კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საიდუმლო ისტორიებს ინახავს ვან გოგის ნახატები
რა საიდუმლო ისტორიებს ინახავს ვან გოგის ნახატები

"მე ჩემი საქ­მის­თვის სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბით გა­და­ვი­ხა­დე და ის ჩემი გო­ნე­ბის ნა­ხე­ვა­რი და­მიჯ­და“ - ვინ­სენტ ვან გოგი

ყვე­ლა შე­დევ­რს თა­ვი­სი ის­ტო­რია აქვს. ადა­მი­ან­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა ვინ­სენტ ვან გოგს მისი რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი ნა­ხა­ტით იც­ნობს: "ვარ­სკვლა­ვე­ბი­ა­ნი ღამე“, "მზე­სუმ­ზი­რე­ბი“ და "ავ­ტო­პორ­ტრე­ტი მოჭ­რი­ლი ყუ­რით“, მაგ­რამ ჰო­ლან­დი­ე­ლი მხატ­ვრის ნა­ხა­ტე­ბი გა­ცი­ლე­ბით მეტ სა­ი­დუმ­ლოს და და­ფა­რულ გზავ­ნილს ინა­ხავს.

რო­გორც წესი, ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ადა­მი­ა­ნე­ბი იმას ხე­და­ვენ, რისი და­ნახ­ვის­თვი­საც მზად არი­ან, რი­თიც ში­ნა­გა­ნად არი­ან სავ­სე და რა მდგო­მა­რე­ო­ბის­კე­ნაც ის­წრაფ­ვი­ან.

"კა­ფის ტე­რა­სა ღა­მით“

ვან გოგი ლურ­ჯი და ყვი­თე­ლი პა­ლიტ­რის ნამ­დვი­ლი ჯა­დო­ქა­რია. მისი ნა­ხა­ტი "კა­ფის ტე­რა­სა ღა­მით“ შე­უმ­ჩნე­ველ მი­ნიშ­ნე­ბებს წარ­მო­ად­გენს ღმერ­თზე. ხე­და­ვენ ადა­მი­ა­ნე­ბი ამ ტი­ლო­ზე მხო­ლოდ პე­ი­ზაჟს, თუ ამო­იც­ნო­ბენ სა­ი­დუმ­ლო სა­ღა­მოს მო­ტივს? ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი თე­ო­რი­ის თა­ნახ­მად, ეს ნა­ხა­ტი შე­ი­ცავს მი­ნიშ­ნე­ბას ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის "სა­ი­დუმ­ლო სე­რო­ბა­ზე.“ იტა­ლი­უ­რად, ნა­ხატს Ultima Cena ჰქვია, რაც ითარ­გმნე­ბა რო­გორც "უკა­ნას­კნე­ლი ვახ­შა­მი“. ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ე­ბი თან­ხმდე­ბი­ან იმ მო­საზ­რე­ბა­ზე, რომ და­ვინ­ჩიმ ფრეს­კა­ზე იე­სოს წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბის სცე­ნა ასა­ხა, სა­დაც ის ერთ-ერთი მო­წა­ფის - იუ­დას ღა­ლა­ტის შე­სა­ხებ ამ­ცნობს მო­ცი­ქუ­ლებს. ვან გო­გის ნა­ხატ­ზეც ანო­ნი­მუ­რი სტუმ­რე­ბია და­ხა­ტუ­ლი, რომ­ლე­ბიც საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ არლ­ში, კა­ფის ღია ტე­რა­სა­ზე ატა­რე­ბენ დროს. ნა­ხატ­ზე მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში, ვან გოგი თა­ვის ძმას, ტეოს სწერ­და: "მე მაქვს სა­ში­ნე­ლი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა - წარ­მოვ­თქვა ეს სი­ტყვა - რე­ლი­გია“. ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე­ე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ მხატ­ვარ­მა გან­ზრახ შე­ი­ტა­ნა ნა­ხატ­ში რე­ლი­გი­უ­რი ელე­მენ­ტე­ბი.

