სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შებოჭა და ძალადობით მის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა" - პროკურატურა გოგი წულაიასთვის ბრალის დამძიმებაზე ინფორმაციას ავრცელებს
"შებოჭა და ძალადობით მის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა" - პროკურატურა გოგი წულაიასთვის ბრალის დამძიმებაზე ინფორმაციას ავრცელებს

ქა­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ პო­ლი­ტი­კოსს, გოგი წუ­ლა­ი­ას ბრალ­დე­ბა და­უმ­ძიმ­და. პო­ლი­ტი­კოსს ბრალ­დე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად დღეს წა­უ­ყე­ნეს. ის წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს. გოგი წუ­ლა­ი­ას ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 138-ე მხუ­ლით წა­რუდ­გი­ნეს, რაც სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსგავს ქმე­დე­ბას გუ­ლის­ხმობს. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2021 წლის 16 მარტს, გ.წ.-მ, რო­მელ­საც მე­გობ­რო­ბა და საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა აკავ­ში­რებ­და ა.ს.-სთან, სთხო­ვა მას თბი­ლის­ში და­გეგ­მილ შეხ­ვედ­რა­ზე გაჰ­ყო­ლო­და და მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში დახ­მა­რე­ბო­და. ა.დ. შე­თა­ვა­ზე­ბას და­თან­ხმდა და იმა­ვე დღეს, გ.წ.-სთან და ლ.ჟ.-სთან ერ­თად თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და, სა­დაც ლ.ჟ.-მ გ.წ.-ს თხოვ­ნით ბინა უქი­რა­ვა მას, გა­სა­ღე­ბი გა­დას­ცა და თვი­თონ წა­ვი­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დეგ გ.წ.-მ, იმ მი­ზე­ზით, რომ შეხ­ვედ­რა მომ­დევ­ნო დღის დი­ლის სა­ა­თებ­ში ჰქონ­და და­გეგ­მი­ლი და ვი­ნა­ი­დან ახ­ლოვ­დე­ბო­და ე.წ. „კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი“, ა.დ.-ს შეს­თა­ვა­ზა ღა­მით მის მიერ ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. რად­გან ა.დ.-სთვის ცნო­ბი­ლი იყო, რომ ბი­ნა­ში ლ.ჟ.-ც უნდა დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, გ.წ.-ს შე­თა­ვა­ზე­ბას და­თან­ხმდა. ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში გ.წ.-მ ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლი და­ლია, რის შემ­დე­გაც ღა­მის სა­ა­თებ­ში ა.დ.-სთან, ამ უკა­ნას­კნე­ლის ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. ა.დ.-მ მას წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია და მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბის შე­წყვე­ტის­კენ მო­უ­წო­დებ­და. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, გ.წ.-მ შე­ბო­ჭა იგი და ძა­ლა­დო­ბით მისი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, ა.დ.-ს მი­მართ სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ქმე­დე­ბა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა.

მას შემ­დეგ, რაც ა.დ.-მ ფი­ზი­კუ­რი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია და პო­ლი­ცი­ის გა­მო­ძა­ხე­ბით და­ე­მუქ­რა, გ.წ.-მ მას­ზე ძა­ლა­დო­ბა შე­წყვი­ტა. გ.წ.-ს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად, ა.დ.-მ სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა არე­ში - ორი­ვე ხე­ლის, კის­რის და ზურ­გის არე­ში მრავ­ლო­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო და ძლი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი გა­ნი­ცა­და.

და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის შე­ტყო­ბი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გ წ. შემ­თხვე­ვი­დან მა­ლე­ვე და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 138-ე მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით (სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის სხვაგ­ვა­რი ქმე­დე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ძა­ლა­დო­ბით) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 4 წლი­დან 6 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით, პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს უკვე მი­მარ­თა. სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებ­ზე მკაცრ სის­ხლის სა­მარ­თლის პო­ლი­ტი­კას ახორ­ცი­ე­ლებს, რა­საც მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რძე­ლებს. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნუ­ლია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

და­კა­ვე­ბუ­ლის მი­მართ აღ­კევ­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბა­ზე თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო სა­ვა­რა­უ­დოდ, დღეს იმ­სჯე­ლებს.

