მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საშინელი კრიზისია... წარმოიდგინეთ, მთელი წელი სცენაზე რომ არ გამოდიხარ" - პანდემიის გამო გაჩერებული ქართველი მომღერალი, რომელსაც მსოფლიო აქვს მოვლილი
"საშინელი კრიზისია... წარმოიდგინეთ, მთელი წელი სცენაზე რომ არ გამოდიხარ" - პანდემიის გამო გაჩერებული ქართველი მომღერალი, რომელსაც მსოფლიო აქვს მოვლილი

მისი დე­ბი­უ­ტი ოპე­რის მომ­ღერ­ლის რან­გში 2010 წელს შედ­გა. უკვე 10 წელ­ზე მე­ტია, ამ სფე­რო­ში აქ­ტი­უ­რად მოღ­ვა­წე­ობს. მღე­რის მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ცნო­ბი­ლი სა­ო­პე­რო თე­ატ­რე­ბის სცე­ნებ­ზე, თუმ­ცა 2020 წელს პან­დე­მი­ამ რო­გორც ყვე­ლა, სოპ­რა­ნო სო­ფიო გორ­დე­ლა­ძეც შე­ა­ფერ­ხა, რად­გან ყვე­ლა თე­ატ­რი და­ი­ხუ­რა.

სო­ფიო სა­ინ­ტე­რე­სოდ გვიყ­ვე­ბა სა­კუ­თარ გან­ვლილ ცხოვ­რე­ბა­ზე, კა­რი­ე­რა­სა და მუ­სი­კა­ზე, რო­მე­ლიც მის­თვის ყვე­ლა­ფე­რია. ჩვენ­თან სა­უ­ბარს კი ასე იწყებს:

"ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ბვე­რი რამ ოჯახ­მა გან­სა­ზღვრა - დედა პი­ა­ნის­ტია და ბავ­შვო­ბი­დან ჟღერ­და ჩვენს ოჯახ­ში კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კა, მამა ექი­მი იყო, მაგ­რამ მე­ლო­მა­ნი, მრა­ვალ­მხრი­ვი მუ­სი­კა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სის მქო­ნე ადა­მი­ა­ნი... 3 წლი­დან ვმღე­რი, დედა მომ­ღერ­ლებ­თან კონ­ცერ­ტმე­ის­ტე­რად მუ­შა­ობ­და და სიმ­ღე­რა მან მას­წავ­ლა, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც ბუ­ნებ­რი­ვად მოხ­და. თა­ვი­დან ათწლედ­ში სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო გან­ყო­ფი­ლე­ბა­ზე ჩა­ვა­ბა­რე, მერე იმა­ვე გან­ხრით უკვე - კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში.

რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ მივ­ხვდი, რომ სიმ­ღე­რა ძა­ლი­ან მაკ­ლდა და პა­რა­ლე­ლუ­რად ქალ­ბა­ტო­ნი გუ­ლი­კო კა­რი­ა­უ­ლის კლას­ში ვო­კა­ლურ ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. მა­შინ გა­დავ­წყვი­ტე, რომ ეს იქ­ნე­ბო­და ჩემი ცხოვ­რე­ბის წამ­ყვა­ნი სფე­რო და არა პი­ა­ნის­ტო­ბა, თუმ­ცა სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო გა­ნათ­ლე­ბა დღეს ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა. შე­მიძ­ლია ნა­წარ­მო­ე­ბი ჩე­მით გა­ვარ­ჩიო, და­ვუკ­რა და ვიმ­ღე­რო. კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის ბა­კა­ლავ­რის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ისე მოხ­და, რომ მი­ვი­ღე სტი­პენ­დია და იტა­ლი­ა­ში სას­წავ­ლებ­ლად გა­ვემ­გზავ­რე," - გვიყ­ვე­ბა სო­ფიო, რო­მე­ლიც რო­გორც გვე­უბ­ნე­ბა, იმ პე­რი­ოდ­ში უკვე ნამ­ყო­ფი იყო ორ მას­ტერკლას­ზე - ლე­გენ­და­რულ მომ­ღე­რალ­თან, ელი­ზა­ბეტ შვარცკო­პფ­თან და მის­თვის სა­თაყ­ვა­ნე­ბელ იტა­ლი­ელ მომ­ღე­რალ მი­რე­ლა ფრე­ნის­თან აკა­დე­მი­ა­ში.

