საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
7 კითხვა, რომელიც კოვიდის აცრამდე კითხვარს უნდა დაემატოს და ვის ეხება პროთრომბოზული რისკები - ნანა გეგეჭკორისა და ზურაბ გურულის რეკომენდაციები
7 კითხვა, რომელიც კოვიდის აცრამდე კითხვარს უნდა დაემატოს და ვის ეხება პროთრომბოზული რისკები - ნანა გეგეჭკორისა და ზურაბ გურულის რეკომენდაციები

უცხო­ეთ­ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბი, ზუ­რაბ გუ­რუ­ლი და ნანა გე­გეჭ­კო­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ერ­თობ­ლი­ვად შე­მუ­შე­ვე­ბულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს აქ­ვეყ­ნე­ბენ.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცეს­თან ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ, ნანა გე­გეჭ­კორ­მა და ზუ­რაბ გუ­რულ­მა, გა­დავ­წყვი­ტეთ სა­ჯა­როდ გა­მოგ­ვე­ხა­ტა ჩვე­ნი აზრი და შე­მოგ­ვე­თა­ვა­ზე­ბი­ნა სპე­ცი­ა­ლუ­რი რჩე­ვა-რე­კო­მენ­და­ცია.მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მე­დი­ცი­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რი­ა­ში არა­ერ­თი ფაქ­ტია ცნო­ბი­ლი, რო­დე­საც ტრა­გი­კულ­მა შემ­თხვე­ვი­თო­ბამ და მის­გან გა­მო­ტა­ნილ­მა სწორ­მა ანა­ლიზ­მა უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იხ­სნა.

ასე­თი იყო მა­გა­ლი­თად 2001 წელს, მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ კლი­ნი­კა­ში, ჯონ ჰო­პ­კინ­სის ჰოს­პი­ტალ­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნალს შო­რის არას­რულ­ყო­ფი­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გამო, წლი­ნა­ხევ­რის პა­ტა­რა, ჯოზი კინ­გი და­ი­ღუ­პა. ამ შემ­თხვე­ვამ არა­ერ­თი სპე­ცი­ა­ლუ­რი პრო­ტო­კო­ლი­სა და გზამ­კვლე­ვის გან­ვი­თა­რე­ბას მის­ცა და­სა­ბა­მი, რა­მაც ამე­რი­კუ­ლი კლი­ნი­კე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა არ­სე­ბი­თად შეც­ვა­ლა.

ასე ვი­თარ­დე­ბა მსოფ­ლიო მე­დი­ცი­ნა და ასე მოქ­მე­დე­ბენ ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი.სა­ქარ­თვე­ლო და ქარ­თუ­ლი მე­დი­ცი­ნა ამ­ჟა­მად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე დგას. კო­რო­ნა-პან­დე­მი­ამ არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე იმ­სხვერ­პლა და კი­დევ იმ­სხვერ­პლებს. მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ქვეყ­ნე­ბის უნი­ვერ­სა­ლუ­რი შე­თან­ხე­ბი­თა და უპი­რო­ბო კონ­სენ­სუ­სით, ვაქ­ცი­ნა­ცია არის მიჩ­ნე­უ­ლი პან­დე­მი­ის და­მარ­ცხე­ბი­სა და დარ­ღვე­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი ბა­ლან­სის აღ­სად­გენ უმ­თავ­რეს ია­რა­ღად.

ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი მრა­ვა­ლი ობი­ექ­ტუ­რი თუ სუ­ბი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზის გამო, სა­ქარ­თვე­ლო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბით და­ი­წყო. ამ პრო­ცე­სის და­ყოვ­ნე­ბას, არას­რულ­ყო­ფი­ლად წარ­მარ­თვას და ჩაშ­ლას უზარ­მა­ზა­რი უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია ქვეყ­ნი­სათ­ვის, რაც არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს, ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და სო­ცი­ა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბას შე­ი­წი­რავს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ­ჟა­მად შე­მო­ტა­ნილ "ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნას უკავ­ში­რე­ბენ თრომ­ბო­ზე­ბის გარ­კვე­ულ რისკს; მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ობი­ექ­ტუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, ჯერ­ჯე­რო­ბით ეს ვერ დამ­ტკიც­და, რაც ევ­რო­პის წამ­ლე­ბის სა­ა­გენ­ტომ ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ა­დას­ტუ­რა.

