კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნახევარფაბრიკატები მხოლოდ –18C-ზე ინახება სათანადოდ – ტექნოლოგის რჩევები გაყინული პროდუქტის შენახვასა და მომზადებაზე
ნახევარფაბრიკატები მხოლოდ –18C-ზე ინახება სათანადოდ – ტექნოლოგის რჩევები გაყინული პროდუქტის შენახვასა და მომზადებაზე

სწრა­ფი, მარ­ტი­ვი, გემ­რი­ე­ლი – ეს ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბია, რო­მე­ლიც თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბის სტილ­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან ად­გილს იკა­ვებს. გა­დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი, უამ­რა­ვი თავ­სა­ტე­ხი და გა­მოწ­ვე­ვა, ცოტა დრო და ბევ­რი საქ­მე – სწო­რედ ასე­თია თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა და ამა­ნაც გა­ნა­პი­რო­ბა ად­ვი­ლად მო­სამ­ზა­დე­ბელ ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტებ­ზე ძა­ლი­ან დიდი მო­თხოვ­ნა.

თუმ­ცა სა­ინ­ტე­რე­სოა ერთი ფაქ­ტიც – ნა­ხევ­რად მზა პრო­დუქ­ცი­ის შექ­მნა და რე­ა­ლი­ზა­ცია მე–20 სა­უ­კუ­ნე­ში არ და­წყე­ბუ­ლა. მექ­სი­კა­ში, ჯერ კი­დევ აცტე­კე­ბის ტო­მე­ბი ამ­ზა­დებ­დნენ მზა პრო­დუქ­ცი­ას, რო­მე­ლიც გა­და­ად­გი­ლე­ბის დროს მიჰ­ქონ­დათ და მირ­თმე­ვამ­დე მხო­ლოდ წყლის და­მა­ტე­ბა იყო სა­ჭი­რო.

ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბის დამ­ზა­დე­ბის ტექ­ნო­ლო­გია გან­სა­კუთ­რე­ბით გან­ვი­თარ­და და და­იხ­ვე­წა გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბის ერთ-ერთი მსხვი­ლი მწარ­მო­ე­ბე­ლი „ნი­კო­რას“ შვი­ლო­ბი­ლი ბრენ­დი „მზა­რე­უ­ლია“. ამ პრო­დუქ­ტე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ტუ­ა­ლო­ბი­სა და პო­პუ­ლა­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­ნახ­ვი­სა და მომ­ზა­დე­ბის შე­სა­ხებ რჩე­ვე­ბის­თვის „ნი­კო­რას“ მთა­ვარ ტექ­ნო­ლოგს ნანა პერ­ტე­ნა­ვას მივ­მარ­თეთ.

• გა­ყი­ნუ­ლი ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბი მა­ღა­ზი­ი­დან სახ­ლამ­დე მი­ტა­ნის პე­რი­ოდ­ში არ უნდა გად­ნეს და დარ­ბილ­დეს. ზა­ფხულ­ში ტან­სპორ­ტი­რე­ბის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რი დრო ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თია, ზამ­თარ­ში კი – 2 სა­ა­თი.

• ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად –18C-ზე უნდა ინა­ხე­ბო­დეს. პრო­დუქ­ცია შე­იძ­ლე­ბა გა­ყი­ნუ­ლი მო­გეჩ­ვე­ნოთ –5C ან –15C–ზეც, მაგ­რამ ასე მისი შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი დარ­ღვე­უ­ლი იქ­ნე­ბა და პრო­დუქ­ცი­ის შე­ნახ­ვის ვადა საგ­რძნობ­ლად შემ­ცირ­დე­ბა. ამი­ტომ აკონ­ტრო­ლეთ, რომ სა­ყი­ნუ­ლე­ში ტემ­პე­რა­ტუ­რა –18C-ზე ნაკ­ლე­ბი არ იყოს.

• გა­ყი­ნულ ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტებს მომ­ზა­დე­ბამ­დე გად­ნო­ბა არ სჭირ­დე­ბა. თუ მას უმა­ცივ­როდ გა­ა­ჩე­რებთ, დარ­ბილ­დე­ბა და ერ­თმა­ნეთს მი­ე­წე­ბე­ბა. მი­წე­ბე­ბუ­ლი კი შეწ­ვის ან მო­ხარ­შვის დროს და­ი­ხე­ვა.

• ნა­ხე­ვარ­ფაბ­რი­კა­ტე­ბის შეწ­ვის ან მო­ხარ­შვი­სას უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოთ, რომ გა­ყი­ნულ პრო­დუქტს მომ­ზა­დე­ბის­თვის 2–3 წუ­თით უფრო მეტი დრო სჭირ­დე­ბა, ვიდ­რე გა­უ­ყი­ნავს.

• ადუ­ღე­ბულ წყალ­ში გა­ყი­ნუ­ლი ნა­ხე­ვარ­ფა­რი­კა­ტე­ბის ჩაყ­რის შემ­დეგ წყლის ტემ­პე­რა­ტუ­რა საგ­რძნობ­ლად ეცე­მა. ამი­ტომ ცე­ცხლს უნდა ავუ­წი­ოთ, რომ წყა­ლი ხე­ლახ­ლა სწრა­ფად წა­მო­დუღ­დეს. ამის შემ­დეგ ჩა­უ­წი­ეთ ცე­ცხლს და ადუ­ღეთ პრო­დუქ­ტი სა­შუ­ა­ლო ცე­ცხლზე იმ­დე­ნი წუთი, რამ­დე­ნიც მისი მომ­ზა­დე­ბის ინ­სტრუქ­ცი­ა­შია მი­თი­თე­ბუ­ლი.

• გა­ყი­ნუ­ლი ხორ­ცი­ა­ნი ბლი­ნი უნდა მო­ა­თავ­სოთ გა­ცხე­ლე­ბულ ცხი­მი­ან ტა­ფა­ზე და შეწ­ვათ ორი­ვე მხრი­დან სა­შუ­ა­ლო ცე­ცხლზე 2-3 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. თავ­ზე და­ფა­რე­ბა სა­ჭი­რო არაა. ის თერ­მუ­ლად და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ხორ­ცის­გა­ნაა დამ­ზა­დე­ბუ­ლი და ტა­ფა­ზე მო­სამ­ზა­დებ­ლად დიდი დროც არ სჭირ­დე­ბა. შე­ცხე­ლე­ბა და მობ­რაწ­ვა საკ­მა­რი­სია.

• გა­ყი­ნუ­ლი კოტ­ლე­ტი უნდა მო­ა­თავ­სოთ გა­ცხე­ლე­ბულ ცხი­მი­ან ტა­ფა­ზე და შეწ­ვათ 7–10 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ბალ ცე­ცხლზე თავ­და­ხუ­რულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში. თავ­სა­ხუ­რის და­ფა­რე­ბა სა­ჭი­როა, რომ სით­ბომ შიგ­ნით შე­აღ­წი­ოს და ცივი არ დარ­ჩეს.

• გა­ყი­ნუ­ლი ხინ­კა­ლი უნდა ჩა­ყა­როთ ადუ­ღე­ბულ მა­რი­ლი­ან წყალ­ში, სა­სურ­ვე­ლია ხინ­კლის კუჭი ქვე­მოთ იყოს მი­მარ­თუ­ლი, რაც პრო­დუქტს ჩაშ­ლის­გან და­ი­ცავს. ხარ­შეთ ადუ­ღე­ბი­დან 7–10 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. თუ დიდი ზო­მის ხინ­კა­ლია შე­იძ­ლე­ბა 11 წუ­თიც დას­ჭირ­დეს. ხინ­კა­ლი თავ­ღია ქვაბ­ში უნდა მო­ი­ხარ­შოს.

• პელ­მე­ნი და ვა­რე­ნი­კიც ადუ­ღე­ბულ მა­რი­ლი­ან წყალ­ში უნდა მო­ა­თავ­სოთ. პელ­მენს ადუ­ღე­ბი­დან 7–8 წუთი სჭირ­დე­ბა მო­სამ­ზა­დებ­ლად, ვა­რე­ნიკს კი 6–7 წუთი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

ნახევარფაბრიკატები მხოლოდ –18C-ზე ინახება სათანადოდ – ტექნოლოგის რჩევები გაყინული პროდუქტის შენახვასა და მომზადებაზე

ნახევარფაბრიკატები მხოლოდ –18C-ზე ინახება სათანადოდ – ტექნოლოგის რჩევები გაყინული პროდუქტის შენახვასა და მომზადებაზე

სწრაფი, მარტივი, გემრიელი – ეს ნახევარფაბრიკატებია, რომელიც თანამედროვე ცხოვრების სტილში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. გადატვირთული სამუშაო გრაფიკი, უამრავი თავსატეხი და გამოწვევა, ცოტა დრო და ბევრი საქმე – სწორედ ასეთია თანამედროვე ადამიანის ცხოვრება და ამანაც განაპირობა ადვილად მოსამზადებელ ნახევარფაბრიკატებზე ძალიან დიდი მოთხოვნა.

თუმცა საინტერესოა ერთი ფაქტიც – ნახევრად მზა პროდუქციის შექმნა და რეალიზაცია მე–20 საუკუნეში არ დაწყებულა. მექსიკაში, ჯერ კიდევ აცტეკების ტომები ამზადებდნენ მზა პროდუქციას, რომელიც გადაადგილების დროს მიჰქონდათ და მირთმევამდე მხოლოდ წყლის დამატება იყო საჭირო.

