მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბავშვებს სურდათ, რომ ნიღბის გარეშე ვენახე" - გაიცანით მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლეებთან ერთად თოვლში იცეკვა
"ბავშვებს სურდათ, რომ ნიღბის გარეშე ვენახე" - გაიცანით მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლეებთან ერთად თოვლში იცეკვა

"რაც არ უნდა გა­საკ­ვი­რი იყოს, და­ვა­ლე­ბებს ერ­თად ვარ­ჩევთ... ბავ­შვებს არას­დროს ვა­ი­ძუ­ლებ, მე მო­მერ­გონ"

თა­მუ­ნა ლა­ბა­ძე შუ­ა­ხე­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ინწკირ­ვე­თის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ას­წავ­ლის. და­წყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის პე­და­გო­გია. ვი­დეო, რო­მელ­ზეც ჩანს, რო­გორ ცეკ­ვავს მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად თოვლში, რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა და ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნის მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. მას­წავ­ლებ­ლო­ბა 1-ლი ოქ­ტომ­ბრი­დან და­ი­წყო, მოს­წავ­ლე­ებ­თან თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ონ­ლა­ინ ჰქონ­და კო­მუ­ნი­კა­ცია. სკო­ლა­ში კი, არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პირ­ბა­დით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და. რო­გორც თა­ვად გვიყ­ვე­ბა, ბავ­შვებს ძა­ლი­ან უნ­დო­დათ, ენა­ხათ მას­წავ­ლე­ბე­ლი პირ­ბა­დის გა­რე­შე, ამი­ტომ, გა­და­წყვი­ტა, რომ ღია სივ­რცე­ში მათ­თან ერ­თად ეცეკ­ვა მუ­სი­კა­ზე, რო­მე­ლიც სა­ხა­ლი­სო და რიტ­მუ­ლია. ის გვიყ­ვე­ბა, რას ანი­ჭებს მოს­წავ­ლე­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას ყვე­ლა­ზე დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას და რა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ვი­დე­ოს:

- სას­კო­ლო საგ­ნე­ბის გარ­და, ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა და იმ უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას, რაც ბავ­შვებს უფრო ჰუ­მა­ნურს ხდის, გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას ვა­ნი­ჭებ. პან­დე­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში პირ­ბა­დე მე­კე­თა. ბავ­შვებს სურ­დათ, რომ ნიღ­ბის გა­რე­შე ვე­ნა­ხე. გა­დავ­წყვი­ტე, რომ რამ­დე­ნი­მე მარ­ტი­ვი მოძ­რა­ო­ბა მეს­წავ­ლე­ბი­ნა, მუ­სი­კაც რიტ­მუ­ლი და სა­ხა­ლი­სო შე­ვარ­ჩიე და თოვლში ვი­ცეკ­ვეთ. ვი­დე­ო­ში სხვა­დას­ხვა კლა­სის მოს­წავ­ლე ჩანს. ჩვენს სკო­ლა­ში სულ 16 მოს­წავ­ლეა. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი ვი­ყა­ვით და უამ­რა­ვი და­დე­ბი­თი ემო­ცია მი­ვი­ღეთ. არ ვე­ლო­დი ასეთ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას.

- თქვე­ნი იდეა უარ­ყო­ფი­თა­დაც შე­ა­ფა­სეს?

- რო­გორც გი­თხა­რით, ძა­ლი­ან ბევ­რი და­დე­ბი­თი კო­მენ­ტა­რი და­ი­წე­რა. დღეს ვნა­ხე მხო­ლოდ უარ­ყო­ფი­თი, სა­დაც ერთი ადა­მი­ა­ნი წერ­და, რომ სკო­ლას პატ­რო­ნი არ ჰყავს. მას­წავ­ლე­ბელ­საც უარ­ყო­ფი­თად აფა­სებ­და. კრი­ტი­კა, რა თქმა უნდა, მი­სა­ღე­ბია, თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ უარ­ყო­ფი­თი კო­მენ­ტა­რი იყო, მა­ინც მი­ხა­რია, იმი­ტომ, რომ ამ ადა­მი­ან­მა ვი­დეო გახ­სნა და უყუ­რა. თა­ვად აირ­ჩია, რომ და­დე­ბი­თი ემო­ცი­ის ნაც­ვლად, აგ­რე­სია გა­მო­ე­ხა­ტა.

- თქვენ­თვის, რო­გორც მას­წავ­ლებ­ლის­თვის, რა არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში?

- პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს სწავ­ლა ონ­ლა­ინ და­ვი­წყეთ. ვიდ­რე ერ­თმა­ნეთს გა­ვეც­ნო­ბო­დით, ძა­ლი­ან ბევ­რი პლატ­ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა დამ­ჭირ­და იმი­სათ­ვის, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბი და­მე­ინ­ტე­რე­სე­ბი­ნა თი­თო­ე­უ­ლი საგ­ნით და გას­ჩე­ნო­დათ სურ­ვი­ლი, რომ ეს­წავ­ლათ. ჩემ­თვის, რო­გორც პე­და­გო­გის­თვის, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბია. ვფიქ­რობ, როცა ბავ­შვს მას­წავ­ლე­ბე­ლი უყ­ვარს, აუ­ცი­ლებ­ლად ის­წავ­ლის სა­განს. ჩვე­ნი მთა­ვა­რი მო­ტი­ვა­ცი­აა, რომ ვის­წავ­ლოთ კე­თე­ბით, ყო­ველ დღე ვცდი­ლობთ, ახა­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი დავ­გეგ­მოთ. აქ­ტი­ვო­ბე­ბი ძი­რი­თა­დად და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ცდებ­ზე, ექ­სპე­რი­მენ­ტებ­სა და კვლე­ვებ­ზე, რაც გა­ცი­ლე­ბით უფრო შე­დე­გი­ანს ხდის სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცესს. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტიტო
0

ოქრო გოგოა! დაგლოცოთ ღმერთმაა! 

