პოლიტიკა
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა მოსალოდნელია წვიმები და მთაც უფრო სწრაფად დაეშვება... სამუშაოები დროულად უნდა დაიწყოს" - რაში ხედავენ გამოსავალს სპეციალისტები?
"ახლა მოსალოდნელია წვიმები და მთაც უფრო სწრაფად დაეშვება... სამუშაოები დროულად უნდა დაიწყოს" - რაში ხედავენ გამოსავალს სპეციალისტები?

თბი­ლის­ში, ვაშ­ლი­ჯვრის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც ახა­ლი გზის მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს, მთის ფერ­დზე და­ახ­ლო­ე­ბით 500 000 კუ­ბუ­რი მეტ­რი მი­წაა დაძ­რუ­ლი. გა­ჩე­ნი­ლი ნაპ­რა­ლი, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, იმის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია, რომ პრო­ცე­სი სწრა­ფად ვი­თარ­დე­ბა. თბი­ლი­სის მე­რი­ამ გე­ლო­ვა­ნი-მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ბე­ტო­ნის გზის მშე­ნებ­ლო­ბა 2019 წლის ზა­ფხულ­ში და­ი­წყო. პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 15 მი­ლი­ო­ნი ლა­რია. მე­რი­ას ლი­სის ტბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც არა­ერ­თი ნე­ბარ­თვა აქვს გა­ცე­მუ­ლი - მთის ქედ­ზე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და სხვა ნა­გე­ბო­ბე­ბი შენ­დე­ბა.

16 მარ­ტი­დან მე­რი­ამ ორ­მხრი­ვად ჩა­კე­ტა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუჩა. გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მი იყო, რომ ამ ქუ­ჩა­სა და მიმ­დე­ბა­რე ფერ­დებ­ზე საქ­მი­ა­ნო­ბის გამო მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი გა­აქ­ტი­ურ­და. კახა კა­ლა­ძის გა­ნა­ცხა­დე­ბით, ნაპ­რა­ლის გა­ჩე­ნის მი­ზე­ზი ჯერ უც­ნო­ბია. ვი­თა­რე­ბას გერ­მა­ნე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი შე­ის­წავ­ლი­ან, ქარ­თვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის ნა­წი­ლი კი ამ­ბობს, რომ ჯე­ბი­რი, რო­მელ­საც მე­რია ფერ­დო­ბის ქვე­მოთ აშე­ნებს, ჩა­მოშ­ლის შემ­თხვე­ვა­ში მი­წის მა­სას ვერ და­ი­ჭერს და მისი აგე­ბა ფუ­ლის უაზ­რო ხარ­ჯვა იყო. გა­მო­სა­ვა­ლი არც ფერ­დის მოჭ­რა იქ­ნე­ბა, რად­გან მე­წყერ­სა­შიშ ზო­ნა­ში ეს უფრო დიდ რისკს გა­მო­იწ­ვევს.

თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლე ირაკ­ლი ბენ­დე­ლი­ა­ნის თქმით, მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს:

"მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის გამო იგეგ­მე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის ევა­კუ­ა­ცია, არის სიც­რუე და ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პა­ნი­კის და­თეს­ვას.…შექ­მნი­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც 24-სა­ა­თი­ა­ნი რე­ჟი­მით აკ­ვირ­დე­ბა მე­წყრულ პრო­ცესს, შე­მოგ­ვი­ერ­თდე­ბი­ან გერ­მა­ნე­ლი ექ­სპერ­ტე­ბიც... და­ახ­ლო­ე­ბით ორი კვი­რის წინ, რო­დე­საც პირ­ვე­ლი ბზა­რე­ბი გაჩ­ნდა, იყო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რომ ეს არ იყო მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის სა­ხი­ფა­თო, თუმ­ცა, რო­დე­საც მე­წყრის მას­შტა­ბი ისე გა­ი­ზარ­და, რომ უკვე შე­იძ­ლე­ბო­და მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის საფრ­თხე შე­ექ­მნა, ქუჩა ჩა­ი­კე­ტა. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს კვლე­ვა-პრო­ექ­ტი­რე­ბა და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში გვექ­ნე­ბა პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი, რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბია გა­სა­ტა­რე­ბე­ლი...

