გენერალურმა პროკურატურამ სუს-ის ყოფილი თანამშრომლის ივანე გულაშვილის მიერ შს მინისტრის უკვე ყოფილ მოადგილე, კახა საბანაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.
პროკურატურის ცნობით, გამოძიება 22 მარტიდან, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიმდინარეობს.
"საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2021 წლის 22 მარტს გამოძიება დაიწყო ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ტელეკომპანია "მთავარი არხის“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილმა თანამშრომლმა ივანე გულაშვილმა შესაბამისი უწყების დავალებით, პოლიტიკოს ანა დოლიძის საცხოვრებელ სახლში ფარული მიყურადებისა და მოსმენის მიზნით სათვალთვალო კამერა დაამონტაჟა.
გარდა ამისა, გულაშვილის განმარტებით, სრულიად საქართველოს მუსილმთა სამმრთველოს ყოფილ შეიხის ვაგიფ აკპეროვის პერსონალურ კომპიუტერში ვირუსული ფაილი ჩაუშვა, რითაც მისი მიყურადება განხორციელდა.
ასევე, მსჯავრდებულის თქმით, მან შესაბამისი უწყების დავალებით, „მთავარი არხის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, გიორგი რურუას ავტომობილს - "პრადოს“ GPS დაუმაგრეს, რითაც მისი გადაადგილების მარშრუტს გაიგებდნენ.
გულაშვილის განცხადებით, 2019 წლის 20 ივნისის ღამეს, შს მინისტრის მოადგილე, კახა საბანაძე მას ხმოვან შეტყობინებებს უგზავნიდა და დავალებებს აძლევდა. მისივე თქმით, საბანაძემ აქციის დარბევის ღამის კადრები პარლამენტის სარდაფიდან, სადაც სერვერი იწერდა ამოაღებინა. ამასთან, გულაშვილის განმარტებით, მას უნდა გაეთიშა პარლამენტის წინ დამონტაჟებული დიდი მონიტორი სპეციალური მოწყობილობით, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო მიკროტალღურ სხივებს გამოსცემდა. მისივე თქმით, სპეცრაზმს „მოლოტოვის კოქტეილიც“ ჰქონდა.
ეს ახლააა?????? 2019 წლის შემდეგ სად იყოოო????? თუ საბანაძეს შეუსუსტდა " კ რ ი შ ა "?????? დასცხეთ დაფდაფებს :) :)
დიდის ალბათობით ჩვენს სპეცსამსახურებში ისევე როგორც სხვა მნიშვნელოვან უწყებებში ცოთა ემისარი არ გვეყოლება მათი გამოვლენა რათქმაუნდა მნიშვნელოვანია ჩვენ გამოვიარეთ საბჭოთა კაგებეს კლანჭები მაგრამ ამ ხალხის მათი აგენტების ლუსტრაცია არ მოგვიხდენია შეგვეშინდა რომ ბევრი ოჯახი დაზარალდებოდა თუმც აუცილებელი იყო.ეხლა დაუმატეთ შიდა პარტიული ემისრები თუ ფარული ჩანაწერებით დაშანტაჟებული ადამიანები ეს ჩანაწერები ხომ ორივე მხარის ხელშია როგორც ხელისუფლების ასევე ოპოზიციისაც რომელს როგორ მოეხასიათება ისე შეუძლია მისი გამოყენება რადგან კანონი ფორმალურად გვაქვს სასაცილოდ მსუბუქი სანქციით. ეხლა წყაროს გაუთქმელობას გადავხედოთ ტერორისტი რომ აღსარებაზე მივიდეს მამაოსთან და უთხრას ხვალ ამას ვაპირებ კურთხევა მომეცი კურთხევას ვერ მიიღებს მაგრამ აღსარების გაუთქმელობამ უნდა დაიჩვას ? იგივე გადავიტანოთ დეპუტატთან ჟურნალისტთან და სხვებთან მიმართებაში წყაროს გაუთქმელობა აბა დავუკვირდეთ თუ ეს სადამდის მიგვიყვანს არ ვსაუბრობ არც ცალკე პიროვნების და არც პოლიტიკურ ინტერესზე მე ჩემი ხალხი და ქვეყანა მადარდებს და თუ ეს მოცემულობა ქვეყანას და ხალხს აზარალებს ან შეიძლება დააზარალოს ეს მაღშფოთებს