მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ პუტინი მკვლელად მიაჩნია, ხოლო ამ განცხადების საპასუხოდ პუტინმა მას ჯანმრთელობა უსურვა, ორი ქვეყნის ლიდერის დავაში რამზან კადიროვი ჩაერთო.
ჩეჩნეთის ლიდერი ბაიდენს კაცობრიობისთვის საშიშს უწოდებს. აღნიშულის შესახებ მან სოციალურ ქსელ "ტელეგრამში" დაწერა.
"მართალი გითხრათ, ბაიდენი გაცილებით განათლებულ ადამიანად წარმომედგინა. ვფიქრობდი, რომ მას თავისი ფხიზელი შეხედულებები ჰქონდა დანარჩენ მსოფლიოსთან ურთიერთობების გასავითარებლად. მე ვცდებოდი“, - წერს კადიროვი.
ის მიმართავს თეთრ სახლს მოწოდებით, "ყურადღებით ადევნონ თვალი ბაიდენს“.
"ერთმნიშვნელოვნად, ბაიდენს ესაჭიროება მკურნალობა და არა ქვეყნის მართვა. ადამიანმა, რომელმაც არ იცის, რა ჰქვია ამერიკის თავდაცვის მინისტრს, არ იცის ძალოვანი სტრუქტურების სახელწოდება, რეალურად საშიშია საზოგადოებისთვის. განაგრძეთ კითხვა