პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამაჩემი ყოველ 5 წუთში ერთხელ მეკითხება - გულისრევის შეგრძნება გაქვსო?" - როგორ ემზადება ლევან წულაძის ქალიშვილი დედობისთვის?
"მამაჩემი ყოველ 5 წუთში ერთხელ მეკითხება - გულისრევის შეგრძნება გაქვსო?" - როგორ ემზადება ლევან წულაძის ქალიშვილი დედობისთვის?

ცნო­ბი­ლი წყვი­ლის - რე­ჟი­სორ ლე­ვან წუ­ლა­ძის (ჭოლა) და მსა­ხი­ობ მა­ნა­ნა კო­ზა­კო­ვას ქა­ლიშ­ვი­ლი თი­ნა­თინ წუ­ლა­ძე ორ­სუ­ლა­დაა. თი­ნა­თი­ნი, რო­მე­ლიც მო­ცეკ­ვა­ვე და თე­ატ­რის ქო­რე­ოგ­რა­ფი გახ­ლავთ, შარ­შან­წინ გა­თხოვ­და. მისი რჩე­უ­ლი გი­ორ­გი კო­ტე­ტიშ­ვი­ლი გახ­ლავთ...

- თავს კარ­გად ვგრძნობ. 4 თვის ორ­სუ­ლი ვარ. ჯერ­ჯე­რო­ბით მად­ლო­ბა ღმერ­თს, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დის, რო­გორც სა­ჭი­როა - მშვი­დად, წყნა­რად...

- ორ­სუ­ლო­ბა და­გეგ­მი­ლი გქონ­დათ თუ სი­ურპრი­ზი იყო?

- უკვე დიდი ხა­ნია, შვი­ლი გვინ­და, ამი­ტომ ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლიც არ ყო­ფი­ლა... სა­ერ­თოდ, ემო­ცი­უ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. რა­ღა­ცებს წი­ნას­წარ ვგეგ­მავ... ამ შემ­თხვე­ვა­ში, უც­ნა­უ­რად თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი აღ­მოვ­ჩნდი: სა­ნამ ექიმ­თან არ მი­ვე­დი და არ და­მი­დას­ტუ­რა ფეხ­მძი­მო­ბა, მა­ნამ­დე არ ვი­ჯე­რებ­დი, რომ ნამ­დვი­ლად ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი. სულ ვამ­ბობ­დი, - შე­იძ­ლე­ბა, შეც­დო­მაა-მეთ­ქი. მშვი­დად გახ­ლდით. ახ­ლაც ასე ვაგ­რძე­ლებ - ემო­ცი­ებს ზედ­მე­ტად არ ავ­ყვე­ბი ხოლ­მე, მაგ­რამ, რა თქმა უნდა, მეც და ჩემი მე­უღ­ლეც სი­ხა­რუ­ლის­გან გა­გი­ჟე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, როცა ჩემი ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ შე­ვი­ტყვეთ!

- ალ­ბათ მე­უღ­ლე პირ­ვე­ლი იყო, ვი­საც ეს ამ­ბა­ვი ახა­რეთ, არა?

- რა თქმა უნდა. მა­ნამ­დე სულ რა­ღა­ცებს ვგეგ­მავ­დი: როცა ორ­სუ­ლო­ბის შე­სა­ხებ გა­ვი­გებ, ალ­ბათ მე­უღ­ლეს ასე და ასე ვე­ტყვი-მეთ­ქი, მაგ­რამ ფაქ­ტის წი­ნა­შე რომ დავ­დე­ქი, იმ­წუ­თას ისე­თი აჟი­ტი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ვე­რა­ფე­რი გა­ვა­კე­თე. და­ვუ­ძა­ხე, - ვა­ი­მე, მიშ­ვე­ლე, მეჩ­ვე­ნე­ბა თუ 2 ხა­ზია-მეთ­ქი (იცი­ნის)? სი­ურპრი­ზად, ლა­მა­ზად თქმა არ გა­მო­მი­ვი­და...

- ბავ­შვის სქე­სი უკვე იცით?

- ჯერ არა, მალე გა­ვი­გებთ.

- შეგცვა­ლათ ორ­სუ­ლო­ბამ?