- აკა­დე­მი­ა­ში მი­რე­ლა ფრე­ნიმ თა­ვად მი­გიწ­ვი­ათ?

- კი, მაგ­რამ ის სტი­პენ­დია რომ არ მო­ე­ნი­ჭე­ბი­ნათ ჩემ­თვის, ალ­ბათ წას­ვლას ვერ შევ­ძლებ­დი. ჩვე­ნი ოჯა­ხი ამას ვერ გას­წვდე­ბო­და - მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ექი­მი­სა და მუ­სი­კის პე­და­გო­გის ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა რო­გო­რია... ის 2 წელი ჩემ­თვის უდი­დე­სი სკო­ლა იყო, სა­დაც არა­ერ­თი მას­ტერკლა­სი გა­ვი­ა­რე ერ­თმა­ნეთ­ზე ცნო­ბილ მომ­ღერ­ლებ­თან, თუმ­ცა თბი­ლი­სის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბა ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ფუძ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

ტრა­ვი­ა­ტა - სე­უ­ლი, სამ­ხრეთ კო­რეა

- სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დით?

- დიახ, სწავ­ლის შემ­დეგ სე­რი­ო­ზუ­ლი ეტა­პი სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა იყო. 2009-2010 წლებ­ში იტა­ლი­ა­ში, ავ­სტრი­ა­სა და ეს­პა­ნეთ­ში ალ­ბათ 10 კონ­კურ­სი მა­ინც მექ­ნე­ბა მო­გე­ბუ­ლი. დე­ბი­უ­ტი ავ­სტრი­ა­ში ვი­ო­ლე­ტას პარ­ტი­ით შედ­გა ვერ­დის ოპე­რი­დან „ტრა­ვი­ა­ტა“. მა­ნამ­დე თბი­ლის­შიც უამ­რა­ვი კონ­ცერ­ტი იყო, რო­მელ­შიც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი სიმ­ფო­ნი­ურ, კა­მე­რულ ორ­კესტრებ­თან. 2006 წელს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ეპი­ზო­დი გახ­ლდათ ის, როცა სა­ო­პე­რო თე­ატ­რის სცე­ნა­ზე "კარ­მი­ნა ბუ­რა­ნა­ში" ევ­გე­ნი მი­ქე­ლა­ძის ეროვ­ნულ სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერ­თად ვიმ­ღე­რე და ეს იყო ჩემი დე­ბი­უ­ტი თბი­ლი­სის ოპე­რის სცე­ნა­ზე. მერე იყო ჩემი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა თბი­ლი­სის სა­ო­პე­რო თე­ატრთან - 2010-2011 წლებ­ში. სამ­წუ­ხა­როდ, შე­ნო­ბა რე­მონტზე იყო მა­შინ და­კე­ტი­ლი, მაგ­რამ ჩვენ ვმღე­რო­დით რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე. შემ­დგომ 2019 წელს ოპე­რის სცე­ნა­ზე "ტრა­ვი­ა­ტა­დან" ჩემი საყ­ვა­რე­ლი ვი­ო­ლე­ტას პარ­ტია ვიმ­ღე­რე. ესეც ამა­ღელ­ვე­ბე­ლი და ემო­ცი­უ­რი მო­მენ­ტი იყო, რო­მელ­მაც წარ­მა­ტე­ბით ჩა­ი­ა­რა. უამ­რა­ვი ადა­მი­ნი და­ეს­წრო, გა­და­ჭე­დი­ლი იყო დარ­ბა­ზი.

- მოკ­ლედ, ევ­რო­პამ თქვენ­თვის ბევ­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კარი გახ­სნა...

