პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
6 მთავარი გზავნილი ამერიკელი სენატორებისგან საქართველოს - საქართველოსთან დაკავშირებულ რა საკითხებზე იმსჯელეს აშშ-ის სენატში
6 მთავარი გზავნილი ამერიკელი სენატორებისგან საქართველოს - საქართველოსთან დაკავშირებულ რა საკითხებზე იმსჯელეს აშშ-ის სენატში

აშშ-ის სე­ნა­ტის სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა­თა კო­მი­ტე­ტის ევ­რო­პი­სა და რე­გი­ო­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ზე თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ქვე­კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ იმ­სჯე­ლეს, სა­დაც სე­ნა­ტო­რებ­მა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა შე­ა­ფა­სეს.

გთა­ვა­ზობთ მთა­ვარ გზავ­ნი­ლებს სხდო­მი­დან

  • "თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ვერ შეძ­ლებს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტია აა­მუ­შა­ოს ახლა, და­კარ­გა­ვენ შე­საძ­ლებ­ლო­ბას, შე­უ­ერ­თდნენ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ ინ­სტი­ტუ­ტებს"

სე­ნა­ტორ ჯიმ რი­შის გან­ცხა­დე­ბით, მმარ­თვე­ლი პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ატა­რებს გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რომ გა­მო­იყ­ვა­ნოს ქვე­ყა­ნა კრი­ზი­სი­დან, მი­სი­ვე თქმით, კონ­ფლიქ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ვნებს და კარს უხ­სნის მხო­ლოდ რუ­სეთს.

"პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არ­სე­ბულ კრი­ზის­ზე, რომ­ლის წი­ნა­შეც სა­ქარ­თვე­ლოა, მო­დის რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი გაზ­რდი­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბი­სა და ჩა­ვარ­დნი­ლი რე­ფორ­მე­ბის კულ­მი­ნა­ცი­ა­ზე, რაც მჯე­რა, რომ ნა­წილ­დე­ბა ყვე­ლა მხა­რე­ზე. პო­ლი­ტი­კურ­მა პარ­ტი­ებ­მა უნდა გა­ი­აზ­რონ მათი მო­ვა­ლე­ო­ბა ქვეყ­ნის წი­ნა­შე და დაძ­ლი­ონ ეს უთან­ხმო­ე­ბა. მე მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნო, რომ მმარ­თვე­ლი პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ატა­რებს გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რათა გა­მო­იყ­ვა­ნოს სა­ქარ­თვე­ლო ამ კრი­ზი­სი­დან, ეს კონ­ფლიქ­ტი მხო­ლოდ ვნებს ქვე­ყა­ნას და მის ხალ­ხს და უხ­სნის კა­რებს რუ­სეთს.

მე ვიცი, რომ ჩვე­ნი ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში კელი დეგ­ნა­ნი და მისი გუნ­დი და­უ­ღა­ლა­ვად მუ­შა­ო­ბენ, რათა ფა­სი­ლი­ტა­ცია გა­უ­წი­ონ გა­მო­სა­ვალს, რო­მე­ლიც მო­ლა­პა­რა­კე­ბის გზით იქ­ნე­ბა მიღ­წე­უ­ლი პარ­ტი­ებს შო­რის და მო­ხა­რუ­ლი ვარ მათ მიერ გა­წე­უ­ლი ძა­ლის­ხმე­ვით. მე მო­ვუ­წო­დებ მათ, რომ გა­ნაგ­რძონ ეს პრო­ცე­სი და ცალ­სა­ხად მო­ვუ­წო­დებ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" და ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ მო­ი­ლა­პა­რა­კონ და გა­ი­ა­რონ ეს ეტა­პი.

სა­ქარ­თვე­ლო არის კრი­ტი­კულ მო­მენ­ტში. თუ ისი­ნი ვერ შეძ­ლე­ბენ, რომ დე­მოკ­რა­ტია აა­მუ­შა­ონ ახლა, არ ვიცი, მა­შინ რო­დის შეძ­ლე­ბენ, ისი­ნი და­კარ­გა­ვენ თა­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბას შე­უ­ერ­თდნენ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ ინ­სტი­ტუ­ცი­ებს. სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ­მა ლი­დე­რებ­მა უნდა მო­ი­ლა­პა­რა­კონ, რათა და­ას­რუ­ლონ არ­სე­ბუ­ლი კრი­ზი­სი და შე­თან­ხმდნენ სა­ჭი­რო რე­ფორ­მებ­ზე, რათა გა­ა­უმ­ჯო­ბე­სონ სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვა­ლი", - აღ­ნიშ­ნა ჯიმ რიშ­მა.

