პოლიტიკა
მოზაიკა

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"სრული სისულელეა, რომ ასოცირების დღის წესრიგს შეგვიჩერებენ... ვერც კი წარმომიდგენია, ქვეყანას სანქციები დაუწესდეს" - როგორ აფასებს ზალკალიანი ამერიკელი სენატორების განცხადებებს
"სრული სისულელეა, რომ ასოცირების დღის წესრიგს შეგვიჩერებენ... ვერც კი წარმომიდგენია, ქვეყანას სანქციები დაუწესდეს" - როგორ აფასებს ზალკალიანი ამერიკელი სენატორების განცხადებებს

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრი და­ვით ზალ­კა­ლი­ა­ნი გა­მო­რი­ცხავს, რომ კონ­კრე­ტუ­ლი პი­რე­ბის ან ქვეყ­ნის მი­მართ სტრა­ტე­გი­ულ­მა პარტნი­ო­რებ­მა სან­ქცი­ე­ბი და­ა­წე­სონ.

რო­გორც „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა „დღის ნი­უს­რუმ­ში“ და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, ოპო­ზი­ცია მხო­ლოდ და მხო­ლოდ ოც­ნე­ბობს იმა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში რაც შე­იძ­ლე­ბა მძი­მედ იყოს სი­ტუ­ა­ცია და ქვე­ყა­ნას სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­დეს, რომ ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის­თვის გა­მო­ი­ყე­ნონ.

„არა­თუ სკეპ­ტი­კუ­რად ვარ გან­წყო­ბი­ლი, ვერც კი წარ­მო­მიდ­გე­ნია მსგავ­სი სცე­ნა­რით გან­ვი­თა­რე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, ოპო­ზი­ცია მხო­ლოდ და მხო­ლოდ ოც­ნე­ბობს იმა­ზე, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მძი­მედ იყოს სი­ტუ­ა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში და ქვე­ყა­ნას და­უ­წეს­დეს სან­ქცი­ე­ბი, რომ ეს გა­მო­ი­ყე­ნონ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის­თვის. ეს არის მათი დღის წეს­რი­გი, მეტი არა­ფე­რი. ვი­ზი­ა­რებ და ვემ­ხრო­ბი, რომ უნდა მი­ვი­ღოთ რე­ზო­ლუ­ცია, სა­დაც იქ­ნე­ბა მო­წო­დე­ბა ორი­ვე მხა­რე­ზე და ამა­ში პრობ­ლე­მას ვერ ვხე­დავ. მაგ­რამ შე­გახ­სე­ნებთ არ­ჩევ­ნე­ბის წინა პე­რი­ოდს, ოპო­ნენ­ტე­ბის გა­მოს­ვლებს, რო­გორ თა­მა­მად აცხა­დებ­დნენ ისი­ნი, რომ რე­ზო­ლუ­ცია იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, აპ­როპ­რი­ა­ცი­ის აქტი იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, ეროვ­ნუ­ლი თავ­დაც­ვის აქტი იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი, სა­დაც პირ­და­პირ იქ­ნე­ბა სან­ქცი­ე­ბი ჩა­დე­ბუ­ლი, ვნა­ხეთ ჩვენ ეს ყვე­ლა­ფე­რი? - არა­ფე­რი! ვე­რა­ფე­რი ვერ ვნა­ხეთ. კი­დევ ერთი ფუჭი მცდე­ლო­ბა იქ­ნე­ბა ამ­ჟა­მა­დაც, რად­გა­ნაც სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გე­უბ­ნე­ბით რო­გორც ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რომ ჩვენ, ჩვე­ნი თან­მიმ­დევ­რუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბით კი­დევ ერთხელ და­ვა­ნა­ხებთ ჩვენს მთა­ვარ სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებს რო­გორც ევ­რო­პა­ში, ასე­ვე ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში რო­გო­რი თან­მიმ­დევ­რუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის. რაც გუ­ლის­ხმობს ჩვე­ნი ქვეყ­ნის სრულ­ფა­სო­ვან ინ­ტეგ­რა­ცი­ას ევ­რო­პულ და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში და ეს პრო­ცე­სი ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ფორ­მე­ბის გა­რე­შე. ამი­ტომ მე საფრ­თხეს ვერ ვხე­დავ და გარ­წმუ­ნებთ, რომ არა­ნა­ი­რი ბმა და პი­რო­ბი­თო­ბა მო­მა­ვალ­ში არ იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ზალ­კა­ლი­ან­მა.

