კახეთის გზატკეცილზე, სადაც მოქალაქეები საწვავის ფასების ზრდას აპროტესტებდნენ ხმაური იყო. აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.
პოლიციამ რამდენიმე პირი საპატრულო ავტომობილში ჩასვა, თუმცა ისინი დაკავებულნი არიან თუ არა, ამ დროისთვის უცნობია.
ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.
შეგახსენებთ, საწვავის ფასების ზრდას აპროტესტებენ საქართველოს სხვა რეგიონებშიც.