერებული გახდება.

ვებგვერდი და სოციალური ქსელების ანგარიშები

ერთია თუ რას ამბობს უნივერსიტეტის წარმომადგენელი საკუთარი თავის შესახებ ღია კარის დღეზე, მაგრამ მეორეა, თუ რას ამბობს უმაღლეს სასწავლებელზე ფეისბუქ-გვერდი. განსაკუთრებით აქტიური სტუდენტური ცხოვრებისა და გართობის შესახებ ინფორმაცია აქ ყველაზე კარგად ჩანს: სპორტული კლუბები, ხელოვნების წრეები და სტუდიები; საინტერესო ექსპედიციები და შეჯიბრებები; წვეულებები და, უბრალოდ, კარგი გართობა კარგი სწავლის პარალელურად - ესაა ის, რაზეც ყველა მომავალი სტუდენტი ოცნებობს.

საბოლოო ჯამში აუცილებლად ისარგებლე თითოეული ზემოთდასახელებული წყაროთი; გამოიყენე ყველა გზა იმისთვის, რომ შენი არჩევანი ინფორმირებული იყოს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი თითოეულ აბიტურიენტს უამრავ შესაძლებლობას სთავაზობს: ხუთი ფაკულტეტი და 12 საგანმანათლებლო პროგრამა; სტუდენტზე მორგებული დაფინანსების მოდელები; ხალისიანი და ნაყოფიერი სტუდენტური ცხოვრება; წარმატებული და პროფესიონალი ლექტორები - ამ და კიდევ უამრავი მნიშვნელოვანი კომპონენტით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტობა 100%-ით დასამახსოვრებელი და ნაყოფიერი გახდება თითოეული სტუდენტისთვის!

ამიტომაც გააკეთე ინფორმირებული არჩევანი და აირჩიე 115!

NS

გაუკეთდებათ თუ არა ვაქცინის მეორე დოზა იმ მოქალაქეებს, რომლებსაც პირველი დოზის მიღების შემდეგ კორონავირუსი დაუდგინდებათ?

უსაფრთხოა თუ არა ვაქცინაცია იმ ადამიანებისთვის, ვინც კორონავირუსი შესაძლოა უსიმპტომოდ გადაიტანეს და არ იციან - ამირან გამყრელიძის კომენატრი

399 ახალი ინფიცირებული და 10 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამის მონაცემები კორონავირუსის შესახებ