ზალ­კა­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის შარლ მი­შე­ლის პი­რა­დი წარ­მო­მად­გენ­ლის კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნის ბრი­უ­სელ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ასო­ცი­რე­ბის დღის წეს­რი­გის გა­და­ხედ­ვა­ზე სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, ასო­ცი­რე­ბის დღის წეს­რი­გის შე­ჩე­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის კი­დევ ერთი მცდე­ლო­ბაა. ამას­თან, ზალ­კა­ლი­ა­ნის თქმით, წელს ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის იმპლე­მენ­ტა­ცი­ამ უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა მი­ი­ღო.

„ვინც ამას ამ­ტკი­ცებს და ბმას აკე­თებს ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის შე­წყვე­ტას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არ მინ­და ცუდი რამ გა­მო­ვი­ყე­ნო, მაგ­რამ მხო­ლოდ და მხო­ლოდ მავ­ნებ­ლო­ბა და სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სვლაა, მეტი არა­ფე­რი, რად­გან მსგავ­სი რამ არ გან­ხი­ლუ­ლა და არც იქ­ნე­ბა.

უშუ­ა­ლოდ მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრთან ერ­თად ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბულ ევ­რო­კავ­ში­რი-სა­ქარ­თვე­ლოს ასო­ცი­რე­ბის საბ­ჭოს სხდო­მა­ში, ეს მე­ექ­ვსე სხდო­მა იყო. წინა პრაქ­ტი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბა მაძ­ლევს იმის თქმის სა­ფუძ­ველს, რომ ასე­თი ში­ნა­არ­სი­ა­ნი, კარ­გი, გა­მორ­ჩე­უ­ლი საბ­ჭო ჩვენ არ გვქო­ნია. ეს რომ ასეა, ნა­ხეთ ტექ­სტი, ერ­თობ­ლი­ვი დეკ­ლა­რა­ცია, რომ­ლის წა­კი­თხვაც ყვე­ლა­ფერს ნა­თელს მოჰ­ფენს. ჩვე­ნი ევ­რო­პე­ლი პარტნი­ო­რე­ბი სრუ­ლად უჭე­რენ მხარს იმ რე­ფორ­მებს, რო­მელ­საც ქვე­ყა­ნა ახორ­ცი­ე­ლებს რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ასე­ვე უსაფრ­თხო­ე­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის, ღრმა და ყოვ­ლის­მომ­ცვე­ლი თა­ვი­სუ­ფა­ლი ვაჭ­რო­ბის შეს­რუ­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის იმპლე­მენ­ტა­ცი­ამ უმაღ­ლე­სი შე­ფა­სე­ბა მი­ი­ღო, ყვე­ლა­ზე პო­ზი­ტი­უ­რი მას შემ­დეგ, რაც ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბას ხელი მო­ვა­წე­რეთ. ამი­ტომ, სრუ­ლი სი­სუ­ლე­ლეა ის, რომ ასო­ცი­რე­ბის დღის წეს­რიგს შეგ­ვი­ჩე­რე­ბენ. ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის კი­დევ ერთი მცდე­ლო­ბაა.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ნი­ელ­სო­ნის და მი­შე­ლის ჩარ­თუ­ლო­ბას, მი­ვე­სალ­მე­ბით, რომ ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვი­და და უშუ­ა­ლოდ მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მოხ­და მე­დი­ა­ცია. ეს მი­ა­ნიშ­ნებს იმას, თუ რა­ო­დენ მა­ღალ დო­ნე­ზეა ევ­რო­კავ­ში­რის­თვის სა­ქარ­თვე­ლოს თე­მა­ტი­კა და რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მათ­თვის ქვე­ყა­ნა­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბა. ჩვენ ახლა იმის ფუ­ფუ­ნე­ბა არ გვაქვს, რომ გრძელ­ვა­დი­ან პო­ლი­ტი­კურ კრი­ზის­ში შე­ვი­დეთ. შე­ხე­დეთ რა ხდე­ბა ჩვენს გარ­შე­მო რე­გი­ონ­ში. უამ­რა­ვი გა­მოწ­ვე­ვა, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას აქვს ეკო­ნო­მი­კის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის, პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის თვალ­საზ­რი­სით, უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით, ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ით, ჩვენ და­კა­ვე­ბუ­ლი ვართ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა-არ­შეს­ვლით და ვი­ღა­ცე­ბის დარ­წმუ­ნე­ბით, რომ პარ­ლა­მენ­ტში შე­დით. ეს არ არის სწო­რი და სა­მარ­თლი­ა­ნი შენი ქვეყ­ნის მი­მართ“, - გა­ნა­ცხა­და ზალ­კა­ლი­ან­მა.