  • "ოლი­გარ­ქის გავ­ლე­ნის გაზ­რდა სა­სა­მარ­თლო­ზე, მე­დი­ა­ზე და პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ზე"

სე­ნა­ტორ ჯიმ რი­შის თქმით, ის, რაც ახლა ხდე­ბა, არის ოლი­გარ­ქის გავ­ლე­ნის გაზ­რდა სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა­ზე, მე­დი­ა­ზე და დიდ­წი­ლად პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე, მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, უკა­ნას­კნელ წლებ­ში ხე­და­ვენ, რომ "სა­ქარ­თვე­ლო გა­ნიც­დის დე­მოკ­რა­ტი­ის უკუს­ვლას".

"1991 წელს სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის დღი­დან შე­სამ­ჩნე­ვი პროგ­რე­სია დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბის მშე­ნებ­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე ბა­ზარ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მათ ეს გა­ა­კე­თეს რუ­სე­თის მიერ ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ის მე­ხუ­თე­დის უკა­ნო­ნო ოკუ­პა­ცი­ის მი­უ­ხე­და­ვად. სა­ქარ­თვე­ლო ასე­ვე იყო ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სა­ი­მე­დო პარტნი­ო­რი უსაფრ­თხო­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ამ­ბი­ცი­ით, რომ გახ­დეს რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რის, ასე­ვე ნა­ტოს წევ­რი ქვე­ყა­ნა.

ბევ­რი ჩვენ­გა­ნი ორი­ვე მხა­რეს იყო სა­ქარ­თვე­ლოს ძლი­ე­რი მხარ­დამ­ჭე­რი მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. ჩვენ ვი­ყა­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში 2012 წელს და უნდა გი­თხრათ, რომ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბის ქვეშ ვი­ყა­ვი. ჩვენ გვქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა ვწვე­ო­დით ორი­ვე მხა­რის ბა­ნა­კებს, დი­ლით არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ვი­ყა­ვით რო­გორც და­მარ­ცხე­ბულ, ასე­ვე გა­მარ­ჯვე­ბულ მხა­რეს და შევ­ხვდი პარ­ტი­ე­ბის ლი­დე­რებს სა­ა­კაშ­ვილ­სა და ივა­ნიშ­ვილს და მე ვყო­ფილ­ვარ 36 არ­ჩევ­ნებ­ზე არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი­სა და და­მარ­ცხე­ბუ­ლე­ბის ბა­ნა­კებ­ში, რო­გორც საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში, ასე­ვე მის ქვე­მოთ და მინ­და გი­თხრათ, რომ შეგ­რძნე­ბა ორი­ვე ბა­ნაკ­ში მქონ­და რო­გორც ამე­რი­კუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი­სას.

მა­შინ ძა­ლი­ან ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვი­ყა­ვი გან­წყო­ბი­ლი, თუმ­ცა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში სულ უფრო მეტი პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნის მოწ­მე გავ­ხდით, ამას­თან ერ­თად უკა­ნას­კნე­ლი რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ, რომ ქვე­ყა­ნა გა­ნიც­დი­და დე­მოკ­რა­ტი­ულ უკუს­ვლას და ეს რე­ა­ლუ­რად სამ­წუ­ხა­როა, რად­გან ეს ქვე­ყა­ნა იმ­სა­ხუ­რებს უკე­თესს, ის უნი­კა­ლურ პო­ზი­ცი­ა­შია, რომ თა­ვი­სი თავი გა­ნა­ცალ­კე­ვოს მისი ის­ტო­რი­ის­გან, რო­მე­ლიც მას საბ­ჭო­თა კავ­შირ­თან აკავ­ში­რებს. ის, რაც ახლა ხდე­ბა, არის ოლი­გარ­ქის გავ­ლე­ნე­ბის გაზ­რდა სა­სა­მარ­თლოს სის­ტე­მა­ზე, მე­დი­ა­ზე და დიდ­წი­ლად პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ზე", - გა­ნა­ცხა­და რიშ­მა.

