ენტონი ბლინკენმა და ჟოზეფ ბორელმა განაცხადეს, რომ ისინი მოწოდებული არიან, კოორდინირებულად გაუმკლავდნენ რუსეთის რთულ ქცევას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას; ჰიბრიდულ საფრთხეებს, მათ შორის დეზინფორმაციას, საარჩევნო პროცესებში ჩარევას, მავნე კიბერ საქმიანობას, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენისა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც ბრიუსელში, გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.
„მათ ასევე გადაწყვიტეს გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ჩათვლით, ყოვლისმომცველი რეფორმების ხელშესაწყობის მიზნით“, - აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეფ ბორელმა 24 მარტს ბრიუსელში შეხვედრა გამართეს, სადაც აშშ-ევროკავშირის ურთიერთობის განმტკიცების გზები, პრიორიტეტული საგარეო პოლიტიკის მიმართ კოორდინირებული რეაგირების, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური საკითხები განიხილეს. მათ ასევე აიღეს ვალდებულება ითანამშრომლონ გლობალური გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის კლიმატის გლობალური კრიზისის დაძლევის, კოვიდ-19-ის პანდემიის დასრულების, მდგრადი ეკონომიკური აღდგენისა და დემოკრატიული ღირებულებების დაცვის კუთხით.
კითხვა-პასუხი:
1. ვის აწყობს რადიკალური ოპოზიციის მიერ ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობა? რუსეთს.
2. ვინ დგას რადიკალური ოპოზიციის მიერ ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობის სათავეში? ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (დანარჩენები ერთად აღებული არის პოლიტიკური ნაგავი).
3. ვინ არის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბელადი? მ. სააკაშვილი.
4. ვინ არის მ. სააკაშვილი? რუსეთის აგენტი.
5.ვინ არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და პარტიის სხვა წევრები? რუსეთის მე-5 კოლონა.
6. ვინ არიან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმდევრები და გულშემატკივრები? რუსეთის მე-5 კოლონა და ხისთავიანი ვაი პატრიოტები.
დიახ ბატონებო!საბოლოოდ მიშა სააკაშვილმა ბიძამის თემურ ალასანიასთან ერთად საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი და საქართველოში თავიანთ მხარდამჭერებთან ერთად ღიად დაუპირისპირდნენ დასავლეთს და გააჩაღეს მათი ლანძღვა გინება რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ,რაც უფრო უახლოვდებით ევროპულ სტრუქტურებში გაწევრიანებას მით მეტი გაშმაგებით ლანძღავენ მათ და უნდათ,რომ ეს ყველაფერი ჩაშალონ,ამისთვის ყველაფერ სიბინძურეს აკეთებენ.