მან იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე თა­მამ ნა­ბი­ჯებს გა­დად­გამს და სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბას და­უბ­რუნ­დე­ბა.

„იმე­დი მაქვს, ის საღი ძალა, რო­მე­ლიც ოპო­ნენ­ტებს შო­რის არის და არა რა­დი­კა­ლუ­რი ფრთა, რო­მელ­საც მძევ­ლად უჭი­რავს და­ნარ­ჩე­ნი ოპო­ზი­ცი­უ­რი სპექტრი, შე­სა­ბა­მის დას­კვნას გა­ა­კე­თებს და ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე თა­მამ ნა­ბი­ჯებს გა­დად­გამს. მერ­წმუ­ნეთ, ამას ქარ­თვე­ლი ხალ­ხი, მათი ამომ­რჩე­ვე­ლი შე­სა­ბა­მი­სად და­ა­ფა­სებს და და­ი­ნა­ხავს “, - გა­ნა­ცხა­და ზალ­კა­ლი­ან­მა.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სე­ნატ­ში გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი აღიქ­ვა ისე, რო­გორც შე­ე­სა­ბა­მე­ბა სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რო­ბას.

მი­სი­ვე თქმით, ეს იყო ძა­ლი­ან მკა­ფიო გზავ­ნი­ლი ორ­პარ­ტი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რი­სა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს აქვს ამე­რი­კის კონ­გრეს­ში.

„იყო გზავ­ნი­ლი ქვეყ­ნის მი­მართ, რო­მე­ლიც არის ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ყვე­ლა­ზე ახლო მო­კავ­ში­რე და ერ­თგუ­ლი და­საყ­რდე­ნი რე­გი­ონ­ში. სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე იყო აღ­ქმუ­ლი გუ­შინ­დე­ლი გზავ­ნი­ლე­ბი, რად­გა­ნაც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის­თვის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რე­გი­ონ­ში მიმ­დი­ნა­რე გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი მოვ­ლე­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ქარ­თვე­ლო­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბა, ამი­ტომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბა უნდა იყოს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, რო­გორც გარე საფრ­თხე­ე­ბის მი­ნი­მი­ზა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით, ისე ქვეყ­ნის შიდა პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სით. სწო­რედ ამ კონ­ტექ­სტში გა­ვი­გეთ ჩვენ ძა­ლი­ან ადეკ­ვა­ტუ­რად გუ­შინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც იყო ცალ­სა­ხად მხარ­დამ­ჭე­რი სა­ქარ­თვე­ლოს მე­გობ­რე­ბის გზავ­ნი­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს მი­მართ, რო­გორც სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რის მი­მართ და ვფიქ­რობ, რომ გუ­შინ ძა­ლი­ან ბევრ კი­თხვას გა­ე­ცა პა­სუ­ხი.