ცნო­ბის­თვის, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გოგი წუ­ლა­ია გუ­შინ და­ა­კა­ვეს. თავ­და­პირ­ვე­ლად, გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 126-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, რაც ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობ­და. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, წუ­ლა­ი­ამ ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ნაც­ნობ ქალ­ზე იძა­ლა­და.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
keti
3

megobar kalad chatvala am kalma tavi kvelas kavs megobari mamakacebi magram gamit ar rchebian da ar kiraoben binebs sxvaa sakmes dachera sakmianobistvis mivlinebashi rom midian sakmosnebi cal calke akvt dakiravebuli otaxebi sastumroebshi tu saxlebshi da ara ert saxlshi da otaxshi ra daalevina am kalma gmertma icis kargad gamosadziebelia am kalis kvelaperi gauchaliches koxtad shexvedreb sakmianba da dacherac is rom zogi shakirad igebs mis seksualur mdgomareobas gmertma acilos kvelas aravin ar iis vin ra dros daavadmkopdeba seksualuri praksit kacoba ar mtkicdeba vazkaci sulit da gulit ikavi rodesgac kvela agmochndeba asaktan gamomdinare mag situaciashi kargia seksologebma ganixilon da gaacnon mokalakeebs marto seksi ar aris sikvaruli urtiertoba megobroba da shekvarebuloba sabolooa seksi manamde unda ikve mokvaruli tbili da vazkacuri samcuxaroa rom aseti kalis gao cxovreba gainadgura arc dzaladoba ikneboda arc araperi nasvami iko da gauchalicha am kalma asprocentiani vistan ra akvs molaparakebuli esec sakitxavia damnashaved namdvilad ar vcnob culaias tvitonve akidebia es kali tvitonve ert saxlshi iko molaparakebuli rom kopiliko ertad sakme unda gaeketad dzaglis tavi sadaa damarxuli gavigebt

muradi
38

gocebma gauchaliches

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"შებოჭა და ძალადობით მის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა" - პროკურატურა გოგი წულაიასთვის ბრალის დამძიმებაზე ინფორმაციას ავრცელებს

"შებოჭა და ძალადობით მის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა" - პროკურატურა გოგი წულაიასთვის ბრალის დამძიმებაზე ინფორმაციას ავრცელებს

ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზე დაკავებულ პოლიტიკოსს, გოგი წულაიას ბრალდება დაუმძიმდა. პოლიტიკოსს ბრალდება ოფიციალურად დღეს წაუყენეს. ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს. გოგი წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მხულით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 16 მარტს, გ.წ.-მ, რომელსაც მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდა ა.ს.-სთან, სთხოვა მას თბილისში დაგეგმილ შეხვედრაზე გაჰყოლოდა და მოლაპარაკებაში დახმარებოდა. ა.დ. შეთავაზებას დათანხმდა და იმავე დღეს, გ.წ.-სთან და ლ.ჟ.-სთან ერთად თბილისში ჩამოვიდა, სადაც ლ.ჟ.-მ გ.წ.-ს თხოვნით ბინა უქირავა მას, გასაღები გადასცა და თვითონ წავიდა.

აღნიშნულის შემდეგ გ.წ.-მ, იმ მიზეზით, რომ შეხვედრა მომდევნო დღის დილის საათებში ჰქონდა დაგეგმილი და ვინაიდან ახლოვდებოდა ე.წ. „კომენდანტის საათი“, ა.დ.-ს შესთავაზა ღამით მის მიერ ნაქირავებ ბინაში დარჩენილიყო. რადგან ა.დ.-სთვის ცნობილი იყო, რომ ბინაში ლ.ჟ.-ც უნდა დარჩენილიყო, გ.წ.-ს შეთავაზებას დათანხმდა. ნაქირავებ ბინაში გ.წ.-მ ალკოჰოლური სასმელი დალია, რის შემდეგაც ღამის საათებში ა.დ.-სთან, ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა. ა.დ.-მ მას წინააღმდეგობა გაუწია და მსგავსი ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა. მიუხედავად ამისა, გ.წ.-მ შებოჭა იგი და ძალადობით მისი ნების საწინააღმდეგოდ, ა.დ.-ს მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.

მას შემდეგ, რაც ა.დ.-მ ფიზიკური წინააღმდეგობა გაუწია და პოლიციის გამოძახებით დაემუქრა, გ.წ.-მ მასზე ძალადობა შეწყვიტა. გ.წ.-ს მიერ განხორციელებული ძალადობის შედეგად, ა.დ.-მ სხეულის სხვადასხვა არეში - ორივე ხელის, კისრის და ზურგის არეში მრავლობითი დაზიანებები მიიღო და ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა.

დაზარალებულის შეტყობინების საფუძველზე სამართალდამცველებმა გ წ. შემთხვევიდან მალევე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. საქართველოს პროკურატურა სექსუალური ხასიათის ძალადობის ფაქტებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ახორციელებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

დაკავებულის მიმართ აღკევთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.

ცნობისთვის, სამართალდამცავებმა გოგი წულაია გუშინ დააკავეს. თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობდა. შსს-ს ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.

საგარეჯოში მომხდარი დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავეს

"ვინმე ბესიკ ბოგველმა გამოთქვა მზადყოფნა ნიკა მელიას გირაოს თანხა, 40 000 ლარი გადაიხადოს" - ადვოკატი ფაქტს ხელისუფლების დადგმულ სპექტაკლს უწოდებს

გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს