ოზურგეთის მუნიციპალიტეტში "ასტრაზენეკას" ვაქცინის გაკეთებისგან თავი, ოთხმა ექიმმა შეიკავა. როგორც ოზურგეთის კლინიკაში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, ვაქცინაციაზე 13 ექიმი იყო ჩაწერილი და მათგან ოთხი არ გამოცხადდა.
კლინიკის ცნობით, ოზურგეთში კორონავირუსის პრევენციის მიზნით აცრა სულ 30-მა მედიკოსმა გაიკეთა.
"ვაქცინაციისთვის 13 მედიკოს იყო ჩაწერილი და 4 განაცხადა უარი, მათ თქვეს, რომ თავს ორშაბათამდე შევიკავებთო, სხვა დამატებით ვერაფერა გეტყვით. ოზურგეთში ამ დროისათვის 30-მდე ექიმმა ჩაიტარა ვაქცინაცია. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სულ 600 ვაქცინა არის გათვალისწინებული",- აცხადებენ ოზურგეთის კლინიკაში