პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ სწავლობენ მომავალი ჟურნალისტები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში
როგორ სწავლობენ მომავალი ჟურნალისტები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

და­ფიქ­რე­ბულ­ხართ, რას სწავ­ლობ­დნენ ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე 50 წლის წინ და ახლა? რა უნარ-ჩვე­ვე­ბი მო­ე­თხო­ვე­ბო­დათ ამ პრო­ფე­სი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს ადრე და რა პრო­ფე­სი­ე­ბი შე­ი­თავ­სეს თა­ნა­მედ­რო­ვე ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა დღეს?

თუკი 50 წლის წინ სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბის სი­უ­ჟეტს მი­ნი­მუმ 4 კაცი ამ­ზა­დებ­და: ჟურ­ნა­ლის­ტი, ვი­დეო ოპე­რა­ტო­რი, ხმის ოპე­რა­ტო­რი და მე­მონ­ტა­ჟე; დღეს ჩვენ, მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, მი­ვეჩ­ვი­ეთ, რო­გორ ერ­თვე­ბი­ან ტე­ლე­ფო­ნი­თა და სელ­ფის ჯო­ხით შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი თუ უცხო­ე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი პირ­და­პირ ეთერ­ში; რო­გორ იღე­ბენ, ამონ­ტა­ჟე­ბენ და წე­რენ ახალ ამ­ბებს და შემ­დეგ თა­ვად­ვე ავ­რცე­ლე­ბენ.

რა არის დღეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის? რა უნდა ის­წავ­ლონ მათ 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში? ეთი­კის კო­დექ­სი? ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი პრინ­ცი­პე­ბი? ამ­ბის გად­მო­ცე­მის ტექ­ნი­კა? იქ­ნებ, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ის­ტო­რია?

რო­გორ უნდა გა­ნა­წილ­დეს ჩა­მოთ­ვლი­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბი ისე, რომ ჟურ­ნა­ლისტს შე­ეძ­ლოს გა­მარ­თუ­ლი წერა და მე­ტყვე­ლე­ბა მშობ­ლი­ურ ენა­ზე; ეს­მო­დეს ესა თუ ის სა­კი­თხი სიღ­რმი­სე­უ­ლად; იცო­დეს და იცავ­დეს ჟურ­ნა­ლის­ტურ პრინ­ცი­პებს; შე­ეძ­ლოს ამ­ბის სხარ­ტად გად­მო­ცე­მა და, ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, იცო­დეს, რო­გორ მი­ა­წო­დოს ამ­ბა­ვი აუ­დი­ტო­რი­ას სა­ინ­ტე­რე­სოდ, სწრა­ფად და ამომ­წუ­რა­ვად?

უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჟურ­ნა­ლის­ტი­კის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, ყო­ველ­წლი­უ­რად უდი­დე­სი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგა­ნან: გა­და­ხე­დონ და გა­ნა­ახ­ლონ შრო­მი­თი ბაზ­რი­სა თუ ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სი­ახ­ლე­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად კუ­რი­კუ­ლუ­მე­ბი, შე­მო­ი­ტა­ნონ პროგ­რა­მებ­ში ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საგ­ნე­ბი, რი­თაც ფეხს აუ­წყო­ბენ ტექ­ნო­ლო­გი­ურ გან­ვი­თა­რე­ბას.

ჟურ­ნა­ლის­ტი­კის სა­ბა­კა­ლავ­რო და სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მე­ბი კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში

კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მას 10 წელ­ზე მე­დია, რაც ახორ­ცი­ე­ლებს. 2019 წლი­დან კი მას მე­დი­ის კვლე­ვე­ბი­სა და მულ­ტი­მე­დია წარ­მო­ე­ბის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა და­ე­მა­ტა. უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მე­ლიც ყო­ველ­წლი­უ­რად, და­ახ­ლო­ე­ბით 40 ჟურ­ნა­ლისტს უშ­ვებს, აღ­ჭურ­ვი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი უნი­კა­ლუ­რი მულ­ტი­მე­დია ცენ­ტრით.