ყვე­ლა ინფრას­ტრუქ­ტუ­რულ პრო­ექტს, რომ­ლებ­საც თბი­ლი­სის მე­რია ახორ­ცი­ე­ლებს, წინ უს­წრებს კვლე­ვა, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლია გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო და სამ­ხა­რა­უ­ლის ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო. დღეს ზო­გი­ერ­თი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა ავ­რცე­ლებს დო­კუ­მენტს, რო­მე­ლიც მათ თით­ქოს ექ­სკლუ­ზი­უ­რად მო­ი­პო­ვეს. სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს დო­კუ­მენ­ტი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ნა­წი­ლია და არის სა­ჯა­რო. ის შე­ე­ხე­ბა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი-გე­ლო­ვა­ნის გზის სა­მუ­შა­ო­ებს და არა - ბოლო დღე­ებ­ში გა­აქ­ტი­უ­რე­ბულ მე­წყრულ პრო­ცესს... მინ­და მო­სახ­ლე­ო­ბას ვუ­თხრა, რომ ეს მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუ­ჩის ზედა ნა­წილ­ში, ზედა ფერ­დობ­ზე, ხოლო საგ­ზაო სა­მუ­შა­ო­ე­ბი, რომ­ლებ­ზეც არის სა­უ­ბა­რი, არის მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუ­ჩის ქვე­და ნა­წილ­ში".

დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის და სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, გე­ო­ფი­ზი­კის პრო­ფე­სო­რი თეა გო­დო­ლა­ძე ამ­ბობს, რომ ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, რა სის­წრა­ფით გაღ­რმავ­დე­ბა ნაპ­რა­ლე­ბი და რო­დის შე­იძ­ლე­ბა მიწა და­იძ­რას.

- ვი­ზუ­ა­ლუ­რად ეს მასა ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ კუ­ბამ­დეა, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა მე­ტიც იყოს. არ ვი­ცით, სიღ­რმე­ში რა ხდე­ბა და რა შე­იძ­ლე­ბა დაძ­რულ მა­სას გა­მოჰ­ყვეს.

- უპირ­ვე­ლე­სად რა უნდა გა­კეთ­დეს?

- მე ჯერ სა­მუ­შა­ო­ებს გა­ვა­ჩე­რებ­დი, რად­გან ვიბ­რა­ცია, გა­ზა­ფხუ­ლის წვი­მე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­შია. ით­ქვა, 15-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი პრო­ექ­ტი რო­გორ გა­ვა­ჩე­რო­თო. ორი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლედ არ მი­ღირს შენი 15-მი­ლი­ო­ნი­ა­ნი პრო­ექ­ტი! გერ­მა­ნე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ახლა მოჰ­ყავთ?! ჩა­მო­ეყ­ვა­ნათ სექ­ტემ­ბერ­ში, როცა პრობ­ლე­მა შე­ნიშ­ნეს. ახლა აზრი არ აქვს, მთე­ლი მთა დაძ­რუ­ლია და რო­გორ უნდა გა­ა­ჩე­რო?

- რა არის გა­მო­სა­ვა­ლი?

- გა­მოც­დილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა უნდა მო­უ­ძებ­ნონ გა­მო­სა­ვა­ლი სა­ინ­ჟინ­რო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. კონ­სულ­ტან­ცია გა­ვი­ა­რე ამ დარ­გის ბევრ სპე­ცი­ა­ლის­ტთან, გე­ო­ლო­გებ­თან და ასე­თი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა ჩვენს გე­ო­ლო­გი­ას არ ახ­სოვს. მე­წყერ­სა­ში­ში ად­გი­ლი თბი­ლის­ში ძა­ლი­ან ბევ­რია და მე­რია სიფრ­თხი­ლით უნდა მო­ე­კი­დოს ასეთ ად­გი­ლებ­ში ნე­ბარ­თვის გა­ცე­მას.