სანდრო.
1

გენაცვალეთ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ბავშვებს სურდათ, რომ ნიღბის გარეშე ვენახე" - გაიცანით მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლეებთან ერთად თოვლში იცეკვა

"ბავშვებს სურდათ, რომ ნიღბის გარეშე ვენახე" - გაიცანით მასწავლებელი, რომელმაც მოსწავლეებთან ერთად თოვლში იცეკვა

"რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დავალებებს ერთად ვარჩევთ... ბავშვებს არასდროს ვაიძულებ, მე მომერგონ"

თამუნა ლაბაძე შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ინწკირვეთის საჯარო სკოლაში ასწავლის. დაწყებითი საფეხურის პედაგოგია. ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ ცეკვავს მოსწავლეებთან ერთად თოვლში, რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა და ძალიან ბევრი ადამიანის მოწონება დაიმსახურა. მასწავლებლობა 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყო, მოსწავლეებთან თვეების განმავლობაში ონლაინ ჰქონდა კომუნიკაცია. სკოლაში კი, არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, პირბადით გადაადგილდებოდა. როგორც თავად გვიყვება, ბავშვებს ძალიან უნდოდათ, ენახათ მასწავლებელი პირბადის გარეშე, ამიტომ, გადაწყვიტა, რომ ღია სივრცეში მათთან ერთად ეცეკვა მუსიკაზე, რომელიც სახალისო და რიტმულია. ის გვიყვება, რას ანიჭებს მოსწავლეებთან ურთიერთობისას ყველაზე დიდ მნიშვნელობას და რა გამოხმაურება მოჰყვა ვიდეოს:

- სასკოლო საგნების გარდა, ადამიანურ ურთიერთობებსა და იმ უნარების გამომუშავებას, რაც ბავშვებს უფრო ჰუმანურს ხდის, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებ. პანდემიიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესში პირბადე მეკეთა. ბავშვებს სურდათ, რომ ნიღბის გარეშე ვენახე. გადავწყვიტე, რომ რამდენიმე მარტივი მოძრაობა მესწავლებინა, მუსიკაც რიტმული და სახალისო შევარჩიე და თოვლში ვიცეკვეთ. ვიდეოში სხვადასხვა კლასის მოსწავლე ჩანს. ჩვენს სკოლაში სულ 16 მოსწავლეა. ძალიან ბედნიერები ვიყავით და უამრავი დადებითი ემოცია მივიღეთ. არ ველოდი ასეთ გამოხმაურებას.

- თქვენი იდეა უარყოფითადაც შეაფასეს?

- როგორც გითხარით, ძალიან ბევრი დადებითი კომენტარი დაიწერა. დღეს ვნახე მხოლოდ უარყოფითი, სადაც ერთი ადამიანი წერდა, რომ სკოლას პატრონი არ ჰყავს. მასწავლებელსაც უარყოფითად აფასებდა. კრიტიკა, რა თქმა უნდა, მისაღებია, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ უარყოფითი კომენტარი იყო, მაინც მიხარია, იმიტომ, რომ ამ ადამიანმა ვიდეო გახსნა და უყურა. თავად აირჩია, რომ დადებითი ემოციის ნაცვლად, აგრესია გამოეხატა.

- თქვენთვის, როგორც მასწავლებლისთვის, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი სწავლების პროცესში?

- პირველ ოქტომბერს სწავლა ონლაინ დავიწყეთ. ვიდრე ერთმანეთს გავეცნობოდით, ძალიან ბევრი პლატფორმის გამოყენება დამჭირდა იმისათვის, რომ მოსწავლეები დამეინტერესებინა თითოეული საგნით და გასჩენოდათ სურვილი, რომ ესწავლათ. ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური ურთიერთობებია. ვფიქრობ, როცა ბავშვს მასწავლებელი უყვარს, აუცილებლად ისწავლის საგანს. ჩვენი მთავარი მოტივაციაა, რომ ვისწავლოთ კეთებით, ყოველ დღე ვცდილობთ, ახალი აქტივობები დავგეგმოთ. აქტივობები ძირითადად დაფუძნებულია ცდებზე, ექსპერიმენტებსა და კვლევებზე, რაც გაცილებით უფრო შედეგიანს ხდის საგაკვეთილო პროცესს. წაიკითხეთ სრულად

"ჩემი აზრით, მაისის ბოლოსთვის "კომენდანტის საათიც" მოიხსნება" - თენგიზ ცერცვაძე

"ძალიან ეგოისტი ქალია ნინა, შვილების მონატრებაც ვერ გამოხატა..." - რას ამბობს ჩცდ-ს პროდუსერი სეზონის სკანდალურ სერიაზე და როგორ პასუხობს კრიტიკოსებს "ნათია"?

"კოვაქსიდან" მოლოდინი გვაქვს, რომ ივლისიდან "ნოვოვაქსი" და "ჯონსონი და ჯონსონი" უნდა დაემატოს" - თამარ გაბუნია