პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ველი, რომ ამჯერად დანიელსონის "მეორე მოსვლა“ გაცილებით შედეგიანი იქნება" - რა გავლენას მოახდენს აშშ-ის სენატში გაკეთებული შეფასებები ქართულ პოლიტიკურ პროცესზე?
"ველი, რომ ამჯერად დანიელსონის "მეორე მოსვლა“ გაცილებით შედეგიანი იქნება" - რა გავლენას მოახდენს აშშ-ის სენატში გაკეთებული შეფასებები ქართულ პოლიტიკურ პროცესზე?

აშშ-ის სე­ნა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის ევ­რო­პი­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ქვე­კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ იმ­სჯე­ლეს. სე­ნა­ტო­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი შე­ა­ფა­სეს. რა იყო მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლე­ბი, რა­ტომ გან­სხვავ­დე­ბა ევ­რო­პი­სა და აშშ-ის უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ პო­ლი­ტი­კურ კრი­ზის­ზე და რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბა, სე­ნა­ტის მიერ და­ფიქ­სი­რე­ბულ­მა კრი­ტი­კულ­მა პო­ზი­ცი­ებ­მა კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნის მე­ო­რე ვი­ზი­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში უფრო შე­დე­გი­ა­ნი გა­ხა­დოს? - ამ ყვე­ლა­ფერ­ზე "ჯე­ო­ქე­ი­სის" თავ­მჯდო­მა­რე, ვიქ­ტორ ყი­ფი­ა­ნი გვე­სა­უბ­რე­ბა, რო­მე­ლიც ყუ­რა­დღე­ბას უპირ­ვე­ლეს ყოფ­ნი­სა, მთა­ვარ მე­სი­ჯებ­ზე ამახ­ვი­ლებს:

- ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ერ­თგვა­რი ში­ში­თა და და­ძა­ბუ­ლო­ბით ელო­დე­ბო­და აშშ-ს სე­ნა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის გუ­შინ­დელ სხდო­მას. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ფონ­ზე გარ­კვე­ულ­წი­ლად ეს გა­სა­გე­ბია - ალ­ბათ, მთა­ვა­რი კი­თხვა იყო, რო­გორ შე­ფას­დე­ბო­და ეს მოვ­ლე­ნე­ბი ჩვე­ნი მთა­ვა­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რის მხრი­დან. ჩემი პი­რა­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბაა, რომ სე­ნატ­ში გა­მარ­თულ­მა მოს­მე­ნამ არ გა­ა­მარ­თლა ის აპო­კა­ლიფ­სუ­რი სცე­ნა­რის მო­ლო­დი­ნი, რაც ალ­ბათ, ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილს ჰქონ­და, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად აღ­სა­ნიშ­ნია, რომ მთლი­ა­ნო­ბა­ში, ჩემი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბით, მოს­მე­ნა ძა­ლი­ან კონ­სტრუქ­ცი­ულ, საქ­მი­ან ტო­ნა­ლო­ბა­ში ჩა­ტარ­და და ამა­ვე დროს, მწვა­ვე კრი­ტი­კა, რო­მე­ლიც გა­მო­ით­ქვა, მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის გა­ჯან­სა­ღე­ბას უნდა მო­ემ­სა­ხუ­როს.

ალ­ბათ, პო­ზი­ტი­ვებს შო­რის აღ­სა­ნიშ­ნია, რომ მოს­მე­ნი­სას მკა­ფი­ოდ ით­ქვა, რომ მი­უ­ხე­და­ვად 2012 წლის შემ­დეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბი­სა, ქვე­ყა­ნა მყა­რად ინარ­ჩუ­ნებს ევ­როს­ტრა­ტე­გი­ულ კურსს, რომ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა რჩე­ბა რე­გი­ონ­ში აშშ-ის სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რად, და რომ ამ გე­ო­პო­ლი­ტი­კურ და პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე აშშ-ის მხრი­დან აქვს სრუ­ლი ორ­პარ­ტი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა. ეს ძა­ლი­ან არ­სე­ბი­თია, რა­საც ჩვენ შე­საძ­ლოა, ყო­ველ ჯერ­ზე ვი­მე­ო­რებთ, მაგ­რამ ასე­თი გა­მე­ო­რე­ბა არ გვა­წყენ­და, რად­გან ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

რაც შე­ე­ხე­ბა მწვა­ვე და საქ­მი­ან კრი­ტი­კას, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად აღ­სა­ნიშ­ნია - მარ­თა­ლია, სე­ნა­ტის გუ­შინ­დე­ლი მოს­მე­ნის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლის მხრი­დან ასე­თი კრი­ტი­კა არ იყო იმ­დე­ნად მწვა­ვე, რო­გორც ცალ­კე­უ­ლი გა­მომ­სვლე­ლე­ბის სი­ტყვა­ში და ზო­გი­ერ­თი გა­მომ­სვლე­ლის შე­ფა­სე­ბე­ბი შე­და­რე­ბით და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ მათ შე­ნიშ­ვნებ­საც ვერ და­ვუ­კარ­გავთ მნიშ­ვნე­ლო­ბას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცეს­ში გარ­კვე­უ­ლი, აუ­ცი­ლებ­ლად გა­სა­ტა­რე­ბე­ლი რე­ფორ­მე­ბის მი­მართ გა­მო­ი­ხა­ტე­ბა.