რა გგო­ნი­ათ, მთაწ­მინ­და სტა­ბი­ლუ­რია? ან ვაკე და ბა­გე­ბი? მთე­ლი ვე­რეს ხე­ო­ბა პრობ­ლე­მაა! უნდა შე­მუ­შავ­დეს გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც უნდა ემ­ყა­რე­ბო­დეს სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებს, რე­კო­მენ­და­ცი­ებს, მერე კი ამას მწყობ­რად უნდა მიჰ­ყვეს სა­ხელ­მწი­ფო...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 32 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
maka
7

ნაცნობობით და თავისი ნაშობით რომ ჰყავთ სახელმწიფო სტრუქტურებში ხალხი თანამდებობებზე ათეული წლებია, ნაცებსაც და ქოცებსაც, კაი "კუშებს" რომ იღებენ ისეთ პროექტებზე, რაც რეალურად ასაკრძალია, და პროფესიონალებს რომ ყურს არ უგდებენ კი არა - არც კი ეკითხებიან არაფერს, აი ამიტომ ვართ იქ სადაც ვართ. წულუკიანი რომ ორღობის დედაკაცივით გახარიაზე ჭორაობს, წლების წინ რომ იუსტიციის სახლის ჭანჭიკები ითვალა დაუზარლად, ამ პროექტით რატომ არ დაინტერესდა, ვიცე-პრემიერი ხომ იყო? 

ნიკოლოზი
11

ეგ კლდეა ნაშალი გინდა დააწვიმე გინდა მორწყე წყალში არ იხსნება :) ერთადერთი საკუთარი სიმძიმის და გრავიტაციული ძალების მოქმედი ვექტორის მინართულებით დაიძრა ისიც იმიტომ რომ საყრდენი მოუთხარეს ეს იგივეა 200 კილოიანი კაცი ფეხის ორ თითს ეყრდნობოდეს და კიბეზე ჩასვლა ასე მოინდომოს :), მაგ მეწყრის მასა კი დაახლოებით 700 ათასი ტონაა ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ახლა მოსალოდნელია წვიმები და მთაც უფრო სწრაფად დაეშვება... სამუშაოები დროულად უნდა დაიწყოს" - რაში ხედავენ გამოსავალს სპეციალისტები?

"ახლა მოსალოდნელია წვიმები და მთაც უფრო სწრაფად დაეშვება... სამუშაოები დროულად უნდა დაიწყოს" - რაში ხედავენ გამოსავალს სპეციალისტები?

თბილისში, ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე, სადაც ახალი გზის მშენებლობა მიმდინარეობს, მთის ფერდზე დაახლოებით 500 000 კუბური მეტრი მიწაა დაძრული. გაჩენილი ნაპრალი, სპეციალისტების თქმით, იმის მანიშნებელია, რომ პროცესი სწრაფად ვითარდება. თბილისის მერიამ გელოვანი-მაჭავარიანის დამაკავშირებელი ბეტონის გზის მშენებლობა 2019 წლის ზაფხულში დაიწყო. პროექტის ღირებულება 15 მილიონი ლარია. მერიას ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეც არაერთი ნებართვა აქვს გაცემული - მთის ქედზე საცხოვრებელი და სხვა ნაგებობები შენდება.

16 მარტიდან მერიამ ორმხრივად ჩაკეტა მაჭავარიანის ქუჩა. განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ამ ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე საქმიანობის გამო მეწყრული პროცესები გააქტიურდა. კახა კალაძის განაცხადებით, ნაპრალის გაჩენის მიზეზი ჯერ უცნობია. ვითარებას გერმანელი სპეციალისტები შეისწავლიან, ქართველი სპეციალისტების ნაწილი კი ამბობს, რომ ჯებირი, რომელსაც მერია ფერდობის ქვემოთ აშენებს, ჩამოშლის შემთხვევაში მიწის მასას ვერ დაიჭერს და მისი აგება ფულის უაზრო ხარჯვა იყო. გამოსავალი არც ფერდის მოჭრა იქნება, რადგან მეწყერსაშიშ ზონაში ეს უფრო დიდ რისკს გამოიწვევს.

