საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დედა თითქმის სულ საავადმყოფოშია, მე იქ არ მიშვებენ, პატარა ხარო..." - საზარელმა ავარიამ მამა იმსხვერპლა, პატარა ნიკიტა კი სიცოცხლისთვის იბრძვის
"დედა თითქმის სულ საავადმყოფოშია, მე იქ არ მიშვებენ, პატარა ხარო..." - საზარელმა ავარიამ მამა იმსხვერპლა, პატარა ნიკიტა კი სიცოცხლისთვის იბრძვის

გა­დავ­წყვი­ტე გა­გაც­ნოთ ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ანა სა­ლა­ღა­ია - პა­ტა­რა გო­გო­ნა დიდი ტკი­ვი­ლით. ის 12 წლის ხდე­ბა. არც ისე დიდი ხნის წინ ანას ცხოვ­რე­ბა არაფ­რით გან­სხვავ­დე­ბო­და თა­ნა­ტო­ლე­ბის ცხოვ­რე­ბის­გან - მამა დი­ლით სამ­სა­ხურ­ში მი­დი­ო­და, დე­დას კი შინ შვი­ლებ­თან, ანა­სა და ნი­კი­ტას­თან ერ­თად სა­ინ­ტე­რე­სოდ გაჰ­ყავ­და დრო მე­უღ­ლის დაბ­რუ­ნე­ბამ­დე...

30 იან­ვარს ამ ოჯა­ხის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა შე­იც­ვა­ლა - ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად ანას მამა გარ­და­იც­ვა­ლა, მას­თან ერ­თად მყოფ­მა ნი­კი­ტამ კი ბარ­ძა­ყის მო­ტე­ხი­ლო­ბა და ტვი­ნის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა მი­ი­ღო. ის იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში დიდ­ხანს იყო კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, ახ­ლა­ხან კი თვა­ლე­ბი გა­ა­ხი­ლა და ეს მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სა და ექი­მე­ბის­თვის დიდი სი­ხა­რუ­ლი­სა და იმე­დის მი­ზე­ზად იქცა.

ოჯა­ხის მე­გო­ბა­რი, ქალ­ბა­ტო­ნი ლელა, რო­მელ­საც თა­ვი­სი მა­ღა­ზია აქვს, ანას შე­სა­ხებ ფე­ის­ბუკპოს­ტში წერ­და:

"მე­გობ­რე­ბო, და­მი­რე­კა ანი­ჩკამ: - ლელა დე­ი­და, ვა­კე­თებ სა­მა­ჯუ­რებს და შე­გიძ­ლი­ათ გა­მი­ყი­დო­თო? ანი­ჩკა არის ნი­კი­ტას და. გო­გომ გა­და­წყვი­ტა იშ­რო­მოს და ასე ამო­უდ­გეს გვერ­დში დე­დას. მე ვუ­ერ­თდე­ბი ანას წა­მო­წყე­ბას და მისი პირ­ვე­ლი მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვარ. ვა­დი­დოთ უფა­ლი სხვა­დას­ხვა ფე­რის სა­მა­ჯუ­რე­ბით. მომ­წე­რეთ და გა­და­გი­დებთ, ან თქვე­ნი ფერი შე­უკ­ვე­თეთ და და­გიმ­ზა­დებთ".

ანა სა­ლა­ღა­ია:

- დედა თით­ქმის სულ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია, მე იქ არ მიშ­ვე­ბენ, პა­ტა­რა ხარო. სახ­ლში რომ ვი­ყა­ვი, არ ვი­ცო­დი, რა გა­მე­კე­თე­ბი­ნა. ხელ­საქ­მე ყო­ველ­თვის მომ­წონ­და, ერთ დღეს მა­მი­და­ჩემ­მა ფე­რა­დი ძა­ფე­ბი მო­მი­ტა­ნა და მე და ჩემს მა­მი­დაშ­ვილს სა­მა­ჯუ­რე­ბის ქსო­ვა გვას­წავ­ლა. ჯერ ჩემ­თვის მო­ვიქ­სო­ვე, მერე მე­გობ­რებს და­ვუ­რი­გე. ყვე­ლას მო­ე­წო­ნა, ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტე, ყვე­ლას­თვის მო­მექ­სო­ვა, გა­სამ­რჯე­ლო­თი კი დე­დას დავ­ხმა­რე­ბო­დი. რაც ლელა დე­ი­დამ პოს­ტი და­წე­რა, იმ­დე­ნი მსურ­ვე­ლი გა­მოჩ­ნდა, რომ მარ­ტო ჩემი მა­მი­დაშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბა აღარ არის საკ­მა­რი­სი და ვფიქ­რობ, მე­გობ­რე­ბიც და­ვიხ­მა­რო. უკვე ინ­სტაგ­რამ­გვერ­დსაც ვა­კე­თებ და იქი­დან ვუ­კავ­შირ­დე­ბი ყვე­ლას.

- რაზე ოც­ნე­ბობ?