- რა ვიცი, დი­დად რამე ცვლი­ლე­ბას ვერ ვგრძნობ, გარ­და იმი­სა, რომ ბევ­რად მშვი­დი ვარ. შე­იძ­ლე­ბა, მარ­ტი­ვი რა­ღა­ცე­ბით ცო­ტა­თი უფრო ვიღ­ლე­ბი, მაგ­რამ არც სა­ზამ­თრო მომნდო­მე­ბია ახა­ლი წლის ღა­მეს და არც სხვა მსგავ­სი სურ­ვი­ლე­ბი გამ­ჩე­ნია ჯერ­ჯე­რო­ბით (იღი­მის).

- პა­ტა­რის აღ­ზრდა მუც­ლად ყოფ­ნი­დან­ვე ხომ არ და­ი­წყეთ?

- სა­ერ­თოდ, მგო­ნია, რომ ძა­ლი­ან კარ­გია, ორ­სუ­ლო­ბა 9 თვეს რომ გრძელ­დე­ბა, რად­გან ბევ­რი დრო გაქვს გა­ი­აზ­რო, წინ რამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გე­ლის. სა­ვა­რა­უ­დოდ, იმის მე­ო­თხედ­საც ვერ გა­ი­აზ­რებ და იგ­რძნობ, რაც რე­ა­ლუ­რად, მერე იქ­ნე­ბა, მაგ­რამ მო­სამ­ზა­დებ­ლად საკ­მა­ოდ ბევ­რი დრო გაქვს. ახლა ასეთ რა­ღა­ცებ­ზე უფრო მე­ტად ვფიქ­რობ. მე და ჩემი მე­უღ­ლე ერ­თად გან­ვი­ხი­ლავთ ბავ­შვის აღ­ზრდის პრო­ცესს. სხვა­თა შო­რის, ეს ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. ჯო­ბია, ამა­ზე უფრო მეტი დრო და­ხარ­ჯო, ვიდ­რე სა­ზამ­თროს მო­პო­ვე­ბა­ზე (იცი­ნის).

რა თქმა უნდა, მეს­მის, რომ ზოგს კონ­კრე­ტუ­ლი საკ­ვე­ბი უნ­დე­ბა, მაგ­რამ ჯო­ბია, მო­მა­ვალ­ზე ფიქ­რს ბევ­რად მეტი დრო და­უთ­მო - რო­გორ აღ­ზრდი ბავ­შვს, რო­გორ შე­იც­ვლე­ბა შენი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან მალე... სა­ერ­თოდ, მუც­ლად ყოფ­ნი­დან­ვე ბავ­შვს ეს­მის ხმა, ამი­ტომ და­ბა­დე­ბის­თა­ნა­ვე ბუ­ნებ­რი­ვია, მა­მი­სა და დე­დის ხმას უფრო ცნობს, რად­გან ყვე­ლა­ზე ხში­რად მათი სა­უ­ბა­რი ეს­მის. ვცდი­ლობ, იმ ფილ­მებს ვუ­ყუ­რო, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარს, რომ ემო­ცი­ე­ბი ბავ­შვსაც გა­ვუ­ზი­ა­რო... მუ­სი­კაც ეს­მის, რა­საც ვუს­მენთ... ვერ ვი­ტყვი, რომ რა­მეს სპე­ცი­ა­ლუ­რად ვა­კე­თებ - ყვე­ლა­ფე­რი ბუ­ნებ­რი­ვად ხდე­ბა...

- ქალ­ბა­ტო­ნი მა­ნა­ნა და ბა­ტო­ნი ლე­ვა­ნი ბე­ბია-ბა­ბუ­ო­ბის­თვის რო­გორ ემ­ზა­დე­ბი­ან?

- ნამ­დვი­ლად ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან! ოქ­რო­ყა­ნა­ში ცხოვ­რო­ბენ. ჩვენ მათ­თან სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლას არ ვა­პი­რებთ - გვსურს, ცალ­კე ვი­ყოთ და ბავ­შვი და­ბა­დე­ბის პირ­ველ­სა­ვე წა­მი­დან ერ­თად გავ­ზარ­დოთ. თა­ვი­დან გა­უკ­ვირ­დათ - ჩვენ­თან არ მო­დი­ხარ­თო?!. რა თქმა უნდა, უნ­დათ, რომ სულ მათ­თან ვი­ყოთ...

ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან, არა­ნა­ი­რი პრე­ტენ­ზია არა აქვთ. მა­მა­ჩემს მი­აჩ­ნია, რომ ორ­სუ­ლო­ბის პირ­ვე­ლი ნი­შა­ნი ტოქ­სი­კო­ზია. ყო­ველ 5 წუთ­ში ერთხელ მე­კი­თხე­ბა - გუ­ლის­რე­ვის შეგ­რძნე­ბა გაქ­ვსო? თუ ვე­უბ­ნე­ბი, რომ არ მაქვს, შეშ­ფოთ­დე­ბა ხოლ­მე, - ვა­ი­მე, რა ხდე­ბაო (იცი­ნის)?!. ძა­ლი­ან საყ­ვარ­ლე­ბი არი­ან...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mira
1

- ორ­სუ­ლო­ბა და­გეგ­მი­ლი გქონ­დათ თუ სი­ურპრი­ზი იყო? - ეს რა კითხვაა? 

11
1

დედის ტყუპისცალია ფაქტიურად:)) ჭოლა მაგარი კაცია :)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

"მამაჩემი ყოველ 5 წუთში ერთხელ მეკითხება - გულისრევის შეგრძნება გაქვსო?" - როგორ ემზადება ლევან წულაძის ქალიშვილი დედობისთვის?

"მამაჩემი ყოველ 5 წუთში ერთხელ მეკითხება - გულისრევის შეგრძნება გაქვსო?" - როგორ ემზადება ლევან წულაძის ქალიშვილი დედობისთვის?

ცნობილი წყვილის - რეჟისორ ლევან წულაძის (ჭოლა) და მსახიობ მანანა კოზაკოვას ქალიშვილი თინათინ წულაძე ორსულადაა. თინათინი, რომელიც მოცეკვავე და თეატრის ქორეოგრაფი გახლავთ, შარშანწინ გათხოვდა. მისი რჩეული გიორგი კოტეტიშვილი გახლავთ...

- თავს კარგად ვგრძნობ. 4 თვის ორსული ვარ. ჯერჯერობით მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად მიდის, როგორც საჭიროა - მშვიდად, წყნარად...

- ორსულობა დაგეგმილი გქონდათ თუ სიურპრიზი იყო?

- უკვე დიდი ხანია, შვილი გვინდა, ამიტომ ძალიან მოულოდნელიც არ ყოფილა... საერთოდ, ემოციური ადამიანი ვარ. რაღაცებს წინასწარ ვგეგმავ... ამ შემთხვევაში, უცნაურად თავშეკავებული აღმოვჩნდი: სანამ ექიმთან არ მივედი და არ დამიდასტურა ფეხმძიმობა, მანამდე არ ვიჯერებდი, რომ ნამდვილად ორსულად ვიყავი. სულ ვამბობდი, - შეიძლება, შეცდომაა-მეთქი. მშვიდად გახლდით. ახლაც ასე ვაგრძელებ - ემოციებს ზედმეტად არ ავყვები ხოლმე, მაგრამ, რა თქმა უნდა, მეც და ჩემი მეუღლეც სიხარულისგან გაგიჟებულები ვიყავით, როცა ჩემი ორსულობის შესახებ შევიტყვეთ!

- ალბათ მეუღლე პირველი იყო, ვისაც ეს ამბავი ახარეთ, არა?

- რა თქმა უნდა. მანამდე სულ რაღაცებს ვგეგმავდი: როცა ორსულობის შესახებ გავიგებ, ალბათ მეუღლეს ასე და ასე ვეტყვი-მეთქი, მაგრამ ფაქტის წინაშე რომ დავდექი, იმწუთას ისეთი აჟიტირებული ვიყავი, ვერაფერი გავაკეთე. დავუძახე, - ვაიმე, მიშველე, მეჩვენება თუ 2 ხაზია-მეთქი (იცინის)? სიურპრიზად, ლამაზად თქმა არ გამომივიდა...

- ბავშვის სქესი უკვე იცით?

