მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა
ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა

სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძე კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით სა­ჯა­როდ აიც­რა.

მი­ნის­ტრმა „ას­ტა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნა სა­ჩხე­რის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრში გა­ი­კე­თა.

რო­გორც ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის გამჭვირ­ვა­ლე ჩარ­თუ­ლო­ბა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

„გუ­შინ სა­ჩხე­რის კლი­ნი­კი­სა და მედ­პერ­სო­ნალ­თან მი­მარ­თე­ბით გა­ის­მა საყ­ვე­დუ­რი, რომ ისი­ნი უარს აცხა­დებ­დნენ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ზე. მე, რა თქმა უნდა, ვგრძნობ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას კლი­ნი­კა­ზე, რომ­ლის დი­რექ­ტო­რიც რამ­დე­ნი­მე წელი ვი­ყა­ვი და მი­მაჩ­ნია, რომ ამ კლი­ნი­კის სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს, რო­გორც თვი­თონ კლი­ნი­კას, მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა და სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში მოღ­ვა­წე­ო­ბის ტრა­დი­ცია გა­აჩ­ნია. ისი­ნი, რა თქმა უნდა, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ გრძნო­ბენ მა­ღალ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას.

მი­მაჩ­ნია, რომ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­ში სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის გამჭვირ­ვა­ლე ჩარ­თუ­ლო­ბა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, ასე­ვე ექი­მე­ბი­სა და იმ კლი­ნი­კის­თვის, სა­დაც მე ბევ­რი და­დე­ბი­თი წელი მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. ჩავ­თვა­ლე, რომ ჩემი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის აქ ჩა­ტა­რე­ბა იქ­ნე­ბო­და გარ­კვე­ულ­წი­ლად სიმ­ბო­ლუ­რიც და დიდი მო­ტი­ვის მომ­ცე­მიც, რო­გორც სა­ჩხე­რის კლი­ნი­კის მედ­პერ­სო­ნა­ლის­თვის, ასე­ვე ამ რე­გი­ო­ნის­თვის. უკუჩ­ვე­ნე­ბა რომ ყო­ფი­ლი­ყო, მე ვაქ­ცი­ნა­ცი­ას არ ჩა­ვი­ტა­რებ­დი. სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე იქნა შევ­სე­ბუ­ლი კი­თხვა­რი, რო­მელ­საც გა­ვე­ცი დე­ტა­ლუ­რად პა­სუ­ხი, ამ ეტაპ­ზე თავს კარ­გად ვგრძნობ,“ - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შემ­დეგ მი­ნის­ტრი სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს შეხ­ვდე­ბა.

ცნო­ბის­თვის, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრამ­დე კო­ვი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა სა­ჯა­როდ გა­ი­კე­თეს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­ვიდ 19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა­ცია 15 მარ­ტი­დან და­ი­წყო.

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
++++
21

თუ ვიტამინი ცე გაიკეთა ,,,,ფლაკონი აჩვენეთ 2021/06/01 ვადით როგორსაც სხვებს უკეტებთ, ისე ტყუილად ,,გაღებული მსხვერპლია,, არ დავიჯერებთ იმ ვაქცინის სიკარგეს რომლითაც მეგი ექთანი დაიღუპა

სუუ
34

არ ღირს ოცნებავ ამ შტერი მინისტრის გაპიარება, ეგ უფრო აგდებს ავტორიტეტს როგორც პარტიის ისე ვაქცინის ,გაკეთება თუ უნდოდა როცა გაიკეთა პირველმა პირებმა მათ შორის აჭარის მინისტრმა მაგანაც ვერ გაიკეთა? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა

ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა.

მინისტრმა „ასტაზენეკას“ ვაქცინა საჩხერის სამედიცინო ცენტრში გაიკეთა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის შემდეგ განაცხადა, ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო პერსონალის გამჭვირვალე ჩართულობა არის მნიშვნელოვანი.

„გუშინ საჩხერის კლინიკისა და მედპერსონალთან მიმართებით გაისმა საყვედური, რომ ისინი უარს აცხადებდნენ ვაქცინაციის პროცესზე. მე, რა თქმა უნდა, ვგრძნობ პასუხისმგებლობას კლინიკაზე, რომლის დირექტორიც რამდენიმე წელი ვიყავი და მიმაჩნია, რომ ამ კლინიკის სამედიცინო პერსონალს, როგორც თვითონ კლინიკას, მრავალწლიანი გამოცდილება და სამედიცინო სფეროში მოღვაწეობის ტრადიცია გააჩნია. ისინი, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ გრძნობენ მაღალ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას.

მიმაჩნია, რომ ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო პერსონალის გამჭვირვალე ჩართულობა არის მნიშვნელოვანი როგორც საქართველოს მოსახლეობისთვის, ასევე ექიმებისა და იმ კლინიკისთვის, სადაც მე ბევრი დადებითი წელი მაქვს გატარებული. ჩავთვალე, რომ ჩემი ვაქცინაციის აქ ჩატარება იქნებოდა გარკვეულწილად სიმბოლურიც და დიდი მოტივის მომცემიც, როგორც საჩხერის კლინიკის მედპერსონალისთვის, ასევე ამ რეგიონისთვის. უკუჩვენება რომ ყოფილიყო, მე ვაქცინაციას არ ჩავიტარებდი. სწორედ აქედან გამომდინარე იქნა შევსებული კითხვარი, რომელსაც გავეცი დეტალურად პასუხი, ამ ეტაპზე თავს კარგად ვგრძნობ,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

ვაქცინაციის შემდეგ მინისტრი სამედიცინო პერსონალს შეხვდება.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრამდე კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა საჯაროდ გაიკეთეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ.

საქართველოში კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო.

"ნაპრალიდან მარცხენა ბლოკიც დინამიკაშია... ვარაუდს, რომ უფრო მეტი მასა დაიძვრება, საფუძველი აქვს" - თეა გოდოლაძე აზომვების პირველად შედეგებს აქვეყნებს

"ჭყონდიდის ეპარქიაში ვანდალიზმის ფაქტი არ დასტურდება, ნესტმა კედლის მხატვრობა დააზიანა" - საპატრიარქო

"დამიდასტურდა ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი და ვესტუბულოპათია" - რას წერს კახა კალაძე კლინიკიდან?