  • ყო­ვე­ლი დღე, რო­დე­საც ოპო­ზი­ცი­ის წევ­რე­ბი არი­ან სა­პა­ტიმ­რო­ში, არის რუ­სე­თის გა­მარ­ჯვე­ბა...ყო­ვე­ლი დღე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში ად­გი­ლე­ბი ცა­რი­ე­ლია არის გა­მარ­ჯვე­ბა რუ­სე­თის­თვის

"სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბით ერ­თა­დერ­თი მხა­რე იმარ­ჯვებს და ეს არის რუ­სე­თი, ის სარ­გებ­ლობს არ­სე­ბუ­ლი უწეს­რი­გო­ბი­თა და ქა­ო­სით და ყო­ვე­ლი დღე, რო­დე­საც ოპო­ზი­ცი­ის წევ­რე­ბი არი­ან სა­პა­ტიმ­რო­ში, ეს არის რუ­სე­თის გა­მარ­ჯვე­ბა, ყო­ვე­ლი დღე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში ად­გი­ლე­ბი ცა­რი­ე­ლია არის ზი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის და გა­მარ­ჯვე­ბა რუ­სე­თის­თვის",- ამის შე­სა­ხებ სე­ნა­ტორ­მა ჯინ შა­ჰინ­მა გა­ნა­ცხა­და.

"ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი იყო თა­ვი­სუ­ფა­ლი და დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მე­გო­ბა­რი და მო­კავ­ში­რე და ეს დღე­საც ასეა, თუმ­ცა ეს ურ­თი­ერ­თო­ბა და­მო­კი­დე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს მიერ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ვალ­დე­ბუ­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე. უფრო მკა­ფი­ოდ რომ ვთქვა, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბის მი­მართ ერ­თგუ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტუ­ლი უნდა იყოს ყვე­ლა ქარ­თვე­ლის მიერ, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა ისი­ნი არი­ან ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა თუ ოპო­ზი­ცი­ა­ში.

იმ­პე­რა­ტი­უ­ლია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ უნდა გა­დად­გას ნა­ბი­ჯე­ბი, რათა უზ­რუნ­ველ­ყოს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა და იმუ­შა­ოს ყვე­ლა ოპო­ზი­ცი­ურ პარ­ტი­ას­თან, რათა ამ კრი­ზი­სი­დან გა­მო­ნა­ხოს გა­მო­სა­ვა­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბის გზით. ჩვენ ვი­ცით, რომ ნამ­დვი­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნა უნდა რე­ა­გი­რებ­დეს მო­სახ­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი­სა­მებრ, მაგ­რამ წარ­მა­ტე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტია უნდა ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­დეს და პა­სუ­ხობ­დეს მისი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბებს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბით ერ­თა­დერ­თი მხა­რე იმარ­ჯვებს და ეს არის რუ­სე­თი, რუ­სე­თი სარ­გებ­ლობს არ­სე­ბუ­ლი უწეს­რი­გო­ბი­თა და ქა­ო­სით და ყო­ვე­ლი დღე, რო­დე­საც ოპო­ზი­ცი­ის წევ­რე­ბი არი­ან სა­პა­ტიმ­რო­ში, ეს არის რუ­სე­თის გა­მარ­ჯვე­ბა, ყო­ვე­ლი დღე, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში ად­გი­ლე­ბი ცა­რი­ე­ლია, არის ზი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის და გა­მარ­ჯვე­ბა რუ­სე­თის­თვის. სწო­რედ ამი­ტომ, ვარ გა­ოგ­ნე­ბუ­ლი და იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი, რომ ყვე­ლა მხა­რე უშ­ვებს, რომ კრი­ზი­სი ამ­დენ ხანს გაგ­რძელ­დეს და დღეს მე მო­ვუ­წო­დებ ყვე­ლა მხა­რეს, რომ გვერ­დზე გა­და­დონ მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი, რათა ამის ნაც­ვლად უზ­რუნ­ველ­ყონ სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა, იმე­დი მაქვს, რომ ეს მოს­მე­ნა ნა­თელს მოჰ­ფენს, რო­გორ შე­უძ­ლია ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებს, დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ოს თა­ვის მო­კავ­ში­რე სა­ქარ­თვე­ლოს, რომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს მისი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ამო­ცა­ნე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და შა­ჰინ­მა.

  • მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­სა და ოპო­ზი­ცი­ის მარ­ცხი შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­ა­ფერ­ხებს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მის­წრა­ფე­ბას

"სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლია", - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლის თა­ნა­შემ­წემ ჯორჯ კენ­ტმა გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლომ, აშშ-ის მხარ­და­ჭე­რით, დე­მოკ­რა­ტი­ის გან­ვი­თა­რე­ბას და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას მი­აღ­წია. თუმ­ცა, მან ჯერ კი­დევ უნდა იმუ­შა­ოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და ნორ­მე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად.

"სამ­წუ­ხა­როდ, ოპო­ზი­ცი­ის უმე­ტეს­მა ნა­წილ­მა, პარ­ლა­მენტს ბო­ი­კო­ტი გა­მო­უ­ცხა­და,“- აღ­ნიშ­ნა ჯორჯ კენ­ტმა. მან ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რის, ნიკა მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბის შე­სა­ხე­ბაც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მე­ლი­ას და­კა­ვე­ბამ კრი­ზი­სი კი­დევ უფრო და­ძა­ბა.

"ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რის, მე­ლი­ას და­კა­ვე­ბამ კრი­ზი­სი კი­დევ უფრო გა­აძ­ლი­ე­რა. მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბა ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის უკან­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იყო“, - აღ­ნიშ­ნა ჯორჯ კენ­ტმა.

"ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტია სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რი და მე­გო­ბა­რი აშშ უნდა იყოს გულ­წრფე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებ­თან, გან­სა­კუთ­რე­ბით მმარ­თველ პარ­ტი­ას­თან : და­სავ­ლეთ­თან ინ­ტეგ­რა­ცია გა­მოწ­ვე­ვე­ბით სავ­სე გზაა, რო­მე­ლიც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი წე­სე­ბის, სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­მართ აშ­კა­რა ერ­თგუ­ლე­ბას მო­ი­თხოვს.

სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ტი­კურ­მა ლი­დე­რებ­მა უნდა გა­მო­ი­ჩი­ნონ პო­ლი­ტი­კუ­რი ნება, გა­და­ლა­ხონ ეს კრი­ზი­სი. პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­გორც მარ­ცხზე, ასე­ვე წარ­მა­ტე­ბა­ზე მათ ეკის­რე­ბათ. მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ი­სა და ოპო­ზი­ცი­ის მარ­ცხი შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით, შე­ა­ფერ­ხებს სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მის­წრა­ფე­ბას“, - აღ­ნიშ­ნა ჯორჯ კენ­ტმა.

  • "მე­ლი­ამ და­არ­ღვია გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბი, მო­იხ­სნა ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რი - ვფიქ­რობ, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში უდა­ნა­შა­უ­ლო არა­ვი­ნაა"

"ბა­ტონ­მა მე­ლი­ამ და­არ­ღვია გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბი, მო­იხ­სნა ელექტრო­ნუ­ლი სა­მა­ჯუ­რი", - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლის თა­ნა­შემ­წემ ჯორჯ კენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც უპა­სუ­ხა სე­ნა­ტორ ჯინ შა­ჰი­ნის შე­კი­თხვას, სჭირ­დე­ბო­და თუ არა სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რის, ნიკა მე­ლი­ას და­პა­ტიმ­რე­ბა და რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა იმის­თვის, რომ ოპო­ზი­ცია მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მა­გი­დას და­უბ­რუნ­დეს.

"კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბას ყვე­ლა ქარ­თველ­მა ლი­დერ­მა პა­ტი­ვი უნდა სცეს. ამი­ტომ ვფიქ­რობ, რომ ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში უდა­ნა­შა­უ­ლო არა­ვი­ნაა. მაგ­რამ ყვე­ლა ქარ­თველს უნდა ჰქონ­დეს გა­მო­სავ­ლის პოვ­ნის სურ­ვი­ლი, რო­გორც მათ გა­სულ წელს გა­ა­კე­თეს, რო­დე­საც 8 მარ­ტის შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წი­ეს“, - გა­ნა­ცხა­და ჯორჯ კენ­ტიმ.

