მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მას კლინიკის რეამინაციულ განყოფილებაში ყველა საჭირო ღონისძიება ჩაუტარდა" - ეკატერინე ტიკარაძის თქმით, გარდაცვლილ ექთანზე დასკვნა მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი
"მას კლინიკის რეამინაციულ განყოფილებაში ყველა საჭირო ღონისძიება ჩაუტარდა" - ეკატერინე ტიკარაძის თქმით, გარდაცვლილ ექთანზე დასკვნა მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ახალ­ცი­ხე­ში 27 წლის ექთ­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­კი­თხზე რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო შუ­ა­ლე­დურ დას­კვნას მიმ­დი­ნა­რე კვი­რას გა­მო­აქ­ვეყ­ნებს.

რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, ექთა­ნი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მო­მენ­ტის­თვის იმ­ყო­ფე­ბო­და სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რო­მელ­საც ჰქონ­და რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა, სა­დაც უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყო ის სა­ჭი­რო დახ­მა­რე­ბა, რო­მე­ლიც პა­ცი­ენტს იმ მო­მენ­ტის­თვის ესა­ჭი­რო­ე­ბო­და.

„იქ ად­გილ­ზე არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ნო­მო­ბი­ლით ხდე­ბო­და სხვა პა­ცი­ენ­ტის ტრან­სპორ­ტი­რე­ბა და სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მოხ­და თბი­ლი­სი­დან და­მა­ტე­ბი­თი რე­ა­ნო­მო­ბი­ლის გაგ­ზავ­ნა ად­გილ­ზე. მე არა­ერ­თხელ აღ­ვნიშ­ნე, რომ ეს ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, რო­მელ­საც აქვს რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად, იქ მის­თვის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყო ყვე­ლა ის სა­ჭი­რო დახ­მა­რე­ბა, რო­მე­ლიც მას იმ ეტა­პის­თვის ესა­ჭი­რო­ე­ბო­და.

რო­გორც კი რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტო და­დებს შუ­ა­ლე­დურ დას­კვნას, მისი ხელ­მძღვა­ნე­ლი გა­ა­კე­თებს ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მუ­ნი­კა­ცი­ას. დას­კვნა ამ კვი­რა­ში იქ­ნე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, რე­გი­ო­ნებ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ თი­თო­ე­უ­ლი კლი­ნი­კის ხა­რის­ხი გა­უმ­ჯო­ბეს­დეს და რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს მხრი­დან მოხ­დეს უფრო მკაც­რი აღ­რი­ცხვა ყვე­ლა სა­ჭი­რო და­ნად­გა­რის, აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­სა და მედ­პერ­სო­ნა­ლის და ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აქ­ცენ­ტი გა­კეთ­დეს მედ­პერ­სო­ნა­ლის უწყვეტ სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბა­ზე და არა რე­ა­ნო­მო­ბი­ლე­ბის რა­ო­დე­ნობ­რივ ზრდა­ზე.

„ყვე­ლა რე­გი­ონ­ზე გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლია შე­სა­ბა­მი­სი რა­ო­დე­ნო­ბის რე­ა­ნო­მო­ბი­ლი. ამას­თა­ნა­ვე, ხდე­ბა მუდ­მი­ვად ანა­ლი­ტი­კა იმის შე­სა­ხებ, თუ რამ­დე­ნი პა­ცი­ენ­ტის გად­მოყ­ვა­ნა ხდე­ბა ხოლ­მე რე­გი­ო­ნი­დან და ამის მი­ხედ­ვით არის გან­სა­ზღვრუ­ლი, თუ რამ­დე­ნი რე­ა­ნო­მო­ბი­ლი სად არის გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ რე­ა­ნო­მო­ბი­ლე­ბი ძი­რი­თა­დად არი­ან მოძ­რა­ო­ბა­ში და ეს არ მი­უ­თი­თებს სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ რო­მე­ლი­მე ხარ­ვეზ­ზე და ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ ბოლო 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ მუდ­მი­ვად ვა­ახ­ლებთ და ხა­რის­ხობ­რი­ვად ვა­უმ­ჯო­ბე­სებთ, ასე­ვე, რა­ო­დე­ნობ­რი­ვა­დაც ვა­უმ­ჯო­ბე­სებთ იმ ავ­ტო­პარკს, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფოს აქვს.