რამ­დე­ნი­მე მო­მენტზე მინ­და ყუ­რა­დღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლო, პირ­ველ რიგ­ში, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თუნ­დაც არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით იყო გზავ­ნი­ლი, რომ ეს არ­ჩევ­ნე­ბი იყო ლე­გი­ტი­მუ­რი, არა­ნა­ი­რი კი­თხვის­ნი­შა­ნი არ­ჩევ­ნე­ბის ლე­გი­ტი­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ ყო­ფი­ლა გუ­შინ­დე­ლი გან­ხილ­ვის დროს, კვლავ იყო გა­მე­ო­რე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მო­ნი­ტო­რო მი­სი­ის, რო­გო­რიც არის ეუთო/ოდი­რის დას­კვნა, რომ ეს არ­ჩევ­ნე­ბი იყო კონ­კუ­რენ­ტუ­ლი, იყო თა­ვი­სუ­ფა­ლი, სრულ თავ­სე­ბა­დო­ბა­ში იმ ფუნ­და­მენ­ტურ უფ­ლე­ბებ­თან, რაც არის სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი. ეს იყო ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზავ­ნი­ლი და კი­დევ ერთხელ წერ­ტი­ლი და­ეს­ვა ყო­ველ­გვარ სპე­კუ­ლა­ცი­ას იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ ეს არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­და და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ის ხე­ლოვ­ნუ­რი კრი­ზი­სი, რო­მე­ლიც არის შექ­მნი­ლი ამ არ­ჩევ­ნე­ბის ვი­თომ­და არა­ლე­გი­ტი­მუ­რო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მე მგო­ნი, დღის წეს­რი­გი­დან ერთხელ და სა­მუ­და­მოდ მო­იხ­სნა", - გა­ნა­ცხა­და ზალ­კა­ლი­ან­მა.

მისი თქმით, კი­დევ ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზავ­ნი­ლი გუ­ლის­ხმობ­და მო­წო­დე­ბას ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის მი­მართ, რომ­ლებ­საც მო­სახ­ლე­ო­ბამ პო­ლი­ტი­კუ­რი ლე­გი­ტი­მა­ცია მი­ა­ნი­ჭა, თუმ­ცა ისი­ნი ბო­ი­კო­ტის რე­ჟიმ­ში არი­ან და უარს აცხა­დე­ბენ პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა­ზე.

ზალ­კა­ლი­ა­ნის თქმით, ეს არ შე­ე­ფე­რე­ბა იმ ქვე­ყა­ნას, რო­მელ­საც ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა სურს.

„კი­დევ ერთხელ აღი­ნიშ­ნა, რომ მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რე­ბა­დი პარ­ლა­მენ­ტი არის სა­ფუძ­ვე­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­სი, ამი­ტომ არ არის მი­ღე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მედ­რო­ვე ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის პრაქ­ტი­კა­ში, რომ პარ­ტი­ებ­მა, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი, რომ­ლებ­მაც მი­ი­ღეს ამომ­რჩევ­ლის სე­რი­ო­ზუ­ლი მხარ­და­ჭე­რა, უარს ამ­ბო­ბენ და არ შე­დი­ან პარ­ლა­მენ­ტში.