შე­სა­ბა­მი­სად, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი გა­ნახ­ლდა ევ­რო­პის წამ­ყვან ქვეყ­ნებ­ში. ქარ­თულ მე­დი­ა­ში უკვე გაჟ­ღერ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ხდარ ტრა­გი­კულ შემ­თხვე­ვას გარ­კვე­უ­ლი კავ­ში­რი ჰქონ­და თრომ­ბო­ზულ გარ­თუ­ლე­ბას­თან, რაც თა­ვის­თა­ვად იძ­ლე­ვა მით­ქმა-მოთ­ქმი­სა და ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მი­მართ ში­შის სა­ფუძ­ველს.

ამ შემ­თხვე­ვის ობი­ექ­ტურ, გამჭვირ­ვა­ლე გა­მო­ძი­ე­ბას უდი­დე­სი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს და ექ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სათ­ვის, რად­გან სწო­რად გა­კე­თე­ბუ­ლი ექ­სპერტ-ანა­ლი­ზი და დას­კვნე­ბი პო­ტენ­ცი­უ­რად არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას იხ­სნის.მა­ნამ კი, სა­ნამ სა­ბო­ლოო დას­კვნა და­ი­დე­ბა, არ­სე­ბუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თა და გა­ა­ნა­ლი­ზე­ბით ჩვენ ვთვლით, რომ პრე­ვაქ­ცი­ნა­ცი­ურ სკრი­ნინგს უნდა და­ე­მა­ტოს რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­კი­თხვა, რაც შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვცემს წი­ნას­წარ გა­მოვ­ყოთ მა­ღა­ლი პროთ­რომ­ბო­ზუ­ლი რის­კე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი და მათი ვაქ­ცი­ნა­ცია ამ რის­კე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და­ი­გეგ­მოს.

ცხა­დია, პროთ­რომ­ბო­ზუ­ლი რისკ-ფაქ­ტო­რე­ბის არ­სე­ბო­ბა არ ნიშ­ნავს, რომ ადა­მი­ან­თა ამ ჯგუ­ფის აცრა არ შე­იძ­ლე­ბა. უფრო პი­რი­ქით, ვი­ნა­ი­დან თა­ვად კო­რო­ნა-ვირუ­სი ატა­რებს თრომ­ბო­ზე­ბის ძა­ლი­ან მა­ღალ რისკს და მისი პრე­ვენ­ცია გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პა­ცი­ენ­ტთა აღ­ნიშ­ნულ სპექტრში. ასეთ შემ­თხვე­ვებ­ში რის­კე­ბის წი­ნას­წარ ცოდ­ნა და გათ­ვლა მათ ადექ­ვა­ტურ მარ­თვა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, მსგავ­სი რისკ-ფაქ­ტო­რე­ბი პო­პუ­ლა­ცი­ის მხო­ლოდ ძა­ლი­ან მცი­რე ნა­წილს აღე­ნიშ­ნე­ბა და მათ­ზე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მორ­გე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი დაგ­ვი­ცავს თუნ­დაც უკი­დუ­რე­სად იშ­ვი­ა­თი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის­გან.პროთ­რომ­ბო­ზუ­ლი რის­კე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს სის­ხლის შე­დე­დე­ბის ფაქ­ტო­რებ­ში არ­სე­ბუ­ლი მუ­ტა­ცი­ე­ბის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბულ პა­თო­ლო­გი­ებს, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც ადა­მი­ან­მა შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ მა­შინ შე­ი­ტყოს, როცა პირ­ვე­ლი თრომ­ბო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბა მოხ­დე­ბა.

მათი ამოც­ნო­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა, ანამ­ნე­ზი­დან ამოკ­რე­ფი­ლი დე­ტა­ლე­ბით დრო­უ­ლად ეჭ­ვის მი­ტა­ნა და შე­საძ­ლო გარ­თუ­ლე­ბე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა სრუ­ლი­ად რე­ა­ლუ­რია.

მა­ღა­ლი პროთ­რომ­ბო­ზუ­ლი რის­კე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან:

  • ან­ტი­ფოს­პო­ლი­პი­დუ­რი სინ­დრო­მი
  • შე­დე­დე­ბის მე­ხუ­თე ფაქ­ტო­რის (ლე­ი­დე­ნის) მუ­ტა­ცია
  • "C“ პრო­ტე­ი­ნის დე­ფი­ცი­ტი
  • "S“ პრო­ტე­ი­ნის დე­ფი­ცი­ტი
  • ან­ტით­რომ­ბი­ნის დე­ფი­ცი­ტი
  • ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე­ე­ბი
  • ჩა­ნაც­ვლე­ბი­თი ჰორ­მო­ნუ­ლი თე­რა­პია
  • ჩა­სახ­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი
  • იმო­ბი­ლი­ზა­ცია

ცხა­დია, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის წინ ყვე­ლა ამ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა სა­ჭი­რო არ არის. სა­მა­გი­ე­როდ, შე­საძ­ლე­ბე­ლია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის პრო­ცე­სი­სათ­ვის შექ­მნილ კი­თხვარს და­ე­მა­ტოს რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­კი­თხვა, რაც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა შე­საძ­ლო თრომ­ბო­ზუ­ლი გარ­თუ­ლე­ბის რის­კე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნას­წარ გა­მოც­ნო­ბა­ში და შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა­ში.