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანის თქმით, მეწყრული პროცესების მონიტორინგი პირველივე წუთიდან მიმდინარეობს:

"მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან მეწყრული პროცესის გააქტიურების გამო იგეგმება მოსახლეობის ევაკუაცია, არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოებაში პანიკის დათესვას.…შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც 24-საათიანი რეჟიმით აკვირდება მეწყრულ პროცესს, შემოგვიერთდებიან გერმანელი ექსპერტებიც... დაახლოებით ორი კვირის წინ, როდესაც პირველი ბზარები გაჩნდა, იყო რეკომენდაციები, რომ ეს არ იყო მოსახლეობისთვის სახიფათო, თუმცა, როდესაც მეწყრის მასშტაბი ისე გაიზარდა, რომ უკვე შეიძლებოდა მოსახლეობისთვის საფრთხე შეექმნა, ქუჩა ჩაიკეტა. ამჟამად მიმდინარეობს კვლევა-პროექტირება და უახლოეს დღეებში გვექნება პირველადი მონაცემები, რა ღონისძიებებია გასატარებელი...

ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლებსაც თბილისის მერია ახორციელებს, წინ უსწრებს კვლევა, რომელშიც ჩართულია გარემოს ეროვნული სააგენტო და სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო. დღეს ზოგიერთი მედიასაშუალება ავრცელებს დოკუმენტს, რომელიც მათ თითქოს ექსკლუზიურად მოიპოვეს. სინამდვილეში ეს დოკუმენტი ხელშეკრულების ნაწილია და არის საჯარო. ის შეეხება მაჭავარიანი-გელოვანის გზის სამუშაოებს და არა - ბოლო დღეებში გააქტიურებულ მეწყრულ პროცესს... მინდა მოსახლეობას ვუთხრა, რომ ეს მეწყრული პროცესი მიმდინარეობს მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, ზედა ფერდობზე, ხოლო საგზაო სამუშაოები, რომლებზეც არის საუბარი, არის მაჭავარიანის ქუჩის ქვედა ნაწილში".

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, გეოფიზიკის პროფესორი თეა გოდოლაძე ამბობს, რომ ძნელი სათქმელია, რა სისწრაფით გაღრმავდება ნაპრალები და როდის შეიძლება მიწა დაიძრას.

- ვიზუალურად ეს მასა ნახევარ მილიონ კუბამდეა, მაგრამ შეიძლება მეტიც იყოს. არ ვიცით, სიღრმეში რა ხდება და რა შეიძლება დაძრულ მასას გამოჰყვეს.

- უპირველესად რა უნდა გაკეთდეს?

- მე ჯერ სამუშაოებს გავაჩერებდი, რადგან ვიბრაცია, გაზაფხულის წვიმები განსაკუთრებით საშიშია. ითქვა, 15-მილიონიანი პროექტი როგორ გავაჩეროთო. ორი ადამიანის სიცოცხლედ არ მიღირს შენი 15-მილიონიანი პროექტი! გერმანელი სპეციალისტები ახლა მოჰყავთ?! ჩამოეყვანათ სექტემბერში, როცა პრობლემა შენიშნეს. ახლა აზრი არ აქვს, მთელი მთა დაძრულია და როგორ უნდა გააჩერო?

- რა არის გამოსავალი?

- გამოცდილმა ადამიანებმა უნდა მოუძებნონ გამოსავალი საინჟინრო გადაწყვეტილებას. კონსულტანცია გავიარე ამ დარგის ბევრ სპეციალისტთან, გეოლოგებთან და ასეთი მძიმე მდგომარეობა ჩვენს გეოლოგიას არ ახსოვს. მეწყერსაშიში ადგილი თბილისში ძალიან ბევრია და მერია სიფრთხილით უნდა მოეკიდოს ასეთ ადგილებში ნებართვის გაცემას.

რა გგონიათ, მთაწმინდა სტაბილურია? ან ვაკე და ბაგები? მთელი ვერეს ხეობა პრობლემაა! უნდა შემუშავდეს განაშენიანების პროგრამა, რომელიც უნდა ემყარებოდეს სამეცნიერო კვლევებს, რეკომენდაციებს, მერე კი ამას მწყობრად უნდა მიჰყვეს სახელმწიფო...წაიკითხეთ სრულად

კახა კალაძე  ებრაელ თანამოქალაქეებსა და ებრაელ ხალხს პასექის დღესასწაულს ულოცავს

თენგიზ ცერცვაძე განმარტავს, რომ ვაქცინაცია შესაძლოა იყოს საყოველთაო, მაგრამ არა სავალდებულო - "აქ გაუგებრობა არ უნდა იყოს..."

როგორია კახი კავსაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა?