ავტორი:

საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩის ბილეთები ხვალიდან გაიყიდება

საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩის ბილეთები ხვალიდან გაიყიდება

28 მარტს საქართველო-ესპანეთის საფეხბურთო მატჩის გამო, თბილისის მეტრო და ავტობუსები 01:00 საათამდე იმუშავებს. აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბილეთები ონლაინრეჟიმში გაიყიდება, ხოლო ის პირები, რომლებიც მატჩზე დასასწრებ ბილეთებს შეიძენენ, 01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებენ.

უწყებათაშორისი საბჭო გულშემატკივარს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა და დაიცვან ყველა შესაბამისი რეგულაცია, მათ შორის, რიგში დგომისას, რასაც შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ.

„როგორც ცნობილია, 28 მარტს დაგეგმილ საქართველო-ესპანეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩზე საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დაიშვება მაყურებელთა 30%, დისტანციისა და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით. ბილეთები გაიყიდება ონლაინრეჟიმში, ხოლო ის პირები, რომლებიც მატჩზე დასასწრებ ბილეთებს შეიძენენ, 01:00 საათამდე გადაადგილების ნებართვით ისარგებლებენ, რათა მატჩის დასრულების შემდეგ, გადაადგილებაზე მოქმედი შეზღუდვის პერიოდში, შინ დაბრუნება შეძლონ. ამასთან, 28 მარტს, საფეხბურთო მატჩის გამო, 01:00 საათამდე დაშვებული იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის - მეტროსა და ავტობუსის მუშაობა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გულშემატკივარს მოუწოდებს, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა და დაიცვან ყველა შესაბამისი რეგულაცია, მათ შორის, რიგში დგომისას, რასაც შესაბამისი უწყებები გააკონტროლებენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფიფას 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის მატჩის, საქართველო-ესპანეთის, ბილეთების გაყიდვა, 24 მარტს 12:00 საათზე დაიწყება.

ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, Covid 19-ის პანდემიის გამო ქვეყანაში არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთის რეალიზაცია ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ზე მოხდება. ბილეთის ფასი 5, 10, 15 და 25 ლარია.

"ნომერი, დაბადების თარიღი, მობ. ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტა). ინფორმაციის შეყვანა უნდა მოხდეს მაქსიმალური სიზუსტით.

მითითებული პირადი ინფორმაციის საფუძველზე გაიცემა გადაადგილების საშვი, რომელიც 29 მარტის 01:00 საათამდე იმოქმედებს. ავტომობილის გამოყენების შემთხვევაში, ბილეთის ყიდვისას მომხმარებელმა უნდა მიუთითოს იმ ავტომობილის მონაცემები, რომლითაც თამაშის დღეს გადაადგილდება. მატჩის დღეს გადაადგილების საშვზე დასტურს გულშემატკივარი მითითებულ ნომერზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღებს.

გადაადგილების საშვის გამოსაყენებლად ყველა გულშემატკივარმა თან უნდა იქონიოს პირადი ნომრის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი, პირადობის მოწმობა, მართვის მოწმობა ან დაბადების მოწმობა); აკრძალულია ბილეთის მფლობელის შეცვლა; ყველა არსებული რეგულაცია ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც; ბილეთებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ TKT.ge-ს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამასთან, ფედერაციის ინფორმაციით, სტადიონის შესასვლელები 17:00 საათიდან გაიღება. სტადიონის ტერიტორიაზე შესვლამდე მოხდება ყველა გულშემატკივრის თერმოსკრინინგი.

"სტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება; სოციალური დისტანციის დასაცავად, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი; რეგულაციების შესაბამისად, არ იფუნქციონირებს კვების ობიექტები, თუმცა სტადიონის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომი იქნება სასმელი წყალი; სტადიონის შიდა ტერიტორიაზე მოხვედრა მხოლოდ ბილეთზე მითითებული შესასვლელი კარით იქნება შესაძლებელი.

საქართველოსა და ესპანეთის ეროვნული გუნდების მატჩი 28 მარტს, 20:00 საათზე, „დინამო არენაზე“ გაიმართება. სტადიონზე ყოფნის განმავლობაში მოგიწოდებთ, დაიცვათ და გაითვალისწინოთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი რეგულაცია. ასევე უცვლელი რჩება სტადიონზე ქცევის წესები, რომლებიც შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

28 მარტს თბილისის მეტრო და ავტობუსები 01:00 საათამდე იმუშავებს

ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოში ხვალ "ფაიზერის" ვაქცინა შემოვა

კიდევ ერთი ჯეკპოტი!!!! ,,5/35 -ოქროს ბურთში’’ ჯეკპოტი 211 084 ლარი გათამაშდა!