ნახევარფაბრიკატების დამზადების ტექნოლოგია განსაკუთრებით განვითარდა და დაიხვეწა გასულ საუკუნეში. საქართველოში ნახევარფაბრიკატების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი „ნიკორას“ შვილობილი ბრენდი „მზარეულია“. ამ პროდუქტების განსაკუთრებული აქტუალობისა და პოპულარობიდან გამომდინარე, შენახვისა და მომზადების შესახებ რჩევებისთვის „ნიკორას“ მთავარ ტექნოლოგს ნანა პერტენავას მივმართეთ.

• გაყინული ნახევარფაბრიკატები მაღაზიიდან სახლამდე მიტანის პერიოდში არ უნდა გადნეს და დარბილდეს. ზაფხულში ტანსპორტირებისთვის მაქსიმალური დრო ნახევარი საათია, ზამთარში კი – 2 საათი.

• ნახევარფაბრიკატები აუცილებლად –18C-ზე უნდა ინახებოდეს. პროდუქცია შეიძლება გაყინული მოგეჩვენოთ –5C ან –15C–ზეც, მაგრამ ასე მისი შენახვის პირობები დარღვეული იქნება და პროდუქციის შენახვის ვადა საგრძნობლად შემცირდება. ამიტომ აკონტროლეთ, რომ საყინულეში ტემპერატურა –18C-ზე ნაკლები არ იყოს.

• გაყინულ ნახევარფაბრიკატებს მომზადებამდე გადნობა არ სჭირდება. თუ მას უმაცივროდ გააჩერებთ, დარბილდება და ერთმანეთს მიეწებება. მიწებებული კი შეწვის ან მოხარშვის დროს დაიხევა.

• ნახევარფაბრიკატების შეწვის ან მოხარშვისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ გაყინულ პროდუქტს მომზადებისთვის 2–3 წუთით უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე გაუყინავს.

• ადუღებულ წყალში გაყინული ნახევარფარიკატების ჩაყრის შემდეგ წყლის ტემპერატურა საგრძნობლად ეცემა. ამიტომ ცეცხლს უნდა ავუწიოთ, რომ წყალი ხელახლა სწრაფად წამოდუღდეს. ამის შემდეგ ჩაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ პროდუქტი საშუალო ცეცხლზე იმდენი წუთი, რამდენიც მისი მომზადების ინსტრუქციაშია მითითებული.

• გაყინული ხორციანი ბლინი უნდა მოათავსოთ გაცხელებულ ცხიმიან ტაფაზე და შეწვათ ორივე მხრიდან საშუალო ცეცხლზე 2-3 წუთის განმავლობაში. თავზე დაფარება საჭირო არაა. ის თერმულად დამუშავებული ხორცისგანაა დამზადებული და ტაფაზე მოსამზადებლად დიდი დროც არ სჭირდება. შეცხელება და მობრაწვა საკმარისია.

• გაყინული კოტლეტი უნდა მოათავსოთ გაცხელებულ ცხიმიან ტაფაზე და შეწვათ 7–10 წუთის განმავლობაში დაბალ ცეცხლზე თავდახურულ მდგომარეობაში. თავსახურის დაფარება საჭიროა, რომ სითბომ შიგნით შეაღწიოს და ცივი არ დარჩეს.

• გაყინული ხინკალი უნდა ჩაყაროთ ადუღებულ მარილიან წყალში, სასურველია ხინკლის კუჭი ქვემოთ იყოს მიმართული, რაც პროდუქტს ჩაშლისგან დაიცავს. ხარშეთ ადუღებიდან 7–10 წუთის განმავლობაში. თუ დიდი ზომის ხინკალია შეიძლება 11 წუთიც დასჭირდეს. ხინკალი თავღია ქვაბში უნდა მოიხარშოს.

• პელმენი და ვარენიკიც ადუღებულ მარილიან წყალში უნდა მოათავსოთ. პელმენს ადუღებიდან 7–8 წუთი სჭირდება მოსამზადებლად, ვარენიკს კი 6–7 წუთი.

როდის არ არის სასურველი გლანდების ამოკვეთა – ოტო-რინო-ლარინგოლოგი ბერდია ბერიძე

„კოლორ ჯგუფის“ სააღდგომო შეთავაზება და საჩუქარი პასკის მწარმოებლებს შესაფუთი მასალის შეძენისას

„ფარმადეპოს სოციალური პასუხისმგებლობის პროექტს „მედიკამენტები სიმბოლურ ფასად- 1 ლარად“ ყველაზე ხშირად გამოყენებადი ანტიბიოტიკი - ცეფტრიაქსონი დაემატა!