ნა­ხა­ტის სა­ბო­ლოო ვერ­სი­ა­ში, ვან გოგ­მა შეც­ვა­ლა ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ნა­ხატ­ზე, რომ 12 ადა­მი­ა­ნი გა­მო­სუ­ლი­ყო, რაც ემ­თხვე­ვა 12 მო­ცი­ქულს.

ღია კარ­ში გამ­სვლე­ლი მუქი ფი­გუ­რა, სა­ვა­რა­უ­დოდ იუ­დაა, ხოლო გრძელთმი­ა­ნი ცენ­ტრა­ლუ­რი ფი­გუ­რა, რო­მელ­საც თეთ­რი ტუ­ნი­კის მსგავ­სი სა­მო­სი აც­ვია, თა­ვად იესო ქრის­ტეა. თუ ნა­ხატს ყუ­რა­დღე­ბით და­აკ­ვირ­დე­ბით, და­ი­ნა­ხავთ, რომ მას გულ­მკერ­დზე ჯვა­რი ჰკი­დია.

"ვარ­სკვლა­ვე­ბი­ა­ნი ღამე“

ვან გო­გის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ტილო „ვარ­სკვლა­ვე­ბი­ა­ნი ღამე“ თა­ვი­სი სა­ო­ცა­რი ის­ტო­რი­ით გა­მო­ირ­ჩე­ვა. ნა­მუ­შე­ვა­რი ასა­ხავს გა­მო­გო­ნი­ლი ქა­ლა­ქის ცას გა­რიჟ­რა­ჟის წინ. 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­ში, რო­დე­საც მეც­ნი­ე­რე­ბი აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ ნა­წი­ლა­კე­ბის კოს­მი­ურ „მო­რე­ვებს“, მა­შინ­ვე გა­ახ­სენ­დათ ეს ცნო­ბი­ლი ნა­ხა­ტი.

მათ აღ­მო­ა­ჩი­ნეს სტრუქ­ტუ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ცალ­სა­ხად აღ­ნიშ­ნავს ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბას.

აღ­მოჩ­ნდა, რომ რო­დე­საც ჰო­ლან­დი­ე­ლი მხატ­ვა­რი იმ­ყო­ფე­ბო­და საფ­რან­გე­თის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მან ტი­ლო­ზე ასა­ხა მეც­ნი­ე­რე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რთუ­ლი და გა­უ­გე­ბა­რი მოვ­ლე­ნა - ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბა. ტურ­ბუ­ლენ­ტო­ბა არის სი­თხის დი­ნა­მი­კის კონ­ცეფ­ცია, რო­მელ­შიც დიდი მო­რე­ვე­ბი სპონ­ტა­ნუ­რად წარ­მო­იქ­მნე­ბა ენერ­გი­ის კას­კა­დის მქო­ნე ნა­კად­ში, წარ­მოქ­მნის უფრო მცი­რე ზო­მის მო­რე­ვებს და ისი­ნი - კი­დევ უფრო მცი­რეს. ასზე მეტი წლის წინ, ვან გოგ­მა შეძ­ლო გა­ეც­ნო­ბი­ე­რე­ბი­ნა და გა­მო­ე­სა­ხა ურ­თუ­ლე­სი ცნე­ბა, რო­მე­ლიც ბუ­ნე­ბამ კა­ცობ­რი­ო­ბას მო­უვ­ლი­ნა და ის თა­ვის წარ­მო­სახ­ვა­ში, მოძ­რა­ო­ბის და ფე­რის უდი­დეს გა­მო­ცა­ნად აქ­ცია.