მისი თქმით, პო­ლი­ტი­კურ­მა ლი­დე­რებ­მა უნდა მი­აღ­წი­ონ შე­თან­ხმე­ბას ქვეყ­ნის გამო, ვი­ნა­ი­დან, ეს კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ქარ­თვე­ლოს მო­მავ­ლის­თვის.

  • სა­ქარ­თვე­ლო რჩე­ბა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რად სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში

ჯორჯ კენ­ტის გან­ცხა­დებთ, სა­ქარ­თვე­ლო რჩე­ბა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რად სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში და ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პარტნი­ო­რია შავი ზღვის რე­გი­ონ­ში. მისი თქმით, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი წლე­ბია სა­ქარ­თვე­ლოს მხარს უჭერს რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის კუ­თხით, ასე­ვე ეხ­მა­რე­ბა მას რუ­სე­თის აგ­რე­სი­ის­გან თა­ვის დაც­ვა­ში, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს 20 პრო­ცენ­ტი აქვს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი და ოკუ­პა­ცი­ის გარ­და სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ კი­ბერ თავ­დას­ხმებ­სა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის კამ­პა­ნი­ას ახორ­ცი­ე­ლებს.

"ჩვენ მკაც­რად ვგმობთ რუ­სე­თის მიერ აფხა­ზე­თი­სა და სამ­ხრეთ ოსე­თის ოკუ­პა­ცი­ას და მხარს ვუ­ჭერთ სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში. სა­ქარ­თვე­ლო რჩე­ბა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვან სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რად სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში და ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პარტნი­ო­რი შავი ზღვის რე­გი­ონ­ში. ჩვენ მხარს ვუ­ჭერთ სა­ქარ­თვე­ლოს არ­ჩე­ვანს, გახ­დეს ნა­ტოს წევ­რი“,- აღ­ნიშ­ნა ჯორჯ კენ­ტმა.

მკითხველის კომენტარები / 88 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ელგუჯა
16

სანამ ოლიგარქი შუშის სასახლიდან კვერთხს უკაკუნებს და მიშა უკრაინიდან ნოტაციებს კითხულობს,არაფრის იმედი უნდა გქონდეთ.

არჩი
191

ჩემი შეფასებით, ჯიმ რიშის გარდა ყველას ნორმალური განწყობა აქვს. შეფასებებში ვეთანხმები სასამართლოსთან დაკავშირებით - ვფიქრობ არასწორად განვითარდა პროცესები, მურუსიძის ასე წინა პლანზე წამოწევა არასწორია. 

გასაგებია, რომ ხელისუფლებას ეკისრება მეტი პასუხისმგებლობა სიტუაციის მოსაგვარებლად, მაგრამ ოპოზიციას არაფრის დათმობა უნდა. ახსენებენ სერბულ პრეცედენტს, როდესაც ოპოზიციის ბოიკოტის შემდეგ დაინიშნა ახალი არჩევნები, თუმცა განსხვავება დიდია და აქაც თვალებში ნაცარს გვაყრიან. კერძოდ, სერბეთში ოპოზიციამ საერთოდ არჩევნებს გამოუცხადა ბოიკოტი და არ მიიღო მონაწილეობა და ჩვენთან მიიღეს პირველ ტურში, მოქმედი საარჩევნო პირობებით დამარცხდა ოპოზიცია და გაიძახიან - გაყალბდაო, თუმცა ვერაფრით ამტკიცებენ.

მელიას რაც შეეხება, ყველა საერთაშორისო სამართლით დამნაშავეა და ციხეში ჩაჯდა გირაოს გადაუხდელობის გამო - დესტაბილიზაციის და არეულობის მიზნით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

6 მთავარი გზავნილი ამერიკელი სენატორებისგან საქართველოს - საქართველოსთან დაკავშირებულ რა საკითხებზე იმსჯელეს აშშ-ის სენატში

6 მთავარი გზავნილი ამერიკელი სენატორებისგან საქართველოს - საქართველოსთან დაკავშირებულ რა საკითხებზე იმსჯელეს აშშ-ის სენატში

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ იმსჯელეს, სადაც სენატორებმა ქვეყანაში არსებული ვითარება შეაფასეს.

