საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
CIU-ს მეცხრე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 2021 წელს ონლაინ ფორმატში ჩატარდება
CIU-ს მეცხრე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 2021 წელს ონლაინ ფორმატში ჩატარდება

12-13 ივ­ნისს კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის, მა­გის­ტრა­ტუ­რი­სა და დოქ­ტო­რან­ტუ­რის სტუ­დენ­ტთა მე­ცხრე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თე­ბა. სტუ­დენ­ტუ­რი კონ­ფე­რენ­ცია, რო­მელ­საც 2013 წლი­დან CIU მას­პინ­ძლობს, წელს გან­სა­კუთ­რე­ბულ ფორ­მატ­ში, ონ­ლა­ინ ჩა­ტარ­დე­ბა.

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბის ბოლო ვა­დაა 30 აპ­რი­ლი. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას რო­გორც ქარ­თვე­ლი, ისე - უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბი მი­ი­ღე­ბენ.

კონ­ფე­რენ­ცი­ის სექ­ცი­ე­ბია: ბიზ­ნე­სი, მე­დი­ცი­ნა, მე­ვე­ნა­ხე­ო­ბა-მეღ­ვი­ნე­ო­ბა, ჟურ­ნა­ლის­ტი­კა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, სა­მარ­თა­ლი და ირა­ნის­ტი­კა. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა­საც. კონ­ფე­რენ­ცი­ის მუ­შა­ო­ბა­ში ჩა­ერ­თვე­ბი­ან ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლე­ბის მო­წა­ფე­ე­ბი და მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­სახ­ლის აღ­საზ­რდე­ლე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­ლა­ბო­რა­ცია და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­ში მეც­ნი­ე­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას ისა­ხავს მიზ­ნად.

კონ­ფე­რენ­ცი­ის სა­მუ­შაო ენე­ბი ქარ­თუ­ლი და ინ­გლი­სუ­რია.

ყო­ველ­წლი­უ­რი სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცი­ის მი­ზა­ნია, შე­უქ­მნას ქარ­თველ სტუ­დენ­ტებს წი­ნა­პი­რო­ბა, გა­ნა­ვი­თა­რონ კა­რი­ე­რა სა­მეც­ნი­ე­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ვე­ლე­ბი უნდა და­რე­გის­ტრირ­დნენ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ვებ-გვერ­დზე. სა­გან­გე­ბო ვე­ლებ­ში მი­თი­თე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლოა, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, სის­ტე­მა მო­ნა­ცე­მებს არ და­ა­ფიქ­სი­რებს. სტუ­დენ­ტი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია მო­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სი­ზუს­ტე­ზე.

კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე და­საშ­ვე­ბია ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ან ორი თა­ნა­ავ­ტო­რის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ნაშ­რო­მე­ბი. ერთი სტუ­დენ­ტის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი ერ­თზე მეტი ნაშ­რო­მი, ასე­ვე გუნ­დუ­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი (სამი და მეტი ავ­ტო­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით) არ გა­ნი­ხი­ლე­ბა.

კონ­ფე­რენ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა ნაშ­რო­მე­ბის თე­ზი­სე­ბი გა­მო­ი­ცე­მა ელექტრო­ნუ­ლად, ხოლო შეხ­ვედ­რის ბო­ლოს ყვე­ლა მო­ნა­წი­ლეს გა­და­ე­ცე­მა სერ­ტი­ფი­კა­ტი; ასე­ვე, სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბით და­ჯი­ლოვ­დე­ბი­ან სკო­ლე­ბი­სა და მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რდო­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­სახ­ლის პე­და­გო­გე­ბი.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

CIU-ს მეცხრე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 2021 წელს ონლაინ ფორმატში ჩატარდება

CIU-ს მეცხრე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 2021 წელს ონლაინ ფორმატში ჩატარდება

12-13 ივნისს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტთა მეცხრე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართება. სტუდენტური კონფერენცია, რომელსაც 2013 წლიდან CIU მასპინძლობს, წელს განსაკუთრებულ ფორმატში, ონლაინ ჩატარდება.

კონფერენციაზე დარეგისტრირების ბოლო ვადაა 30 აპრილი. კონფერენციაში მონაწილეობას როგორც ქართველი, ისე - უცხოელი სტუდენტები მიიღებენ.

კონფერენციის სექციებია: ბიზნესი, მედიცინა, მევენახეობა-მეღვინეობა, ჟურნალისტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალი და ირანისტიკა. კონფერენციაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მოსწავლეებისა და აბიტურიენტების ჩართულობასაც. კონფერენციის მუშაობაში ჩაერთვებიან ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოწაფეები და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აღსაზრდელები. აღნიშნული კოლაბორაცია დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებში მეცნიერების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

კონფერენციის სამუშაო ენები ქართული და ინგლისურია.

ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის მიზანია, შეუქმნას ქართველ სტუდენტებს წინაპირობა, განავითარონ კარიერა სამეცნიერო მიმართულებით.

მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. საგანგებო ველებში მითითებული მოთხოვნების გათვალისწინება სავალდებულოა, სხვა შემთხვევაში, სისტემა მონაცემებს არ დააფიქსირებს. სტუდენტი პასუხისმგებელია მოწოდებული ინფორმაციის სიზუსტეზე.

კონფერენციაზე დასაშვებია ინდივიდუალური ან ორი თანაავტორის მიერ წარმოდგენილი ნაშრომები. ერთი სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ერთზე მეტი ნაშრომი, ასევე გუნდური ნამუშევრები (სამი და მეტი ავტორის მონაწილეობით) არ განიხილება.

კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომების თეზისები გამოიცემა ელექტრონულად, ხოლო შეხვედრის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი; ასევე, სერტიფიკატებით დაჯილოვდებიან სკოლებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პედაგოგები.

NS

ევროკავშირის მხარდაჭერით BTU-ში ახალი ტექლაბი “ინდუსტრია 4.0” გაიხსნა

"ან ვაქცინაციის გზა ავირჩიოთ და ხელ-ფეხი გახსნილი გვექნება ბედნიერი ცხოვრებისკენ, ან უარი ვთქვათ და მოგვიწევს "ლოკდაუნების“ შემოღება" - თენგიზ ცერცვაძე მოსახლეობას მიმართავს

როგორ სწავლობენ მომავალი ჟურნალისტები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში