ავტორი:

"ბანკეტისთვის არ ემზადებითო? თურქეთიდან მომწერა" - 17 წლის ანის, რომელსაც სიმსივნე დაუდგინდა, დახმარება ესაჭიროება

"ბანკეტისთვის არ ემზადებითო? თურქეთიდან მომწერა" - 17 წლის ანის, რომელსაც სიმსივნე დაუდგინდა, დახმარება ესაჭიროება

17 წლის ანი მუმლაძეს, რომელსაც ხორხის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი პედაგოგი იზა შუბითიძე ავრცელებს.

"მე ანის მასწავლებელი ვარ.. ჰო... ის ჩემი შვილია. ჩემი ლამაზი, ჭკვიანი და მერცხლისთვალება გოგო ანი 17 წლისაა და წელს სკოლას ამთავრებს..დიდი მიზნებით და ფერადი ოცნებებით.მას დაუდგინდა ხორხის ავთვისებიანი სიმსივნე და იმყოფება თურქეთში სამკურნალოდ .35 000 დოლარია საჭორო მკურნალობის ხარჯების დასაფარად. სამწუხაროდ ოჯახი ვერ ახერხებს ამ თანხის დაფარვას.

ძალიან გთხოვთ დავეხმაროთ ანის, რომ ის ჯანმრთელი და ბედნიერი დაგვიბრუნდეს.

- მას.. ბანკეტისთვის არ ემზადებითო? მომწერა...

-არა ჩემო ლამაზო, ჩამოხვალ და ერთად ვიზეიმებთ სკოლის დამთავრებასაც და შენს გამარჯვებას.. მე ანის მასწავლებელი ვარ...დამიბრუნეთ ჩემი სიცოცხლით სავსე, მერცხლისთვალება გოგო. თქვენ ეს შეგიძლიათ ადამიანებო" - წერს შუბითიძე.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ:

თბს ბანკის ანგარიშის ნომერი: GE28TB7457745064300028

პირადი ნომერი: 25001034118

მიმღები მარი შუბითიძე

"პირველად უსმენს ბებიას პარლამენტში" - სალომე ზურაბიშვილი "ინსტაგრამზე" შვილიშვილის ახალ ფოტოს აქვეყნებს

"ეს ადამიანები არ იღებენ პატრიარქისადმი გამოხატულ შეურაცხყოფას... მადლობა მათ" - ანდრია ჯაღმაიძე

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ გია გაჩეჩილაძე ვანდალიზმის გამო დაჯარიმდება