აქ მო­მა­ვა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი თა­ვად ქმნი­ან ახალ ამ­ბებს: წერა, გა­და­ღე­ბა, მონ­ტა­ჟი, გა­და­ცე­მის და­გეგ­მვა, წაყ­ვა­ნა და გა­და­ღე­ბა; ფრო­დაქ­შე­ნი; ჟურ­ნა­ლი­სა და გა­ზე­თის და­კა­ბა­დო­ნე­ბა და გა­მო­ცე­მა; რა­დი­ო­გა­და­ცე­მე­ბი; მულ­ტი­მე­დი­უ­რი კონ­ტენ­ტი - ეს ყვე­ლა­ფე­რი CIU-ს ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია.

აქა­უ­რო­ბა ნამ­დვილ ნი­უს­რუმს მო­გა­გო­ნებთ, სა­დაც რე­ა­ლურ სა­რე­დაქ­ციო რე­ჟიმ­ში ყვე­ლას თა­ვი­სი როლი აქვს: კო­რეს­პონ­დენ­ტე­ბი, წამ­ყვა­ნე­ბი, რე­ჟი­სო­რე­ბი, პრო­დი­უ­სე­რე­ბი, ფო­ტოგ­რა­ფე­ბი, ოპე­რა­ტო­რე­ბი, მე­მონ­ტა­ჟე­ე­ბი... ეს CIU მულ­ტი­მე­დია ცენ­ტრია, ად­გი­ლი, სა­დაც მო­მა­ვა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი სწავ­ლო­ბენ.

დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბი, მულ­ტი­მე­დი­უ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტე­ბი, სი­უ­ჟე­ტე­ბი, რა­დი­ო­გა­და­ცე­მე­ბი, პე­რი­ო­დუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი, მო­ბი­ლუ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა და ციფ­რუ­ლი პრო­დუქ­ცია, ასე­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ქვეყ­ნის წამ­ყვან ტე­ლე­არ­ხებ­თან - ეს იმ საქ­მი­ა­ნო­ბის არას­რუ­ლი ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რა­საც CIU მულ­ტი­მე­დია ცენ­ტრი მო­მა­ვალ სტუ­დენ­ტებს სთა­ვა­ზობს.

ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ბიბ­ლი­ო­თე­კა, ბეჭ­დუ­რი თუ მულ­ტი­მე­დი­უ­რი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო მა­სა­ლე­ბი, ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, პრო­ფე­სუ­რა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია სტუ­დენ­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და ინ­ტე­რე­სებ­ზე.

„ჩემ­თვის, პი­რა­დად, რო­გორც პროგ­რა­მის ხელ­მძღვა­ნე­ლის­თვის, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ჩვენ­გან გაშ­ვე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი იყოს კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი, ყო­ველ­თვის და­იც­ვას ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი პრინ­ცი­პე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი ეთი­კა, არ გა­ავ­რცე­ლოს სი­ძულ­ვი­ლის ენა, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ, არ მო­ექ­ცეს გავ­ლე­ნე­ბის ქვეშ - სწო­რედ ამა­ზე არი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი ჩვე­ნი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბი“, აღ­ნიშ­ნავს ზაზა ცოტ­ნი­აშ­ვი­ლი, CIU-ს ჟურ­ნა­ლის­ტი­კის სა­ბა­კა­ლავ­რო და მე­დი­ის კვლე­ვე­ბი­სა და მულ­ტი­მე­დია წარ­მო­ე­ბის სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე

„ჟურ­ნა­ლის­ტი­კის პროგ­რა­მის დახ­ვე­წა და­ვი­წყეთ იმა­ზე ფიქ­რით, თუ რა არის ყვე­ლა­ზე პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი დღეს შრო­მის ბა­ზარ­ზე: რა უნარ-ჩვე­ვე­ბი უნდა ჰქონ­დეს კარგ ჟურ­ნა­ლისტს? რა ცოდ­ნა უნდა გა­მო­არ­ჩევ­დეს კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან ახალ­გაზ­რდას?“ გვიყ­ვე­ბა ზაზა ცოტ­ნი­აშ­ვი­ლი.

