გუშინ ხელისუფლებას ყურები შეიძლება არ მოახიეს, მაგრამ ყურში ხელი ნამდვილად მოკიდეს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც სენატორების განცხადებებზე მმართველი გუნდის შეფასებებს გამოეხმაურა.
როგორც წერეთელმა აღნიშნა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების 90%-ზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა და მას შეუძლია „ეს ჯაჭვი გაარღვიოს“.
„მაწუხებს ტყუილი, რომელსაც ვისმენ, რომ ყველაფერი კარგადაა და ვიღაცებს ყურები დაახიეს. გუშინ ხელისუფლებას ყურები შეიძლება არ მოახიეს, მაგრამ ყურში ხელი ნამდვილად მოკიდეს, მოხევა როდის იქნება, ეს მეორე საკითხია. წარმოუდგენელია ასეთი პოლიტიკური სიბეცე. როდესაც პასუხისმგებლობებზეა საუბარი, 90% ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. ხელისუფლებას შეუძლია ეს ჯაჭვი გაარღვიოს, შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს და დაიწყოს თუნდაც იმით, რომ მელია გაათავისუფლოს“,- განაცხადა წერეთელმა.
ცნობისთვის, უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში არა მხოლოდ ყური აუწიეს ოპოზიციას, არამედ გაულაწუნეს და ყურები დაახიეს. „ამერიკელმა სენატორებმა ოპოზიციას უთხრეს, რომ მათი ადგილი პარლამენტშია“,- განაცხადა ზარქუამ.
საპარლამეტო ხელისუფლება პოზიცია ოპოზოციისაგან შესდგება და ერთიანია , მარტო პოზიცია არაა ხელისუფალი, მხოლოდ ოპოზიციასთან ერთად , ხელფასი , უზრუნველყოფა , უფლება და პასუხისმგებლობა ერთი აქვსთ ! დიდი ბიჭები ხართ ნაცები , დროა კანონებს გაეცნოთ და რომელსაც უკვე იცნობთ პატივი სცეთ და დაემორჩილოთ, მითუმეტეს მოქკავშირიდან დაწყებული მათუი უმრავლესობა თქვენი მიღებულია , და საცა სამართალია კაცმა თავზე უნდა დაგახიოთ, ურჯულოებო !
ყურში მოკიდეს, თუ დახვრიტეს, , მერე შენ და შენს პარტიას რა წერეთელო? 25 არჩევნები რომ ჩატარდეს ზედიზედ, თქვენ ფსკერზე დარჩებით! ეს ერთი და მეორე: შენ არ ვიცი რამდენად გაქვს წაკითხულიდან აზრის გამოტანის უნარი, მაგრამ იქ თქვენზე - უსაქმურ და უპასუხისმგებლო ოპოზიციაზე ვერაფერი ამოიკითხე? 1. არჩევნების ხელახლა ჩატარებაზე ვინმემ რამე თქვა? კი იყო დარღვევებიო, მაგრამ ოპოზ პარლამენტში უნდა შევიდს ო!!! ითქვა? ითქვა! 2. მელიამ კანონი დაარღვია სამაჯურის მოხსნით და კანონის უზენაესია ყველასთვისო, ითქვა? ითქვა! 3. ოცნების ხელისუფლება ურყევად დგას ევროატლანტიკურ კურსზეო ითქვა? ითქვა! სხვა რა გინდათ? რამ გაგახარათ? რაც შეეხება საარჩევნო და სასამართლო რეფორმას, პარლამენტში ოპოზ-ის როლის გაზრდაზე, კი ბატონო, მოწოდებაა სწრაფად ჩატარების; საარჩევნო რეფორმა დაწყებულია და პროექტი ყველას მოსწონს; ხელისუფლება აცხადებს, რომ სასამართლო რეფორმასაც ჩაატარებს (ღმერთმა ქნას) სხვა რა გინდათ? ანუ თქვენმა ულტიმატუმმა ხელახალ არჩევნებზე და მელიას გამოშვებაზე ჩაილურის წყალი დალია! ვისაც მანდატი აქვს (შენ, უგულავას, ბოკერიას, ბობოხიძეს, პურჯანაძეს არ გეხებათ) შევა, შევიდეს; დანარჩენებმა (თუ უნდათ მათაც) ირბინეთ, იყმუვლეთ და რასაც მოიგებთ, კარგად დათვალეთ