გთავაზობთ მთავარ გზავნილებს სხდომიდან

  • "თუ "ქართული ოცნება" ვერ შეძლებს, რომ საქართველოში დემოკრატია აამუშაოს ახლა, დაკარგავენ შესაძლებლობას, შეუერთდნენ ევროატლანტიკურ ინსტიტუტებს"

სენატორ ჯიმ რიშის განცხადებით, მმართველი პარტია "ქართული ოცნება" ატარებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რომ გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან, მისივე თქმით, კონფლიქტი საქართველოს ვნებს და კარს უხსნის მხოლოდ რუსეთს.

"პასუხისმგებლობა არსებულ კრიზისზე, რომლის წინაშეც საქართველოა, მოდის რამდენიმეწლიანი გაზრდილი დაძაბულობისა და ჩავარდნილი რეფორმების კულმინაციაზე, რაც მჯერა, რომ ნაწილდება ყველა მხარეზე. პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გაიაზრონ მათი მოვალეობა ქვეყნის წინაშე და დაძლიონ ეს უთანხმოება. მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მმართველი პარტია "ქართული ოცნება" ატარებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რათა გამოიყვანოს საქართველო ამ კრიზისიდან, ეს კონფლიქტი მხოლოდ ვნებს ქვეყანას და მის ხალხს და უხსნის კარებს რუსეთს.

მე ვიცი, რომ ჩვენი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და მისი გუნდი დაუღალავად მუშაობენ, რათა ფასილიტაცია გაუწიონ გამოსავალს, რომელიც მოლაპარაკების გზით იქნება მიღწეული პარტიებს შორის და მოხარული ვარ მათ მიერ გაწეული ძალისხმევით. მე მოვუწოდებ მათ, რომ განაგრძონ ეს პროცესი და ცალსახად მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას" და ხელისუფლებას, რომ მოილაპარაკონ და გაიარონ ეს ეტაპი.

საქართველო არის კრიტიკულ მომენტში. თუ ისინი ვერ შეძლებენ, რომ დემოკრატია აამუშაონ ახლა, არ ვიცი, მაშინ როდის შეძლებენ, ისინი დაკარგავენ თავის შესაძლებლობას შეუერთდნენ ევროატლანტიკურ ინსტიტუციებს. საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა მოილაპარაკონ, რათა დაასრულონ არსებული კრიზისი და შეთანხმდნენ საჭირო რეფორმებზე, რათა გააუმჯობესონ საქართველოს მომავალი", - აღნიშნა ჯიმ რიშმა.

  • "ოლიგარქის გავლენის გაზრდა სასამართლოზე, მედიაზე და პოლიტიკურ პროცესზე"

სენატორ ჯიმ რიშის თქმით, ის, რაც ახლა ხდება, არის ოლიგარქის გავლენის გაზრდა სასამართლო სისტემაზე, მედიაზე და დიდწილად პოლიტიკურ პროცესებზე, მისივე განმარტებით, უკანასკნელ წლებში ხედავენ, რომ "საქართველო განიცდის დემოკრატიის უკუსვლას".

"1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან შესამჩნევი პროგრესია დემოკრატიულობის მშენებლობის მიმართულებით, ასევე ბაზარზე დაფუძნებული ეკონომიკური რეფორმების გატარების მიმართულებით, მათ ეს გააკეთეს რუსეთის მიერ ქვეყნის ტერიტორიის მეხუთედის უკანონო ოკუპაციის მიუხედავად. საქართველო ასევე იყო ამერიკის შეერთებული შტატების საიმედო პარტნიორი უსაფრთხოების მიმართულებით, ამბიციით, რომ გახდეს როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს წევრი ქვეყანა.

ბევრი ჩვენგანი ორივე მხარეს იყო საქართველოს ძლიერი მხარდამჭერი მრავალი წლის განმავლობაში. ჩვენ ვიყავით საქართველოში 2012 წელს და უნდა გითხრათ, რომ შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა ვწვეოდით ორივე მხარის ბანაკებს, დილით არჩევნების შემდეგ ვიყავით როგორც დამარცხებულ, ასევე გამარჯვებულ მხარეს და შევხვდი პარტიების ლიდერებს სააკაშვილსა და ივანიშვილს და მე ვყოფილვარ 36 არჩევნებზე არჩევნების შემდეგ გამარჯვებულებისა და დამარცხებულების ბანაკებში, როგორც საპრეზიდენტო არჩევნებში, ასევე მის ქვემოთ და მინდა გითხრათ, რომ შეგრძნება ორივე ბანაკში მქონდა როგორც ამერიკული არჩევნებისას.