- ფარ­მა­ცევ­ტი მინ­და გა­მო­ვი­დე. ისეთ წა­მალს გა­მო­ვი­გო­ნებ, რომ ყვე­ლა ავად­მყოფს და­ეხ­მა­როს. იმ დრო­ის­თვის ნი­კი­ტა უკვე კარ­გად იქ­ნე­ბა. ამი­ტომ, ამ სა­მა­ჯუ­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ჩემს წა­მალს მხო­ლოდ გა­ვა­ჩუ­ქებ.

ევ­გე­ნია სუ­მა­რო­კო­ვა-სა­ლა­ღა­ია (ანას და ნი­კი­ტას დედა):

- მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ ამე­რი­კა­ში გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. სა­ქარ­თვე­ლო­ში 10 წლის წინ ჩა­მო­ვე­დით და ამ ტრა­გე­დი­ამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში 10 ბედ­ნი­ე­რი წელი ვი­ცხოვ­რეთ. ეს 10 წელი ყვე­ლა­ზე კაშ­კა­შა იქ­ნე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ნი­კი­ტას სულ უნ­დო­და, რომ ცნო­ბი­ლი ყო­ფი­ლი­ყო და ყვე­ლას მას­ზე ელა­პა­რა­კა, მარ­თლაც მთელ­მა ქვე­ყა­ნამ გა­იც­ნო, ყვე­ლა მისი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია. დღე­ში ერთხელ მიშ­ვე­ბენ მას­თან, დი­ლით მის­თვის სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი მი­მაქვს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, დაც­ვას­თან ვტო­ვებ და რე­ა­ნი­მა­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში ააქვთ. მე­უბ­ნე­ბი­ან, ნუ წუხ­დე­ბით, არ არის სა­ჭი­რო ამ­დენ­ჯერ მოს­ვლაო. რა იცი­ან, ჩემ­თვის რამ­ხე­ლა სი­ა­მოვ­ნე­ბაა ნი­კას პა­ლა­ტის ფან­ჯრე­ბის ქვეშ გავ­ლა.

ახლა ნი­კას გა­დარ­ჩე­ნა­ზე ვზრუ­ნავთ იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კის ექი­მე­ბის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი გუნ­დი, ჩვე­ნი ოჯა­ხი და ახ­ლობ­ლე­ბი.

ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში ბევ­რჯერ შემ­ხვედ­რია გა­მოთ­ქმა "ღმერ­თს გა­მოს­თხო­ვა" და მხო­ლოდ ახლა გა­ვი­აზ­რე ამ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბა. მჯე­რა და მწამს, უფალს გა­მოვ­თხოვ ჩემს შვილს. ნი­კას ექ­ვსი ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს. ვიცი, წინ დიდი გზა გვაქვს (ჯერ - ჯან­მრთე­ლო­ბა, შემ­დეგ - ხან­გრძლი­ვი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია სა­ზღვარ­გა­რეთ), მაგ­რამ ძა­ლი­ან ბევ­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გვყავს, ყვე­ლას­გან გან­სა­კუთ­რე­ბულ თა­ნად­გო­მას ვგრძნობთ და ეს იმ­ხე­ლა ძა­ლაა, ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, რომ ყვე­ლა დაბ­რკო­ლე­ბას გა­დავ­ლა­ხავთ.

GE93BG0000000655506900GEL

მიმ­ღე­ბი: ევ­გე­ნია სუ­მა­რო­კო­ვა-სა­ლა­ღა­ია

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
nunu
0

თი ბი სი-დან არ ირიცხება

Bajaglaria
2

Ehhh adamianis daudevrobas ramdeni jojoxetis mowyoba sheulia isic sheulia rom sxvisi ugunorobit tviton gamoichinos goniereba magram amaod eseti cxovrebaaoo saqartveloshio ugunurobis gzadovo da pexi unda auwyivo ugunurobaso ugunorobito da ai es jojoxetebic imitom xdeba 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"დედა თითქმის სულ საავადმყოფოშია, მე იქ არ მიშვებენ, პატარა ხარო..." - საზარელმა ავარიამ მამა იმსხვერპლა, პატარა ნიკიტა კი სიცოცხლისთვის იბრძვის

"დედა თითქმის სულ საავადმყოფოშია, მე იქ არ მიშვებენ, პატარა ხარო..." - საზარელმა ავარიამ მამა იმსხვერპლა, პატარა ნიკიტა კი სიცოცხლისთვის იბრძვის

გადავწყვიტე გაგაცნოთ ძალიან საყვარელი ანა სალაღაია - პატარა გოგონა დიდი ტკივილით. ის 12 წლის ხდება. არც ისე დიდი ხნის წინ ანას ცხოვრება არაფრით განსხვავდებოდა თანატოლების ცხოვრებისგან - მამა დილით სამსახურში მიდიოდა, დედას კი შინ შვილებთან, ანასა და ნიკიტასთან ერთად საინტერესოდ გაჰყავდა დრო მეუღლის დაბრუნებამდე...

