ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელის აცხადებს, რომ მისი პირადი წარმომადგენელი, საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება.
ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწერა.
"შევაფასე საქართველოში კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიღწეული პროგრესი. დროა საჭირო კომპრომისების მიღწევისთვის საქართველოს მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინებით. წარმომადგენელი მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება“, - წერს შარლ მიშელი.