ჩვენ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ არა­ერთ ქმე­დე­ბას იმის­თვის, რომ თი­თო­ე­ულ რე­გი­ონ­ში იყოს გა­ცი­ლე­ბით უფრო ძლი­ე­რი ჰოს­პი­ტა­ლუ­რი სექ­ტო­რი, რათა ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს ყო­ველ­დღი­უ­რად არ დას­ჭირ­დეთ დე­და­ქა­ლაქ­ში რე­ა­ნო­მო­ბი­ლე­ბით ტრან­სპორ­ტი­რე­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, დგას თუ არა დღის წეს­რიგ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნით აც­რის დროს ად­გილ­ზე რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გის ყოფ­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, ტი­კა­რა­ძემ გან­მარ­ტა, რომ მსოფ­ლი­ოს არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში არ დგას ამის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თვე­ლო­საც ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ ჰქონ­და.

„ჩვენ რამ­დენ­ჯერ­მე გან­ვმარ­ტეთ, რომ ის სტრა­ტე­გი­უ­ლი დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ჯგუფს აქვს შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი, წარ­დგე­ნი­ლი იყო მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში და სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტებ­თან, ასე­ვე, „კო­ვაქს“ პლატ­ფორ­მა­ზე. ეს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ტო­კო­ლი იქნა მათი მხრი­და­ნაც მო­წო­ნე­ბუ­ლი.

ეს ასე­ვე ქვე­ყა­ნას არ ავალ­დე­ბუ­ლებს მრა­ვალპრო­ფი­ლურ სტა­ცი­ო­ნა­რებ­ში გაგ­რძელ­დეს ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი, თუმ­ცა გა­მო­ნაკ­ლი­სის სა­ხით ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო საბ­ჭომ.

რაც შე­ე­ხე­ბა ახალ­ცი­ხის „იმე­დის“ კლი­ნი­კას, მას გა­აჩ­ნია ექ­ვსსა­წო­ლი­ა­ნი რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა და ეს არ გახ­ლავთ ისე­თი სტა­ცი­ო­ნა­რი, სა­დაც არ შე­იძ­ლე­ბო­და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი ყო­ფი­ლი­ყო. იქ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი კვლავ გაგ­რძელ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დეა
0

ჩვეულებრივმა სტრეპტომიცინმა 90-იანებში ისეთი რეაქცია მომცა რომ უკვე იქეთ ვიქნებოდი,რომ არა სწორი რეაგირება მისგან,ვინც გამიკეთა ინექცია.არა ვინაა დაცული ასეთი შედეგით.უვწუხვარ და ვუსამძიმრებ ოჯახს

ბეჩა
0

რეამინაცია?????????? რა ჯანდაბაა? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

"მას კლინიკის რეამინაციულ განყოფილებაში ყველა საჭირო ღონისძიება ჩაუტარდა" - ეკატერინე ტიკარაძის თქმით, გარდაცვლილ ექთანზე დასკვნა მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი

"მას კლინიკის რეამინაციულ განყოფილებაში ყველა საჭირო ღონისძიება ჩაუტარდა" - ეკატერინე ტიკარაძის თქმით, გარდაცვლილ ექთანზე დასკვნა მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ახალციხეში 27 წლის ექთნის გარდაცვალების საკითხზე რეგულირების სააგენტო შუალედურ დასკვნას მიმდინარე კვირას გამოაქვეყნებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ექთანი ვაქცინაციის მომენტისთვის იმყოფებოდა სამედიცინო დაწესებულებაში, რომელსაც ჰქონდა რეანიმაციული განყოფილება, სადაც უზრუნველყოფილი იყო ის საჭირო დახმარება, რომელიც პაციენტს იმ მომენტისთვის ესაჭიროებოდა.