აღი­ნიშ­ნა, რომ ქარ­თუ­ლი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა კვლავ რჩე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ­დე ჩვენს მთა­ვარ გა­მოწ­ვე­ვად და თა­ვის ტკი­ვი­ლად. არ შე­იძ­ლე­ბა, არ და­ვე­თან­ხმოთ ჩვენს ამე­რი­კელ პარტნი­ო­რებს, რომ ეს სა­კი­თხი ერთხელ და სა­ბო­ლო­ოდ მო­საგ­ვა­რე­ბე­ლია. მა­გა­ლი­თად, კარა მაკ­დო­ნალ­დის გა­მოს­ვლა­ში ით­ქვა, რომ ეს რე­ფორ­მა ერ­თი­ა­ნი და მთლი­ა­ნო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი უნდა იყოს და არა - ნა­წილ-ნა­წილ და დრო­ში და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი. ვფიქ­რობ, ქვეყ­ნის და ნე­ბის­მი­ე­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ღირ­სე­ბის სა­კი­თხია, რომ ამ პრო­ცესს ერთხელ და სა­ბო­ლო­ოდ და­ეს­ვას წერ­ტი­ლი. ასე­ვე აღი­ნიშ­ნა ის, რომ სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მი­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, მთე­ლი რიგი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­სა ეუთო/ოდი­რის მხრი­დან ჯერ კი­დევ შე­უს­რუ­ლე­ბე­ლი რჩე­ბა და ეს ასე­ვე, რაც შე­იძ­ლე­ბა უმოკ­ლეს ვა­და­შია მი­სა­ხე­დი.

ამას­თა­ნა­ვე, მოს­მე­ნის დროს მკა­ფი­ოდ აღი­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში ე.წ. პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის შე­სა­ხებ. დამ­რჩა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ მოს­მე­ნა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რე­ბი, კერ­ძოდ ჯორჯ კენ­ტი ან ბო­ლომ­დე არ იყო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ცალ­კე­ულ სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცე­სებ­ზე, ან მან შე­და­რე­ბით მოკ­ლე პა­სუ­ხი ამ­ჯო­ბი­ნა დას­კვნით კი­თხვა­ზე, თუმ­ცა აღ­სა­ნიშ­ნია ის, რომ იმა­ვე, ნი­კა­ნორ მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბა­ზე მან თა­ვის პა­სუხ­ში ცალ­სა­ხად აღ­ნიშ­ნა, რომ ამ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბა­ში არ­ცერ­თი მხა­რე არ არის ბრა­ლის­გან და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი, სა­კი­თხში ყვე­ლა მხა­რეს თა­ვი­სი წვლი­ლი მი­უ­ძღვის, მათ შო­რის, მე­ლი­ა­საც. მან აღ­ნიშ­ნა კა­ნო­ნის ტექ­ნი­კუ­რი დარ­ღვე­ვა მე­ლი­ას მხრი­დან, თუმ­ცა თქვა ისიც, რომ ერ­თია, რას გვკარ­ნა­ხობს კა­ნო­ნი, მე­ო­რეა, რო­გო­რია ამა თუ იმ სა­კი­ხის მი­მართ პო­ლი­ტი­კუ­რი მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბა. ასე რომ, ვფიქ­რობ, კრი­ტი­კუ­ლი სა­კი­თხე­ბის ეს ჩა­მო­ნათ­ვა­ლი ალ­ბათ, უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი წე­სით იქ­ნე­ბა მი­სა­ხე­დი, რათა კომ­პრო­მი­სის ფორ­მუ­ლა მო­ი­ძებ­ნოს და შე­სა­ბა­მი­სად, ქვე­ყა­ნა არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი­დან გა­მო­ვი­დეს. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რომ ეს მოს­მე­ნა სა­ბო­ლოო ჯამ­ში რე­ზო­ლუ­ცი­ა­ში აი­სა­ხე­ბა, რაც კი­დევ უფრო კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მსჯე­ლო­ბის სა­ფუძ­ველს მოგ­ვცემს.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სე­ნა­ტის მოს­მე­ნა­ზე კრი­ტი­კა ძი­რი­თა­დად, ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი, მა­შინ რო­დე­საც მე­ო­რე ნა­წი­ლის თა­ნახ­ნად, სე­ნა­ტის წევ­რე­ბი მთავ­რო­ბის მი­მართ უფრო მწვა­ვე გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებ­დნენ. თქვენ რო­მელ აზრს ეთან­ხმე­ბით, თუ ორი­ვე მხა­რის მი­მართ თა­ნა­ბა­რი კრი­ტი­კა და­ი­ნა­ხეთ?