მე­სა­მე გზავ­ნი­ლით კი სა­ბო­ლო­ოდ წერ­ტი­ლი და­ეს­ვა სპე­კუ­ლა­ცი­ებს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ე.წ. პრო­რუ­სუ­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ჩვენ ვი­ხი­ლეთ ძა­ლი­ან მკა­ფიო გან­ცხა­დე­ბე­ბი, რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის თა­ნა­შემ­წის მხრი­დან, ასე­ვე აშშ-ის სე­ნა­ტო­რე­ბის მხრი­დან, რომ ქვე­ყა­ნა თან­მიმ­დევ­რუ­ლია. და ქვე­ყა­ნა მი­დის და­სავ­ლუ­რი კურ­სით და ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­უქ­ცე­ვა­დია“, - გა­ნა­ცხა­და ზალ­კა­ლი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!!
10

ერთი ამ მტირალა არლეკინს უყურეთ! რა ევროკავშრიში შე გარეწარო! ვინც შეგასუნინებთ! შენნაირი რეგვენი გგონია ყველა? ან რომც ნება მოგცენ, რაც გამორიცხულია, საერთოდ წარმოგიდგენოა რა დღეში ჩვარდება ქვეყანა, შენ ბრიყვო!

122
9

ვაი შენს პატრონს მართლა

ავტორი:

"სრული სისულელეა, რომ ასოცირების დღის წესრიგს შეგვიჩერებენ... ვერც კი წარმომიდგენია, ქვეყანას სანქციები დაუწესდეს" - როგორ აფასებს ზალკალიანი ამერიკელი სენატორების განცხადებებს

"სრული სისულელეა, რომ ასოცირების დღის წესრიგს შეგვიჩერებენ... ვერც კი წარმომიდგენია, ქვეყანას სანქციები დაუწესდეს" - როგორ აფასებს ზალკალიანი ამერიკელი სენატორების განცხადებებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გამორიცხავს, რომ კონკრეტული პირების ან ქვეყნის მიმართ სტრატეგიულმა პარტნიორებმა სანქციები დააწესონ.

როგორც „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ დავით ზალკალიანმა აღნიშნა, ოპოზიცია მხოლოდ და მხოლოდ ოცნებობს იმაზე, რომ საქართველოში რაც შეიძლება მძიმედ იყოს სიტუაცია და ქვეყანას სანქციები დაუწესდეს, რომ ეს ხელისუფლებაში მოსვლისთვის გამოიყენონ.

„არათუ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, ვერც კი წარმომიდგენია მსგავსი სცენარით განვითარება. სამწუხაროდ, ოპოზიცია მხოლოდ და მხოლოდ ოცნებობს იმაზე, რომ რაც შეიძლება მძიმედ იყოს სიტუაცია საქართველოში და ქვეყანას დაუწესდეს სანქციები, რომ ეს გამოიყენონ ხელისუფლებაში მოსვლისთვის. ეს არის მათი დღის წესრიგი, მეტი არაფერი. ვიზიარებ და ვემხრობი, რომ უნდა მივიღოთ რეზოლუცია, სადაც იქნება მოწოდება ორივე მხარეზე და ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. მაგრამ შეგახსენებთ არჩევნების წინა პერიოდს, ოპონენტების გამოსვლებს, როგორ თამამად აცხადებდნენ ისინი, რომ რეზოლუცია იქნება მიღებული, აპროპრიაციის აქტი იქნება მიღებული, ეროვნული თავდაცვის აქტი იქნება მიღებული, სადაც პირდაპირ იქნება სანქციები ჩადებული, ვნახეთ ჩვენ ეს ყველაფერი? - არაფერი! ვერაფერი ვერ ვნახეთ. კიდევ ერთი ფუჭი მცდელობა იქნება ამჟამადაც, რადგანაც სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით როგორც ამ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომ ჩვენ, ჩვენი თანმიმდევრული ნაბიჯებით კიდევ ერთხელ დავანახებთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს როგორც ევროპაში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში როგორი თანმიმდევრულია საქართველო ნაკისრი ვალდებულებების. რაც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის სრულფასოვან ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და ეს პროცესი ვერ განხორციელდება დემოკრატიული რეფორმების გარეშე. ამიტომ მე საფრთხეს ვერ ვხედავ და გარწმუნებთ, რომ არანაირი ბმა და პირობითობა მომავალში არ იქნება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ზალკალიანის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ, საქართველოსთვის ასოცირების დღის წესრიგის გადახედვაზე საუბარი არ ყოფილა.