"მზე­სუმ­ზი­რე­ბი“

"მზე­სუმ­ზი­რე­ბი“ ვან გო­გის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ნა­მუ­შე­ვა­რია. ბევ­რმა არ იცის, რომ „მზე­სუმ­ზი­რე­ბის“ თერ­თმე­ტი ვერ­სია არ­სე­ბობს. თა­ვი­დან, მხატ­ვა­რი მზე­სუმ­ზი­რებს იმ მიზ­ნით ხა­ტავ­და, რომ სა­კუ­თა­რი სახ­ლი არლ­ში, პოლ გო­გე­ნის მოს­ვლის­თვის გა­ე­ლა­მა­ზე­ბი­ნა. 1888-1889 წლებ­ში, მან საფ­რან­გეთ­ში კი­დევ ოთხი „მზე­სუმ­ზი­რე­ბის“ ვერ­სია შექ­მნა. ყვი­თე­ლი ფერი, მის­თვის რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გახ­და. ჯამ­ში, ვან გოგ­მა მზე­სუმ­ზი­რე­ბის სამი სე­რია შექ­მნა: დაწ­ვე­ნი­ლი ყვა­ვი­ლე­ბი - პა­რი­ზი. 1887 წელი; მზე­სუმ­ზი­რე­ბი ლარ­ნაკ­ში - არი­ლი. 1888 წელი და რამ­დე­ნი­მე მათი ასლი. ჯამ­ში, თერ­თმე­ტი ტილო იყო.

"ავ­ტო­პორ­ტრე­ტი მოჭ­რი­ლი ყუ­რით და ჩი­ბუ­ხით“

ვან გოგი ოც­ნე­ბობ­და შე­ექ­მნა სკო­ლა-სე­მი­ნა­რი თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი­სათ­ვის, რო­მელ­შიც მთა­ვა­რი გო­გე­ნი იქ­ნე­ბო­და. ორმა ხე­ლო­სან­მა ერ­თად და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა ერთ ჭერ­ქვეშ, მაგ­რამ ისი­ნი ხში­რად კა­მა­თობ­დნენ. ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი ვან გოგი მუდ­მი­ვად კონ­ფლიქ­ტში შე­დი­ო­და. თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი გო­გე­ნი ამან გა­ა­ღი­ზი­ა­ნა. მან ვერ გა­უძ­ლო ყო­ველ­დღი­ურ ჩხუბს და წა­ვი­და. შეშ­ფო­თე­ბულ­მა ვან გოგ­მა ყუ­რის ბი­ბი­ლო მო­იჭ­რა. ეს ქმე­დე­ბა არც ისე უც­ნა­უ­რია, რო­გორც ახლა ჩანს. არლ­ში, სა­დაც მა­შინ მხატ­ვა­რი ცხოვ­რობ­და, კო­რი­და­ზე­არ კლავ­დნენ ხა­რებს რო­გორც ეს­პა­ნეთ­ში, მათ აჭ­რიდ­ნენ ყურს და ტო­რე­ა­დორს სა­მახ­სოვ­როდ ატან­დნენ. ვან გო­გის ჟეს­ტის მნიშ­ვნე­ლო­ბა კი ის იყო, რომ მან წა­ა­გო. მოჭ­რი­ლი ბი­ბი­ლო იმ მე­ძავს გა­დას­ცა, რო­მელ­მაც "გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი" გო­გე­ნი ამ­ჯო­ბი­ნა. ამ ნერ­ვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბის შემ­დეგ და­ი­ხა­ტა ცნო­ბი­ლი ავ­ტო­პორ­ტრე­ტი.

სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე მათ­თვის, ვი­საც ხე­ლოვ­ნე­ბა უყ­ვარს! მალე, გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ი“ „დიდი მხატ­ვრე­ბის“ სე­რი­ას იწყებს! მი­ე­ცით ხმა თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო მხატ­ვრებს ვებგ­ვერ­დზე: https://bit.ly/3q5Zpg7

მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბის მი­ხედ­ვით, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი მხატ­ვრის ალ­ბო­მი 2021 წლის მა­ი­სი­დან ყო­ველ­თვე გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­ი­ცე­მა, ალ­ბო­მე­ბი ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის ჯი­ხუ­რებ­ში სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად გა­ი­ყი­დე­ბა.