- იცით, ჩვენ თუ გვინ­და, სარ­კე­ში სწო­რად ჩა­ვი­ხე­დოთ და სა­კუ­თა­რი თავი და­ვი­ნა­ხოთ, ნე­ბის­მი­ერ მხა­რეს ეხე­ბა, რომ ერთხელ და სა­ბო­ლო­ოდ უარი უნდა ვთქვათ იმ ფრა­ზე­ბის კონ­ტექ­სტი­დან ამო­გლეჯ­ვა­ზე, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა, ამა თუ იმ მხა­რეს კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში აწყობ­დეს. რაც თქვენ აღ­ნიშ­ნეთ, ეს მიდ­გო­მა სე­ნა­ტის გუ­შინ­დე­ლი მოს­მე­ნის მი­მართ ახ­ლაც შე­ი­ნიშ­ნე­ბა და ვფიქ­რობ, ეს არას­წო­რია, ძა­ლი­ან მა­ხინ­ჯი მიდ­გო­მაა. უმ­თავ­რე­სია, რომ ეს ჩვენს ხარ­ვე­ზებ­სა და ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბა­ში არ დაგ­ვეხ­მა­რე­ბა. ჩემი შე­ფა­სე­ბით, გუ­შინ­დე­ლი მოს­მე­ნა იყო პარტნი­ო­რის მხრი­დან პარტნი­ო­რის მი­სა­მარ­თით გაწ­ვდი­ლი დახ­მა­რე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ხელი. თუმ­ცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ პრაქ­ტი­კუ­ლად ყო­ვე­ლი გა­მომ­სვლე­ლი აღ­ნიშ­ნავ­და, რომ რო­გო­რიც არ უნდა იყოს აშშ-ის ჩარ­თუ­ლო­ბა პრო­ცეს­ში, რო­გო­რიც არ უნდა იყოს მათი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ეს კრი­ზი­სი უმ­თავ­რე­სად ქარ­თვე­ლე­ბის მხრი­და­ნაა მი­სა­ხე­დი, რომ ამ პრო­ცეს­ზე, ცი­ტა­ტა: "მე­სა­კუთ­რე­ო­ბა, სა­კუთ­რე­ბის უფ­ლე­ბა“ ქარ­თვე­ლებს ეკუთ­ვნით და უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, თუ ქარ­თულ­მა პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ებ­მა არ მო­ნა­ხეს ერ­თმა­ნეთ­ში სა­ერ­თო ენა, ცხა­დია, ვე­რა­ნა­ი­რი შე­თა­ვა­ზე­ბა, ვე­რა­ნა­ი­რი გარე დახ­მა­რე­ბა თუ რე­ცეპ­ტი ჯა­დოს­ნუ­რი გა­და­წყვე­ტის ფუნ­ქცი­ას ვერ შე­ას­რუ­ლებს. ეს აღ­ნიშ­ნა შა­ჰინ­მაც, კენ­ტმაც, კარა მაკ­დო­ნალდმაც, თუ არ ვცდე­ბი, ჯონ­სონ­მაც და .შ. მოკ­ლედ, უმე­ტე­სო­ბა, ვინც გუ­შინ გა­მო­დი­ო­და, ამა თუ იმ ფორ­მით ამ­ბობ­და, რომ აშშ მზა­დაა დაგ­ვეხ­მა­როს, ისე­ვე, რო­გორც სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბა, მაგ­რამ ამ პრო­ცე­სის უმ­თავ­რე­სი გა­დამ­წყვე­ტი ისევ ჩვენ ვართ და თუ ერ­თმა­ნეთ­ში ვერ მოვ­ძებ­ნით კომ­პრო­მისს, ვერ გავ­მიჯ­ნავთ ის, თუ სად მთავ­რდე­ბა პარ­ტი­უ­ლი ინ­ტე­რე­სი და სად იწყე­ბა ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სი, ვე­რა­ნა­ი­რი დახ­მა­რე­ბა - ვერც დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი, ვერც ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ამ სა­კი­თხში ქმე­დი­თი ვერ იქ­ნე­ბა. ალ­ბათ, ძი­რი­თა­დი დას­კვნა ესაა, რომ ამ კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლის მთა­ვა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ტვირ­თი ისევ ჩვენს მხრებ­ზეა.