მაშინ ძალიან ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი, თუმცა დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტი პოლიტიკური დევნის მოწმე გავხდით, ამასთან ერთად უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ დავინახეთ, რომ ქვეყანა განიცდიდა დემოკრატიულ უკუსვლას და ეს რეალურად სამწუხაროა, რადგან ეს ქვეყანა იმსახურებს უკეთესს, ის უნიკალურ პოზიციაშია, რომ თავისი თავი განაცალკევოს მისი ისტორიისგან, რომელიც მას საბჭოთა კავშირთან აკავშირებს. ის, რაც ახლა ხდება, არის ოლიგარქის გავლენების გაზრდა სასამართლოს სისტემაზე, მედიაზე და დიდწილად პოლიტიკურ ცხოვრებაზე", - განაცხადა რიშმა.

  • ყოველი დღე, როდესაც ოპოზიციის წევრები არიან საპატიმროში, არის რუსეთის გამარჯვება...ყოველი დღე, როდესაც საქართველოს პარლამენტში ადგილები ცარიელია არის გამარჯვება რუსეთისთვის

"საქართველოში არსებული ვითარებით ერთადერთი მხარე იმარჯვებს და ეს არის რუსეთი, ის სარგებლობს არსებული უწესრიგობითა და ქაოსით და ყოველი დღე, როდესაც ოპოზიციის წევრები არიან საპატიმროში, ეს არის რუსეთის გამარჯვება, ყოველი დღე, როდესაც საქართველოს პარლამენტში ადგილები ცარიელია არის ზიანი საქართველოს მოსახლეობისთვის და გამარჯვება რუსეთისთვის",- ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა.

"ამერიკის შეერთებული შტატები იყო თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მეგობარი და მოკავშირე და ეს დღესაც ასეა, თუმცა ეს ურთიერთობა დამოკიდებულია საქართველოს მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით ვალდებულების შესრულებაზე. უფრო მკაფიოდ რომ ვთქვა, დემოკრატიულობის მიმართ ერთგულება გამოხატული უნდა იყოს ყველა ქართველის მიერ, მიუხედავად იმისა ისინი არიან ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში.

იმპერატიულია, რომ ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა და იმუშაოს ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, რათა ამ კრიზისიდან გამონახოს გამოსავალი მოლაპარაკების გზით. ჩვენ ვიცით, რომ ნამდვილი დემოკრატიული ქვეყანა უნდა რეაგირებდეს მოსახლეობის სურვილისამებრ, მაგრამ წარმატებული დემოკრატია უნდა ფუნქციონირებდეს და პასუხობდეს მისი მოქალაქეების საჭიროებებს.

საქართველოში არსებული ვითარებით ერთადერთი მხარე იმარჯვებს და ეს არის რუსეთი, რუსეთი სარგებლობს არსებული უწესრიგობითა და ქაოსით და ყოველი დღე, როდესაც ოპოზიციის წევრები არიან საპატიმროში, ეს არის რუსეთის გამარჯვება, ყოველი დღე, როდესაც საქართველოს პარლამენტში ადგილები ცარიელია, არის ზიანი საქართველოს მოსახლეობისთვის და გამარჯვება რუსეთისთვის. სწორედ ამიტომ, ვარ გაოგნებული და იმედგაცრუებული, რომ ყველა მხარე უშვებს, რომ კრიზისი ამდენ ხანს გაგრძელდეს და დღეს მე მოვუწოდებ ყველა მხარეს, რომ გვერდზე გადადონ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები, რათა ამის ნაცვლად უზრუნველყონ საქართველოს დემოკრატიულობის გაძლიერება, იმედი მაქვს, რომ ეს მოსმენა ნათელს მოჰფენს, როგორ შეუძლია ამერიკის შეერთებულ შტატებს, დახმარება გაუწიოს თავის მოკავშირე საქართველოს, რომ დააკმაყოფილოს მისი დემოკრატიული ამოცანები“, - განაცხადა შაჰინმა.

  • მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მარცხი შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით, შეაფერხებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას

"საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი შემაშფოთებელია", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ჯორჯ კენტმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველომ, აშშ-ის მხარდაჭერით, დემოკრატიის განვითარებას და დამოუკიდებლობას მიაღწია. თუმცა, მან ჯერ კიდევ უნდა იმუშაოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ნორმების გასაძლიერებლად.

"სამწუხაროდ, ოპოზიციის უმეტესმა ნაწილმა, პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადა,“- აღნიშნა ჯორჯ კენტმა. მან ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მელიას დაკავებამ კრიზისი კიდევ უფრო დაძაბა.

"ოპოზიციის ლიდერის, მელიას დაკავებამ კრიზისი კიდევ უფრო გააძლიერა. მელიას დაპატიმრება ქართული დემოკრატიისთვის უკანგადადგმული ნაბიჯი იყო“, - აღნიშნა ჯორჯ კენტმა.

"ეს მნიშვნელოვანი მომენტია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი აშშ უნდა იყოს გულწრფელი საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებთან, განსაკუთრებით მმართველ პარტიასთან : დასავლეთთან ინტეგრაცია გამოწვევებით სავსე გზაა, რომელიც დემოკრატიული წესების, საერთო ღირებულებების მიმართ აშკარა ერთგულებას მოითხოვს.

საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გამოიჩინონ პოლიტიკური ნება, გადალახონ ეს კრიზისი. პასუხისმგებლობა, როგორც მარცხზე, ასევე წარმატებაზე მათ ეკისრებათ. მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მარცხი შეთანხმების მიღწევასთან დაკავშირებით, შეაფერხებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას“, - აღნიშნა ჯორჯ კენტმა.

  • "მელიამ დაარღვია გათავისუფლების პირობები, მოიხსნა ელექტრონული სამაჯური - ვფიქრობ, ამ სიტუაციაში უდანაშაულო არავინაა"

"ბატონმა მელიამ დაარღვია გათავისუფლების პირობები, მოიხსნა ელექტრონული სამაჯური", - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ჯორჯ კენტმა განაცხადა, რითაც უპასუხა სენატორ ჯინ შაჰინის შეკითხვას, სჭირდებოდა თუ არა საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრება და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება მისი გათავისუფლება იმისთვის, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს.

"კანონის უზენაესობას ყველა ქართველმა ლიდერმა პატივი უნდა სცეს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციაში უდანაშაულო არავინაა. მაგრამ ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს გამოსავლის პოვნის სურვილი, როგორც მათ გასულ წელს გააკეთეს, როდესაც 8 მარტის შეთანხმებას მიაღწიეს“, - განაცხადა ჯორჯ კენტიმ.

მისი თქმით, პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა მიაღწიონ შეთანხმებას ქვეყნის გამო, ვინაიდან, ეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის.

  • საქართველო რჩება შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში

ჯორჯ კენტის განცხადებთ, საქართველო რჩება შეერთებული შტატების მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და ასევე მნიშვნელოვანი პარტნიორია შავი ზღვის რეგიონში. მისი თქმით, შეერთებული შტატები წლებია საქართველოს მხარს უჭერს რეფორმების გატარებასა და ეკონომიკური განვითარების კუთხით, ასევე ეხმარება მას რუსეთის აგრესიისგან თავის დაცვაში, რომელსაც საქართველოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და ოკუპაციის გარდა საქართველოს წინააღმდეგ კიბერ თავდასხმებსა და დეზინფორმაციის კამპანიას ახორციელებს.

"ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას და მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველო რჩება შეერთებული შტატების მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად სამხრეთ კავკასიაში და ასევე მნიშვნელოვანი პარტნიორი შავი ზღვის რეგიონში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს არჩევანს, გახდეს ნატოს წევრი“,- აღნიშნა ჯორჯ კენტმა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"კამათი იყო ერთადერთ ნაწილზე..." - რას ამბობს იაგო ხვიჩია საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის შემდეგ

"ბევრ რამეზე შევთანხმდით..." - სალომე სამადაშვილი საარჩევნო რეფორმაზე