- ჯერ არა, მალე გავიგებთ.

- შეგცვალათ ორსულობამ?

- რა ვიცი, დიდად რამე ცვლილებას ვერ ვგრძნობ, გარდა იმისა, რომ ბევრად მშვიდი ვარ. შეიძლება, მარტივი რაღაცებით ცოტათი უფრო ვიღლები, მაგრამ არც საზამთრო მომნდომებია ახალი წლის ღამეს და არც სხვა მსგავსი სურვილები გამჩენია ჯერჯერობით (იღიმის).

- პატარის აღზრდა მუცლად ყოფნიდანვე ხომ არ დაიწყეთ?

- საერთოდ, მგონია, რომ ძალიან კარგია, ორსულობა 9 თვეს რომ გრძელდება, რადგან ბევრი დრო გაქვს გაიაზრო, წინ რამხელა პასუხისმგებლობა გელის. სავარაუდოდ, იმის მეოთხედსაც ვერ გაიაზრებ და იგრძნობ, რაც რეალურად, მერე იქნება, მაგრამ მოსამზადებლად საკმაოდ ბევრი დრო გაქვს. ახლა ასეთ რაღაცებზე უფრო მეტად ვფიქრობ. მე და ჩემი მეუღლე ერთად განვიხილავთ ბავშვის აღზრდის პროცესს. სხვათა შორის, ეს ძალიან საინტერესოა. ჯობია, ამაზე უფრო მეტი დრო დახარჯო, ვიდრე საზამთროს მოპოვებაზე (იცინის).

რა თქმა უნდა, მესმის, რომ ზოგს კონკრეტული საკვები უნდება, მაგრამ ჯობია, მომავალზე ფიქრს ბევრად მეტი დრო დაუთმო - როგორ აღზრდი ბავშვს, როგორ შეიცვლება შენი ცხოვრება ძალიან მალე... საერთოდ, მუცლად ყოფნიდანვე ბავშვს ესმის ხმა, ამიტომ დაბადებისთანავე ბუნებრივია, მამისა და დედის ხმას უფრო ცნობს, რადგან ყველაზე ხშირად მათი საუბარი ესმის. ვცდილობ, იმ ფილმებს ვუყურო, რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს, რომ ემოციები ბავშვსაც გავუზიარო... მუსიკაც ესმის, რასაც ვუსმენთ... ვერ ვიტყვი, რომ რამეს სპეციალურად ვაკეთებ - ყველაფერი ბუნებრივად ხდება...

- ქალბატონი მანანა და ბატონი ლევანი ბებია-ბაბუობისთვის როგორ ემზადებიან?

- ნამდვილად ძალიან ბედნიერები არიან! ოქროყანაში ცხოვრობენ. ჩვენ მათთან საცხოვრებლად გადასვლას არ ვაპირებთ - გვსურს, ცალკე ვიყოთ და ბავშვი დაბადების პირველსავე წამიდან ერთად გავზარდოთ. თავიდან გაუკვირდათ - ჩვენთან არ მოდიხართო?!. რა თქმა უნდა, უნდათ, რომ სულ მათთან ვიყოთ...

ძალიან გახარებულები არიან, არანაირი პრეტენზია არა აქვთ. მამაჩემს მიაჩნია, რომ ორსულობის პირველი ნიშანი ტოქსიკოზია. ყოველ 5 წუთში ერთხელ მეკითხება - გულისრევის შეგრძნება გაქვსო? თუ ვეუბნები, რომ არ მაქვს, შეშფოთდება ხოლმე, - ვაიმე, რა ხდებაო (იცინის)?!. ძალიან საყვარლები არიან...წაიკითხეთ სრულად

ემიგრაციიდან დაბრუნებული საქართველოს 200 მოქალაქე, თითოული 4000 ლარით დაფინანსდება - განაცხადების მიღება დაიწყო

ჭყონდიდის ეპარქიაში საკვირაო წირვის შემდეგ ორასკაციანი ტრაპეზის გამართვა იგეგმება? - რა ინფორმაცია ვრცელდება მედიაში

ე.წ. ოცნების ქალაქის მცხოვრებლებმა საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მოთხოვნით გზა გადაკეტეს