სპორტი
Faceამბები
სამხედრო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მცდარია მოსაზრება, რომ სოხუმი დიალოგისთვის მზად არის და თბილისი არ პასუხობს" - თეა ახვლედიანი
"მცდარია მოსაზრება, რომ სოხუმი დიალოგისთვის მზად არის და თბილისი არ პასუხობს" - თეა ახვლედიანი

მცდა­რია მო­საზ­რე­ბა, რომ სო­ხუ­მი დი­ა­ლო­გის­თვის არის მზად და თბი­ლი­სი არ პა­სუ­ხობს - ეს არის მცდა­რი, - ამის შე­სა­ხებ შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრმა თეა ახვლე­დი­ან­მა პარ­ლა­მენ­ტში მოს­მე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აფხა­ზებ­თან დი­ა­ლო­გი არას­დროს შე­უ­წყვე­ტია.

„უმაღ­ლეს დო­ნე­ზე, მრა­ვალ­ჯერ, ზუს­ტად იმა­ვე სა­ჯა­რო სივ­რცე­ში და იმა­ვე გზით არა­ერ­თხელ გან­ვა­ცხა­დეთ, რომ ამ დი­ა­ლო­გის­თვის მზად ვართ. დე­პო­ლი­ტი­ზი­რე­ბულ თე­მებ­ზე, ორი­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­ერ­თო ინ­ტე­რეს­ში შე­მა­ვალ სა­კი­თხებ­ზე, ნე­ბის­მი­ერ დროს, ად­გილ­ზე, დო­ნე­ზე - ეს გან­ვა­ცხა­დეთ მრა­ვალ­ჯერ, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, ასე­ვე პრე­მი­ერ -მი­ნის­ტრმა, მე და სხვა კო­ლე­გებ­მა ვთქვით არა­ერ­თხელ, სა­ჯა­როდ. ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი, რომ ეს შე­კი­თხვე­ბი მო­იხ­სნას. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არას­დროს შე­უ­წყვე­ტია დი­ა­ლო­გი აფხა­ზებ­თან და ამ შე­დე­გებს აქვს კონ­კრე­ტუ­ლი სა­ხე­ლი. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, არა­ფორ­მა­ლურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­სა და დი­ა­ლოგს მოჰ­ქონ­და გა­დამ­წყვე­ტი შე­დე­გი. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, გვახ­სოვს, რომ აფხა­ზე­თის ყო­ფი­ლი დე-ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გა­ნაც არა­ერ­თხელ იყო გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი მსგავ­სი დი­ა­ლო­გის მზა­ო­ბა, თუმ­ცა, მათ შე­დე­გი არ მო­ყო­ლი­ათ. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, დიდი სურ­ვი­ლი მექ­ნე­ბო­და, რომ სულ ცოტა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას თუ არა, აქ დამ­სწრე კო­ლე­გებ­ში მო­იხ­სნას ეს სა­კი­თხი, შევ­ხვდეთ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, და­ხუ­რულ ფორ­მატ­ში და გულ­წრფე­ლად გან­ვი­ხი­ლოთ ეს სა­კი­თხი. მი­უ­ხე­და­ვად ნე­ბის­მი­ე­რი გა­რე­მო­ე­ბი­სა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ჩან­დეს, რომ ამ დი­ა­ლოგს უშ­ლის ხელს, კი­დევ ერთხელ სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არის მზად კონ­კრე­ტუ­ლი გზე­ბიც გან­ვი­ხი­ლოთ რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მა­შინ ისე­თი დი­ა­ლო­გი ვა­წარ­მო­ოთ, რო­მე­ლიც ჩა­ით­ვლე­ბა დი­ა­ლო­გად, ამ გზებ­ზეც ვმუ­შა­ობთ“, - გა­ნა­ცხა­და ახვლე­დი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კულუმბეგოვა
1

ულალაა)

გიო
1
ეგენი თუ ესეთ ქალს რამეზე უარს ეტყვიან იმაზე ბლაყვები ყოფილან ვიდრე მეგონა.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"მცდარია მოსაზრება, რომ სოხუმი დიალოგისთვის მზად არის და თბილისი არ პასუხობს" - თეა ახვლედიანი

"მცდარია მოსაზრება, რომ სოხუმი დიალოგისთვის მზად არის და თბილისი არ პასუხობს" - თეა ახვლედიანი

მცდარია მოსაზრება, რომ სოხუმი დიალოგისთვის არის მზად და თბილისი არ პასუხობს - ეს არის მცდარი, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა პარლამენტში მოსმენისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აფხაზებთან დიალოგი არასდროს შეუწყვეტია.

„უმაღლეს დონეზე, მრავალჯერ, ზუსტად იმავე საჯარო სივრცეში და იმავე გზით არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ამ დიალოგისთვის მზად ვართ. დეპოლიტიზირებულ თემებზე, ორივე საზოგადოების საერთო ინტერესში შემავალ საკითხებზე, ნებისმიერ დროს, ადგილზე, დონეზე - ეს განვაცხადეთ მრავალჯერ, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე პრემიერ -მინისტრმა, მე და სხვა კოლეგებმა ვთქვით არაერთხელ, საჯაროდ. ძალიან ბედნიერი ვიქნები, რომ ეს შეკითხვები მოიხსნას. საქართველოს ხელისუფლებას არასდროს შეუწყვეტია დიალოგი აფხაზებთან და ამ შედეგებს აქვს კონკრეტული სახელი. ხშირ შემთხვევაში, არაფორმალურ კომუნიკაციასა და დიალოგს მოჰქონდა გადამწყვეტი შედეგი. ხშირ შემთხვევაში, გვახსოვს, რომ აფხაზეთის ყოფილი დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაც არაერთხელ იყო გაჟღერებული მსგავსი დიალოგის მზაობა, თუმცა, მათ შედეგი არ მოყოლიათ. მიუხედავად ყველაფრისა, დიდი სურვილი მექნებოდა, რომ სულ ცოტა ფართო საზოგადოებას თუ არა, აქ დამსწრე კოლეგებში მოიხსნას ეს საკითხი, შევხვდეთ უახლოეს მომავალში, დახურულ ფორმატში და გულწრფელად განვიხილოთ ეს საკითხი. მიუხედავად ნებისმიერი გარემოებისა, რომელიც შეიძლება ჩანდეს, რომ ამ დიალოგს უშლის ხელს, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ საქართველოს ხელისუფლება არის მზად კონკრეტული გზებიც განვიხილოთ როგორ შეიძლება მაშინ ისეთი დიალოგი ვაწარმოოთ, რომელიც ჩაითვლება დიალოგად, ამ გზებზეც ვმუშაობთ“, - განაცხადა ახვლედიანმა.

"თუ ახლა ევროპელებმა ვერ დაგვალაგეს, შეიძლება მერე რუსები მოვიდნენ დასალაგებლად" - იაგო ხვიჩია

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"რატომღაც ქალბატონ ანიტას არ უყვარს ქართველი პოლიტიკოსი ქალები" - წულუკიანი რაჭველიშვილს პასუხობს