ავტორი:

რა საიდუმლო ისტორიებს ინახავს ვან გოგის ნახატები

რა საიდუმლო ისტორიებს ინახავს ვან გოგის ნახატები

"მე ჩემი საქმისთვის საკუთარი ცხოვრებით გადავიხადე და ის ჩემი გონების ნახევარი დამიჯდა“ - ვინსენტ ვან გოგი

ყველა შედევრს თავისი ისტორია აქვს. ადამიანთა უმრავლესობა ვინსენტ ვან გოგს მისი რამდენიმე ცნობილი ნახატით იცნობს: "ვარსკვლავებიანი ღამე“, "მზესუმზირები“ და "ავტოპორტრეტი მოჭრილი ყურით“, მაგრამ ჰოლანდიელი მხატვრის ნახატები გაცილებით მეტ საიდუმლოს და დაფარულ გზავნილს ინახავს.

როგორც წესი, ხელოვნებაში ადამიანები იმას ხედავენ, რისი დანახვისთვისაც მზად არიან, რითიც შინაგანად არიან სავსე და რა მდგომარეობისკენაც ისწრაფვიან.

"კაფის ტერასა ღამით“

ვან გოგი ლურჯი და ყვითელი პალიტრის ნამდვილი ჯადოქარია. მისი ნახატი "კაფის ტერასა ღამით“ შეუმჩნეველ მინიშნებებს წარმოადგენს ღმერთზე. ხედავენ ადამიანები ამ ტილოზე მხოლოდ პეიზაჟს, თუ ამოიცნობენ საიდუმლო საღამოს მოტივს? ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თეორიის თანახმად, ეს ნახატი შეიცავს მინიშნებას ლეონარდო და ვინჩის "საიდუმლო სერობაზე.“ იტალიურად, ნახატს Ultima Cena ჰქვია, რაც ითარგმნება როგორც "უკანასკნელი ვახშამი“. ხელოვნებათმცოდნეები თანხმდებიან იმ მოსაზრებაზე, რომ დავინჩიმ ფრესკაზე იესოს წინასწარმეტყველების სცენა ასახა, სადაც ის ერთ-ერთი მოწაფის - იუდას ღალატის შესახებ ამცნობს მოციქულებს. ვან გოგის ნახატზეც ანონიმური სტუმრებია დახატული, რომლებიც საფრანგეთის ქალაქ არლში, კაფის ღია ტერასაზე ატარებენ დროს. ნახატზე მუშაობის პერიოდში, ვან გოგი თავის ძმას, ტეოს სწერდა: "მე მაქვს საშინელი მოთხოვნილება - წარმოვთქვა ეს სიტყვა - რელიგია“. ხელოვნებათმცოდნეები ფიქრობენ, რომ მხატვარმა განზრახ შეიტანა ნახატში რელიგიური ელემენტები.

ნახატის საბოლოო ვერსიაში, ვან გოგმა შეცვალა ადამიანების რაოდენობა ნახატზე, რომ 12 ადამიანი გამოსულიყო, რაც ემთხვევა 12 მოციქულს.

ღია კარში გამსვლელი მუქი ფიგურა, სავარაუდოდ იუდაა, ხოლო გრძელთმიანი ცენტრალური ფიგურა, რომელსაც თეთრი ტუნიკის მსგავსი სამოსი აცვია, თავად იესო ქრისტეა. თუ ნახატს ყურადღებით დააკვირდებით, დაინახავთ, რომ მას გულმკერდზე ჯვარი ჰკიდია.

"ვარსკვლავებიანი ღამე“

ვან გოგის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტილო „ვარსკვლავებიანი ღამე“ თავისი საოცარი ისტორიით გამოირჩევა. ნამუშევარი ასახავს გამოგონილი ქალაქის ცას გარიჟრაჟის წინ. 2000-იანი წლების დასაწყისში, როდესაც მეცნიერები აკვირდებოდნენ ნაწილაკების კოსმიურ „მორევებს“, მაშინვე გაახსენდათ ეს ცნობილი ნახატი.

მათ აღმოაჩინეს სტრუქტურები, რომლებიც ცალსახად აღნიშნავს ტურბულენტობას.

