სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისის ტერიტორიასა და მის შემოგარენში 60-მდე მეწყერია დაფიქსირებული" - სად არის ყველაზე აქტიური მეწყრული ზონები?
"თბილისის ტერიტორიასა და მის შემოგარენში 60-მდე მეწყერია დაფიქსირებული" - სად არის ყველაზე აქტიური მეწყრული ზონები?

რო­გორც გე­ო­ლო­გე­ბი ამ­ბო­ბენ, თბი­ლი­სი გე­ო­ლო­გი­უ­რად სუსტ ქა­ნებ­ზე მდე­ბა­რე­ობს, რაც ხელს უწყობს მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას. მა­თი­ვე თქმით, დე­და­ქა­ლაქ­ში უამ­რა­ვი მე­წყერ­სა­ში­ში ზო­ნაა, სა­დაც და­უშ­ვე­ბე­ლია სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბა.

ვი­ნა­ი­დან ეს სა­კი­თხი დღეს­დღე­ო­ბით ე.წ. ვაშ­ლი­ჯვრის ნაპ­რა­ლის გამო აქ­ტუ­ა­ლუ­რია, შე­კი­თხვე­ბით მივ­მარ­თეთ გე­ო­ლო­გია-მი­ნე­რა­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტორს, პრო­ფე­სორს, ეკო­ლო­გი­ურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ნამ­დვილ წევ­რს, სა­ქარ­თვე­ლოს გა­რე­მო­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს ექ­სპერტს ირაკ­ლი მი­ქა­ძეს.

"ამ­ჟა­მად, მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუ­ჩის მხრი­დან ხდე­ბა სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის გაჭ­რა, რა­მაც გა­ა­აქ­ტი­უ­რა ნუ­ცუ­ბი­ძის პლა­ტოს მი­ძი­ნე­ბუ­ლი მე­წყე­რი, და­ი­წყო მისი წო­ნას­წო­რო­ბი­დან გა­მოს­ვლის პირ­ვე­ლი სტა­დია, რომ­ლის­თვი­საც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ნაპ­რა­ლე­ბის წარ­მო­შო­ბა. ამ­ჟა­მად, მიმ­დი­ნა­რე­ობს ფერ­დო­ბის მდგრა­დო­ბის პი­რო­ბე­ბის შე­სუს­ტე­ბა, მე­წყრუ­ლი სხე­უ­ლის და­ნა­წევ­რე­ბა ბლო­კე­ბად, სრი­ა­ლის ზე­და­პი­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და ა.შ.

თუ არ შე­ჩერ­და სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ძირს უთხრის მე­წყრის ფუ­ძეს, ტექ­ნი­კის მოძ­რა­ო­ბა, ბიძ­გე­ბი და რხე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­და­ე­ცე­მა გრუნტს, პრო­ცე­სი რად­გან და­წყე­ბუ­ლია, შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ გა­აქ­ტი­ურ­დეს, რა­საც მო­სა­ლოდ­ნე­ლი წვი­მე­ბი ხელს შე­უ­წყობს.

წვი­მა და­ას­ვე­ლებს, და­ამ­ძი­მებს ბლო­კე­ბად დაშ­ლილ გრუნტს, ზე­და­პი­რუ­ლი წყა­ლი ჩავა ნაპ­რა­ლებ­ში, გა­უყ­ვე­ბა სრი­ა­ლის ზე­და­პირს და მო­იყ­ვანს მოძ­რა­ო­ბა­ში მრა­ვალ­ტო­ნი­ან გრუნ­ტის მა­სებს, რომ­ლის შე­ჩე­რე­ბა, შემ­დგომ შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. თუ ამ პრო­ცესს და­ე­მა­ტა სე­ის­მუ­რი ფაქ­ტო­რიც, თუნ­დაც მცი­რე ბიძ­გე­ბი, მი­წის მასა მო­წყდე­ბა და მე­წყე­რი და­ი­წყებს გა­და­ად­გი­ლე­ბას, ვიდ­რე არ მი­ი­ღებს ახა­ლი სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის მდგო­მა­რე­ო­ბას", - აღ­ნიშ­ნავს ბა­ტო­ნი ირაკ­ლი.

- გე­ო­ლო­გე­ბის­გან მსმე­ნია, რომ თბი­ლი­სი პრაქ­ტი­კუ­ლად მდი­ნა­რის კა­ლა­პოტ­შია აშე­ნე­ბუ­ლი, რად­გა­ნაც ადრე, მდი­ნა­რე მტკვა­რი თურ­მე მა­მა­და­ვი­თი­სა და მა­ხ­ა­თას მთე­ბის სი­მაღ­ლე­ზე მი­ე­დი­ნე­ბო­და...

- მდი­ნა­რე მტკვრის ტე­რა­სე­ბი, მისი აუ­ზის ფერ­დო­ბებ­ზე შე­მორ­ჩე­ნი­ლი, ჰო­რი­ზონ­ტა­ლუ­რი ან მდი­ნა­რი­სა­კენ ოდ­ნავ დახ­რი­ლი, ბუ­ნებ­რი­ვი სა­ფე­ხუ­რე­ბია, რომ­ლე­ბიც წარ­სულ­ში მდი­ნა­რე მტკვრის კა­ლა­პო­ტის ფსკერს წარ­მო­ად­გენ­და. წარ­სულ­ში მტკვა­რი, თბი­ლი­სის გარ­შე­მო არ­სე­ბულ, დღე­ვან­დე­ლი მთა-გო­რა­კე­ბის დო­ნე­ზე მი­ე­დი­ნე­ბო­და. აკა­დე­მი­კოს ალ. ჯა­ნე­ლი­ძის ხა­ტო­ვა­ნი თქმით: "სა­ნამ დიღ­მის ვე­ლი­დან ყა­რა­ი­ა­სა­კენ გა­იჭ­რე­ბო­დეს, მტკვარ­მა ვიწ­რო­ბი უნდა გა­ი­ა­როს. ეს ვიწ­რო არხი მა­მა­და­ვით­სა და მა­ხ­ა­თას შუა თვით მდი­ნა­რის გაჭ­რი­ლი არის. თავ­და­პირ­ვე­ლად ეს ხე­ო­ბა არ არ­სე­ბობ­და და შე­ერ­თე­ბუ­ლი მა­მა­და­ვი­თი და მა­ხა­თა ერ­თი­ა­ნი მთის ქედს წარ­მო­ად­გენ­და“.

თბი­ლი­სის მი­და­მო­ე­ბი წარ­სულ­ში მთა­გო­რი­ა­ნი იყო, იგი მრა­ვა­ლი ნა­კა­დუ­ლით იყო და­სე­რი­ლი, რომ­ლე­ბიც იკ­რი­ბე­ბო­და და ქმნი­და მოზ­რდილ მდი­ნა­რეს. მტკვა­რი ფარ­თო ნა­კა­დის სა­ხით მი­ე­დი­ნე­ბო­და ზღვის დო­ნი­დან 600-620 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე. მდი­ნა­რე გა­და­ად­გილ­დე­ბო­და მა­ხ­ა­თას მთა­სა და მა­მა­და­ვი­თის მთას შო­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მტკვა­რი რე­ცხავ­და ქა­ნებს, შე­დე­გად, მდი­ნა­რის კა­ლა­პო­ტი თან­და­თან ღრმავ­დე­ბო­და.

თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ა­სა და მის შე­მო­გა­რენ­ში 60-მდე მე­წყე­რია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი მე­წყრუ­ლი ზო­ნე­ბია: მთაწ­მინ­დის ჩრდი­ლო­ე­თი ფერ­დო­ბი, ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რი, სო­ლო­ლა­კი, მა­მა­და­ვი­თი, ნუ­ცუ­ბი­ძის პლა­ტო, მუ­ხათ­გვერ­დის მთის ფერ­დო­ბე­ბი, მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბა და მისი მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო - ე.წ. "ვა­კის მე­წყრე­ბი“, ლოტ­კი­ნის მთა, კი­ბალ­ჩი­ჩის ქუჩა, ლისი, ბა­გე­ბი, აბა­ნო­თუ­ბა­ნი და ა.შ.

