ავტორი:

ცერცვაძე ვაქცინაციაზე უარის შემთხვევაში მძიმე სცენარს პროგნოზირებს - "მოიმატებს გარდაცვლილთა რაოდენობა, იქნება მესამე ტალღა, ლოკდაუნები..."

ცერცვაძე ვაქცინაციაზე უარის შემთხვევაში მძიმე სცენარს პროგნოზირებს - "მოიმატებს გარდაცვლილთა რაოდენობა, იქნება მესამე ტალღა, ლოკდაუნები..."

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მძიმე სცენარს პროგნოზირებს იმ შემთხვვაში, თუ მოსახლეობა ვაქცინაციაზე უარს იტყვის.

როგორც "ღამის კურიერში" მან აღნიშნა, ამ შემთხვევაში ქვეყანაში მესამე ტალღა გარდაუვალი იქნება.

"თუ მოსახლეობა უარს იტყვის მასობრივ ვაქცინაციაზე, გვაქვს შემდეგი პერსპექტივა, რომ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს, გარდაცვლილთა რაოდენობაც მოიმატებს. გვექნება ის ავადსახსენებელი მესამე ტალღა, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში უკვე დაიწყო და დანარჩენი ქვეყნები ევროპასა და ამერიკაში ელოდებიან.

ამას მოჰყვება ახალი შეზღუდვები, ლოკდაუნები, ეკონომიკის რეცესია, თითოეული ჩვენგანის ცხოვრების პირობების გაუარესება და ყველაფერი ის, რაც ძალიან მტკივნეულად გადავიტანეთ.

ახლა მოსახლეობამ გააკეთოს არჩევანი. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოსახლეობა გამოიჩენს მისთვის ჩვეულ სიბრძნეს, რომ ეს სკეპტიციზმი იქნება დროებითი და მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს" - ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

"ცრუ... შენ ყოფილხარ არაკაცი" - მარტვილში ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე და მამა ათინოგენი ერთმანეთს სიტყვიერად  დაუპირისპირდნენ

"თუ ასეთი პასიურობა გაგრძელდება, შესაძლოა, ვაქცინაცია საყოველთაო გახდეს" - თენგიზ ცერცვაძე

"თბილისის ტერიტორიასა და მის შემოგარენში 60-მდე მეწყერია დაფიქსირებული" - სად არის ყველაზე აქტიური მეწყრული ზონები?