- კი, ასე მოხ­და... ყვე­ლა­ზე მე­ტად ეს "კარი" სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სე­ბის ეტა­პით გა­იხ­სნა, რად­გა­ნაც კონ­კურ­სებ­ზე ჟი­უ­რი­ში სა­ა­გენ­ტო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ჩა­მო­დი­ან, ან სა­ო­პე­რო თე­ატ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რო­მელ­ბიც გის­მე­ნენ. შე­იძ­ლე­ბა, კონ­კურ­სი ვერ მო­ი­გო, მაგ­რამ ისეთ­მა ადა­მი­ან­მა მო­გის­მი­ნოს, სა­ინ­ტე­რე­სო წი­ნა­ნა­დე­ბა შე­მოგ­თა­ვა­ზოს და კონ­ტრაქ­ტიც გა­გი­ფორ­მოს, რომ ვერც კი წარ­მო­იდ­გენ მა­ნამ­დე. ასე­თი რთუ­ლი კონ­კურ­სი გერ­მა­ნი­ა­ში Neue Stimmen (ნოიე შტი­მე­ნი) იყო, სა­დაც ფი­ნალ­ში ვერ გა­ვე­დი, მაგ­რამ იქ ჩი­კა­გოს სა­ო­პე­რო თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნელ­მა მო­მის­მი­ნა თუ არა, იქვე შოს­ტა­კო­ვი­ჩის ოპე­რა­ში ერთ-ერთ მთა­ვარ როლ­ზე კონ­ტრაქ­ტი გა­მი­ფორ­მა. ასე­ვე მო­მის­მი­ნა ტი­რო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის ხელ­მძღვა­ნელ­მა - გუს­ტავ კუნ­მა, სა­ი­და­ნაც და­ი­წყო ჩვე­ნი მრა­ვალ­წლი­ა­ნი და ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა.

მერე ნელ-ნელა სა­ა­გენ­ტო­ე­ბიც გა­ვი­ცა­ნი იტა­ლი­ა­ში, ავ­სტრი­ა­ში, ინ­გლის­ში... 2 წელი ჟე­ნე­ვა­ში ახალ­გაზ­რდულ სა­ო­პე­რო დას­ში ვმუ­შა­ობ­დი. სა­ინ­ტე­რე­სო წლე­ბი იყო, სა­ინ­ტე­რე­სო დი­რი­ჟო­რე­ბით, მოწ­ვე­უ­ლი სა­ო­ცა­რი მომ­ღერ­ლე­ბით. იქი­და­ნაც არა­ერ­თი კონ­ტაქ­ტი შე­ვი­ძი­ნე, სა­ი­და­ნაც კი­დევ სხვა­გან მი­მიწ­ვი­ეს. შემ­დეგ ვი­ცხოვ­რე ვე­ნა­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში...

ტრა­ვი­ა­ტა - მექ­სი­კა, ლე­ო­ნის ბი­სენ­ტე­ნა­რი­ოს თე­ატ­რი

- თუმ­ცა ბოლო ერთი წე­ლი­წა­დია, რაც უკვე სტა­ბი­ლუ­რად თბი­ლის­ში ხართ და ვერ­სად მი­დი­ხართ...

- სა­ერ­თოდ, მე­სა­მე წე­ლი­წა­დია, თა­ვი­სუ­ფა­ლი მომ­ღე­რა­ლი ვარ და მაქვს კონ­ტრაქ­ტე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სა­ო­პე­რო თე­ატრთან. ასე მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია, მეტ დროს ვა­ტა­რებ ჩემი ოჯა­ხის წევ­რებ­თან, მე­გობ­რებ­თან. სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს, რო­გორც მო­მე­სურ­ვე­ბა, ჩემს სახ­ლში ისე ვი­მე­ცა­დი­ნო.

მსოფ­ლიო პან­დე­მი­ამ ყვე­ლას შე­უქ­მნა პრობ­ლე­მე­ბი, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ ხე­ლოვ­ნე­ბის სფე­რო­ში მა­ინც სა­ში­ნე­ლი კრი­ზი­სი შე­იქ­მნა, ყვე­ლა­ფე­რი გა­ურ­კვე­ვე­ლი დრო­ით გა­უქ­მე­ბუ­ლი, გა­და­დე­ბუ­ლი და შე­ჩე­რე­ბუ­ლია. რთუ­ლია ეს ფსი­ქო­ლო­გი­ურ-ემო­ცი­უ­რი თვალ­საზ­რი­სი­თაც... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მთე­ლი წელი მსა­ხი­ო­ბი სცე­ნა­ზე რომ არ გა­მო­ვა, რა სა­ო­ცა­რი რამ არის... თა­ვი­დან ფორ­მა­ში ჩად­გო­მას დრო დას­ჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ოპ­ტი­მის­ტი ვარ, მთა­ვა­რია, რე­პე­ტი­ცი­ე­ბი და­ი­წყოს. ნელ-ნელა შე­ვალთ ფორ­მა­ში, გარ­და ამი­სა, ფი­ნან­სუ­რა­დაც ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დია...

ტრა­ვი­ა­ტა - თბი­ლი­სის სა­ო­პე­რო თე­ატ­რი

პი­რა­დად მე რაც შე­მე­ხე­ბა, ვცდი­ლობ, ფორ­მა­ში ვიყო. ბევ­რი ახა­ლი პარ­ტია მაქვს სას­წავ­ლი, რომ­ლებ­საც ზუს­ტად არ ვიცი, რო­დის ვიმ­ღე­რებ, მაგ­რამ იმედს ვი­ტო­ვებ, რომ მალე ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბა გა­ნახ­ლდე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­ინც სის­ტე­მა­ტუ­რად ვცდი­ლობ, ვი­მუ­შაო, ვის­წვა­ლო, ვიმ­ღე­რო, ვი­მე­ცა­დი­ნო. შარ­შან ზა­ფხულ­ში დოქ­ტუ­რან­ტუ­რა­ში ჩა­ვა­ბა­რე, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დოქ­ტო­რან­ტი გახ­ლა­ვართ. აქ­დან გა­მომ­დნა­რე, ბევ­რი სა­მუ­შაო მაქვს - ვწერ დი­სერ­ტა­ცი­ას, მაქვს პრაქ­ტი­კუ­ლი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ვიმ­ღე­რო. მინ­და, რომ ჩემს საქ­მე­ში მეტ-ნაკ­ლე­ბად ჩარ­თუ­ლი ვიყო და არ გავ­ჩერ­დე.

დი­უ­რან­დის სა­სახ­ლე - მა­ი­ნინ­გე­ნის თე­ატ­რი, გერ­მა­ნია

- რა არის ეს პრო­ფე­სია პი­რა­დად თქვენ­თვის?

- პრო­ფე­სი­ა­ზე ბევ­რად მე­ტია - ჩემი ცხოვ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლია. თუ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია ხე­ლოვ­ნე­ბის, მუ­სი­კის გა­რე­შე იცხოვ­როს, მა­შინ ალ­ბათ ჯო­ბია, სხვა რამ აკე­თოს. ჩემ­თვის ეს მო­თხოვ­ნი­ლე­ბაა, რომ­ლის გა­რე­შეც დიდ­ხანს ყოფ­ნა არ შე­მიძ­ლია. ვი­მე­ო­რებ, ეს ჩემი ცხოვ­რე­ბაა, პრო­ფე­სი­ა­ზე ბევ­რად მე­ტია, ეს არის სამ­ყა­რო, რო­მელ­საც უდი­დე­სი სი­ა­მოვ­ნე­ბა მო­აქვს. რო­დე­საც ოთა­ხის კარს მი­ვი­ხუ­რავ და ინ­სტრუ­მენ­ტთან დავ­ჯდე­ბი ნა­წარ­მო­ე­ბის სას­წავ­ლად, სხვა და­ნარ­ჩე­ნი, რაც გარ­შე­მოა, ჩემ­თვის მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი ხდე­ბა. ასე რომ, ჩემი პრო­ფე­სი­ით ძა­ლი­ან სა­ინ­ტერ­სო ცხოვ­რე­ბა მაქვს. ამას­თან ერ­თად, ამ ყვე­ლა­ფერს ბევ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა ახ­ლავს მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო... ბევ­რი ბედ­ნი­ე­რი წუთი სცე­ნა­ზე, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა, შეხ­ვედ­რა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა არა­ერთ სა­ინ­ტე­რე­სო მუ­სი­კოს­თან, მომ­ღე­რალ­თან... იყო დიდი სირ­თუ­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვის პე­რი­ო­დიც, რა­შიც ასე­ვე არის სი­ა­მოვ­ნე­ბა, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მოც­დი­ლე­ბას­თან ერ­თად, რა­ღაც პე­რი­ო­დის მერე ერ­თად გროვ­დე­ბა და გაძ­ლევს სიმ­ტკი­ცეს, გიძ­ლი­ე­რებს თვითრწმე­ნას, წარ­მა­ტე­ბა დიდი და მუხლჩა­უხ­რე­ლი შრო­მის შე­დე­გად მო­დის.