აღმოჩნდა, რომ როდესაც ჰოლანდიელი მხატვარი იმყოფებოდა საფრანგეთის საავადმყოფოში, მან ტილოზე ასახა მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე რთული და გაუგებარი მოვლენა - ტურბულენტობა. ტურბულენტობა არის სითხის დინამიკის კონცეფცია, რომელშიც დიდი მორევები სპონტანურად წარმოიქმნება ენერგიის კასკადის მქონე ნაკადში, წარმოქმნის უფრო მცირე ზომის მორევებს და ისინი - კიდევ უფრო მცირეს. ასზე მეტი წლის წინ, ვან გოგმა შეძლო გაეცნობიერებინა და გამოესახა ურთულესი ცნება, რომელიც ბუნებამ კაცობრიობას მოუვლინა და ის თავის წარმოსახვაში, მოძრაობის და ფერის უდიდეს გამოცანად აქცია.

"მზესუმზირები“

"მზესუმზირები“ ვან გოგის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნამუშევარია. ბევრმა არ იცის, რომ „მზესუმზირების“ თერთმეტი ვერსია არსებობს. თავიდან, მხატვარი მზესუმზირებს იმ მიზნით ხატავდა, რომ საკუთარი სახლი არლში, პოლ გოგენის მოსვლისთვის გაელამაზებინა. 1888-1889 წლებში, მან საფრანგეთში კიდევ ოთხი „მზესუმზირების“ ვერსია შექმნა. ყვითელი ფერი, მისთვის რაღაც განსაკუთრებული გახდა. ჯამში, ვან გოგმა მზესუმზირების სამი სერია შექმნა: დაწვენილი ყვავილები - პარიზი. 1887 წელი; მზესუმზირები ლარნაკში - არილი. 1888 წელი და რამდენიმე მათი ასლი. ჯამში, თერთმეტი ტილო იყო.

"ავტოპორტრეტი მოჭრილი ყურით და ჩიბუხით“

ვან გოგი ოცნებობდა შეექმნა სკოლა-სემინარი თანამოაზრეებისათვის, რომელშიც მთავარი გოგენი იქნებოდა. ორმა ხელოსანმა ერთად დაიწყო მუშაობა ერთ ჭერქვეშ, მაგრამ ისინი ხშირად კამათობდნენ. ძალიან ემოციური ვან გოგი მუდმივად კონფლიქტში შედიოდა. თავდაჯერებული გოგენი ამან გააღიზიანა. მან ვერ გაუძლო ყოველდღიურ ჩხუბს და წავიდა. შეშფოთებულმა ვან გოგმა ყურის ბიბილო მოიჭრა. ეს ქმედება არც ისე უცნაურია, როგორც ახლა ჩანს. არლში, სადაც მაშინ მხატვარი ცხოვრობდა, კორიდაზეარ კლავდნენ ხარებს როგორც ესპანეთში, მათ აჭრიდნენ ყურს და ტორეადორს სამახსოვროდ ატანდნენ. ვან გოგის ჟესტის მნიშვნელობა კი ის იყო, რომ მან წააგო. მოჭრილი ბიბილო იმ მეძავს გადასცა, რომელმაც "გამარჯვებული" გოგენი ამჯობინა. ამ ნერვული აშლილობის შემდეგ დაიხატა ცნობილი ავტოპორტრეტი.

საინტერესო სიახლე მათთვის, ვისაც ხელოვნება უყვარს! მალე, გამომცემლობა „პალიტრა L-ი“ „დიდი მხატვრების“ სერიას იწყებს! მიეცით ხმა თქვენთვის საინტერესო მხატვრებს ვებგვერდზე: https://bit.ly/3q5Zpg7

მიღებული ხმების მიხედვით, გამარჯვებული მხატვრის ალბომი 2021 წლის მაისიდან ყოველთვე გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოიცემა, ალბომები ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების ჯიხურებში სპეციალურ ფასად გაიყიდება.

მეოთხე თაობის HYUNDAI TUCSON-ი უკვე ჰიბრიდული ძრავით, მალე საქართველოში

ფასდაკლებები, რომლითაც სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტ „მიჰაუსში“ ისარგებლებთ

"კლინიკა დეამედმა ჩემი ცხოვრება შეცვალა“ - მზია კაპანაძე