მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“ოცნება" გვთავაზობდა, თუ თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები დაინიშნებოდა" - კიდევ რა თემები განიხილებოდა მოლაპარკებებისას?
“ოცნება" გვთავაზობდა, თუ თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები დაინიშნებოდა" - კიდევ რა თემები განიხილებოდა მოლაპარკებებისას?

გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი და აუხ­სნე­ლი ამ­ბა­ვია, როცა მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­და­ზე მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის რე­ფორ­მი­რე­ბის სა­კი­თხი დევს, ამას ხელს ჰკრავ და მა­გი­დი­დან იმ მო­ტი­ვით გა­და­აგ­დებ, რომ ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი გინ­და, - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას პარ­ტია "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის" ლი­დერ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

ელი­საშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ოფის­ში მე­დი­ა­ტო­რის ჩარ­თუ­ლო­ბით გა­მარ­თუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და მმარ­თვე­ლი გუნ­დის გუ­შინ­დე­ლი შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე იყო, გარ­კვე­უ­ლი სა­კი­თხე­ბი და­ა­კონ­კრე­ტა, რაც დე­პუ­ტა­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­და­ზე იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი.

"მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­და­ზე იდო პრო­კუ­რა­ტუ­რის, მათ შო­რის მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის არ­ჩე­ვის, საპ­რო­კუ­რო­რო საბ­ჭოს და­კომ­პლექ­ტე­ბის, სა­სა­მარ­თლოს რე­ფორ­მი­რე­ბის სა­კი­თხი. რო­დე­საც მა­გი­და­ზე ისე­თი ის­ტო­რი­უ­ლი სა­კი­თხი დევს, რო­გო­რი­ცაა სა­სა­მარ­თლო­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რის რე­ა­ლუ­რი რე­ფორ­მა და ამა­ზე უარს მხო­ლოდ იმი­ტომ ამ­ბობ, რომ გინ­და ან ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ან პლე­ბის­ცი­ტი, ეს აუხ­სნე­ლი და გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლია. სა­უ­ბა­რი იყო სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტე­ბის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბა­ზე, სა­არ­ჩევ­ნო რე­ფორ­მა­ზე. რა თქმა უნდა, იყო პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხი, თუმ­ცა იყო სურ­ვი­ლი, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხი ამ მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის მიღ­მა გა­სუ­ლი­ყო. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მხრი­დან შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იყო, რომ თუკი ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" 40%-ზე ნაკ­ლებს აი­ღებ­და, მა­შინ 2022 წელს ვა­დამ­დე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და­ი­ნიშ­ნე­ბო­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი ოპო­ზი­ცი­ის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა", - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

დე­პუ­ტა­ტის თქმით, გუ­შინ­დელ შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბა­რი მხა­რე­ებს შო­რის კონ­სტრუქ­ცი­ულ რე­ჟიმ­ში მი­დი­ო­და, თუმ­ცა თა­ვად შე­დე­გი დესტრუქ­ცი­უ­ლი იყო. ელი­საშ­ვი­ლი იმა­საც ამ­ბობს, რომ ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბის მო­თხოვ­ნამ თა­ვი­სი თავი ამო­წუ­რა და ოპო­ზი­ცი­ამ რე­ა­ლო­ბას თვა­ლი უნდა გა­უს­წო­როს.

მკითხველის კომენტარები / 55 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იზა
34

შენ იყავი კარგად,,(შენი იმედი გვაქ)

გიორგი
101

შენი არდაიჯერება არაფერი..)))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

“ოცნება" გვთავაზობდა, თუ თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები დაინიშნებოდა" - კიდევ რა თემები განიხილებოდა მოლაპარკებებისას?

“ოცნება" გვთავაზობდა, თუ თვითმმართველობის არჩევნებში 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, 2022 წელს ვადამდელი არჩევნები დაინიშნებოდა" - კიდევ რა თემები განიხილებოდა მოლაპარკებებისას?

გამაოგნებელი და აუხსნელი ამბავია, როცა მოლაპარაკების მაგიდაზე მართლმსაჯულების რეფორმირების საკითხი დევს, ამას ხელს ჰკრავ და მაგიდიდან იმ მოტივით გადააგდებ, რომ ვადამდელი არჩევნები გინდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილმა, რომელიც ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მედიატორის ჩართულობით გამართული ხელისუფლებისა და მმართველი გუნდის გუშინდელი შეხვედრის მონაწილე იყო, გარკვეული საკითხები დააკონკრეტა, რაც დეპუტატის ინფორმაციით, მოლაპარაკების მაგიდაზე იყო წარმოდგენილი.

"მოლაპარაკების მაგიდაზე იდო პროკურატურის, მათ შორის მთავარი პროკურორის არჩევის, საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების, სასამართლოს რეფორმირების საკითხი. როდესაც მაგიდაზე ისეთი ისტორიული საკითხი დევს, როგორიცაა სასამართლოსა და პროკურატურის რეალური რეფორმა და ამაზე უარს მხოლოდ იმიტომ ამბობ, რომ გინდა ან ვადამდელი არჩევნები ან პლებისციტი, ეს აუხსნელი და გამაოგნებელია. საუბარი იყო საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარის თანამდებობების განაწილებაზე, საარჩევნო რეფორმაზე. რა თქმა უნდა, იყო პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხი, თუმცა იყო სურვილი, რომ აღნიშნული საკითხი ამ მოლაპარაკებების მიღმა გასულიყო. "ქართული ოცნების" მხრიდან შემოთავაზებული იყო, რომ თუკი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ქართული ოცნება" 40%-ზე ნაკლებს აიღებდა, მაშინ 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნებოდა. ეს ყველაფერი ოპოზიციისთვის მიუღებელი აღმოჩნდა", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დეპუტატის თქმით, გუშინდელ შეხვედრაზე საუბარი მხარეებს შორის კონსტრუქციულ რეჟიმში მიდიოდა, თუმცა თავად შედეგი დესტრუქციული იყო. ელისაშვილი იმასაც ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნამ თავისი თავი ამოწურა და ოპოზიციამ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროს.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

"გარანტიას ვაძლევ "ოცნებას", ეს იქნება გლობალური მასშტაბის უსერიოზულესი პოლიტიკური სკანდალი" - ანა დოლიძემ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა

"ქართულ ოცნება“ - 23%, "ნაცმოძრაობა“  - 7% - NDI-ის კვლევით, გამოკითხულთა უმეტესობა პოლიტიკურ სპექტრს უარს უცხადებს