- ახალ­გაზ­რდებს, ვი­საც სა­ო­პე­რო მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა წას­ვლა, რას ურ­ჩევ­დით?

- ეს არ არის პრო­ფე­სია, რო­მელ­შიც დიდი ფუ­ლის შოვ­ნის, გამ­დიდ­რე­ბის, ან პო­პუ­ლა­რო­ბის მო­პო­ვე­ბის იმე­დით უნდა წახ­ვი­დე. ეს საქ­მე უნდა აკე­თო მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ძა­ლი­ან გიყ­ვარს...

- რო­გო­რია თქვე­ნი უახ­ლო­ე­სი გეგ­მე­ბი?

- ერთი სა­სი­ხა­რუ­ლო ინ­ფორ­მა­ცია მაქვს - 11 აპ­რილს მო­ცარ­ტის „რექ­ვი­ემ­ში“ შე­ვას­რუ­ლებ სოპ­რა­ნოს პარ­ტი­ას თბი­ლი­სის სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან და მა­ესტრო ვახ­ტანგ კა­ხი­ძეს­თან ერ­თად. აგ­რეთ­ვე ირ­ლან­დი­ა­ში ვექსფორ­დის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ო­პე­რო ფეს­ტი­ვა­ლი უნდა ჩა­ტარ­დეს, სა­დაც სექ­ტემ­ბერ-ოქ­ტომ­ბერ­ში ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ახა­ლი პარ­ტია უნდა შე­ვას­რუ­ლო. იმე­დი მაქვს, რომ იმ პრი­ო­დის­თვის სი­ტუ­ა­ცია პან­დე­მი­უ­რი თვალ­საზ­რი­სით, დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა, მით უფრო, რომ ვაქ­ცი­ნაც არ­სე­ბობს და ნელ-ნელა ფი­ნი­შის­კენ წავა ვირუ­სი. ყვე­ლა­ფე­რი აღ­დგე­ბა და ჩად­გე­ბა თა­ვის კა­ლა­პოტ­ში. შე­იძ­ლე­ბა, თა­ვი­დან რა­ღაც ფი­ნან­სუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბი იყოს, მაგ­რამ ალ­ბათ დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ესეც და­საძ­ლე­ვი გახ­დე­ბა...

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევანი
0

დიდ წარმატებებს გისურვებთ! ბევრ ახალგაზრდას ასეთი სტატიები მოტივაციას აძლევს!

მარი
1

საუკეთესო ხარ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"საშინელი კრიზისია... წარმოიდგინეთ, მთელი წელი სცენაზე რომ არ გამოდიხარ" - პანდემიის გამო გაჩერებული ქართველი მომღერალი, რომელსაც მსოფლიო აქვს მოვლილი

"საშინელი კრიზისია... წარმოიდგინეთ, მთელი წელი სცენაზე რომ არ გამოდიხარ" - პანდემიის გამო გაჩერებული ქართველი მომღერალი, რომელსაც მსოფლიო აქვს მოვლილი

მისი დებიუტი ოპერის მომღერლის რანგში 2010 წელს შედგა. უკვე 10 წელზე მეტია, ამ სფეროში აქტიურად მოღვაწეობს. მღერის მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი საოპერო თეატრების სცენებზე, თუმცა 2020 წელს პანდემიამ როგორც ყველა, სოპრანო სოფიო გორდელაძეც შეაფერხა, რადგან ყველა თეატრი დაიხურა.

