საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეს უვადო პატიმრობა მიესაჯა
პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ, სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა ბრალ­დე­ბის მხა­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პი­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის მო­ქა­ლა­ქე ჰ.დ. დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან აც­ნო­ბეს, ბრალ­დე­ბულს სას­ჯე­ლის სა­ხედ უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნე­სა­ზღვრა.

„სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2020 წლის 1 ივ­ლისს, ქ.გორ­ში, ჰ.დ.-მ დ.ს.-ს, რო­მელ­საც ეძი­ნა და უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, შვი­ლე­ბის - ა.ს.-ს და ა.ს.-ს თვალ­წინ, გან­ზრახ მოკ­ვლის მიზ­ნით, და­ნით სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. მი­ღე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­დე­გად დ.ს. ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ჰ.დ. იმა­ვე დღეს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის „ბ“ და მე­სა­მე ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­სას­ტი­კით, დამ­ნა­შა­ვის­თვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

გო­რის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ჰ.დ. დამ­ნა­შა­ვედ ცნო წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა”, - ნათ­ქვა­მია უწყე­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობისთვის ბრალდებულ თურქეთის მოქალაქეს უვადო პატიმრობა მიესაჯა

გორის რაიონულმა სასამართლომ, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.დ. დამნაშავედ ცნო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, ბრალდებულს სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 1 ივლისს, ქ.გორში, ჰ.დ.-მ დ.ს.-ს, რომელსაც ეძინა და უმწეო მდგომარეობაში იმყოფებოდა, განსაკუთრებული სისასტიკით, შვილების - ა.ს.-ს და ა.ს.-ს თვალწინ, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დ.ს. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცავებმა ჰ.დ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გორის რაიონულმა სასამართლომ ჰ.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"თეო ჩხუბის დროს, დანით მოკლეს" - ვინ იყო თურქეთში მოკლული ქართველი ქალი და რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი

"სტამბოლში ქართველი ქალი მოკლეს... მასთან ერთად მცხოვრები მამაკაცი კი დაჭრეს" - რა ინფორმაციას ავრცელებს თურქული მედია

გენერალურმა პროკურატურამ სუს-ის ყოფილი თანამშრომლის მიერ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოძიება დაიწყო