საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აღმოვუჩინოთ დახმარება პაციენტს, რომელსაც ანაფილაქსიური შოკი დაემართა - აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმის დეტალური ინფორმაცია
როგორ აღმოვუჩინოთ დახმარება პაციენტს, რომელსაც ანაფილაქსიური შოკი დაემართა - აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმის დეტალური ინფორმაცია

აშშ-ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი ნანა გე­გეჭ­კო­რი დე­ტა­ლუ­რად ხსნის რა არის ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი და რო­გორ უნდა აღ­მო­ვუ­ჩი­ნოთ პა­ცი­ენტს დახ­მა­რე­ბა. რო­გორც მე­დი­კო­სი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი არის, ვაქ­ცი­ნე­ბის ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი, მაგ­რამ ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი გვერ­დი­თი ეფექ­ტი.

"ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი, მათ შო­რის ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი არის, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თი, მაგ­რამ ერთ-ერთი ცნო­ბი­ლი გვერ­დი­თი ეფექ­ტი ნე­ბის­მი­ე­რი იმ ვაქ­ცი­ნე­ბის, რომ­ლე­ბი­თაც და­ბა­დე­ბის პირ­ვე­ლი დღე­ე­ბი­დან ადა­მი­ა­ნე­ბი ვიც­რე­ბით. კო­ვი­დის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აც­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი უფრო ხში­რად ფიქ­სირ­დე­ბა ვიდ­რე ეს სხვა აც­რებს ახა­სი­ა­თებთ. აქამ­დე და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ყვე­ლა შემ­თხვე­ვა დე­ტა­ლებ­ში გან­ვი­ხი­ლე მთა­ვა­რის შენი დი­ლას ეთერ­ში სულ ორი­ო­დე კვი­რის წინ.მა­გა­ლი­თად 23 დე­კემ­ბრის მო­ნა­ცე­მე­ბით ფა­ი­ზე­რის 1.893.360 დო­ზა­ზე ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შო­კის 21 შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ეს და­ახ­ლო­ე­ბით არის 11 ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი რე­აქ­ცი­აა მი­ლი­ონ დო­ზა­ზე, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 10-ჯერ მე­ტია გრი­პის გაქ­ცი­ნას­თან შე­და­რე­ბით.

ოდ­ნავ ნაკ­ლე­ბი, მაგ­რამ გრიპ­ზე მა­ინც აღ­მა­ტე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბით აღი­ნიშ­ნა მსგავ­სი რე­აქ­ცია მო­დერ­ნას ვაქ­ცი­ნით აც­რი­ლებ­შიც. ერ­თე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში პა­ცი­ენ­ტებს ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია დას­ჭირ­დათ, მაგ­რამ 2-3 დღე­ში გა­ე­წერ­ნენ, და­ნარ­ჩე­ნებს კი დახ­მა­რე­ბა პირ­და­პირ ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ცენ­ტრებ­ში აღ­მო­უ­ჩი­ნეს.

რო­გორ უნდა იყოს აღ­ჭურ­ვი­ლი ვაქ­ცი­ნა­ა­ცი­ის ცენ­ტრი რათა და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა სტან­დარ­ტი?

ცხა­დია, სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი უნდა იყოს შე­სა­ბა­მი­სად გაწ­ვრთნი­ლი. ამა­ვე დროს აუც­ლე­ბე­ლია ადექ­ვა­ტუ­რი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა, რომ ანა­ფი­ლაქ­ტი­უ­რი რე­აქ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის­თა­ნა­ვე, პა­ცი­ენტს დახ­მა­რე­ბა ად­გილ­ზე­ვე აღ­მო­უ­ჩი­ნონ.

ამი­სათ­ვის დაგ­ჭირ­დე­ბათ:

1. ეპი­ნეფ­რი­ნი - თვი­თი­ნექ­ცი­ის სპე­ცი­ა­ლურ კა­ლამ­ში უკვე გამ­ზა­დე­ბუ­ლი დო­ზით ან წი­ნას­წარ გან­ზა­ვე­ბუ­ლი შპ­რი­ცი შე­სა­ბა­მი­სი კონ­ცენ­ტრა­ცი­ით.