ჩვე­ნი აზ­რით, პრე­ვაქ­ცი­ნა­ცი­ურ სკრი­ნინგს უნდა და­ე­მა­ტოს შემ­დე­გი კი­თხვე­ბი:

  1. ხომ არ გაქვთ ვე­ნუ­რი და არ­ტე­რი­უ­ლი თრომ­ბო­ზე­ბის პერ­სო­ნა­ლუ­რი ის­ტო­რია?
  2. ქა­ლებ­ში - ხომ არ გქონ­დათ წარ­სულ­ში სპო­ნა­ტა­ნუ­რი აბორ­ტის ის­ტო­რია? (სპონ­ტა­ნუ­რი აბორ­ტე­ბი ხში­რად მი­უ­თი­თებს ჰი­პერ­კო­ა­გუ­ლა­ცი­უ­რი რის­კე­ბის მა­ღალ ალ­ბა­თო­ბა­ზე)
  3. ქა­ლებ­ში - ხომ არ იტა­რებთ ჩა­სახ­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჰორ­მო­ნულ თე­რა­პი­ას ?
  4. ხომ არ იტა­რებთ ჩა­ნაც­ვლე­ბით ჰორ­მო­ნულ თე­რა­პი­ას (იგუ­ლის­ხმე­ბა ნა­ად­რე­ვი მე­ნო­პა­უ­ზი­სას გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ჰორ­მო­ნუ­ლი თე­რა­პია)?
  5. ხომ არ გაქვთ დად­გე­ნი­ლი ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე და იტა­რებთ თუ არა ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას ამ­ჟა­მად? (წარ­სულ­ში მსგავ­სი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად რე­მი­სი­ა­შია, რისკ-ფაქ­ტორს არ წარ­მო­ად­გენს).
  6. უახ­ლო­ე­სი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ხომ არ იყა­ვით იმო­ბი­ლი­ზი­რე­ბუ­ლი რა­ი­მე მი­ზე­ზით? (ტრავ­მა, ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა, ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია)
  7. ხომ არ გაქვთ სის­ხლის უკვე ცნო­ბი­ლი თან­და­ყო­ლი­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბი? (ან­ტი­ფოს­ფო­ლი­პი­დუ­რი სინ­დრო­მი, ლე­ი­დე­ნის შე­დე­დე­ბის მე­ხუ­თე ფაქ­ტო­რის მუ­ტა­ცია, "C“ პრო­ტე­ი­ნის დე­ფი­ცი­ტი, "S“ პრო­ტე­ი­ნის დე­ფი­ცი­ტი, ან­ტით­რომ­ბი­ნის დე­ფი­ცი­ტი).

ამ შე­კი­თხვებ­ზე და­დე­ბი­თი პა­სუ­ხე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ასაც­რე­ლი პირი შე­იძ­ლე­ბა (და უნდა) და­მა­ტე­ბით გა­მო­ი­კი­თხოს თრომ­ბო­ზუ­ლი რის­კე­ბის შემ­ცვე­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბის კლი­ნი­კურ გა­მოვ­ლი­ნე­ბებ­ზე და მხო­ლოდ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მორ­გე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფრ­თხი­ლის დაც­ვით და­ი­გეგ­მოს მათი ვაქ­ცი­ნა­ცია.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბრავისიმოო
59

ორი სულ გაყიდული ექიმი..