როგორც მან განმარტა, ასოცირების დღის წესრიგის შეჩერებაზე საუბარი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთი მცდელობაა. ამასთან, ზალკალიანის თქმით, წელს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციამ უმაღლესი შეფასება მიიღო.

„ვინც ამას ამტკიცებს და ბმას აკეთებს ასოცირების შეთანხმების შეწყვეტასთან დაკავშირებით, არ მინდა ცუდი რამ გამოვიყენო, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ მავნებლობა და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ სვლაა, მეტი არაფერი, რადგან მსგავსი რამ არ განხილულა და არც იქნება.

უშუალოდ მივიღე მონაწილეობა პრემიერ-მინისტრთან ერთად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომაში, ეს მეექვსე სხდომა იყო. წინა პრაქტიკიდან გამომდინარე, ჩემი გამოცდილება მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ასეთი შინაარსიანი, კარგი, გამორჩეული საბჭო ჩვენ არ გვქონია. ეს რომ ასეა, ნახეთ ტექსტი, ერთობლივი დეკლარაცია, რომლის წაკითხვაც ყველაფერს ნათელს მოჰფენს. ჩვენი ევროპელი პარტნიორები სრულად უჭერენ მხარს იმ რეფორმებს, რომელსაც ქვეყანა ახორციელებს როგორც დემოკრატიული ინსტიტუტების განხორციელების თვალსაზრისით, ასევე უსაფრთხოების, პოლიტიკური თანამშრომლობის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესრულების თვალსაზრისით. ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციამ უმაღლესი შეფასება მიიღო, ყველაზე პოზიტიური მას შემდეგ, რაც ასოცირების შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ. ამიტომ, სრული სისულელეა ის, რომ ასოცირების დღის წესრიგს შეგვიჩერებენ. ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის კიდევ ერთი მცდელობაა.

რაც შეეხება დანიელსონის და მიშელის ჩართულობას, მივესალმებით, რომ ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირი საქართველოში ჩამოვიდა და უშუალოდ მისი მონაწილეობით მოხდა მედიაცია. ეს მიანიშნებს იმას, თუ რაოდენ მაღალ დონეზეა ევროკავშირისთვის საქართველოს თემატიკა და რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ქვეყანაში სტაბილურობა. ჩვენ ახლა იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ გრძელვადიან პოლიტიკურ კრიზისში შევიდეთ. შეხედეთ რა ხდება ჩვენს გარშემო რეგიონში. უამრავი გამოწვევა, რომელიც ქვეყანას აქვს ეკონომიკის რეაბილიტაციის, პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, უსაფრთხოების კუთხით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სიტუაციით, ჩვენ დაკავებული ვართ პარლამენტში შესვლა-არშესვლით და ვიღაცების დარწმუნებით, რომ პარლამენტში შედით. ეს არ არის სწორი და სამართლიანი შენი ქვეყნის მიმართ“, - განაცხადა ზალკალიანმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციური სპექტრი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე თამამ ნაბიჯებს გადადგამს და საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდება.

„იმედი მაქვს, ის საღი ძალა, რომელიც ოპონენტებს შორის არის და არა რადიკალური ფრთა, რომელსაც მძევლად უჭირავს დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი, შესაბამის დასკვნას გააკეთებს და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე თამამ ნაბიჯებს გადადგამს. მერწმუნეთ, ამას ქართველი ხალხი, მათი ამომრჩეველი შესაბამისად დააფასებს და დაინახავს “, - განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ სენატში გაკეთებული განცხადებები აღიქვა ისე, როგორც შეესაბამება სტრატეგიულ პარტნიორობას.

მისივე თქმით, ეს იყო ძალიან მკაფიო გზავნილი ორპარტიული მხარდაჭერისა, რომელიც საქართველოს აქვს ამერიკის კონგრესში.

