მაღალტექნოლოგიური გადაწყვეტილებები ბიზნესში, ტრენინგები და მასტერკლასები საერთაშორისო ტექბრენდების ჩართულობით და სრული დაფინანსებით ბენეფიციარებისთვის - BTU-ში ევროკავშირის მხარდაჭერით ტექლაბი “ინდუსტია 4.0” გაიხსნა.
ლაბის ფარგლებში, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტი 2021 წლის აპრილიდან სტარტაპებისთვის, სტუდენტებისა და ინდუსტრიული პარტნიორებისთვის გახდება ხელმისაწვდომი. Microsoft-ის გადაწყვეტილებები ბიზნეს ანალიტიკისთვის, Power BI, Dynamics 365, Azure, Google-ის ინსტრუმენტები, Cloud და Analytics, ვირტუალური რეალობა და პროდუქტის 3D ვიზუალუზიაცია, Unity, Unreal engine, Blender, Adobe-ის სხვადასხვა პროდუქტები, პოდკასტების სერია ტექნოლოგიური ტრენდების შესახებ და სხვა პროექტები, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან პარტნიორობით აიღებს სტარტს.
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორის ნინო ენუქიძის განმარტებით, ლაბორატორიის მიზანი ტექნოლოგიებისა და ბიზნესის ერთობლიობაში სწავლება და მაღალკვალიფიცური პროფესიონალების ჩამოყალიბებაა.
„დღეს ნებისმიერი ბიზნესი მჭიდროდ უკავშირდება ტექნოლოგიებს. მოსაზრება, რომ საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტსს ბიზნესი არ აინტერესებს და პირიქით, სრულიად მიუღებელია. ასეთი მოცემულობა აღარ არსებობს. სწორედ ეს არის ჩვენი ახალი ლაბორატორიის მიზანიც. ახლო პარტნიორებთან თანამშრომლობით გადავწყვიტეთ, შეგვექმნა სივრცე, სადაც სტუდენტებს წვდომა ექნებათ ბიზნესისთვის საჭირო მაღალტექნოლოგიურ გადაწყვეყილებებზე. ტრენინგები ხვალიდან დაიწყება და სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს. ეს ყველაფერი კი ჩვენი ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით ხორციელდება. მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები გვასწავლიან, როგორ უნდა ვასწავლოთ ინოვაციების მართვა და ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია. ამ პროცესში უმნიშვნელოვანია MIT-ის პარტნიორობა,“ - განაცხადა ნინო ენუქიძემ.
ტექლაბი „ინიციატივა 4.0“ კიდევ ერთი ლაბორატორია იქნება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, რომელიც ტექნოლოგიებისა და ბიზნესის წარმატებულ და ეფექტურ ინტეგრაციას ისახავს მიზნად. სტარტეგიის განხორციელების ფარგლებში საერთაშორისო გავლენიან ორგანიზციებთან ერთად BTU-ს პარტნიორები არიან Orient Logic, LAB, Spectre, VR House და სხვა კომპანიები, რომლებიც წარმოადგენენ სფეროში არსებულ უახლეს გადაწყვეტილებებს და ინოვაციებს. ისინი ვორკშოპებსა და სემინარებს გამართავენ.
Orient Logic-ს საოპერაციო დირექტორის ოთარ ტაბატაძის განმარტებით, მათი და BTU-ს თანამშრომლობა როგორც ამ პროექტის ფარგლებში, ისე ზოგადად, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში კომპეტენციის ზრდას უწყობს ხელს.
„დღეს ბიზნესი ტექნოლოგიების გარეშე აღარ არსებობს. ტექნოლოგიური განვითარება საქართველოსა და მსოფლიოში ძალიან სწრაფად მიდის. ამიტომ მეტად მნიშვნელოვანია როგორც ახალგაზრდებისთვის შესაბამისი განათლების მიცემა, ისე ამ სფეროს წარმომადგენლების კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება. სწორედ ამ მიზნს ემსახურება ტექლაბის გახსნა და ზოგადად, Orient Logic-სა და BTU-ს თანამშრომლობაც. ჩვენი პარტნიორობა ამ სფეროში კომპეტენციის ზრდას შეუწყობს ხელს. დარწმუნებული ვარ ამ ტიპის აქტივობებით უნივერსიტეტი მაღალკვაილიფიციურ კადრებს ჩამოაყალიბებს, რომელთა დასაქმების შესაძლებლობაც ჩვენ მოგვეცემა,“ - განაცხადა Orient Logic-ის საოპერაციო დირექტორმა ოთარ ტაბატაძემ.
LAB-ის აღმასრულებელი დირექტორის ანა კაჭიურის განმარტებით, ტექლაბი ძალიან დიდ როლს შეასრულებს სტუდენტების მაღალკვალიფიურ პროფესიონალებად ჩამოყალიბების პროცესში.
„ძალიან მოხარულები ვართ ტექლაბის გახსნის ინიციატივთა და ამ პროცესში ჩვენი ჩართულობით. ამ ეტაპზე საუკეთესო რაც BTU-სა და მის სტუდენტებს შეგვიძლია შევთავაზოთ, მენტორინგის პროგრამაა. დღეს საინფორმაციო ტექნოლოგიები უკვე ძალიან და ფართო სფეროა, რომელიც არაერთ მიმართულებას აერთიანებს. იმისთვის, რომ სტუდენტებს საკუთარ შესაძლებლობებსა და სურვილებში ჩამოყალიბება გაუმარტივდეთ, მენტორინგის პროგრამას ვთავაზობთ. მენტორები იქნებიან ჩვენი კომპანიის წარმომადგენლები, პროფესიონალები დიდი გამოცდილებით. მათი დახმარებით კი სტუდენტები უფრო მოკლე დროში მოახდენენ ადაპტაცია. ამ პროგრამაში დიდ როლს შეასრულებს ტექლაბი თავისი მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობით. წარმატების მისაღწევად ამ ორი კომპონენტის, ტექნოლოგიებისა და პროფესიონალების ერთობლიობა გადამწყვეტია და დღეს სწორედ ეს შესთავაზა BTU-მ სტუდენტებს,“ - განაცხადა ანა კაჭიურმა.
პროექტის ფარგლებში BTU-ს პარტნიორები არიან წამყვანი ევროპული უნივერსიტეტები ბელგიიდან, შვედეთიდან, პორტუგალიიდან, რომლებიც ლაბის ფარგლებში ახალი სასწავლო მოდულის შესაქმელადაც ერთიანდებიან: “Digital Strategist: Developing New Digital Initiatives” BTU-ს მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი და 2021/2022 წლის შემოდგომის სემესტრიდან იქნება ხელმისაწვდომი.
ტექლაბი 4.0 2021 წლის აპრილში უმასპინძლებს Volvo-ს ბელგიის ოფისის სპეციალისტების მიერ გამართულ მასტერკლასს.
მაღალტექნოლოგიური ლაბორატორია 4.0 შექმნილია ევროკავშირის დაფინანსებით, ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის - HEIn4 ფარგლებში.
R