- ევ­რო­კავ­ში­რის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­თან შე­და­რე­ბით, მთავ­რო­ბის მი­მართ კრი­ტი­კა აშშ-ის სე­ნატ­ში უფრო მწვა­ვე იყო. ამას რას უკავ­ში­რებთ?

- ევ­რო­კავ­შირს ამ პრო­ცეს­ში შე­და­რე­ბით მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს სა­კუ­თარ თავ­ზე აღე­ბუ­ლი მე­დი­ა­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით და ალ­ბათ, ევ­რო­კავ­ში­რის წამ­ყვა­ნი რო­ლით აიხ­სნე­ბა მათი შე­და­რე­ბით მეტი სიფრ­თხი­ლე მათ შე­ფა­სე­ბებ­ში. მე­ო­რე გა­რე­მო­ე­ბაა, რომ კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რად, სა­ერ­თოდ, ევ­რო­პის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ხელ­წე­რაა რბი­ლი ძა­ლის ფორ­მით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ევ­რო­კავ­ში­რის ფარ­გლებს გა­რეთ. რბი­ლი ძალა, ანუ დიპ­ლო­მა­ტია, პო­ლი­ტი­კუ­რი მა­ნევ­რის გა­მო­ი­სო­ბით ამა თუ იმ კრის­ზი­ში ჩარ­თუ­ლო­ბა ისაა, რაც ევ­რო­პას ყვე­ლა­ზე მე­ტად ახა­სი­ა­თებს და გა­მო­არ­ჩევს. რა თქმა უნდა, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ მინ­და და­ვაკ­ნი­ნო და არც იქ­ნე­ბა სწო­რი, რა­მე­ნა­ი­რად ჩრდილ­ში მო­ვაქ­ციო ამ პრო­ცეს­ში აშშ-ის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ ვი­მე­ო­რებ, გან­სხვა­ვე­ბით აშშ-ის­გან, ეს გა­ცი­ლე­ბით დიდი თე­მაა, მაგ­რამ ევ­რო­კავ­ში­რის ხელ­წე­რა სწო­რედ ასეთ ფა­სი­ლი­ტა­ცი­ა­სა და მე­დი­ა­ცი­ა­შია, მა­შა­სა­და­მე, უფრო რბი­ლი ძა­ლით თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, ეს არ ნიშ­ნავს, რომ რა­ღაც ეტაპ­ზე აშშ-ის თა­ნა­ბა­რი მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პრო­ცეს­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლი და სა­ჭი­რო არ გახ­დეს, მაგ­რამ დღეს წამ­ყვა­ნი როლი ამ პრო­ცეს­ში ევ­რო­კავ­შირს და მის ინ­სტი­ტუ­ტებს ეკუთ­ვნის და შე­სა­ბა­მი­სად, ალ­ბათ ამი­თაც უნდა აიხ­სნას, რომ მათი მიდ­გო­მა და შე­ფა­სე­ბა გა­ცი­ლე­ბით მო­ზო­მი­ლია.

- ხომ არაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე და­ნი­ელ­სო­ნის ხე­ლახ­ლა ჩა­მოს­ვლა უფრო შე­დე­გი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდეს?

- ველი, რომ ამ­ჯე­რად, ასე ვთქვათ, და­ნი­ელ­სო­ნის "მე­ო­რე მოს­ვლა“ გა­ცი­ლე­ბით შე­დე­გი­ა­ნი იქ­ნე­ბა, რად­გან ვფიქ­რობ, ევ­რო­კავ­შირ­მა პირ­ვე­ლი მცდე­ლო­ბის შე­დე­გად უკვე გარ­კვე­უ­ლი დას­კვნე­ბი გა­მო­ი­ტა­ნა და მე­ო­რე მცდე­ლო­ბი­სას ევ­რო­კავ­ში­რი უფრო აქ­ტი­უ­რი, შე­იძ­ლე­ბა, გარ­კვე­ულ­წი­ლად ზო­მი­ე­რად აგ­რე­სი­უ­ლიც იყოს. ნუ გა­მოვ­რი­ცხავთ იმა­საც, რომ ამ შემ­თხვე­ვა­ში ევ­რო­კავ­ში­რის სპე­ცწარ­მო­მად­გე­ნელ­მა ქარ­თუ­ლი პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს ნაკ­ლე­ბი მა­ნევ­რი­რე­ბის სივ­რცე და­უ­ტო­ვოს და ასე ვთქვათ, სა­კუ­თა­რი ფორ­მუ­ლა გარ­კვე­ულ­წი­ლად რბი­ლად, მაგ­რამ მო­ახ­ვი­ოს თავს ქარ­თუ­ლი პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე­ებს, რათა კარ­გი გა­გე­ბით, სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტად მო­ე­ძებ­ნოს გა­სა­ღე­ბი. ალ­ბათ, ამ მე­ო­რე მცდე­ლო­ბას ეს და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნი­შან-თვი­სე­ბა ექ­ნე­ბა, რომ პირ­ვე­ლი რა­უნ­დის­გან გან­სხვა­ვე­ბით, და­ნი­ელ­სო­ნი აქ­ტი­უ­რი მსმე­ნე­ლი­დან უფრო აქ­ტი­ურ მო­სა­უბ­რედ გა­და­იქ­ცე­ვა და შე­იძ­ლე­ბა, ეს იყოს ის, რაც ამ პრო­ცე­სის შე­დე­გი­ა­ნო­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს.

თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, რომ სე­ნა­ტის მოს­მე­ნას ამ თვალ­საზ­რი­სით მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რად­გან ნე­ბის­მი­ერ პრო­ცესს შე­სა­ტყვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­ინ­ფორ­მა­ციო ფონი, გნე­ბავთ, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ფონი სჭირ­დე­ბა. ჩვენ იმა­საც თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ კრის­ტი­ან და­ნი­ელ­სო­ნი­სა და კარლ ჰარ­ცე­ლის გვერ­დით აშშ-ის ელჩი, კელი დეგ­ნა­ნი ზის, ზედ­მე­ტია იმა­ზე ლა­პა­რა­კი, თუ აშშ-ის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და როლი რა­ო­დენ დი­დია ჩვე­ნი ქვეყ­ნის ამ­ჟა­მინ­დელ და სახ­ვა­ლიო გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში და ცხა­დია, ეს უნდა მი­ვიჩ­ნი­ოთ, რო­გორც პო­ზი­ტი­უ­რი სიგ­ნა­ლი სა­ჭი­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით - არა მხო­ლოდ ევ­რო­კავ­ში­რის, არა­მედ, აშშ-ის მხრი­დან თა­ნა­ბა­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბაა, რომ პრო­ცე­სი უს­წრა­ფე­სად გა­და­წყდეს.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Get real, get tik tok
0

ქვეყანაში ეკონომიკა თუ არ დაიძრა და წინ არ წავიდა, ამათმა რაზეც გინდა იმაზე მოილაპარაკონ, არაფერს არ ექნება აზრი. ისტორია არ იცნობს ღარიბ და დემოკრატიულ ქვეყანას. ღარიბ ქვეყნებში მარტო დიქტატურა, ავტორიტარიზმი "ხარობს".

!!
16

შეთანხმება არ მოხდება,დროის ფუჭი კარგვაა.კრემლისა და გავრილოვის მეკავშირე ამას არ დაუშვებს.ერთადერთი რაც იქნება დადებითი,ესაა სიცხადე ქართული ოცნების ხისტი პოლიტიკისა, უარი უთხრას დასავლეთს აშკარად. ოცნებას ისიც კი არ ანაღვლებს, თუკი დასავლეთი უარს იტყვის ფინანსურ დახმარებაზე და საერთოდაც საქართველოზე.სამაგიეროდ გაიხანგრძლივებენ ხელისუფლებაში ყოფნის დროს უზურპატული ძალაუფლებით. იციან სანქციების დადება ხანგრძლივი პროცესია,მანამდე კი იმედი აქვთ შექმნიან ფსევდო კონსტრუქციულ ოპოზიციას და როგორც არჩევნები გაასაღეს დემოკრატიულად ისე ამ ოპოზიციასაც კონსტრუქციულად მიასაღებენ დასავლეთს და გააჩუმებენ.მთავარია ეხლა ოცნებისთვის სწრაფი ლოქდაუნი და დროის გაწელვა თვითმმართველობის არჩევნებამდე,ამაზე ემყარება ეხლა ოცნების გეგმა. ტაქსებზე და ყველგან ესე სწრაფად შეზღუდვების მოხსნა სწორედ სწრაფი ლოქდაუნის მოახლოებას ითვალისწინებს.სამწუხაროდ ბრიტანული ვარიანტი იმდენად სწრაფი ვირუსია და იმდენად ძლიერი ლოქდაუნი გარდაუვალია.ხასიათდება სიკვლდიანობის მაღალი მაჩვენებლით 64% ით. რადგანაც ქვეყანა არ არის აცრილი, ლოქდაუნი ხანგრძლივი იქნება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს
ავტორი:

"ველი, რომ ამჯერად დანიელსონის "მეორე მოსვლა“ გაცილებით შედეგიანი იქნება" - რა გავლენას მოახდენს აშშ-ის სენატში გაკეთებული შეფასებები ქართულ პოლიტიკურ პროცესზე?

"ველი, რომ ამჯერად დანიელსონის "მეორე მოსვლა“ გაცილებით შედეგიანი იქნება" - რა გავლენას მოახდენს აშშ-ის სენატში გაკეთებული შეფასებები ქართულ პოლიტიკურ პროცესზე?