„იყო გზავნილი ქვეყნის მიმართ, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე ახლო მოკავშირე და ერთგული დასაყრდენი რეგიონში. სწორედ აქედან გამომდინარე იყო აღქმული გუშინდელი გზავნილები, რადგანაც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, საქართველოში სტაბილურობა, ამიტომ საქართველოში სტაბილურობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, როგორც გარე საფრთხეების მინიმიზაციის თვალსაზრისით, ისე ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესით. სწორედ ამ კონტექსტში გავიგეთ ჩვენ ძალიან ადეკვატურად გუშინდელი განცხადებები, რომლებიც იყო ცალსახად მხარდამჭერი საქართველოს მეგობრების გზავნილები საქართველოს მიმართ, როგორც სტრატეგიული პარტნიორის მიმართ და ვფიქრობ, რომ გუშინ ძალიან ბევრ კითხვას გაეცა პასუხი.

რამდენიმე მომენტზე მინდა ყურადღება გავამახვილო, პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი თუნდაც არჩევნებთან დაკავშირებით იყო გზავნილი, რომ ეს არჩევნები იყო ლეგიტიმური, არანაირი კითხვისნიშანი არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ ყოფილა გუშინდელი განხილვის დროს, კვლავ იყო გამეორებული საერთაშორისო სამონიტორო მისიის, როგორიც არის ეუთო/ოდირის დასკვნა, რომ ეს არჩევნები იყო კონკურენტული, იყო თავისუფალი, სრულ თავსებადობაში იმ ფუნდამენტურ უფლებებთან, რაც არის საერთაშორისოდ აღიარებული. ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი და კიდევ ერთხელ წერტილი დაესვა ყოველგვარ სპეკულაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არჩევნები გაყალბდა და აქედან გამომდინარე, ის ხელოვნური კრიზისი, რომელიც არის შექმნილი ამ არჩევნების ვითომდა არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით, მე მგონი, დღის წესრიგიდან ერთხელ და სამუდამოდ მოიხსნა", - განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი გულისხმობდა მოწოდებას ოპოზიციური პარტიების მიმართ, რომლებსაც მოსახლეობამ პოლიტიკური ლეგიტიმაცია მიანიჭა, თუმცა ისინი ბოიკოტის რეჟიმში არიან და უარს აცხადებენ პარლამენტში შესვლაზე.

ზალკალიანის თქმით, ეს არ შეეფერება იმ ქვეყანას, რომელსაც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება სურს.

„კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მრავალპარტიული მრავალფუნქციურებადი პარლამენტი არის საფუძველი დემოკრატიული სახელმწიფოსი, ამიტომ არ არის მიღებული საერთაშორისო თანამედროვე ცივილიზებული ქვეყნების პრაქტიკაში, რომ პარტიებმა, მხედველობაში მაქვს ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც მიიღეს ამომრჩევლის სერიოზული მხარდაჭერა, უარს ამბობენ და არ შედიან პარლამენტში.

მესამე გზავნილით კი საბოლოოდ წერტილი დაესვა სპეკულაციებს საქართველოს ხელისუფლების ე.წ. პრორუსულობასთან დაკავშირებით, ჩვენ ვიხილეთ ძალიან მკაფიო განცხადებები, როგორც სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მხრიდან, ასევე აშშ-ის სენატორების მხრიდან, რომ ქვეყანა თანმიმდევრულია. და ქვეყანა მიდის დასავლური კურსით და ეს ყველაფერი შეუქცევადია“, - განაცხადა ზალკალიანმა.

"თუ ახლა ევროპელებმა ვერ დაგვალაგეს, შეიძლება მერე რუსები მოვიდნენ დასალაგებლად" - იაგო ხვიჩია

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"რატომღაც ქალბატონ ანიტას არ უყვარს ქართველი პოლიტიკოსი ქალები" - წულუკიანი რაჭველიშვილს პასუხობს