კონ­ცენ­ტრა­ცი­ე­ბი:

1 მგ/მლ ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ ხსნარ­ში გან­ზა­ვე­ბუ­ლი 1:1000 კონ­ცენ­ტრა­ცი­ით ინ­ტრა­მუს­კუ­ლა­რუ­ლი ინექ­ცი­ის­თვის. ინექ­ცია კეთ­დე­ბა ბარ­ძა­ყის ლა­ტე­რა­ლურ ზე­და­პირ­ზე, არ სჭირ­დე­ბა რა­ი­მე სპე­ცი­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტი­რე­ბის ცოდ­ნა. დოზა 0.3 მგ - 0.5 მგ, თუ პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა არ გა­უმ­ჯო­ბეს­და გან­მე­ო­რე­ბი­თი დო­ზე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა 5-10 წუ­თის ინ­ტერ­ვა­ლით. იმის გამო რომ ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შოკი, მკურ­ნა­ლო­ბის დაგ­ვი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში მდგო­მა­რე­ო­ბა ამ დროს ეპი­ნეფ­რინს უკუჩ­ვე­ნე­ბა არ გა­აჩ­ნია.

2. H1 და H2 ან­ტი­ჰის­ტა­მი­ნუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი: დი­ფე­ნ­ჰიდ­რა­მი­ნი იგი­ვე ბე­ნად­რი­ლი, ცე­ტი­რი­ზი­ნი, ფა­მო­ტი­დი­ნი, ცი­მე­ტი­დი­ნი (რო­მე­ლი­მე აქე­დან).3. ინ­ტრა­ვე­ნუ­რი სა­ი­ნექ­ციო ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი ხსნა­რი.4. სა­ინ­ტუ­ბა­ციო მო­წყო­ბი­ლო­ბა.5. ამ­ბუს ბა­ლო­ნი თა­ვი­სი ნიღ­ბით.6. წვდო­მა სა­ი­ნ­ჰა­ლა­ციო ჟანგბად­თან.7. პულ­სოქ­სი­მეტ­რი.8. არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვის გა­სა­ზო­მი ხელ­სა­წყო.9. ბრონ­ქო­დი­ლა­ტა­ტო­რი, მა­გა­ლი­თად ალ­ბუ­ტე­რო­ლი.ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შო­კის მკურ­ნა­ლო­ბი­სას იცავთ ორ პრინ­ციპს:

1. სას­წრა­ფოდ უნდა აღ­დგეს ცირ­კუ­ლა­ცია. ასეთ დროს ში­და­სის­ხლძარ­ღვო­ვა­ნი მო­ცუ­ლო­ბა სის­ხლძარ­ღვს გა­რეთ გა­და­ი­ნაც­ვლებს და ამ შიფ­ტის გამო წნე­ვის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ინ­ტრა­ვე­ნუ­რი სი­თხის გა­დას­ხმა დაგ­ჭირ­დე­ბათ. ეპი­ნეფ­რი­ნი სის­ხლძაღ­ვო­ვა­ნი ტო­ნუ­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ში და­გეხ­მა­რე­ბათ, საკ­მა­რი­სი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხე კი სის­ხლძარ­ღვის მო­ცუ­ლო­ბას შე­ავ­სებს. ორი­ვე ერ­თად ქმნის არ­ტე­რი­ულ წნე­ვას.

2. სას­წრა­ფოდ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოთ სა­სუნ­თქი გზე­ბის გა­მავ­ლო­ბა. სა­სუნ­თქი გზე­ბი ორი მი­ზე­ზით იხუ­რე­ბა, ბრონ­ქოს­პაზ­მი და ტრა­ქე­ის შე­შუ­პე­ბა. ამის მოხ­სნა­ში ისევ ეპი­ნეფ­რი­ნი, სა­ი­ნ­ჰა­ლა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და ჟანგბა­დი და­გეხ­მა­რე­ბათ. თუ სუნ­თქვის ფუნ­ქცია სწრა­ფად არ აღ­სდგა, არ და­ა­ყოვ­ნოთ ინ­ტუ­ბა­ცია. ეს პა­ცი­ენტს ჰი­პოქ­სი­ის მავ­ნე გავ­ლე­ნის­გან იხ­სნის. სის­ხლში ჟანგბა­დის კონ­ცენ­ტრა­ცია უნდა შე­ნარ­ჩნუ­დეს 95%-ზე მა­ღალ დო­ნე­ზე.

3. ბე­ნად­რი­ლი ან ზემ­ოთხსე­ნე­ბუ­ლი სხვა ან­ტი­ა­ლერ­გი­უ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი ფხა­ნით გა­მოწ­ვე­ულ დის­კომ­ფორ­ტს მოხ­სნის. არც ერთი მათ­გა­ნი არ ხსნის ბრონ­ქოს­პაზმს ან ტრა­ქე­ის შე­შუ­პე­ბას, ამი­ტომ პირ­ვე­ლი რი­გის ამოც­ნაა პირ­ვე­ლი ორი პუნ­ქტის სწრა­ფად ამუ­შა­ვე­ბა.

