ავტორი:

"ასტრაზენეკას" ვაქცინას მსგავსი რეაქცია უკვე აქვს დაფიქსირებული - 5 მილიონი შემთხვევიდან 41 იყო ანაფილაქსიური გვერდითი რეაქცია" - გაბუნია

"ასტრაზენეკას" ვაქცინას მსგავსი რეაქცია უკვე აქვს დაფიქსირებული - 5 მილიონი შემთხვევიდან 41 იყო ანაფილაქსიური გვერდითი რეაქცია" - გაბუნია

"ასტრაზენეკას" ვაქცინას მსგავსი გვერდითი რეაქცია აქვს უკვე დაფიქსირებული მოსალოდნელ გვერდით რეაქციებში. 5 მილიონი შემთხვევიდან 41 იყო ანაფილაქსიური გვერდითი რეაქცია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ვიდრე არ მოხდება შემთხვევის შესწავლა, ექსპერტების ჯგუფი იმსჯელებს იმაზე, ხომ არ შეჩერდეს ვაქცინაციის პროცესი გარკვეული პერიოდით.

"სტანდარტულად, როდესაც დგება სავარაუდო გვერდითი რეაქცია, ექსპერტების შეფასების საფუძველზე თუ ეს არის მძიმე გვერდითი რეაქცია და ამ შემთხვევაში, მძიმე გვერდით რეაქციასთან გვაქვს საქმე, რადგან მან გამოიწვია ჰოსპიტალიზაცია და რეანიმაციული მკურნალობის აუცილებლობა, ამ შემთხვევაში ვიდრე არ მოხდება შემთხვევის შესწავლა ექსპერტების ჯგუფი იმსჯელებს იმაზე, ხომ არ შეჩერდეს ვაქცინაციის პროცესი გარკვეული პერიოდით ვიდრე არ დადგინდება. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინას მსგავსი გვერდითი რეაქცია აქვს უკვე დაფიქსირებული მოსალოდნელ გვერდით რეაქციებში. 5 მილიონი შემთხვევიდან 41 იყო მსგავსი ანუ ანაფილაქსიური გვერდითი რეაქცია. ამ შემთხვევაში ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, რასთან გვაქვს საქმე, ანაფილაქსიაა ეს თუ სხვა გვერდითი რეაქცია, ამას შეისწავლიან ექსპერტები. ბრიტანეთის მონაცემებით, 5 მილიონიდან 41 იყო ანაფილაქსიის ტიპის გვერდითი მოვლენა, ამდენად ეს არის ერთ-ერთი ცნობილი რეაქცია და ამის გამო ვაქცინაცია არცერთ ქვეყანას არ შეუჩერებია, მაგრამ ჩვენ ექსპერტების დასკვნას დაველოდებით და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, შემთხვევის შესწავლას დიდი დრო არ დასჭირდება.

"დღეს არის დაგეგმილი ექსპერტებთან შეხვედრა. შემთხვევის შესწავლის პროცესი არ იქნება ხანგრძლივი. ამას შეიძლება 24 საათი დასჭირდეს და ამას ჩვენ უმოკლეს ვადაში გავაკეთებთ და ჩავრთავთ ასევე ჯანმო-ს საერთაშორისო კომიტეტსაც, რადგან ამ ტიპის შემთხვევები ექვემდებარება საერთაშორისო ანგარიშგებას. ჩვენ მოვითხოვთ მათ ჩართულობასაც, თუმცა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მიზანშეწონილად მიგვაჩნია პროცესის გარკვეული პერიოდით გადავადება, ვიდრე არ გვეცოდინება ზუსტი პასუხი კვლევების შედეგიდან გამომდინარე, ამაზე დღეს ვიმსჯელებთ და ესეც საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი დღის ბოლომდე“, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია დაფიქსირდა. მისი განმარტებით, ყველაზე სერიოზული გვერდითი რეაქციაა ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ინფექციიდან 15-30 წუთში ან ცოტა მოგვიანებით ფიქსირდება. შემთხვევა ახალციხის კლინიკა „იმედში“ დღეს მოხდა. ადგილობრივი მედიასაშუალების, „სამხრეთის კარიბჭის“ინფორმაციით, ექთანი შეუძლოდ ვაქცინაციის შემდეგ გახდა.

"ჩემი მეუღლე ამ ამბით არც თავიდან იყო აღფრთოვანებული და არც ახლა..." - როგორია "პუსკუნას" ცხოვრება ეკრანს მიღმა და რას ამბობს სასცენო პარტნიორზე?

ცერცვაძე ვაქცინაციაზე უარის შემთხვევაში მძიმე სცენარს პროგნოზირებს - "მოიმატებს გარდაცვლილთა რაოდენობა, იქნება მესამე ტალღა, ლოკდაუნები..."

ეკატერინე ტიკარაძე მზად არის, საჯაროდ აიცრას, მათ შორის "ასტრაზენეკას" ვაქცინით