2002 წლის 25 აპ­რი­ლის მი­წისძვრამ საგ­რძნობ­ლად გა­ა­აქ­ტი­უ­რა მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი. 1980 წლის 14 მა­ისს, ძლი­ერ­მა ნა­ლე­ქებ­მა ვე­რე­ზე 12 მეტ­რი სი­მაღ­ლის კედ­ლის ჩა­მონ­გრე­ვა გა­მო­იწ­ვია, წარ­მო­იშ­ვა ღვარ­ცო­ფი, რა­საც შე­ნო­ბე­ბის ნგრე­ვა და ადა­მი­ან­თა მსხვერ­პლი მოჰ­ყვა.

გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნა ქა­ლაქს, ვე­რეს 2015 წლის 13 ივ­ნი­სის წყალ­დი­დო­ბამ, რო­დე­საც კო­კის­პი­რუ­ლი წვი­მე­ბის გამო მე­წყე­რი ახალ­და­ბა-ბე­თა­ნი­ის გზა­ზე ჩა­მოწ­ვა.

მე­წყე­რი ახალ­და­ბა-ბე­თა­ნი­ის გზა­ზე

შე­დე­გად წარ­მო­იშ­ვა ღვარ­ცო­ფი. ღვარ­ცოფ­მა და­ან­გრია სვა­ნი­ძის ქუ­ჩა­ზე, ვე­რეს ჭა­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი, ხოლო თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩის ქვეშ არ­სე­ბულ­მა გვი­რაბ­მა ვერ გა­ა­ტა­რა წყლის­ნა­კა­დი, მოხ­და შე­გუ­ბე­ბა და შემ­დეგ, ღვარ­ცო­ფი დიდი სის­წრა­ფით და­ეშ­ვა და წა­ლე­კა ვე­რეს ჭა­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა, ზო­ო­პარ­კი.

- ე.ი. აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი მე­წყერ­სა­ში­ში ზო­ნე­ბია?

- რა თქმა უნდა. სა­ერ­თოდ, რაც კი თბი­ლის­ში და­სავ­ლე­თი­დან აღ­მო­სავ­ლე­თის­კენ ცენ­ტრა­ლუ­რი ქუჩა, მა­გის­ტრა­ლი თუ პროს­პექ­ტია, ყვე­ლა მდი­ნა­რის ტე­რა­სებს წარ­მო­ად­გენს. მდი­ნა­რე ჭრი­და და ჩა­დი­ო­და ქვე­და სა­ფე­ხუ­რებ­ზე, სა­დაც თა­ვის ნა­ლექს ლე­ქავ­და. მტკვრის ხე­ო­ბა­ში ასე­თი 6 სა­ფე­ხუ­რია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

- ამ კალ­თებ­ზე კო­კის­პი­რუ­ლი წვი­მე­ბის დროს, რად­გა­ნაც თი­ხი­ა­ნი ქა­ნე­ბია, ად­ვი­ლად წარ­მო­იქ­მნე­ბა ტა­ლა­ხი­ა­ნი ნა­კა­დე­ბი?

- დიახ, ამას ღვარ­ცოფს ვე­ძა­ხით, რაც მერე ხე­ვებს წარ­მოქ­მნის და ყო­ვე­ლი ასე­თი ხევი ღვარ­ცო­ფუ­ლია. მტკვრის შე­ნა­კა­დე­ბის სა­ერ­თო სიგ­რძე 230 კი­ლო­მეტ­რია. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე გრძე­ლი მდი­ნა­რე ვე­რეს ხე­ო­ბაა - 45 კი­ლო­მეტ­რი. ამ ხე­ო­ბა­ში ფერ­დო­ბე­ბი არამ­დგრა­დი ქა­ნე­ბი­სა­გა­ნაა აგე­ბუ­ლი და თავ­სხმა წვი­მე­ბის შე­დე­გად დახ­რა­მუ­ლი, რის გა­მოც, მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბია გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი.