სოფიო საინტერესოდ გვიყვება საკუთარ განვლილ ცხოვრებაზე, კარიერასა და მუსიკაზე, რომელიც მისთვის ყველაფერია. ჩვენთან საუბარს კი ასე იწყებს:

"ჩემს შემთხვევაში ბვერი რამ ოჯახმა განსაზღვრა - დედა პიანისტია და ბავშვობიდან ჟღერდა ჩვენს ოჯახში კლასიკური მუსიკა, მამა ექიმი იყო, მაგრამ მელომანი, მრავალმხრივი მუსიკალური ინტერესის მქონე ადამიანი... 3 წლიდან ვმღერი, დედა მომღერლებთან კონცერტმეისტერად მუშაობდა და სიმღერა მან მასწავლა, თუმცა ყველაფერი მაინც ბუნებრივად მოხდა. თავიდან ათწლედში საფორტეპიანო განყოფილებაზე ჩავაბარე, მერე იმავე განხრით უკვე - კონსერვატორიაში.

რაღაც პერიოდის შემდეგ მივხვდი, რომ სიმღერა ძალიან მაკლდა და პარალელურად ქალბატონი გულიკო კარიაულის კლასში ვოკალურ ფაკულტეტზე ჩავაბარე. მაშინ გადავწყვიტე, რომ ეს იქნებოდა ჩემი ცხოვრების წამყვანი სფერო და არა პიანისტობა, თუმცა საფორტეპიანო განათლება დღეს ძალიან მეხმარება. შემიძლია ნაწარმოები ჩემით გავარჩიო, დავუკრა და ვიმღერო. კონსერვატორიის ბაკალავრის დამთავრების შემდეგ ისე მოხდა, რომ მივიღე სტიპენდია და იტალიაში სასწავლებლად გავემგზავრე," - გვიყვება სოფიო, რომელიც როგორც გვეუბნება, იმ პერიოდში უკვე ნამყოფი იყო ორ მასტერკლასზე - ლეგენდარულ მომღერალთან, ელიზაბეტ შვარცკოპფთან და მისთვის სათაყვანებელ იტალიელ მომღერალ მირელა ფრენისთან აკადემიაში.

- აკადემიაში მირელა ფრენიმ თავად მიგიწვიათ?

- კი, მაგრამ ის სტიპენდია რომ არ მოენიჭებინათ ჩემთვის, ალბათ წასვლას ვერ შევძლებდი. ჩვენი ოჯახი ამას ვერ გასწვდებოდა - მოგეხსენებათ, საქართველოში ექიმისა და მუსიკის პედაგოგის ფინანსური მდგომარეობა როგორია... ის 2 წელი ჩემთვის უდიდესი სკოლა იყო, სადაც არაერთი მასტერკლასი გავიარე ერთმანეთზე ცნობილ მომღერლებთან, თუმცა თბილისის კონსერვატორიაში მიღებული განათლება ჩემთვის მნიშვნელოვანი საფუძველი აღმოჩნდა.

ტრავიატა - სეული, სამხრეთ კორეა

- საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობდით?

- დიახ, სწავლის შემდეგ სერიოზული ეტაპი საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობა იყო. 2009-2010 წლებში იტალიაში, ავსტრიასა და ესპანეთში ალბათ 10 კონკურსი მაინც მექნება მოგებული. დებიუტი ავსტრიაში ვიოლეტას პარტიით შედგა ვერდის ოპერიდან „ტრავიატა“. მანამდე თბილისშიც უამრავი კონცერტი იყო, რომელშიც ვმონაწილეობდი, ვთანამშრომლობდი სიმფონიურ, კამერულ ორკესტრებთან. 2006 წელს ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი გახლდათ ის, როცა საოპერო თეატრის სცენაზე "კარმინა ბურანაში" ევგენი მიქელაძის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ვიმღერე და ეს იყო ჩემი დებიუტი თბილისის ოპერის სცენაზე. მერე იყო ჩემი თანამშრომლობა თბილისის საოპერო თეატრთან - 2010-2011 წლებში. სამწუხაროდ, შენობა რემონტზე იყო მაშინ დაკეტილი, მაგრამ ჩვენ ვმღეროდით რუსთაველის თეატრის სცენაზე. შემდგომ 2019 წელს ოპერის სცენაზე "ტრავიატადან" ჩემი საყვარელი ვიოლეტას პარტია ვიმღერე. ესეც ამაღელვებელი და ემოციური მომენტი იყო, რომელმაც წარმატებით ჩაიარა. უამრავი ადამინი დაესწრო, გადაჭედილი იყო დარბაზი.

