ავტორი:

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯანდაცვის სექტორის 3818 თანამშრომელი აიცრა - განახლებული მონაცემები

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით ჯანდაცვის სექტორის 3818 თანამშრომელი აიცრა - განახლებული მონაცემები

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 21 მარტის მონაცემებით, ჯანდაცვის სექტორის 3818 თანამშრომელი აიცრა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვაქცინაციისთვის პორტალზე Booking.moh.gov.ge-ზე ჯანდაცვის სექტორის 5246 წარმომადგენელი დარეგისტრირდა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა "ასტრაზენეკა“ 13 მარტს შემოვიდა. ვაქცინაციის პროცესი კი 15 მარტს დაიწყო. ვაქცინის პირველი დოზები პირდაპირ ეთერში გაიკეთეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა, წამყვანი კლინიკების მედიკოსებმა, მათ შორის, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმაც.

რაც შეეხება კორონავირუსზე მოსახლეობის საყოველთაო ვაქცინაციას, ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყება პროცესი ქვეყანაში.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვისაც ხშირად აქვს ფილერი გამოყენებული, "ფაიზერით“ ვაქცინაციის შემდეგ, შესაძლოა, გართულებები ჰქონდეს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ სპეციალური შეთავაზება ისევ ძალაშია