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ იმსჯელეს. სენატორებმა საქართველოში მიმდინარე პროცესები შეაფასეს. რა იყო მთავარი გზავნილები, რატომ განსხვავდება ევროპისა და აშშ-ის უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებები ერთმანეთისგან საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე და რამდენად შეიძლება, სენატის მიერ დაფიქსირებულმა კრიტიკულმა პოზიციებმა კრისტიან დანიელსონის მეორე ვიზიტი საქართველოში უფრო შედეგიანი გახადოს? - ამ ყველაფერზე "ჯეოქეისის" თავმჯდომარე, ვიქტორ ყიფიანი გვესაუბრება, რომელიც ყურადღებას უპირველეს ყოფნისა, მთავარ მესიჯებზე ამახვილებს:

- ქართველი საზოგადოების გარკვეული ნაწილი ერთგვარი შიშითა და დაძაბულობით ელოდებოდა აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის გუშინდელ სხდომას. ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე გარკვეულწილად ეს გასაგებია - ალბათ, მთავარი კითხვა იყო, როგორ შეფასდებოდა ეს მოვლენები ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან. ჩემი პირადი შთაბეჭდილებაა, რომ სენატში გამართულმა მოსმენამ არ გაამართლა ის აპოკალიფსური სცენარის მოლოდინი, რაც ალბათ, ქართული პოლიტიკური საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ჰქონდა, მაგრამ აუცილებლად აღსანიშნია, რომ მთლიანობაში, ჩემი შთაბეჭდილებით, მოსმენა ძალიან კონსტრუქციულ, საქმიან ტონალობაში ჩატარდა და ამავე დროს, მწვავე კრიტიკა, რომელიც გამოითქვა, მხოლოდ ქართული პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებას უნდა მოემსახუროს.

ალბათ, პოზიტივებს შორის აღსანიშნია, რომ მოსმენისას მკაფიოდ ითქვა, რომ მიუხედავად 2012 წლის შემდეგ ხელისუფლების ცვლილებისა, ქვეყანა მყარად ინარჩუნებს ევროსტრატეგიულ კურსს, რომ ჩვენი ქვეყანა რჩება რეგიონში აშშ-ის საიმედო პარტნიორად, და რომ ამ გეოპოლიტიკურ და პოლიტიკურ ასპარეზზე აშშ-ის მხრიდან აქვს სრული ორპარტიული მხარდაჭერა. ეს ძალიან არსებითია, რასაც ჩვენ შესაძლოა, ყოველ ჯერზე ვიმეორებთ, მაგრამ ასეთი გამეორება არ გვაწყენდა, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება მწვავე და საქმიან კრიტიკას, რომელიც აუცილებლად აღსანიშნია - მართალია, სენატის გუშინდელი მოსმენის ყველა მონაწილის მხრიდან ასეთი კრიტიკა არ იყო იმდენად მწვავე, როგორც ცალკეული გამომსვლელების სიტყვაში და ზოგიერთი გამომსვლელის შეფასებები შედარებით დაბალანსებული იყო, მაგრამ მათ შენიშვნებსაც ვერ დავუკარგავთ მნიშვნელობას, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ პროცესში გარკვეული, აუცილებლად გასატარებელი რეფორმების მიმართ გამოიხატება.

აღინიშნა, რომ ქართული მართლმსაჯულება კვლავ რჩება ხელისუფლებიდან ხელისუფლებამდე ჩვენს მთავარ გამოწვევად და თავის ტკივილად. არ შეიძლება, არ დავეთანხმოთ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, რომ ეს საკითხი ერთხელ და საბოლოოდ მოსაგვარებელია. მაგალითად, კარა მაკდონალდის გამოსვლაში ითქვა, რომ ეს რეფორმა ერთიანი და მთლიანობაში განხორციელებული უნდა იყოს და არა - ნაწილ-ნაწილ და დროში დანაწევრებული. ვფიქრობ, ქვეყნის და ნებისმიერი ხელისუფლების ღირსების საკითხია, რომ ამ პროცესს ერთხელ და საბოლოოდ დაესვას წერტილი. ასევე აღინიშნა ის, რომ საარჩევნო რეფორმირების თვალსაზრისით, მთელი რიგი რეკომენდაციებისა ეუთო/ოდირის მხრიდან ჯერ კიდევ შეუსრულებელი რჩება და ეს ასევე, რაც შეიძლება უმოკლეს ვადაშია მისახედი.

