პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მაქვს ინფორმაცია, რომ ბრიუსელში ასოცირების დღის წესრიგის შეჩერებაზე დაიწყეს საუბარი" - ლევან ბოძაშვილის თქმით, თუ დანიელსონის მეორე მედიაციაც უშედეგოდ დასრულდა, ასოცირების პროცესს პრობლემა შეექმნება
"მაქვს ინფორმაცია, რომ ბრიუსელში ასოცირების დღის წესრიგის შეჩერებაზე დაიწყეს საუბარი" - ლევან ბოძაშვილის თქმით, თუ დანიელსონის მეორე მედიაციაც უშედეგოდ დასრულდა, ასოცირების პროცესს პრობლემა შეექმნება

თუ და­ნი­ელ­სო­ნის მე­ო­რე მე­დი­ა­ცი­აც უშე­დე­გოდ დას­რულ­და, თუ ოპო­ზი­ცი­ამ გა­ნაგ­რძო რა­დი­კა­ლუ­რი დღის წეს­რი­გის მი­ყო­ლა, ხოლო მმარ­თველ­მა ძა­ლამ არ გა­დად­გა შემ­ხვედ­რი ნა­ბი­ჯე­ბი, ასო­ცი­რე­ბის დღის წეს­რიგს რე­ა­ლუ­რად პრობ­ლე­მა შე­ექ­მნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე ლე­ვან ბო­ძაშ­ვი­ლი „ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან“ სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს.

ბო­ძაშ­ვი­ლის თქმით, აქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ მი­შე­ლის ვი­ზი­ტის შემ­დეგ ბრი­უ­სელ­ში საქ­მე იქამ­დეც კი მი­ვი­და, რომ ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის დღის წეს­რი­გის შე­ჩე­რე­ბა­ზეც და­ი­წყეს სა­უ­ბა­რი.

„დღის წეს­რი­გი მუ­შავ­დე­ბა და დგე­ბა ბრი­უ­სელ­ში, ევ­რო­კო­მი­სი­ა­ში და მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ფი­ნან­სურ მხარ­და­ჭე­რას ახორ­ცი­ე­ლებს ევ­რო­კო­მი­სია. შე­სა­ბა­მი­სად, დღის წეს­რი­გის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის და­ყოვ­ნე­ბა პრაქ­ტი­კუ­ლი თვალ­საზ­რი­სით ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის შე­ჩე­რე­ბაა. ეს ბუ­ნებ­რი­ვია, იქ­ნე­ბა უაღ­რე­სად მძი­მე დარ­ტყმა ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის­თვის. ამი­ტო­მაც, გარ­და სხვა ეროვ­ნუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი­სა, პო­ლი­ტი­კურ­მა ძა­ლებ­მა ყვე­ლა ღონე უნდა იხ­მა­რონ, რომ მე­დი­ა­ცია წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­დეს. წარ­მა­ტე­ბა­ში კი იგუ­ლის­ხმე­ბა შემ­დე­გი: ოპო­ზი­ცი­ურ­მა პარ­ტი­ებ­მა უარი უნდა თქვან რა­დი­კა­ლურ მო­თხოვ­ნებ­ზე, პრინ­ციპ­ზე - ან ყვე­ლა­ფე­რი ან არა­ფე­რი და მე­დი­ა­ცი­ის შე­დე­გად მი­ღე­ბუ­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ვიდ­ნენ პარ­ლა­მენ­ტში. მე­დი­ა­ცი­ი­სას, მათ ფო­კუ­სი­რე­ბა უნდა მო­ახ­დი­ნონ 2 მთა­ვარ სა­კი­თხზე - იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს რე­ფორ­მი­რე­ბა და რე­ა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მა. მხო­ლოდ ამ ორ სა­კი­თხში მათ ექ­ნე­ბათ ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის სრუ­ლი მხარ­და­ჭე­რა. და­ნარ­ჩე­ნი სა­კი­თხე­ბი, რო­გო­რიც არის რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა, სრუ­ლი­ად სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია და ამ სა­კი­თხზე გა­ჯი­უ­ტე­ბა შე­დეგს ვერ მო­ი­ტანს და ეს იქ­ნე­ბა ხე­ლოვ­ნუ­რად ასო­ცი­რე­ბის დღის წეს­რი­გის ჩაგ­დე­ბის პრო­ვო­ცი­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, რუ­სუ­ლი დღის წეს­რი­გის გა­ტა­რე­ბა.