რატომ?
11

რატომ არ აცრა ისრაელმა მოსახლეობა იაფიანი ასტრა ზენეკას ვაქცინით და რატომ გადაიხადა ორმაგი ფაიზერის ვაქცინაში? ისრაელს ერთი მოქალაქის "ორმაგი" აცრა დაუჯდა 47 $.რატომ ითვლება ყველაზე წარმტებულ ქვეყნად ვაქცინაციის პროგრამაში? ფაიზერი ეფექტურია კოვიდის ბრიტანული ვარიანტის დროსაც,რომელიც პირველ ადგილზეა მსოფლიოში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

7 კითხვა, რომელიც კოვიდის აცრამდე კითხვარს უნდა დაემატოს და ვის ეხება პროთრომბოზული რისკები - ნანა გეგეჭკორისა და ზურაბ გურულის რეკომენდაციები

7 კითხვა, რომელიც კოვიდის აცრამდე კითხვარს უნდა დაემატოს და ვის ეხება პროთრომბოზული რისკები - ნანა გეგეჭკორისა და ზურაბ გურულის რეკომენდაციები

უცხოეთში მომუშავე ქართველი ექიმები, ზურაბ გურული და ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ვაქცინაციასთან დაკავშირებით ერთობლივად შემუშევებულ რეკომენდაციებს აქვეყნებენ.

"საქართველოში ვაქცინაციის პროცესთან ამჟამად მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჩვენ, ნანა გეგეჭკორმა და ზურაბ გურულმა, გადავწყვიტეთ საჯაროდ გამოგვეხატა ჩვენი აზრი და შემოგვეთავაზებინა სპეციალური რჩევა-რეკომენდაცია.მოგეხსენებათ, მედიცინის განვითარების ისტორიაში არაერთი ფაქტია ცნობილი, როდესაც ტრაგიკულმა შემთხვევითობამ და მისგან გამოტანილმა სწორმა ანალიზმა უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა.

ასეთი იყო მაგალითად 2001 წელს, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კლინიკაში, ჯონ ჰოპკინსის ჰოსპიტალში მომხდარი შემთხვევა, როდესაც სამედიცინო პერსონალს შორის არასრულყოფილი კომუნიკაციის გამო, წლინახევრის პატარა, ჯოზი კინგი დაიღუპა. ამ შემთხვევამ არაერთი სპეციალური პროტოკოლისა და გზამკვლევის განვითარებას მისცა დასაბამი, რამაც ამერიკული კლინიკების უსაფრთხოების სისტემა არსებითად შეცვალა.

ასე ვითარდება მსოფლიო მედიცინა და ასე მოქმედებენ ცივილიზებული ქვეყნების პროფესიონალები.საქართველო და ქართული მედიცინა ამჟამად მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე დგას. კორონა-პანდემიამ არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და კიდევ იმსხვერპლებს. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების უნივერსალური შეთანხებითა და უპირობო კონსენსუსით, ვაქცინაცია არის მიჩნეული პანდემიის დამარცხებისა და დარღვეული სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური ბალანსის აღსადგენ უმთავრეს იარაღად.

ვაქცინაციის პროცესი მრავალი ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზის გამო, საქართველოში მნიშვნელოვანი პრობლემებით დაიწყო. ამ პროცესის დაყოვნებას, არასრულყოფილად წარმართვას და ჩაშლას უზარმაზარი უარყოფითი შედეგის მოტანა შეუძლია ქვეყნისათვის, რაც არაერთი ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და სოციალურ კეთილდღეობას შეიწირავს. მოგეხსენებათ, საქართველოში ამჟამად შემოტანილ "ასტრაზენეკას“ ვაქცინას უკავშირებენ თრომბოზების გარკვეულ რისკს; მიუხედავად იმისა, რომ ობიექტური მონაცემების თანახმად, ჯერჯერობით ეს ვერ დამტკიცდა, რაც ევროპის წამლების სააგენტომ ოფიციალურად დაადასტურა.

შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესი განახლდა ევროპის წამყვან ქვეყნებში. ქართულ მედიაში უკვე გაჟღერდა ინფორმაცია, რომ საქართველოში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას გარკვეული კავშირი ჰქონდა თრომბოზულ გართულებასთან, რაც თავისთავად იძლევა მითქმა-მოთქმისა და ვაქცინაციის მიმართ შიშის საფუძველს.

ამ შემთხვევის ობიექტურ, გამჭვირვალე გამოძიებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს და ექნება საქართველოსათვის, რადგან სწორად გაკეთებული ექსპერტ-ანალიზი და დასკვნები პოტენციურად არაერთი ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას იხსნის.მანამ კი, სანამ საბოლოო დასკვნა დაიდება, არსებული მონაცემების გათვალისწინებითა და გაანალიზებით ჩვენ ვთვლით, რომ პრევაქცინაციურ სკრინინგს უნდა დაემატოს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეკითხვა, რაც შესაძლებლობას მოგვცემს წინასწარ გამოვყოთ მაღალი პროთრომბოზული რისკების მქონე ადამიანები და მათი ვაქცინაცია ამ რისკების გათვალისწინებით დაიგეგმოს.