ამასთანავე, მოსმენის დროს მკაფიოდ აღინიშნა საქართველოში ე.წ. პოლიტიკური დევნის შესახებ. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მოსმენაში მონაწილე პირები, კერძოდ ჯორჯ კენტი ან ბოლომდე არ იყო ინფორმირებული ცალკეულ სამართლებრივ პროცესებზე, ან მან შედარებით მოკლე პასუხი ამჯობინა დასკვნით კითხვაზე, თუმცა აღსანიშნია ის, რომ იმავე, ნიკანორ მელიას დაპატიმრებაზე მან თავის პასუხში ცალსახად აღნიშნა, რომ ამ საკითხთან მიმართებაში არცერთი მხარე არ არის ბრალისგან და პასუხისმგებლობისგან თავისუფალი, საკითხში ყველა მხარეს თავისი წვლილი მიუძღვის, მათ შორის, მელიასაც. მან აღნიშნა კანონის ტექნიკური დარღვევა მელიას მხრიდან, თუმცა თქვა ისიც, რომ ერთია, რას გვკარნახობს კანონი, მეორეა, როგორია ამა თუ იმ საკიხის მიმართ პოლიტიკური მიზანშეწონილობა. ასე რომ, ვფიქრობ, კრიტიკული საკითხების ეს ჩამონათვალი ალბათ, უახლოეს პერიოდში აუცილებელი წესით იქნება მისახედი, რათა კომპრომისის ფორმულა მოიძებნოს და შესაბამისად, ქვეყანა არსებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეს. უმნიშვნელოვანესია, რომ ეს მოსმენა საბოლოო ჯამში რეზოლუციაში აისახება, რაც კიდევ უფრო კვალიფიციური მსჯელობის საფუძველს მოგვცემს.

- საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ სენატის მოსმენაზე კრიტიკა ძირითადად, ოპოზიციური პარტიებისკენ იყო მიმართული, მაშინ როდესაც მეორე ნაწილის თანახნად, სენატის წევრები მთავრობის მიმართ უფრო მწვავე განცხადებებს აკეთებდნენ. თქვენ რომელ აზრს ეთანხმებით, თუ ორივე მხარის მიმართ თანაბარი კრიტიკა დაინახეთ?

- იცით, ჩვენ თუ გვინდა, სარკეში სწორად ჩავიხედოთ და საკუთარი თავი დავინახოთ, ნებისმიერ მხარეს ეხება, რომ ერთხელ და საბოლოოდ უარი უნდა ვთქვათ იმ ფრაზების კონტექსტიდან ამოგლეჯვაზე, რომელიც შესაძლოა, ამა თუ იმ მხარეს კონკრეტულ მომენტში აწყობდეს. რაც თქვენ აღნიშნეთ, ეს მიდგომა სენატის გუშინდელი მოსმენის მიმართ ახლაც შეინიშნება და ვფიქრობ, ეს არასწორია, ძალიან მახინჯი მიდგომაა. უმთავრესია, რომ ეს ჩვენს ხარვეზებსა და ნაკლოვანებებზე მუშაობაში არ დაგვეხმარება. ჩემი შეფასებით, გუშინდელი მოსმენა იყო პარტნიორის მხრიდან პარტნიორის მისამართით გაწვდილი დახმარებისა და თანამშრომლობის ხელი. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ პრაქტიკულად ყოველი გამომსვლელი აღნიშნავდა, რომ როგორიც არ უნდა იყოს აშშ-ის ჩართულობა პროცესში, როგორიც არ უნდა იყოს მათი თანამონაწილეობა, ეს კრიზისი უმთავრესად ქართველების მხრიდანაა მისახედი, რომ ამ პროცესზე, ციტატა: "მესაკუთრეობა, საკუთრების უფლება“ ქართველებს ეკუთვნით და უპირველეს ყოვლისა, თუ ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა არ მონახეს ერთმანეთში საერთო ენა, ცხადია, ვერანაირი შეთავაზება, ვერანაირი გარე დახმარება თუ რეცეპტი ჯადოსნური გადაწყვეტის ფუნქციას ვერ შეასრულებს. ეს აღნიშნა შაჰინმაც, კენტმაც, კარა მაკდონალდმაც, თუ არ ვცდები, ჯონსონმაც და .შ. მოკლედ, უმეტესობა, ვინც გუშინ გამოდიოდა, ამა თუ იმ ფორმით ამბობდა, რომ აშშ მზადაა დაგვეხმაროს, ისევე, როგორც საერთაშორისო საზოგადოება, მაგრამ ამ პროცესის უმთავრესი გადამწყვეტი ისევ ჩვენ ვართ და თუ ერთმანეთში ვერ მოვძებნით კომპრომისს, ვერ გავმიჯნავთ ის, თუ სად მთავრდება პარტიული ინტერესი და სად იწყება ქვეყნის ინტერესი, ვერანაირი დახმარება - ვერც დიპლომატიური, ვერც ნებისმიერი სხვა ამ საკითხში ქმედითი ვერ იქნება. ალბათ, ძირითადი დასკვნა ესაა, რომ ამ კრიზისიდან გამოსვლის მთავარი პასუხისმგებლობა და ტვირთი ისევ ჩვენს მხრებზეა.