- მოკლედ, ევროპამ თქვენთვის ბევრი და მნიშვნელოვანი კარი გახსნა...

- კი, ასე მოხდა... ყველაზე მეტად ეს "კარი" საერთაშორისო კონკურსების ეტაპით გაიხსნა, რადგანაც კონკურსებზე ჟიურიში სააგენტოების წარმომადგენლები ჩამოდიან, ან საოპერო თეატრების წარმომადგენლები, რომელბიც გისმენენ. შეიძლება, კონკურსი ვერ მოიგო, მაგრამ ისეთმა ადამიანმა მოგისმინოს, საინტერესო წინანადება შემოგთავაზოს და კონტრაქტიც გაგიფორმოს, რომ ვერც კი წარმოიდგენ მანამდე. ასეთი რთული კონკურსი გერმანიაში Neue Stimmen (ნოიე შტიმენი) იყო, სადაც ფინალში ვერ გავედი, მაგრამ იქ ჩიკაგოს საოპერო თეატრის ხელმძღვანელმა მომისმინა თუ არა, იქვე შოსტაკოვიჩის ოპერაში ერთ-ერთ მთავარ როლზე კონტრაქტი გამიფორმა. ასევე მომისმინა ტიროლის საერთაშორისო ფესტივალის ხელმძღვანელმა - გუსტავ კუნმა, საიდანაც დაიწყო ჩვენი მრავალწლიანი და ძალიან მნიშვნელოვანი ინტენსიური თანამშრომლობა.

მერე ნელ-ნელა სააგენტოებიც გავიცანი იტალიაში, ავსტრიაში, ინგლისში... 2 წელი ჟენევაში ახალგაზრდულ საოპერო დასში ვმუშაობდი. საინტერესო წლები იყო, საინტერესო დირიჟორებით, მოწვეული საოცარი მომღერლებით. იქიდანაც არაერთი კონტაქტი შევიძინე, საიდანაც კიდევ სხვაგან მიმიწვიეს. შემდეგ ვიცხოვრე ვენაში, შვეიცარიაში...

ტრავიატა - მექსიკა, ლეონის ბისენტენარიოს თეატრი

- თუმცა ბოლო ერთი წელიწადია, რაც უკვე სტაბილურად თბილისში ხართ და ვერსად მიდიხართ...

- საერთოდ, მესამე წელიწადია, თავისუფალი მომღერალი ვარ და მაქვს კონტრაქტები სხვადასხვა ქვეყნის საოპერო თეატრთან. ასე მოსახერხებელია, მეტ დროს ვატარებ ჩემი ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან. საშუალება მაქვს, როგორც მომესურვება, ჩემს სახლში ისე ვიმეცადინო.

მსოფლიო პანდემიამ ყველას შეუქმნა პრობლემები, მაგრამ ვფიქრობ, რომ ხელოვნების სფეროში მაინც საშინელი კრიზისი შეიქმნა, ყველაფერი გაურკვეველი დროით გაუქმებული, გადადებული და შეჩერებულია. რთულია ეს ფსიქოლოგიურ-ემოციური თვალსაზრისითაც... წარმოიდგინეთ, მთელი წელი მსახიობი სცენაზე რომ არ გამოვა, რა საოცარი რამ არის... თავიდან ფორმაში ჩადგომას დრო დასჭირდება, მაგრამ ოპტიმისტი ვარ, მთავარია, რეპეტიციები დაიწყოს. ნელ-ნელა შევალთ ფორმაში, გარდა ამისა, ფინანსურადაც ძალიან რთული პერიოდია...

ტრავიატა - თბილისის საოპერო თეატრი

პირადად მე რაც შემეხება, ვცდილობ, ფორმაში ვიყო. ბევრი ახალი პარტია მაქვს სასწავლი, რომლებსაც ზუსტად არ ვიცი, როდის ვიმღერებ, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ მალე ჩვენი საქმიანობა განახლდება. მიუხედავად ამისა, მაინც სისტემატურად ვცდილობ, ვიმუშაო, ვისწვალო, ვიმღერო, ვიმეცადინო. შარშან ზაფხულში დოქტურანტურაში ჩავაბარე, კონსერვატორიის დოქტორანტი გახლავართ. აქდან გამომდნარე, ბევრი სამუშაო მაქვს - ვწერ დისერტაციას, მაქვს პრაქტიკული მასალა, რომელიც აუცილებლად უნდა ვიმღერო. მინდა, რომ ჩემს საქმეში მეტ-ნაკლებად ჩართული ვიყო და არ გავჩერდე.