ქა­ლაქ­ში მი­დის ურ­ბა­ნი­ზა­ცი­ის მწვა­ვე პრო­ცე­სი, შენ­დე­ბა მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლე­ბი. თან, ყვე­ლა ცდი­ლობს, სახ­ლი ცენ­ტრში აი­შე­ნოს, გა­რე­უ­ბან­ში ნაკ­ლე­ბად მი­დი­ან. არა­და, ცენ­ტრი ამ­დენ სახ­ლს ვე­ღარ იტანს. ადრე თბი­ლის­ში 4-5-სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბე­ბი იყო, მერე აშენ­და პირ­ვე­ლი 11-სარ­თუ­ლი­ა­ნი, რა­საც 20-სარ­თუ­ლი­ა­ნი მოჰ­ყვა და ახლა უკვე 32-სარ­თუ­ლი­ა­ნებს აშე­ნე­ბენ.

- ე.ი. ქა­ლა­ქი სი­მაღ­ლე­ში მი­დის...

- დიახ და მძიმ­დე­ბა ტე­რა­სე­ბი აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ძირ­კვლე­ბით. იღე­ბენ ტე­რა­სის ძი­რებს, თხრი­ან საყ­რდენს, რო­მე­ლიც ისე­დაც არ არის მყა­რი, მე­წყერს ფუ­ძეს აც­ლი­ან, რაც შემ­დეგ შე­ნო­ბე­ბის დაბ­ზარ­ვა­საც იწ­ვევს. ავი­ღოთ მდი­ნა­რე ვე­რეს მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო ზოლი, თა­მა­რაშ­ვი­ლის ქუ­ჩი­დან გმირ­თა მო­ედ­ნამ­დე სულ და­მე­წყრი­ლია, მას "ვა­კის მე­წყრებს“ უწო­დე­ბენ. ამი­ტო­მაც იყო, რომ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს "მზი­უ­რის" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აკ­რძა­ლეს სახ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა.

ამას­თა­ნა­ვე, მაღ­ლი­ვი სახ­ლე­ბი ამ ქა­ლაქ­ში ისე­დაც გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის პე­რი­ოდ­ში კლი­მატს ცვლის. ასე­ვე გაზ­რდი­ლია ატ­მოს­ფე­რუ­ლი ნა­ლე­ქე­ბის ინ­ტენ­სი­ვო­ბა. აქ მაღ­ლი­ვი სახ­ლე­ბი დიდ როლს თა­მა­შო­ბენ, ისი­ნი კონ­ვენ­ცი­უ­რი დი­ნე­ბე­ბის წარ­მო­შო­ბას უწყო­ბენ ხელს. არის ასე­თი წრი­უ­ლი დი­ნე­ბე­ბი, რო­მე­ლიც იქ­მნე­ბა მაღ­ლი­ვი სახ­ლე­ბის გარ­შე­მო, რის შე­დე­გა­დაც სით­ბუ­რი კუნ­ძუ­ლე­ბი წარ­მო­იქ­მნე­ბა. ამას ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის გა­მო­ნა­ბოლ­ქვიც ემა­ტე­ბა, რაც ჰა­ერს, ღრუბ­ლებს ამ­ძი­მებს და მაღ­ლი­ვი სახ­ლე­ბის თავ­ზე ამ ყვე­ლაფ­რის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას ახ­დენს, შე­დე­გად მო­დის კო­კის­პი­რუ­ლი წვი­მა. აი, რო­გო­რი მძი­მე გავ­ლე­ნა აქვს ურ­ბა­ნი­ზა­ცი­ას კლი­მატ­ზე.

- თუ ასეთ სუსტ ქა­ნებ­ზეა ჩვე­ნი ქა­ლა­ქი გან­ლა­გე­ბუ­ლი, რა­ტომ მოხ­და მისი ასე­თი გაზ­რდა-გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა?