ამ უნარჩვე­ვე­ბის სია კი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: მშობ­ლი­უ­რი ენის გა­მარ­თუ­ლად ფლო­ბა უნდა იყოს ის ბაზა, რო­მე­ლიც ყვე­ლა ჟურ­ნა­ლისტს უნდა გა­აჩ­ნდეს. ამას გარ­და, აუ­ცი­ლე­ბე­ლია აგ­რეთ­ვე ციფ­რუ­ლი მე­დი­ა­ტე­ქო­ნო­გი­ე­ბის ფლო­ბა.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი სა­ბა­კა­ლავ­რო სა­ფე­ხურ­ზე სტუ­დენ­ტებს სთა­ვა­ზობს მრა­ვალ­ფე­რო­ვან არ­ჩე­ვით და თა­ვი­სუ­ფალ სას­წავ­ლო კურ­სებს. მო­მა­ვალ ჟურ­ნა­ლის­ტებს შე­უძ­ლი­ათ, გა­ი­ა­რონ ის საგ­ნე­ბი, რო­მე­ლიც მათ გან­სა­კუთ­რე­ბით აინ­ტე­რე­სებთ. რაც შე­ე­ხე­ბა მა­გის­ტრა­ტუ­რას, აქ სტუ­დენ­ტებს თა­ვი­დან­ვე შე­უძ­ლი­ათ, აირ­ჩი­ონ მო­დუ­ლე­ბი, რა სფე­რო­შიც აპი­რე­ბენ მო­მა­ვალ­ში მუ­შა­ო­ბას: პო­ლი­ტი­კა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, აგ­რა­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბი, ეკო­ნო­მი­კა და ბიზ­ნე­სი.

გარ­და ამი­სა, მო­მა­ვა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი სწავ­ლო­ბენ ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ის­ტო­რი­ას და ად­გილ­ზე ეც­ნო­ბი­ან ის­ტო­რი­ულ რე­დაქ­ცი­ებს, რა­დი­ო­სად­გუ­რებ­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ებს - იქ სა­დაც იწყე­ბო­და ქარ­თუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კა.

თა­ნა­მედ­რო­ვე ჟურ­ნა­ლის­ტი­კა

მე­დი­ა­გა­მო­ცე­მებ­თან და ტე­ლე­ვი­ზი­ებ­თან შე­თან­ხმე­ბით სას­წავ­ლო პროგ­რა­მას გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე პროგ­რა­მე­ბი, ციფ­რუ­ლი და სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დია უკვე და­ე­მა­ტა.

კი­დევ ერთი სა­გა­ნი ინ­ტეგ­რირ­და სა­ბა­კა­ლავ­რო პორგრა­მა­ში, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე ჟურ­ნა­ლისტს უახ­ლეს ცოდ­ნას შეს­ძენს - კონ­ვერ­გენ­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი­კაა. კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში თვლი­ან, რომ სას­წავ­ლო კურ­სი მის­ცემს მო­მა­ვალ ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბას, ჰქონ­დეთ მულ­ტი­ფუნ­ქცი­უ­რი და ძლი­ე­რი ანა­ლი­ტი­კუ­რი უნა­რე­ბი და მო­მა­ვალ­ში და­საქმდნენ ღირ­სე­უ­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბით.

სა­ბო­ლო­ოდ კი, კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში თვლი­ან, რომ სა­ინ­ტე­რე­სო, ღი­რე­ბულ მე­დი­აპ­რო­დუქტს მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ადა­მი­ა­ნი ქმნის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ყე­ნე­ბით.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მხოლოდ 5 თვეში, თბილისში მილიარდ 200 მილიონი დოლარის ბინები გაიყიდა
ავტორი:

როგორ სწავლობენ მომავალი ჟურნალისტები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

როგორ სწავლობენ მომავალი ჟურნალისტები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

დაფიქრებულხართ, რას სწავლობდნენ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე 50 წლის წინ და ახლა? რა უნარ-ჩვევები მოეთხოვებოდათ ამ პროფესიის წარმომადგენლებს ადრე და რა პროფესიები შეითავსეს თანამედროვე ჟურნალისტებმა დღეს?