ამა­ვე დროს, მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ, რე­ა­ლუ­რად უნდა და­ი­წყოს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მი­სა და სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მა და მო­ახ­დი­ნოს იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭო­ში წარ­მოდ­გე­ნილ ძალ­თა დე­ცენ­ტრა­ლი­ზა­ცია/გა­და­ნა­წი­ლე­ბა. ამ სა­კი­თხზე კომ­პრო­მი­სი არ იქ­ნე­ბა არც ამე­რი­კის და არც ევ­რო­პის მხრი­დან. ეს სა­კი­თხი არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი და სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი სა­კი­თხი, რომ­ლის მო­უგ­ვა­რებ­ლო­ბა აფერ­ხებს ყვე­ლა­ფერს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. ამი­ტომ ყვე­ლა პარ­ტი­ამ უნდა მო­ახ­დი­ნოს სა­კუ­თარ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ დღის წეს­რი­გი­დან დის­ტან­ცი­რე­ბა ამ სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბი­სათ­ვის“,- გა­ნა­ცხა­და ბო­ძაშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Kutaiski
21

და რა მერე ? შეჩერდეს და ჩვენც დევსვენებთ და მაგენიც რუსეთს კიდე ვერ ერევა ვერავინ და ვერც მეერევა კაი ხანს

nini
5

აბა, ბოძაშვილი. ვინც იცის, ვინაა?

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"მაქვს ინფორმაცია, რომ ბრიუსელში ასოცირების დღის წესრიგის შეჩერებაზე დაიწყეს საუბარი" - ლევან ბოძაშვილის თქმით, თუ დანიელსონის მეორე მედიაციაც უშედეგოდ დასრულდა, ასოცირების პროცესს პრობლემა შეექმნება

"მაქვს ინფორმაცია, რომ ბრიუსელში ასოცირების დღის წესრიგის შეჩერებაზე დაიწყეს საუბარი" - ლევან ბოძაშვილის თქმით, თუ დანიელსონის მეორე მედიაციაც უშედეგოდ დასრულდა, ასოცირების პროცესს პრობლემა შეექმნება

თუ დანიელსონის მეორე მედიაციაც უშედეგოდ დასრულდა, თუ ოპოზიციამ განაგრძო რადიკალური დღის წესრიგის მიყოლა, ხოლო მმართველმა ძალამ არ გადადგა შემხვედრი ნაბიჯები, ასოცირების დღის წესრიგს რეალურად პრობლემა შეექმნება, - ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ლევან ბოძაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს.

ბოძაშვილის თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ მიშელის ვიზიტის შემდეგ ბრიუსელში საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის შეჩერებაზეც დაიწყეს საუბარი.

„დღის წესრიგი მუშავდება და დგება ბრიუსელში, ევროკომისიაში და მისი განხორციელების ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებს ევროკომისია. შესაბამისად, დღის წესრიგის განხორციელების დაყოვნება პრაქტიკული თვალსაზრისით ასოცირების შეთანხმების შეჩერებაა. ეს ბუნებრივია, იქნება უაღრესად მძიმე დარტყმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესისთვის. ამიტომაც, გარდა სხვა ეროვნული პრობლემებისა, პოლიტიკურმა ძალებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რომ მედიაცია წარმატებით დასრულდეს. წარმატებაში კი იგულისხმება შემდეგი: ოპოზიციურმა პარტიებმა უარი უნდა თქვან რადიკალურ მოთხოვნებზე, პრინციპზე - ან ყველაფერი ან არაფერი და მედიაციის შედეგად მიღებული სამოქმედო გეგმის საფუძველზე შევიდნენ პარლამენტში. მედიაციისას, მათ ფოკუსირება უნდა მოახდინონ 2 მთავარ საკითხზე - იუსტიციის საბჭოს რეფორმირება და რეალური საარჩევნო რეფორმა. მხოლოდ ამ ორ საკითხში მათ ექნებათ ევროპისა და ამერიკის სრული მხარდაჭერა. დანარჩენი საკითხები, როგორიც არის რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა, სრულიად საფუძველს მოკლებულია და ამ საკითხზე გაჯიუტება შედეგს ვერ მოიტანს და ეს იქნება ხელოვნურად ასოცირების დღის წესრიგის ჩაგდების პროვოცირება და შესაბამისად, რუსული დღის წესრიგის გატარება.

ამავე დროს, მმართველმა პარტიამ, რეალურად უნდა დაიწყოს მართლმსაჯულების სისტემისა და საარჩევნო რეფორმა და მოახდინოს იუსტიციის საბჭოში წარმოდგენილ ძალთა დეცენტრალიზაცია/გადანაწილება. ამ საკითხზე კომპრომისი არ იქნება არც ამერიკის და არც ევროპის მხრიდან. ეს საკითხი არის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი საკითხი, რომლის მოუგვარებლობა აფერხებს ყველაფერს ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ყველა პარტიამ უნდა მოახდინოს საკუთარ ინდივიდუალურ დღის წესრიგიდან დისტანცირება ამ საკითხის მოგვარებისათვის“,- განაცხადა ბოძაშვილმა.

"სენატში ნაჯახივით კითხვები იყო - ხალხზე და რეალურ პრობლემებზე იფიქრეთო, რომ გეტყვიან, არ უნდა შეგრცხვეს ქართველი პოლიტიკოსი რომ ხარ?" - ელისაშვილი

"ამერიკის მთავარი გზავნილია, რომ ჩვენი პარტნიორობა გრძელდება" - როგორ ეხმაურება პრეზიდენტი ამერიკელი სენატორების განცხადებებს

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"