- ამ შე­კი­თხვით მე­რი­ას მი­მარ­თეთ, სა­დაც შე­იქ­მნა ქა­ლა­ქის გან­ვი­თა­რე­ბის გენ­გეგ­მა, რო­მელ­შიც მუდ­მი­ვად შე­აქვთ შეს­წო­რე­ბე­ბი, მაღ­ლი­ვი შე­ნო­ბე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის მიზ­ნით.

- მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლე­ბი სად უნდა აშე­დეს, რა მო­ნა­ცე­მე­ბია ამის­თვის სა­ჭი­რო?

- მტკვრის გას­წვრივ, ორი­ვე ფერ­დობ­ზე, სა­დაც გან­ვი­თა­რე­ბუ­ლია მე­წყრე­ბი, მთაწ­მინ­დის ჩრდი­ლო­ე­თი ფერ­დო­ბი, ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რი, სო­ლო­ლა­კი, მა­მა­და­ვი­თი, ნუ­ცუ­ბი­ძის პლა­ტო, მუ­ხათ­გვერ­დის მთის ფერ­დო­ბე­ბი, ვე­რეს ხე­ო­ბა და მისი მარ­ჯვე­ნა სა­ნა­პი­რო - ე.წ. "ვა­კის მე­წყრე­ბი“, ლოტ­კი­ნის მთა, კი­ბალ­ჩი­ჩის ქუჩა, ლისი, ბა­გე­ბი, აბა­ნო­თუ­ბა­ნი­და ა.შ., მა­ღალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია!

- რო­გორ უნდა მოხ­დეს "ვაშ­ლი­ჯვრი ნაპ­რა­ლის“ შე­კა­ვე­ბა - რა პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნდა გა­ტარ­დეს?

- სას­წრა­ფოდ უნდა შე­წყდეს სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, ტექ­ნი­კი­სა და სხვა ტრან­სპორ­ტის გა­და­ად­გი­ლე­ბა, რომ შემ­ცირ­დეს ბიძ­გე­ბი, რხე­ვე­ბი და მე­წყრის ფუ­ძის გა­მო­თხრა. და­წეს­დეს მო­ნი­ტო­რინ­გი ნაპ­რა­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­კონ­ტრო­ლე­ბის მიზ­ნით, გა­კეთ­დეს ნაპ­რა­ლე­ბის სკა­ნი­რე­ბა და შე­იქ­მნას მე­წყრუ­ლი სხე­უ­ლის სივ­რცუ­ლი მო­დე­ლი, რო­მე­ლიც გვიჩ­ვე­ნებს, თუ სად და რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო. და­მონ­ტაჟ­დეს უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა ისე, რო­გორც ეს გა­კეთ­და ვე­რეს ხე­ო­ბა­ში...

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:)
76

ამ მოხუცს რას ეკითხებითო, ასეთები დაიწერა უკვე?

ელგუჯა
36

მერე რა აცინებს?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"თბილისის ტერიტორიასა და მის შემოგარენში 60-მდე მეწყერია დაფიქსირებული" - სად არის ყველაზე აქტიური მეწყრული ზონები?

"თბილისის ტერიტორიასა და მის შემოგარენში 60-მდე მეწყერია დაფიქსირებული" - სად არის ყველაზე აქტიური მეწყრული ზონები?

როგორც გეოლოგები ამბობენ, თბილისი გეოლოგიურად სუსტ ქანებზე მდებარეობს, რაც ხელს უწყობს მეწყრული პროცესების განვითარებას. მათივე თქმით, დედაქალაქში უამრავი მეწყერსაშიში ზონაა, სადაც დაუშვებელია სამშენებლო სამუშაოების წარმოება.

ვინაიდან ეს საკითხი დღესდღეობით ე.წ. ვაშლიჯვრის ნაპრალის გამო აქტუალურია, შეკითხვებით მივმართეთ გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორს, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრს, საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ექსპერტს ირაკლი მიქაძეს.

