საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სენატში არამხოლოდ ყური აუწიეს ოპოზიციას, არამედ გაულაწუნეს და ყურები დაახიეს კიდეც" - ირაკლი ზარქუა
"სენატში არამხოლოდ ყური აუწიეს ოპოზიციას, არამედ გაულაწუნეს და ყურები დაახიეს კიდეც" - ირაკლი ზარქუა

"სე­ნა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტეტ­ში არამ­ხო­ლოდ ყური აუ­წი­ეს ოპო­ზი­ცი­ას, არა­მედ გა­უ­ლა­წუ­ნეს და ყუ­რე­ბი და­ა­ხი­ეს კი­დეც - ამე­რი­კელ­მა სე­ნა­ტო­რებ­მა ოპო­ზი­ცი­ას უთხრეს, რომ მათი ად­გი­ლი პარ­ლა­მენ­ტშია", - აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ფა­სე­ბა პარ­ლა­მენ­ტში, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტატ­მა ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ გა­ა­კე­თა.

ზარ­ქუ­ას თქმით, ჯინ შა­ჰინ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ეუთო/ოდი­რის დას­კვნას ეყ­რდნო­ბი­ან, რომ­ლის მი­ხედ­ვით, არ­ჩევ­ნე­ბი კონ­კუ­რენ­ტულ და დე­მოკ­რა­ტი­ულ გა­რე­მო­ში ჩა­ტარ­და. ზარ­ქუ­ას გან­ცხა­დე­ბით, ამით ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის სა­კითხს კი­დევ ერთხელ გა­და­ეს­ვა ხაზი.

"სე­ნატ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კი­თხზე გა­მარ­თუ­ლი დე­ბა­ტე­ბის დროს რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი გა­მო­იკ­ვე­თა. ოპო­ზი­ცი­ის გარ­კვე­ულ წარ­მო­მად­გენ­ლებს ჰქონ­დათ მო­ლო­დი­ნი, რომ სე­ნატ­ში დე­ბა­ტე­ბი­სას მმარ­თველ პარ­ტი­ას აუ­წევ­დნენ ყურს. სი­ნამ­დვი­ლე­ში, გა­კეთ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მე­სი­ჯე­ბი. პირ­ვე­ლი, ეს არის ის, რომ 2012 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი კურ­სი­დან არას­დროს გა­და­უხ­ვე­ვია.

უფრო მე­ტიც, რე­ფორ­მე­ბი­თა და გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბით, კი­დევ უფრო ახ­ლოს არის ნა­ტოს­თან და ევ­რო­კავ­შირ­თან. მე­ო­რე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მე­სი­ჯი სე­ნა­ტო­რე­ბი­სა­გან იმის ხაზ­გას­მა იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პარ­ლა­მენტს გა­რეთ არ­სე­ბუ­ლი ქა­ო­სი, დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია და რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სცე­ნა­რი მხო­ლოდ რუ­სე­თის ინ­ტე­რე­სებ­შია. მე­სა­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გზავ­ნი­ლი იყო, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბი არა ჰყავს. ით­ქვა, რომ ბა­ტონ­მა მე­ლი­ამ კა­ნო­ნი და­არ­ღვია და შე­სა­ბა­მი­სად, ზის ცი­ხე­ში. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია ის, რომ დი­ა­ლოგს ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არა აქვს და დი­ა­ლო­გი არის კრი­ზი­სი­დან ერ­თა­დერ­თი გა­მო­სა­ვა­ლი. ჩვენ ოპო­ზი­ცი­ას მო­ვუ­წო­დებთ, იქ­ნებ კომ­პრო­მი­სულ ვა­რი­ანტზე ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ და მო­ი­ფიქ­რონ, რო­გორ აპი­რე­ბენ გაგ­რძე­ლე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ზარ­ქუ­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა სე­ნა­ტის კო­მი­ტეტ­ში გა­მოთ­ქმულ შე­ნიშ­ვნებს, ზარ­ქუ­ას თქმით, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ არ­ჩევ­ნე­ბი კონ­კუ­რენ­ტულ გა­რე­მო­ში ჩა­ტარ­და, მა­ინც იყო ხარ­ვე­ზე­ბი და გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რისი გა­მოს­წო­რე­ბის­თვი­საც მმარ­თვე­ლი გუნ­დი მზა­დაა. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ასე­ვე არის მზად, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მის რე­ფორ­მი­რე­ბი­სათ­ვის.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჩემი გმირი გიწოდე, ხელი გამოგიწოდე
1