- ევროკავშირის თანამდებობის პირებთან შედარებით, მთავრობის მიმართ კრიტიკა აშშ-ის სენატში უფრო მწვავე იყო. ამას რას უკავშირებთ?

- ევროკავშირს ამ პროცესში შედარებით მეტი პასუხისმგებლობა აქვს საკუთარ თავზე აღებული მედიაციის თვალსაზრისით და ალბათ, ევროკავშირის წამყვანი როლით აიხსნება მათი შედარებით მეტი სიფრთხილე მათ შეფასებებში. მეორე გარემოებაა, რომ კონცეპტუალურად, საერთოდ, ევროპისთვის დამახასიათებელი ხელწერაა რბილი ძალის ფორმით მონაწილეობა ევროკავშირის ფარგლებს გარეთ. რბილი ძალა, ანუ დიპლომატია, პოლიტიკური მანევრის გამოისობით ამა თუ იმ კრისზიში ჩართულობა ისაა, რაც ევროპას ყველაზე მეტად ახასიათებს და გამოარჩევს. რა თქმა უნდა, არავითარ შემთხვევაში არ მინდა დავაკნინო და არც იქნება სწორი, რამენაირად ჩრდილში მოვაქციო ამ პროცესში აშშ-ის თანამონაწილეობა, მაგრამ ვიმეორებ, განსხვავებით აშშ-ისგან, ეს გაცილებით დიდი თემაა, მაგრამ ევროკავშირის ხელწერა სწორედ ასეთ ფასილიტაციასა და მედიაციაშია, მაშასადამე, უფრო რბილი ძალით თანამონაწილეობაში გამოიხატება. ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც ეტაპზე აშშ-ის თანაბარი მონაწილეობა პროცესში აუცილებელი და საჭირო არ გახდეს, მაგრამ დღეს წამყვანი როლი ამ პროცესში ევროკავშირს და მის ინსტიტუტებს ეკუთვნის და შესაბამისად, ალბათ ამითაც უნდა აიხსნას, რომ მათი მიდგომა და შეფასება გაცილებით მოზომილია.

- ხომ არაა შესაძლებელი, რომ ამ ყველაფრის ფონზე დანიელსონის ხელახლა ჩამოსვლა უფრო შედეგიანი აღმოჩნდეს?

- ველი, რომ ამჯერად, ასე ვთქვათ, დანიელსონის "მეორე მოსვლა“ გაცილებით შედეგიანი იქნება, რადგან ვფიქრობ, ევროკავშირმა პირველი მცდელობის შედეგად უკვე გარკვეული დასკვნები გამოიტანა და მეორე მცდელობისას ევროკავშირი უფრო აქტიური, შეიძლება, გარკვეულწილად ზომიერად აგრესიულიც იყოს. ნუ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ ამ შემთხვევაში ევროკავშირის სპეცწარმომადგენელმა ქართული პოლიტიკურ პარტიებს ნაკლები მანევრირების სივრცე დაუტოვოს და ასე ვთქვათ, საკუთარი ფორმულა გარკვეულწილად რბილად, მაგრამ მოახვიოს თავს ქართული პროცესის მონაწილეებს, რათა კარგი გაგებით, საკითხის გადაწყვეტად მოეძებნოს გასაღები. ალბათ, ამ მეორე მცდელობას ეს დამახასიათებელი ნიშან-თვისება ექნება, რომ პირველი რაუნდისგან განსხვავებით, დანიელსონი აქტიური მსმენელიდან უფრო აქტიურ მოსაუბრედ გადაიქცევა და შეიძლება, ეს იყოს ის, რაც ამ პროცესის შედეგიანობას განაპირობებს.

თავისთავად ცხადია, რომ სენატის მოსმენას ამ თვალსაზრისით მნიშვნელობა აქვს, რადგან ნებისმიერ პროცესს შესატყვისი პოლიტიკური და საინფორმაციო ფონი, გნებავთ, ფსიქოლოგიური ფონი სჭირდება. ჩვენ იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ კრისტიან დანიელსონისა და კარლ ჰარცელის გვერდით აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი ზის, ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, თუ აშშ-ის მონაწილეობა და როლი რაოდენ დიდია ჩვენი ქვეყნის ამჟამინდელ და სახვალიო განვითარების პროცესში და ცხადია, ეს უნდა მივიჩნიოთ, როგორც პოზიტიური სიგნალი საჭირო მიმართულებით - არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ, აშშ-ის მხრიდან თანაბარი დაინტერესებაა, რომ პროცესი უსწრაფესად გადაწყდეს.