4. ამ სამი პუნ­ქტის დრო­უ­ლად ამუ­შა­ვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, უმე­ტე­სად პა­ცი­ენტს და­მა­ტე­ბი­თი დახ­მა­რე­ბა აღარ სჭირ­დე­ბა. თუ მდგო­მა­რე­ო­ბა არ უმ­ჯო­ბეს­დე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბის მი­მართ პა­ცი­ენ­ტი რე­ზის­ტენ­ტუ­ლია, ის სას­წრა­ფოდ უნდა იყოს გა­დაყ­ვა­ნი­ლი ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში. რე­ზის­ტენ­ტუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა შე­ვეც­დე­ბი მოგ­ვი­ა­ნე­ბის მი­მო­ვი­ხი­ლო.

P.S. იმე­დი მაქვს, დღეს გარ­თუ­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი მალე და­უბ­რუნ­დე­ბა ოჯახს ჯან­მრთე­ლი. მას­ზე ფიქ­რი არ მშორ­დე­ბა მთე­ლი დღე. აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­დარ­ჩეს. ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი შო­კით, კო­ვი­დის ვაქ­ცი­ნით აც­რი­ლი, არც ერთი პა­ცი­ენ­ტი არ გარ­დაც­ვლი­ლა და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბიც აუ­ცი­ლებ­ლად შეძ­ლე­ბენ მის გა­დარ­ჩე­ნას" - წერს გე­გეჭ­კო­რი.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
12

ეს ამერიკელებს ასწავლეთ, რადგან ასეთი დახმარება სჭირდებათ.

mn
8

Gamoachenes!!!!

ავტორი:

როგორ აღმოვუჩინოთ დახმარება პაციენტს, რომელსაც ანაფილაქსიური შოკი დაემართა - აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმის დეტალური ინფორმაცია

როგორ აღმოვუჩინოთ დახმარება პაციენტს, რომელსაც ანაფილაქსიური შოკი დაემართა - აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმის დეტალური ინფორმაცია

აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი დეტალურად ხსნის რა არის ანაფილაქსიური შოკი და როგორ უნდა აღმოვუჩინოთ პაციენტს დახმარება. როგორც მედიკოსი სოციალურ ქსელში წერს ანაფილაქსიური შოკი არის, ვაქცინების ძალიან იშვიათი, მაგრამ ერთ-ერთი ცნობილი გვერდითი ეფექტი.

"ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანაფილაქსიური შოკი არის, ძალიან იშვიათი, მაგრამ ერთ-ერთი ცნობილი გვერდითი ეფექტი ნებისმიერი იმ ვაქცინების, რომლებითაც დაბადების პირველი დღეებიდან ადამიანები ვიცრებით. კოვიდის საწინააღმდეგო აცრების შემთხვევაში, ანაფილაქსიური შოკი უფრო ხშირად ფიქსირდება ვიდრე ეს სხვა აცრებს ახასიათებთ. აქამდე დაფიქსირებული ყველა შემთხვევა დეტალებში განვიხილე მთავარის შენი დილას ეთერში სულ ორიოდე კვირის წინ.მაგალითად 23 დეკემბრის მონაცემებით ფაიზერის 1.893.360 დოზაზე ანაფილაქსიური შოკის 21 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს დაახლოებით არის 11 ანაფილაქსიური რეაქციაა მილიონ დოზაზე, რაც დაახლოებით 10-ჯერ მეტია გრიპის გაქცინასთან შედარებით.

ოდნავ ნაკლები, მაგრამ გრიპზე მაინც აღმატებული რაოდენობით აღინიშნა მსგავსი რეაქცია მოდერნას ვაქცინით აცრილებშიც. ერთეულ შემთხვევებში პაციენტებს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ, მაგრამ 2-3 დღეში გაეწერნენ, დანარჩენებს კი დახმარება პირდაპირ ვაქცინაციის ცენტრებში აღმოუჩინეს.

როგორ უნდა იყოს აღჭურვილი ვაქცინააციის ცენტრი რათა დააკმაყოფილოს უსაფრთხოების ყველა სტანდარტი?

ცხადია, სამედიცინო პერსონალი უნდა იყოს შესაბამისად გაწვრთნილი. ამავე დროს აუცლებელია ადექვატური აღჭურვილობა, რომ ანაფილაქტიური რეაქციის განვითარებისთანავე, პაციენტს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინონ.

ამისათვის დაგჭირდებათ:

1. ეპინეფრინი - თვითინექციის სპეციალურ კალამში უკვე გამზადებული დოზით ან წინასწარ განზავებული შპრიცი შესაბამისი კონცენტრაციით.