30 იანვარს ამ ოჯახის ყოველდღიურობა შეიცვალა - ავტოკატასტროფის შედეგად ანას მამა გარდაიცვალა, მასთან ერთად მყოფმა ნიკიტამ კი ბარძაყის მოტეხილობა და ტვინის მძიმე დაზიანება მიიღო. ის იაშვილის კლინიკაში დიდხანს იყო კომატოზურ მდგომარეობაში, ახლახან კი თვალები გაახილა და ეს მისი ოჯახის წევრებისა და ექიმებისთვის დიდი სიხარულისა და იმედის მიზეზად იქცა.

ოჯახის მეგობარი, ქალბატონი ლელა, რომელსაც თავისი მაღაზია აქვს, ანას შესახებ ფეისბუკპოსტში წერდა:

"მეგობრებო, დამირეკა ანიჩკამ: - ლელა დეიდა, ვაკეთებ სამაჯურებს და შეგიძლიათ გამიყიდოთო? ანიჩკა არის ნიკიტას და. გოგომ გადაწყვიტა იშრომოს და ასე ამოუდგეს გვერდში დედას. მე ვუერთდები ანას წამოწყებას და მისი პირველი მომხმარებელი ვარ. ვადიდოთ უფალი სხვადასხვა ფერის სამაჯურებით. მომწერეთ და გადაგიდებთ, ან თქვენი ფერი შეუკვეთეთ და დაგიმზადებთ".

ანა სალაღაია:

- დედა თითქმის სულ საავადმყოფოშია, მე იქ არ მიშვებენ, პატარა ხარო. სახლში რომ ვიყავი, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. ხელსაქმე ყოველთვის მომწონდა, ერთ დღეს მამიდაჩემმა ფერადი ძაფები მომიტანა და მე და ჩემს მამიდაშვილს სამაჯურების ქსოვა გვასწავლა. ჯერ ჩემთვის მოვიქსოვე, მერე მეგობრებს დავურიგე. ყველას მოეწონა, ამიტომაც გადავწყვიტე, ყველასთვის მომექსოვა, გასამრჯელოთი კი დედას დავხმარებოდი. რაც ლელა დეიდამ პოსტი დაწერა, იმდენი მსურველი გამოჩნდა, რომ მარტო ჩემი მამიდაშვილის დახმარება აღარ არის საკმარისი და ვფიქრობ, მეგობრებიც დავიხმარო. უკვე ინსტაგრამგვერდსაც ვაკეთებ და იქიდან ვუკავშირდები ყველას.

- რაზე ოცნებობ?

- ფარმაცევტი მინდა გამოვიდე. ისეთ წამალს გამოვიგონებ, რომ ყველა ავადმყოფს დაეხმაროს. იმ დროისთვის ნიკიტა უკვე კარგად იქნება. ამიტომ, ამ სამაჯურებისგან განსხვავებით, ჩემს წამალს მხოლოდ გავაჩუქებ.

ევგენია სუმაროკოვა-სალაღაია (ანას და ნიკიტას დედა):

- მე და ჩემმა მეუღლემ ამერიკაში გავიცანით ერთმანეთი. საქართველოში 10 წლის წინ ჩამოვედით და ამ ტრაგედიამდე საქართველოში 10 ბედნიერი წელი ვიცხოვრეთ. ეს 10 წელი ყველაზე კაშკაშა იქნება ჩემს ცხოვრებაში. ნიკიტას სულ უნდოდა, რომ ცნობილი ყოფილიყო და ყველას მასზე ელაპარაკა, მართლაც მთელმა ქვეყანამ გაიცნო, ყველა მისი გულშემატკივარია. დღეში ერთხელ მიშვებენ მასთან, დილით მისთვის საჭირო ნივთები მიმაქვს საავადმყოფოში, დაცვასთან ვტოვებ და რეანიმაციის განყოფილებაში ააქვთ. მეუბნებიან, ნუ წუხდებით, არ არის საჭირო ამდენჯერ მოსვლაო. რა იციან, ჩემთვის რამხელა სიამოვნებაა ნიკას პალატის ფანჯრების ქვეშ გავლა.

ახლა ნიკას გადარჩენაზე ვზრუნავთ იაშვილის კლინიკის ექიმების არაჩვეულებრივი გუნდი, ჩვენი ოჯახი და ახლობლები.

ლიტერატურაში ბევრჯერ შემხვედრია გამოთქმა "ღმერთს გამოსთხოვა" და მხოლოდ ახლა გავიაზრე ამ სიტყვის მნიშვნელობა. მჯერა და მწამს, უფალს გამოვთხოვ ჩემს შვილს. ნიკას ექვსი ოპერაცია გაუკეთეს. ვიცი, წინ დიდი გზა გვაქვს (ჯერ - ჯანმრთელობა, შემდეგ - ხანგრძლივი რეაბილიტაცია საზღვარგარეთ), მაგრამ ძალიან ბევრი გულშემატკივარი გვყავს, ყველასგან განსაკუთრებულ თანადგომას ვგრძნობთ და ეს იმხელა ძალაა, ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველა დაბრკოლებას გადავლახავთ.

GE93BG0000000655506900GEL

მიმღები: ევგენია სუმაროკოვა-სალაღაია