თუკი 50 წლის წინ საინფორმაციო გამოშვების სიუჟეტს მინიმუმ 4 კაცი ამზადებდა: ჟურნალისტი, ვიდეო ოპერატორი, ხმის ოპერატორი და მემონტაჟე; დღეს ჩვენ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მივეჩვიეთ, როგორ ერთვებიან ტელეფონითა და სელფის ჯოხით შეიარაღებული ქართველი თუ უცხოელი ჟურნალისტები პირდაპირ ეთერში; როგორ იღებენ, ამონტაჟებენ და წერენ ახალ ამბებს და შემდეგ თავადვე ავრცელებენ.

რა არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის? რა უნდა ისწავლონ მათ 4 წლის განმავლობაში უმაღლეს სასწავლებელში? ეთიკის კოდექსი? ჟურნალისტური პრინციპები? ამბის გადმოცემის ტექნიკა? იქნებ, ჟურნალისტიკის ისტორია?

როგორ უნდა განაწილდეს ჩამოთვლილი კომპონენტები ისე, რომ ჟურნალისტს შეეძლოს გამართული წერა და მეტყველება მშობლიურ ენაზე; ესმოდეს ესა თუ ის საკითხი სიღრმისეულად; იცოდეს და იცავდეს ჟურნალისტურ პრინციპებს; შეეძლოს ამბის სხარტად გადმოცემა და, ყველაფერთან ერთად, იცოდეს, როგორ მიაწოდოს ამბავი აუდიტორიას საინტერესოდ, სწრაფად და ამომწურავად?

უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც ჟურნალისტიკის საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებენ, ყოველწლიურად უდიდესი გამოწვევის წინაშე დგანან: გადახედონ და განაახლონ შრომითი ბაზრისა თუ ტექნოლოგიური სიახლეების შესაბამისად კურიკულუმები, შემოიტანონ პროგრამებში ის მნიშვნელოვანი საგნები, რითაც ფეხს აუწყობენ ტექნოლოგიურ განვითარებას.

ჟურნალისტიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის საგანმანათლებლო პროგრამას 10 წელზე მედია, რაც ახორციელებს. 2019 წლიდან კი მას მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამა დაემატა. უნივერსიტეტი, რომელიც ყოველწლიურად, დაახლოებით 40 ჟურნალისტს უშვებს, აღჭურვილია საქართველოში ერთ-ერთი უნიკალური მულტიმედია ცენტრით.

აქ მომავალი ჟურნალისტები თავად ქმნიან ახალ ამბებს: წერა, გადაღება, მონტაჟი, გადაცემის დაგეგმვა, წაყვანა და გადაღება; ფროდაქშენი; ჟურნალისა და გაზეთის დაკაბადონება და გამოცემა; რადიოგადაცემები; მულტიმედიური კონტენტი - ეს ყველაფერი CIU-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.

აქაურობა ნამდვილ ნიუსრუმს მოგაგონებთ, სადაც რეალურ სარედაქციო რეჟიმში ყველას თავისი როლი აქვს: კორესპონდენტები, წამყვანები, რეჟისორები, პროდიუსერები, ფოტოგრაფები, ოპერატორები, მემონტაჟეები... ეს CIU მულტიმედია ცენტრია, ადგილი, სადაც მომავალი ჟურნალისტები სწავლობენ.

დოკუმენტური ფილმები, მულტიმედიური საგანმანათლებლო პროექტები, სიუჟეტები, რადიოგადაცემები, პერიოდული გამოცემები, მობილური ჟურნალისტიკა და ციფრული პროდუქცია, ასევე წარმატებული თანამშრომლობა ქვეყნის წამყვან ტელეარხებთან - ეს იმ საქმიანობის არასრული ჩამონათვალია, რასაც CIU მულტიმედია ცენტრი მომავალ სტუდენტებს სთავაზობს.

ინფრასტრუქტურა, ბიბლიოთეკა, ბეჭდური თუ მულტიმედიური სახელმძღვანელო მასალები, ტექნოლოგიები და, რაც ყველაზე მთავარია, პროფესურა ორიენტირებულია სტუდენტის განვითარებასა და ინტერესებზე.

„ჩემთვის, პირადად, როგორც პროგრამის ხელმძღვანელისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენგან გაშვებული ჟურნალისტი იყოს კეთილსინდისიერი, ყოველთვის დაიცვას ჟურნალისტური პრინციპები, ჟურნალისტური ეთიკა, არ გაავრცელოს სიძულვილის ენა, ნებსით თუ უნებლიეთ, არ მოექცეს გავლენების ქვეშ - სწორედ ამაზე არიან ორიენტირებული ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები“, აღნიშნავს ზაზა ცოტნიაშვილი, CIU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო და მედიის კვლევებისა და მულტიმედია წარმოების სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი.

პრიორიტეტები ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე

„ჟურნალისტიკის პროგრამის დახვეწა დავიწყეთ იმაზე ფიქრით, თუ რა არის ყველაზე პრიორიტეტული დღეს შრომის ბაზარზე: რა უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს კარგ ჟურნალისტს? რა ცოდნა უნდა გამოარჩევდეს კონკურენტუნარიან ახალგაზრდას?“ გვიყვება ზაზა ცოტნიაშვილი.

ამ უნარჩვევების სია კი ასე გამოიყურება: მშობლიური ენის გამართულად ფლობა უნდა იყოს ის ბაზა, რომელიც ყველა ჟურნალისტს უნდა გააჩნდეს. ამას გარდა, აუცილებელია აგრეთვე ციფრული მედიატექონოგიების ფლობა.

მნიშვნელოვანია, რომ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი საბაკალავრო საფეხურზე სტუდენტებს სთავაზობს მრავალფეროვან არჩევით და თავისუფალ სასწავლო კურსებს. მომავალ ჟურნალისტებს შეუძლიათ, გაიარონ ის საგნები, რომელიც მათ განსაკუთრებით აინტერესებთ. რაც შეეხება მაგისტრატურას, აქ სტუდენტებს თავიდანვე შეუძლიათ, აირჩიონ მოდულები, რა სფეროშიც აპირებენ მომავალში მუშაობას: პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობები, აგრარული მეცნიერებები, ეკონომიკა და ბიზნესი.

გარდა ამისა, მომავალი ჟურნალისტები სწავლობენ ჟურნალისტიკის ისტორიას და ადგილზე ეცნობიან ისტორიულ რედაქციებს, რადიოსადგურებსა და ტელევიზიებს - იქ სადაც იწყებოდა ქართული ჟურნალისტიკა.

თანამედროვე ჟურნალისტიკა

მედიაგამოცემებთან და ტელევიზიებთან შეთანხმებით სასწავლო პროგრამას გრაფიკული დიზაინის თანამედროვე პროგრამები, ციფრული და სოციალური მედია უკვე დაემატა.

კიდევ ერთი საგანი ინტეგრირდა საბაკალავრო პორგრამაში, რომელიც თანამედროვე ჟურნალისტს უახლეს ცოდნას შესძენს - კონვერგენტული ჟურნალისტიკაა. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში თვლიან, რომ სასწავლო კურსი მისცემს მომავალ ჟურნალისტებს საშუალებას, ჰქონდეთ მულტიფუნქციური და ძლიერი ანალიტიკური უნარები და მომავალში დასაქმდნენ ღირსეული ანაზღაურებით.

საბოლოოდ კი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში თვლიან, რომ საინტერესო, ღირებულ მედიაპროდუქტს მაღალი კვალიფიკაციის ადამიანი ქმნის ტექნოლოგიების ეფექტიანი გამოყენებით.

NS

"ვაქცინაცია არის აბჯარი, იმუნური სისტემის გაძლიერება" - ლადო კახაძე "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა

"რუსთავის 2“- ის გადაცემები - "პროფილი“ და "შორენას ეფექტი“ იხურება?

„მადლობა, რომ ამ ბრძოლაში გვეხმარებით“ - ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის გენერალური მენეჯერი გიორგი დიასამიძე ახალი სოციალური კამპანიის შესახებ