დიურანდის სასახლე - მაინინგენის თეატრი, გერმანია

- რა არის ეს პროფესია პირადად თქვენთვის?

- პროფესიაზე ბევრად მეტია - ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილია. თუ ადამიანს შეუძლია ხელოვნების, მუსიკის გარეშე იცხოვროს, მაშინ ალბათ ჯობია, სხვა რამ აკეთოს. ჩემთვის ეს მოთხოვნილებაა, რომლის გარეშეც დიდხანს ყოფნა არ შემიძლია. ვიმეორებ, ეს ჩემი ცხოვრებაა, პროფესიაზე ბევრად მეტია, ეს არის სამყარო, რომელსაც უდიდესი სიამოვნება მოაქვს. როდესაც ოთახის კარს მივიხურავ და ინსტრუმენტთან დავჯდები ნაწარმოების სასწავლად, სხვა დანარჩენი, რაც გარშემოა, ჩემთვის მეორეხარისხოვანი ხდება. ასე რომ, ჩემი პროფესიით ძალიან საინტერსო ცხოვრება მაქვს. ამასთან ერთად, ამ ყველაფერს ბევრი მოგზაურობა ახლავს მსოფლიოს გარშემო... ბევრი ბედნიერი წუთი სცენაზე, დიდი გამოცდილება, შეხვედრა და თანამშრომლობა არაერთ საინტერესო მუსიკოსთან, მომღერალთან... იყო დიდი სირთულეების დაძლევის პერიოდიც, რაშიც ასევე არის სიამოვნება, ეს ყველაფერი გამოცდილებასთან ერთად, რაღაც პერიოდის მერე ერთად გროვდება და გაძლევს სიმტკიცეს, გიძლიერებს თვითრწმენას, წარმატება დიდი და მუხლჩაუხრელი შრომის შედეგად მოდის.

- ახალგაზრდებს, ვისაც საოპერო მიმართულებით უნდა წასვლა, რას ურჩევდით?

- ეს არ არის პროფესია, რომელშიც დიდი ფულის შოვნის, გამდიდრების, ან პოპულარობის მოპოვების იმედით უნდა წახვიდე. ეს საქმე უნდა აკეთო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძალიან გიყვარს...

- როგორია თქვენი უახლოესი გეგმები?

- ერთი სასიხარულო ინფორმაცია მაქვს - 11 აპრილს მოცარტის „რექვიემში“ შევასრულებ სოპრანოს პარტიას თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან და მაესტრო ვახტანგ კახიძესთან ერთად. აგრეთვე ირლანდიაში ვექსფორდის საერთაშორისო საოპერო ფესტივალი უნდა ჩატარდეს, სადაც სექტემბერ-ოქტომბერში ძალიან საინტერესო ახალი პარტია უნდა შევასრულო. იმედი მაქვს, რომ იმ პრიოდისთვის სიტუაცია პანდემიური თვალსაზრისით, დასტაბილურდება, მით უფრო, რომ ვაქცინაც არსებობს და ნელ-ნელა ფინიშისკენ წავა ვირუსი. ყველაფერი აღდგება და ჩადგება თავის კალაპოტში. შეიძლება, თავიდან რაღაც ფინანსური სირთულეები იყოს, მაგრამ ალბათ დროთა განმავლობაში ესეც დასაძლევი გახდება...

"გამოვლინდა მეწყრული ზონა, საჭიროა პრევენციული ზომების მიღება" - ბაგები-წყნეთის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო გადაადგილება იზღუდება

2 კვირაში 2 ჯეკპოტი და ერთი  მეორე საპრიზო კატეგორია გათამაშდა -  1 297 034 ლარის მოგება ლატარიაში

როდის დაიწყება საყოველთაო ვაქცინაცია საქართველოში - თამარ გაბუნია კონკრეტულ ვადას ასახელებს