აუუუ, ახლა როგორც ხელისუფლებას კიდია ევროპაც, ამერიკაც და რუსეთიც. ამათ თავში მარტო მრავალნულიანი დოლარების რიცხვები ტრიალებს. თუნდაც ეუროები, ან შვეიცარიული ფრანკები

გრიგოლი1408
11

მერე თქვენ რა გიხარიათ თქვე უნიათებო. მანდამაიინც ვიღაცამ უნდა მიგითითოთ",დაგაკვალიანოთ".თქვენით ხომ არაფერი შეგიძლიათ. არაფრით არ ხართ იმ ხროვაზე უკეთესები

ავტორი:

"სენატში არამხოლოდ ყური აუწიეს ოპოზიციას, არამედ გაულაწუნეს და ყურები დაახიეს კიდეც" - ირაკლი ზარქუა

"სენატში არამხოლოდ ყური აუწიეს ოპოზიციას, არამედ გაულაწუნეს და ყურები დაახიეს კიდეც" - ირაკლი ზარქუა

"სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში არამხოლოდ ყური აუწიეს ოპოზიციას, არამედ გაულაწუნეს და ყურები დაახიეს კიდეც - ამერიკელმა სენატორებმა ოპოზიციას უთხრეს, რომ მათი ადგილი პარლამენტშია", - აღნიშნული შეფასება პარლამენტში, "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუას თქმით, ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნას ეყრდნობიან, რომლის მიხედვით, არჩევნები კონკურენტულ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. ზარქუას განცხადებით, ამით ვადამდელი არჩევნების საკითხს კიდევ ერთხელ გადაესვა ხაზი.

"სენატში, საქართველოს საკითხზე გამართული დებატების დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა. ოპოზიციის გარკვეულ წარმომადგენლებს ჰქონდათ მოლოდინი, რომ სენატში დებატებისას მმართველ პარტიას აუწევდნენ ყურს. სინამდვილეში, გაკეთდა მნიშვნელოვანი მესიჯები. პირველი, ეს არის ის, რომ 2012 წლიდან მოყოლებული "ქართული ოცნების" ხელისუფლებას ევროატლანტიკური კურსიდან არასდროს გადაუხვევია.

უფრო მეტიც, რეფორმებითა და გადადგმული ნაბიჯებით, კიდევ უფრო ახლოს არის ნატოსთან და ევროკავშირთან. მეორე მნიშვნელოვანი მესიჯი სენატორებისაგან იმის ხაზგასმა იყო, რომ საქართველოში პარლამენტს გარეთ არსებული ქაოსი, დესტაბილიზაცია და რევოლუციური სცენარი მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია. მესამე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო, რომ საქართველოს პოლიტიკური პატიმრები არა ჰყავს. ითქვა, რომ ბატონმა მელიამ კანონი დაარღვია და შესაბამისად, ზის ციხეში. ყველაზე მთავარია ის, რომ დიალოგს ალტერნატივა არა აქვს და დიალოგი არის კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი. ჩვენ ოპოზიციას მოვუწოდებთ, იქნებ კომპრომისულ ვარიანტზე ჩამოყალიბდნენ და მოიფიქრონ, როგორ აპირებენ გაგრძელებას", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

რაც შეეხება სენატის კომიტეტში გამოთქმულ შენიშვნებს, ზარქუას თქმით, იმის მიუხედავად, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, მაინც იყო ხარვეზები და გამოწვევები, რისი გამოსწორებისთვისაც მმართველი გუნდი მზადაა. მისივე განცხადებით, "ქართული ოცნება" ასევე არის მზად, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებისათვის.

"ნაციონალური მოძრაობა“ იყო და რჩება მავნებელ პოლიტიკურ ძალად.. შე დალოცვილო, გიხდიან გირაოს და გამოდი" - ალეკო ელისაშვილი

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი

"ქართული ოცნება" შეიყვანს საქართველოს ევროკავშირში“ - ირაკლი კობახიძე