"ამჟამად, მაჭავარიანის ქუჩის მხრიდან ხდება საავტომობილო გზის გაჭრა, რამაც გაააქტიურა ნუცუბიძის პლატოს მიძინებული მეწყერი, დაიწყო მისი წონასწორობიდან გამოსვლის პირველი სტადია, რომლისთვისაც დამახასიათებელია ნაპრალების წარმოშობა. ამჟამად, მიმდინარეობს ფერდობის მდგრადობის პირობების შესუსტება, მეწყრული სხეულის დანაწევრება ბლოკებად, სრიალის ზედაპირის ჩამოყალიბება და ა.შ.

თუ არ შეჩერდა სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც ძირს უთხრის მეწყრის ფუძეს, ტექნიკის მოძრაობა, ბიძგები და რხევები, რომლებიც გადაეცემა გრუნტს, პროცესი რადგან დაწყებულია, შესაძლებელია, რომ გააქტიურდეს, რასაც მოსალოდნელი წვიმები ხელს შეუწყობს.

წვიმა დაასველებს, დაამძიმებს ბლოკებად დაშლილ გრუნტს, ზედაპირული წყალი ჩავა ნაპრალებში, გაუყვება სრიალის ზედაპირს და მოიყვანს მოძრაობაში მრავალტონიან გრუნტის მასებს, რომლის შეჩერება, შემდგომ შეუძლებელი იქნება. თუ ამ პროცესს დაემატა სეისმური ფაქტორიც, თუნდაც მცირე ბიძგები, მიწის მასა მოწყდება და მეწყერი დაიწყებს გადაადგილებას, ვიდრე არ მიიღებს ახალი სტაბილიზაციის მდგომარეობას", - აღნიშნავს ბატონი ირაკლი.

- გეოლოგებისგან მსმენია, რომ თბილისი პრაქტიკულად მდინარის კალაპოტშია აშენებული, რადგანაც ადრე, მდინარე მტკვარი თურმე მამადავითისა და მახათას მთების სიმაღლეზე მიედინებოდა...

- მდინარე მტკვრის ტერასები, მისი აუზის ფერდობებზე შემორჩენილი, ჰორიზონტალური ან მდინარისაკენ ოდნავ დახრილი, ბუნებრივი საფეხურებია, რომლებიც წარსულში მდინარე მტკვრის კალაპოტის ფსკერს წარმოადგენდა. წარსულში მტკვარი, თბილისის გარშემო არსებულ, დღევანდელი მთა-გორაკების დონეზე მიედინებოდა. აკადემიკოს ალ. ჯანელიძის ხატოვანი თქმით: "სანამ დიღმის ველიდან ყარაიასაკენ გაიჭრებოდეს, მტკვარმა ვიწრობი უნდა გაიაროს. ეს ვიწრო არხი მამადავითსა და მახათას შუა თვით მდინარის გაჭრილი არის. თავდაპირველად ეს ხეობა არ არსებობდა და შეერთებული მამადავითი და მახათა ერთიანი მთის ქედს წარმოადგენდა“.

თბილისის მიდამოები წარსულში მთაგორიანი იყო, იგი მრავალი ნაკადულით იყო დასერილი, რომლებიც იკრიბებოდა და ქმნიდა მოზრდილ მდინარეს. მტკვარი ფართო ნაკადის სახით მიედინებოდა ზღვის დონიდან 600-620 მეტრის სიმაღლეზე. მდინარე გადაადგილდებოდა მახათას მთასა და მამადავითის მთას შორის ტერიტორიაზე. დროთა განმავლობაში მტკვარი რეცხავდა ქანებს, შედეგად, მდინარის კალაპოტი თანდათან ღრმავდებოდა.

