ავტორი:

"სიტუაციას ვაკონტროლებთ, მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს" - რას ამბობს კახა კალაძე ვაშლიჯვრის ფერდობის მეწყრულ პროცესთან დაკავშირებით

"სიტუაციას ვაკონტროლებთ, მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს" - რას ამბობს კახა კალაძე ვაშლიჯვრის ფერდობის მეწყრულ პროცესთან დაკავშირებით

"ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრული პროცესები სპეციალური მონიტორინგის სისტემებით გაკონტროლდება" - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, გერმანელი ინჟინერ-გეოლოგები მერიას სთავაზობენ, მონიტორინგთან ერთად განხორციელდეს გამაგრების და სადრენაჟო სამუშაოები. კონკრეტული ღონისძებების შესახებ კი, კალაძის ინფორმაციით, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი.

"მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც იქნა მიღებული არის ის, რომ ადგილზე უნდა დამონტაჟდეს სპეციალური მონიტორინგის სისტემები, რაც მოგვცემს საშუალებას არ გამოგვრჩეს არავითარი ცვლილება იქ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. გარდა ამისა, გერმანელი ინჟინერ-გეოლოგები გვთავაზობენ, რომ მონიტორინგთან ერთად განხორციელდეს გამაგრების სამუშაოები, სადრენაჟო სამუშაოები. უფრო მეტად დაკონკრეტდება მისაღები ზომები კვირის ბოლოსკენ, როცა უკვე გვექნება სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელებული კვლევის პირველადი მონაცემები.

მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სიტუაციას ვაკონტროლებთ, ყოველდღიურად ვაკვირდებით იქ მიმდინარე მოვლენებს. მოსახლეობას არანაირი პანიკის საფუძველი არ აქვს. თუ რაიმე ისეთი თემა იქნება, პირველი ჩვენ ვიქნებით, ვინც სრულყოფილ ინფორმაციას მიაწოდებს მოსახლეობას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ ტერიტორიაზე არანაირი კორპუსების მშენებლობის სამუშაოები არ განხორციელებულა და არც მომავალში არის დაგეგმილი“, - განაცხადა კალაძემ.

რა წერია უკრაინისა და საქართველოს შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, რომელიც ბრიუსელში გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა

"სენატში ნაჯახივით კითხვები იყო - ხალხზე და რეალურ პრობლემებზე იფიქრეთო, რომ გეტყვიან, არ უნდა შეგრცხვეს ქართველი პოლიტიკოსი რომ ხარ?" - ელისაშვილი

"ამერიკის მთავარი გზავნილია, რომ ჩვენი პარტნიორობა გრძელდება" - როგორ ეხმაურება პრეზიდენტი ამერიკელი სენატორების განცხადებებს