სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გამოიყურება საპატრულო პოლიციის განახლებული ავტოპარკი? (ფოტოები)
როგორ გამოიყურება საპატრულო პოლიციის განახლებული ავტოპარკი? (ფოტოები)

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სა­პო­ლი­ციო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­ნახ­ლე­ბის პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა - პო­ლი­ცი­ის ავ­ტო­პარკს 225 ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი - "შკო­დას" მარ­კის, სე­და­ნის ტი­პის 175 ავ­ტო­მო­ბი­ლი და "კია ნი­როს“ მო­დე­ლის 50 ჰიბ­რი­დუ­ლი მან­ქა­ნა შე­ე­მა­ტა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი­დან არ­ცერ­თი არ არის გან­კუთ­ვნი­ლი სა­მი­ნის­ტროს ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რე­ბის­თვის.

ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის გა­და­ცე­მის ღო­ნის­ძი­ე­ბა თბი­ლის­ში, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­ი­მარ­თა. ღო­ნის­ძი­ე­ბას მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე­ე­ბი ვლა­დი­მერ ბორ­ცვა­ძე და გი­ორ­გი ბუ­თხუ­ზი, ასე­ვე, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი, ვაჟა სი­რა­ძე და­ეს­წრნენ.

„ახა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი გა­და­ე­ცა პო­ლი­ცი­ის და­ნა­ყო­ფებს თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში, ასე­ვე, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენტს. სა­პატ­რუ­ლო მან­ქა­ნე­ბის ავ­ტო­პარ­კის გა­ნახ­ლე­ბა ხელს შუ­წყობს მომ­ხდარ და­ნა­შა­ულ­ზე პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რე­ბის დრო­ულ და ეფექ­ტი­ან რე­ა­გი­რე­ბას, ასე­ვე, და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ას.

სა­პო­ლი­ციო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­ნახ­ლე­ბის მი­ზა­ნია სა­პო­ლი­ციო საქ­მი­ა­ნო­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბის ამაღ­ლე­ბა და პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის სა­მუ­შაო პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო რე­გუ­ლა­რუ­ლად აახ­ლებს თა­ვის ავ­ტო­პარკს. სა­მი­ნის­ტრო მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რძე­ლებს სა­პო­ლი­ციო ინფრას­ტრუქ­ტუ­რი­სა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის გა­ნახ­ლე­ბა-გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის პრო­ექ­ტებს“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია შსს-ს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეკა
7

ავტოპარკის განახლებას ჯობია პოლიციელები გადაამზადოთ! ქვეყანაში სრული განუკითხაობაა! რეგიონებში პოლიცია კრიმინალებთანაა შეკრული. მარტო ახალ წელს ათობით მარკეტი გატყდა და არანაირი რეაგირება არ არის!

ვი–რუსი
50

მიდით მიდით პოლიცია გააძლიერეთ საკუთარი ხალხის დასარბევად,კრიმინალების გასაბლატავებლად!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შს სამინისტრო იმ სქემის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რითაც, უწყების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველოს საზღვრის გადაკვეთა შეძლო
ავტორი:

როგორ გამოიყურება საპატრულო პოლიციის განახლებული ავტოპარკი? (ფოტოები)

როგორ გამოიყურება საპატრულო პოლიციის განახლებული ავტოპარკი? (ფოტოები)

შინაგან საქმეთა სამინისტროში საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი გრძელდება - პოლიციის ავტოპარკს 225 ახალი ავტომობილი - "შკოდას" მარკის, სედანის ტიპის 175 ავტომობილი და "კია ნიროს“ მოდელის 50 ჰიბრიდული მანქანა შეემატა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ავტომობილებიდან არცერთი არ არის განკუთვნილი სამინისტროს ხელმძღვანელი პირებისთვის.

ავტომანქანების გადაცემის ღონისძიება თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა. ღონისძიებას მინისტრის მოადგილეები ვლადიმერ ბორცვაძე და გიორგი ბუთხუზი, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე დაესწრნენ.

„ახალი ავტომობილები გადაეცა პოლიციის დანაყოფებს თბილისსა და რეგიონებში, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს. საპატრულო მანქანების ავტოპარკის განახლება ხელს შუწყობს მომხდარ დანაშაულზე პატრულ-ინსპექტორების დროულ და ეფექტიან რეაგირებას, ასევე, დანაშაულის პრევენციას.

საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების მიზანია საპოლიციო საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლება და პოლიციელების სამუშაო პირობების გაუმჯობესება. შინაგან საქმეთა სამინისტრო რეგულარულად აახლებს თავის ავტოპარკს. სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს საპოლიციო ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობის განახლება-გაუმჯობესების პროექტებს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინდოეთიდან მომავალი ნებისმიერი პირი სავალდებულო 14-დღიან კარანტინს დაექვემდებარება - ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში COVID 19-ის 200 739 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

1 030 ახალი ინფიცირებული და 7 გარდაცვლილი - როგორია ბოლო დღე-ღამეში ჩატარებული 32 801 ტესტის შედეგები

"მცემა, როდესაც ჩემი შვილი რვა თვის იყო" - ირმა შარიქაძის თქმით, ისიც ყოფილი მეუღლის ძალადობის მსხვერპლი იყო