ცხადია, პროთრომბოზული რისკ-ფაქტორების არსებობა არ ნიშნავს, რომ ადამიანთა ამ ჯგუფის აცრა არ შეიძლება. უფრო პირიქით, ვინაიდან თავად კორონა-ვირუსი ატარებს თრომბოზების ძალიან მაღალ რისკს და მისი პრევენცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პაციენტთა აღნიშნულ სპექტრში. ასეთ შემთხვევებში რისკების წინასწარ ცოდნა და გათვლა მათ ადექვატურ მართვაში დაგვეხმარება.

საბედნიეროდ, მსგავსი რისკ-ფაქტორები პოპულაციის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს აღენიშნება და მათზე ინდივიდუალურად მორგებული გადაწყვეტილებები დაგვიცავს თუნდაც უკიდურესად იშვიათი უბედური შემთხვევებისგან.პროთრომბოზული რისკებიდან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სისხლის შედედების ფაქტორებში არსებული მუტაციების შედეგად განვითარებულ პათოლოგიებს, რომელთა შესახებაც ადამიანმა შეიძლება მხოლოდ მაშინ შეიტყოს, როცა პირველი თრომბოზული გართულება მოხდება.

მათი ამოცნობა სპეციალური კვლევების გარეშე შეუძლებელია, თუმცა, ანამნეზიდან ამოკრეფილი დეტალებით დროულად ეჭვის მიტანა და შესაძლო გართულებების თავიდან აცილება სრულიად რეალურია.

მაღალი პროთრომბოზული რისკებით გამოირჩევიან:

  • ანტიფოსპოლიპიდური სინდრომი
  • შედედების მეხუთე ფაქტორის (ლეიდენის) მუტაცია
  • "C“ პროტეინის დეფიციტი
  • "S“ პროტეინის დეფიციტი
  • ანტითრომბინის დეფიციტი
  • ავთვისებიანი სიმსივნეები
  • ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპია
  • ჩასახვის საწინააღმდეგო მედიკამენტები
  • იმობილიზაცია

ცხადია, ვაქცინაციის წინ ყველა ამ დაავადებებზე კვლევების ჩატარება საჭირო არ არის. სამაგიეროდ, შესაძლებელია ვაქცინაციის პროცესისათვის შექმნილ კითხვარს დაემატოს რამდენიმე მნიშვნელოვანი შეკითხვა, რაც დაგვეხმარება შესაძლო თრომბოზული გართულების რისკების მქონე ადამიანების წინასწარ გამოცნობაში და შესაბამისი ზომების მიღებაში.

ჩვენი აზრით, პრევაქცინაციურ სკრინინგს უნდა დაემატოს შემდეგი კითხვები:

  1. ხომ არ გაქვთ ვენური და არტერიული თრომბოზების პერსონალური ისტორია?
  2. ქალებში - ხომ არ გქონდათ წარსულში სპონატანური აბორტის ისტორია? (სპონტანური აბორტები ხშირად მიუთითებს ჰიპერკოაგულაციური რისკების მაღალ ალბათობაზე)
  3. ქალებში - ხომ არ იტარებთ ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულ თერაპიას ?
  4. ხომ არ იტარებთ ჩანაცვლებით ჰორმონულ თერაპიას (იგულისხმება ნაადრევი მენოპაუზისას გამოყენებული ჰორმონული თერაპია)?
  5. ხომ არ გაქვთ დადგენილი ავთვისებიანი სიმსივნე და იტარებთ თუ არა ქიმიოთერაპიას ამჟამად? (წარსულში მსგავსი პრობლემა, რომელიც ამჟამად რემისიაშია, რისკ-ფაქტორს არ წარმოადგენს).
  6. უახლოესი პერიოდის განმავლობაში ხომ არ იყავით იმობილიზირებული რაიმე მიზეზით? (ტრავმა, ქირურგიული ჩარევა, ჰოსპიტალიზაცია)
  7. ხომ არ გაქვთ სისხლის უკვე ცნობილი თანდაყოლილი პათოლოგიები? (ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, ლეიდენის შედედების მეხუთე ფაქტორის მუტაცია, "C“ პროტეინის დეფიციტი, "S“ პროტეინის დეფიციტი, ანტითრომბინის დეფიციტი).

ამ შეკითხვებზე დადებითი პასუხების შემთხვევაში, ასაცრელი პირი შეიძლება (და უნდა) დამატებით გამოიკითხოს თრომბოზული რისკების შემცველი დაავადებების კლინიკურ გამოვლინებებზე და მხოლოდ ინდივიდუალურად მორგებული გადაწყვეტილების საფუძველზე, განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვით დაიგეგმოს მათი ვაქცინაცია.