„იქ ადგილზე არსებული რეანომობილით ხდებოდა სხვა პაციენტის ტრანსპორტირება და სწორედ აქედან გამომდინარე, მოხდა თბილისიდან დამატებითი რეანომობილის გაგზავნა ადგილზე. მე არაერთხელ აღვნიშნე, რომ ეს ადამიანი იმყოფებოდა დაწესებულებაში, რომელსაც აქვს რეანიმაციული განყოფილება, შესაბამისად, იქ მისთვის უზრუნველყოფილი იყო ყველა ის საჭირო დახმარება, რომელიც მას იმ ეტაპისთვის ესაჭიროებოდა.

როგორც კი რეგულირების სააგენტო დადებს შუალედურ დასკვნას, მისი ხელმძღვანელი გააკეთებს ამასთან დაკავშირებით კომუნიკაციას. დასკვნა ამ კვირაში იქნება,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე განცხადებით, რეგიონებში მნიშვნელოვანია, რომ თითოეული კლინიკის ხარისხი გაუმჯობესდეს და რეგულირების სააგენტოს მხრიდან მოხდეს უფრო მკაცრი აღრიცხვა ყველა საჭირო დანადგარის, აღჭურვილობისა და მედპერსონალის და ასევე, მნიშვნელოვანია აქცენტი გაკეთდეს მედპერსონალის უწყვეტ სამედიცინო განათლებაზე და არა რეანომობილების რაოდენობრივ ზრდაზე.

„ყველა რეგიონზე გადანაწილებულია შესაბამისი რაოდენობის რეანომობილი. ამასთანავე, ხდება მუდმივად ანალიტიკა იმის შესახებ, თუ რამდენი პაციენტის გადმოყვანა ხდება ხოლმე რეგიონიდან და ამის მიხედვით არის განსაზღვრული, თუ რამდენი რეანომობილი სად არის გადანაწილებული. ასევე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ რეანომობილები ძირითადად არიან მოძრაობაში და ეს არ მიუთითებს სისტემაში არსებულ რომელიმე ხარვეზზე და ასევე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ჩვენ მუდმივად ვაახლებთ და ხარისხობრივად ვაუმჯობესებთ, ასევე, რაოდენობრივადაც ვაუმჯობესებთ იმ ავტოპარკს, რომელიც სახელმწიფოს აქვს.

ჩვენ ვახორციელებთ არაერთ ქმედებას იმისთვის, რომ თითოეულ რეგიონში იყოს გაცილებით უფრო ძლიერი ჰოსპიტალური სექტორი, რათა ჩვენს მოქალაქეებს ყოველდღიურად არ დასჭირდეთ დედაქალაქში რეანომობილებით ტრანსპორტირება,“ - განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება კითხვას, დგას თუ არა დღის წესრიგში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის დროს ადგილზე რეანიმატოლოგის ყოფნის აუცილებლობა, ტიკარაძემ განმარტა, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ დგას ამის ვალდებულება და შესაბამისად, საქართველოსაც ეს ვალდებულება არ ჰქონდა.

„ჩვენ რამდენჯერმე განვმარტეთ, რომ ის სტრატეგიული დოკუმენტი, რომელიც ვაქცინაციასთან მიმართებაში ჯგუფს აქვს შემუშავებული, წარდგენილი იყო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში და საერთაშორისო ექსპერტებთან, ასევე, „კოვაქს“ პლატფორმაზე. ეს საქართველოს პროტოკოლი იქნა მათი მხრიდანაც მოწონებული.

ეს ასევე ქვეყანას არ ავალდებულებს მრავალპროფილურ სტაციონარებში გაგრძელდეს ვაქცინაციის პროცესი, თუმცა გამონაკლისის სახით ეს გადაწყვეტილება მიიღო საბჭომ.

რაც შეეხება ახალციხის „იმედის“ კლინიკას, მას გააჩნია ექვსსაწოლიანი რეანიმაციული განყოფილება და ეს არ გახლავთ ისეთი სტაციონარი, სადაც არ შეიძლებოდა ვაქცინაციის პროცესი ყოფილიყო. იქ ვაქცინაციის პროცესი კვლავ გაგრძელდება“, - განაცხადა ტიკარაძემ.

შარლ მიშელის თქმით, მისი წარმომადგენელი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"პოლიტიკაში იწყება ტექტონიკური ძვრები - გახარია "ოცნებას" ამომრჩეველთა სოლიდურ ნაწილს წაართმევს, მას სხვა ტიპის ქარიზმა აქვს" - პოლიტოლოგი