თბილისის ტერიტორიასა და მის შემოგარენში 60-მდე მეწყერია დაფიქსირებული. ყველაზე აქტიური მეწყრული ზონებია: მთაწმინდის ჩრდილოეთი ფერდობი, ფუნიკულიორი, სოლოლაკი, მამადავითი, ნუცუბიძის პლატო, მუხათგვერდის მთის ფერდობები, მდინარე ვერეს ხეობა და მისი მარჯვენა სანაპირო - ე.წ. "ვაკის მეწყრები“, ლოტკინის მთა, კიბალჩიჩის ქუჩა, ლისი, ბაგები, აბანოთუბანი და ა.შ.

2002 წლის 25 აპრილის მიწისძვრამ საგრძნობლად გაააქტიურა მეწყრული პროცესები. 1980 წლის 14 მაისს, ძლიერმა ნალექებმა ვერეზე 12 მეტრი სიმაღლის კედლის ჩამონგრევა გამოიწვია, წარმოიშვა ღვარცოფი, რასაც შენობების ნგრევა და ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.

განსაკუთრებით დიდი ზიანი მიაყენა ქალაქს, ვერეს 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობამ, როდესაც კოკისპირული წვიმების გამო მეწყერი ახალდაბა-ბეთანიის გზაზე ჩამოწვა.

მეწყერი ახალდაბა-ბეთანიის გზაზე

შედეგად წარმოიშვა ღვარცოფი. ღვარცოფმა დაანგრია სვანიძის ქუჩაზე, ვერეს ჭალაში არსებული შენობა-ნაგებობები, ხოლო თამარაშვილის ქუჩის ქვეშ არსებულმა გვირაბმა ვერ გაატარა წყლისნაკადი, მოხდა შეგუბება და შემდეგ, ღვარცოფი დიდი სისწრაფით დაეშვა და წალეკა ვერეს ჭალაში არსებული საავტომობილო გზა, ზოოპარკი.

- ე.ი. აღნიშნული ტერიტორიები მეწყერსაშიში ზონებია?

- რა თქმა უნდა. საერთოდ, რაც კი თბილისში დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ ცენტრალური ქუჩა, მაგისტრალი თუ პროსპექტია, ყველა მდინარის ტერასებს წარმოადგენს. მდინარე ჭრიდა და ჩადიოდა ქვედა საფეხურებზე, სადაც თავის ნალექს ლექავდა. მტკვრის ხეობაში ასეთი 6 საფეხურია დაფიქსირებული.

- ამ კალთებზე კოკისპირული წვიმების დროს, რადგანაც თიხიანი ქანებია, ადვილად წარმოიქმნება ტალახიანი ნაკადები?

- დიახ, ამას ღვარცოფს ვეძახით, რაც მერე ხევებს წარმოქმნის და ყოველი ასეთი ხევი ღვარცოფულია. მტკვრის შენაკადების საერთო სიგრძე 230 კილომეტრია. მათ შორის ყველაზე გრძელი მდინარე ვერეს ხეობაა - 45 კილომეტრი. ამ ხეობაში ფერდობები არამდგრადი ქანებისაგანაა აგებული და თავსხმა წვიმების შედეგად დახრამული, რის გამოც, მეწყრული პროცესებია განვითარებული.

ქალაქში მიდის ურბანიზაციის მწვავე პროცესი, შენდება მაღალსართულიანი სახლები. თან, ყველა ცდილობს, სახლი ცენტრში აიშენოს, გარეუბანში ნაკლებად მიდიან. არადა, ცენტრი ამდენ სახლს ვეღარ იტანს. ადრე თბილისში 4-5-სართულიანი შენობები იყო, მერე აშენდა პირველი 11-სართულიანი, რასაც 20-სართულიანი მოჰყვა და ახლა უკვე 32-სართულიანებს აშენებენ.

- ე.ი. ქალაქი სიმაღლეში მიდის...

- დიახ და მძიმდება ტერასები აღნიშნული საძირკვლებით. იღებენ ტერასის ძირებს, თხრიან საყრდენს, რომელიც ისედაც არ არის მყარი, მეწყერს ფუძეს აცლიან, რაც შემდეგ შენობების დაბზარვასაც იწვევს. ავიღოთ მდინარე ვერეს მარჯვენა სანაპირო ზოლი, თამარაშვილის ქუჩიდან გმირთა მოედნამდე სულ დამეწყრილია, მას "ვაკის მეწყრებს“ უწოდებენ. ამიტომაც იყო, რომ საბჭოთა კავშირის დროს "მზიურის" ტერიტორიაზე აკრძალეს სახლების მშენებლობა.

ამასთანავე, მაღლივი სახლები ამ ქალაქში ისედაც გლობალური დათბობის პერიოდში კლიმატს ცვლის. ასევე გაზრდილია ატმოსფერული ნალექების ინტენსივობა. აქ მაღლივი სახლები დიდ როლს თამაშობენ, ისინი კონვენციური დინებების წარმოშობას უწყობენ ხელს. არის ასეთი წრიული დინებები, რომელიც იქმნება მაღლივი სახლების გარშემო, რის შედეგადაც სითბური კუნძულები წარმოიქმნება. ამას ავტომობილების გამონაბოლქვიც ემატება, რაც ჰაერს, ღრუბლებს ამძიმებს და მაღლივი სახლების თავზე ამ ყველაფრის კონცენტრაციას ახდენს, შედეგად მოდის კოკისპირული წვიმა. აი, როგორი მძიმე გავლენა აქვს ურბანიზაციას კლიმატზე.

- თუ ასეთ სუსტ ქანებზეა ჩვენი ქალაქი განლაგებული, რატომ მოხდა მისი ასეთი გაზრდა-განაშენიანება?

- ამ შეკითხვით მერიას მიმართეთ, სადაც შეიქმნა ქალაქის განვითარების გენგეგმა, რომელშიც მუდმივად შეაქვთ შესწორებები, მაღლივი შენობების მშენებლობის მიზნით.

- მაღალსართულიანი სახლები სად უნდა აშედეს, რა მონაცემებია ამისთვის საჭირო?

- მტკვრის გასწვრივ, ორივე ფერდობზე, სადაც განვითარებულია მეწყრები, მთაწმინდის ჩრდილოეთი ფერდობი, ფუნიკულიორი, სოლოლაკი, მამადავითი, ნუცუბიძის პლატო, მუხათგვერდის მთის ფერდობები, ვერეს ხეობა და მისი მარჯვენა სანაპირო - ე.წ. "ვაკის მეწყრები“, ლოტკინის მთა, კიბალჩიჩის ქუჩა, ლისი, ბაგები, აბანოთუბანიდა ა.შ., მაღალსართულიანი სახლების მშენებლობა დაუშვებელია!

- როგორ უნდა მოხდეს "ვაშლიჯვრი ნაპრალის“ შეკავება - რა პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს?

- სასწრაფოდ უნდა შეწყდეს სამშენებლო სამუშაოები, ტექნიკისა და სხვა ტრანსპორტის გადაადგილება, რომ შემცირდეს ბიძგები, რხევები და მეწყრის ფუძის გამოთხრა. დაწესდეს მონიტორინგი ნაპრალების მდგომარეობის გაკონტროლების მიზნით, გაკეთდეს ნაპრალების სკანირება და შეიქმნას მეწყრული სხეულის სივრცული მოდელი, რომელიც გვიჩვენებს, თუ სად და რა ღონისძიებების გატარება იქნება საჭირო. დამონტაჟდეს უსაფრთხოების სისტემა ისე, როგორც ეს გაკეთდა ვერეს ხეობაში...

"ფიზიკური ტკივილების მიუხედავად, მაინც ვახერხებდი გადაღებებზე სიარულს" - რატომ დასჭირდა თაკო ტაბატაძეს სასწრაფო ოპერაცია და რას ფიქრობს თამამ როლზე "ჩცდ"-ში

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

"ჩაკვდა ეზო... ახლა რაღაც სიზმარივით მაგონდება ყველაფერი" - რა წერია 36 წლის წინანდელ წერილში, რომლითაც ლევან უჩანეიშვილი "სესილია ბებიას" დაემშვიდობა