კონცენტრაციები:

1 მგ/მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში განზავებული 1:1000 კონცენტრაციით ინტრამუსკულარული ინექციისთვის. ინექცია კეთდება ბარძაყის ლატერალურ ზედაპირზე, არ სჭირდება რაიმე სპეციალური ორიენტირების ცოდნა. დოზა 0.3 მგ - 0.5 მგ, თუ პაციენტის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა განმეორებითი დოზების გამოყენება შეიძლება 5-10 წუთის ინტერვალით. იმის გამო რომ ანაფილაქსიური შოკი, მკურნალობის დაგვიანების შემთხვევაში, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა ამ დროს ეპინეფრინს უკუჩვენება არ გააჩნია.

2. H1 და H2 ანტიჰისტამინური პრეპარატები: დიფენჰიდრამინი იგივე ბენადრილი, ცეტირიზინი, ფამოტიდინი, ციმეტიდინი (რომელიმე აქედან).3. ინტრავენური საინექციო ფიზიოლოგიური ხსნარი.4. საინტუბაციო მოწყობილობა.5. ამბუს ბალონი თავისი ნიღბით.6. წვდომა საინჰალაციო ჟანგბადთან.7. პულსოქსიმეტრი.8. არტერიული წნევის გასაზომი ხელსაწყო.9. ბრონქოდილატატორი, მაგალითად ალბუტეროლი.ანაფილაქსიური შოკის მკურნალობისას იცავთ ორ პრინციპს:

1. სასწრაფოდ უნდა აღდგეს ცირკულაცია. ასეთ დროს შიდასისხლძარღვოვანი მოცულობა სისხლძარღვს გარეთ გადაინაცვლებს და ამ შიფტის გამო წნევის შესანარჩუნებლად დიდი რაოდენობით ინტრავენური სითხის გადასხმა დაგჭირდებათ. ეპინეფრინი სისხლძაღვოვანი ტონუსის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ, საკმარისი რაოდენობით სითხე კი სისხლძარღვის მოცულობას შეავსებს. ორივე ერთად ქმნის არტერიულ წნევას.

2. სასწრაფოდ უნდა უზრუნველყოთ სასუნთქი გზების გამავლობა. სასუნთქი გზები ორი მიზეზით იხურება, ბრონქოსპაზმი და ტრაქეის შეშუპება. ამის მოხსნაში ისევ ეპინეფრინი, საინჰალაციო საშუალებები და ჟანგბადი დაგეხმარებათ. თუ სუნთქვის ფუნქცია სწრაფად არ აღსდგა, არ დააყოვნოთ ინტუბაცია. ეს პაციენტს ჰიპოქსიის მავნე გავლენისგან იხსნის. სისხლში ჟანგბადის კონცენტრაცია უნდა შენარჩნუდეს 95%-ზე მაღალ დონეზე.

3. ბენადრილი ან ზემოთხსენებული სხვა ანტიალერგიული მედიკამენტები ფხანით გამოწვეულ დისკომფორტს მოხსნის. არც ერთი მათგანი არ ხსნის ბრონქოსპაზმს ან ტრაქეის შეშუპებას, ამიტომ პირველი რიგის ამოცნაა პირველი ორი პუნქტის სწრაფად ამუშავება.

4. ამ სამი პუნქტის დროულად ამუშავების შემთხვევაში, უმეტესად პაციენტს დამატებითი დახმარება აღარ სჭირდება. თუ მდგომარეობა არ უმჯობესდება და მკურნალობის მიმართ პაციენტი რეზისტენტულია, ის სასწრაფოდ უნდა იყოს გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. რეზისტენტული შემთხვევების მკურნალობა შევეცდები მოგვიანების მიმოვიხილო.

P.S. იმედი მაქვს, დღეს გართულებული პაციენტი მალე დაუბრუნდება ოჯახს ჯანმრთელი. მასზე ფიქრი არ მშორდება მთელი დღე. აუცილებლად უნდა გადარჩეს. ანაფილაქსიური შოკით, კოვიდის ვაქცინით აცრილი, არც ერთი პაციენტი არ გარდაცვლილა და დარწმუნებული ვარ ქართველი ექიმებიც აუცილებლად შეძლებენ მის გადარჩენას" - წერს გეგეჭკორი.

"ეს რღვევებიც და ნაპრალებიც არახალია, ათეული წელია არსებობენ... საფრთხე არ არსებობს" - გეოლოგი

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის გზასთან მდებარე ფერდზე ახალი ნაპრალები გაჩნდა, მოსახლეობაში პანიკის დათესვა ხდება" - ბენდელიანი

"ბორჯღალოსნებმა" კალინინგრადში რუსეთის ნაკრები დაამარცხეს