საზოგადოება
მსოფლიო

18

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზოგიერთი ადამიანი "ფაიზერს" უცდის და ჰგონია, რომ კარგია..." - თენგიზ ცერცვაძე
"ზოგიერთი ადამიანი "ფაიზერს" უცდის და ჰგონია, რომ კარგია..." - თენგიზ ცერცვაძე

ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი „ფა­ი­ზერს“ უც­დის და ჰგო­ნია, რომ კარ­გია. "ფა­ი­ზე­რის” გა­კე­თე­ბის­თა­ნა­ვე 23 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, „ას­ტრა­ზე­ნე­კა­თი” 17 მი­ლი­ო­ნი აიც­რა და 4 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი, 17 მი­ლი­ო­ნი­დან 4 ადა­მი­ა­ნი ისე­დაც გარ­და­იც­ვლე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან ვაქ­ცი­ნი­რე­ბა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა­ნა­ი­რი ჭორი სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია და კი­დევ გვი­წევს ბრძო­ლა, რომ სა­ქარ­თვე­ლომ "ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნა „იშო­ვოს და შე­მო­ი­ტა­ნოს“.

"ჩვენ კი­დევ ბრძო­ლა მოგ­ვი­წევს, რომ სა­ქარ­თვე­ლომ ას­ტრა­ზე­ნე­კას ვაქ­ცი­ნა იშო­ვოს და შე­მო­ი­ტა­ნოს. ყვე­ლა­ნა­ი­რი ჭორი სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია. 17 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი­დან მხო­ლოდ 4 გარ­დაც­ვლი­ლია, რო­მე­ლიც ვაქ­ცი­ნას­თან არ არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი „ფა­ი­ზერს“ უც­დის და ჰგო­ნია, რომ კარ­გია. ​„ფა­ი­ზე­რის“​ გა­კე­თე­ბის­თა­ნა­ვე 23 ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, აქ 17 მი­ლი­ო­ნი გა­ი­კე­თეს და 4 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი, 17 მი­ლი­ო­ნი­დან 4 ადა­მი­ა­ნი ისე­დაც გარ­და­იც­ვლე­ბა. პან­დე­მი­ის დაძ­ლე­ვა ვაქ­ცი­ნის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია“, - აღ­ნიშ­ნა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის აც­რა­საც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მისი თქმით, პრე­ზი­დენ­ტის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა მოჰ­ყვე­ბა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს უმოკ­ლეს დრო­ში მო­ვახ­დი­ნოთ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ვაქ­ცი­ნი­რე­ბა.

"ჩვენ გვსაყ­ვე­დუ­რობ­დნენ, რომ ვაქ­ცი­ნას მო­ვი­პო­ვებ­დით და ვერ მო­ვა­ხერ­ხებ­დით მის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბას. დიახ, ჯერ­ჯე­რო­ბით მარ­თლაც გვი­ჭირს, თუმ­ცა გეგ­მა გა­წე­რი­ლია და 89 პუნ­ქტი მუ­შა­ობს, მეტი რა ქნას პა­ტა­რა სა­ქარ­თვე­ლომ? ახლა იც­რი­ან ცნო­ბა­დი სა­ხე­ე­ბი, ყვე­ლა ცნო­ბა­დი სახე აიც­რა, მათ შო­რის ოპო­ზი­ცი­ურ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა და­ა­ნე­ბეს თავი ან­ტი­ვაქ­ცი­ნურ გან­წყო­ბებს და გვერ­დში გვიდ­გა­ნან. რამ­დე­ნა­დაც ვიცი ბევ­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ის სახე აიც­რა უკვე ვაქ­ცი­ნა­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბით მი­ვე­სალ­მე­ბი და დიდი სი­ხა­რუ­ლით შევ­ხვდი, რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ იც­რე­ბო­და პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი. ქალ­ბა­ტო­ნი სა­ლო­მე თა­ვი­სი წარ­მო­შო­ბით, ში­ნა­გა­ნი კულ­ტუ­რით ბრძან­დე­ბა უნი­კა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი და მის პი­რად მა­გა­ლითს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბი­სათ­ვის. ქალ­ბა­ტონ სა­ლო­მეს ყვე­ლა­ფერ­ზე მი­უწ­ვდე­ბა ხელი და ყვე­ლა­ფე­რი უნა­ხავს, მას ბავ­შვო­ბა გა­ტა­რე­ბუ­ლი აქვს საფ­რან­გეთ­ში, თუმ­ცა დე­მონ­სტრა­ცი­უ­ლად მო­დის ჩვენ­თან და ჩვე­უ­ლებ­რივ ადა­მი­ა­ნებ­თან ერ­თად, არ ელო­დე­ბა „ფა­ი­ზერს“ და რა­ღაც ზღაპ­რებს, ის იც­რე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ას­ტრა­ზე­ნე­კას ვაქ­ცი­ნით, რომ­ლი­თაც უნდა აიც­რას სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა. მე ღრმად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ამას ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ექ­ნე­ბა და მოჰ­ყვე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს უმოკ­ლეს დრო­ში მო­ვახ­დი­ნოთ ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი ვაქ­ცი­ნი­რე­ბა, რაც არის პირ­და­პი­რი გზა, რომ სა­ქარ­თვე­ლო და­უბ­რუნ­დეს ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას“, - გა­ნა­ცხა­და თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გაიტანეთ ეს კაცი
2

ნეტა თავს დაგვანებებდეთ რაა :))) პოლიტიკურად აჟიტირებული ექიმო....

???
1

წინასწარი განაცხადით თავს იზღვევთ მოსალოდნელ ფატალურ შედეგებზე არა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

"ზოგიერთი ადამიანი "ფაიზერს" უცდის და ჰგონია, რომ კარგია..." - თენგიზ ცერცვაძე

"ზოგიერთი ადამიანი "ფაიზერს" უცდის და ჰგონია, რომ კარგია..." - თენგიზ ცერცვაძე

ზოგიერთი ადამიანი „ფაიზერს“ უცდის და ჰგონია, რომ კარგია. ,,ფაიზერის” გაკეთებისთანავე 23 ადამიანი გარდაიცვალა, „ასტრაზენეკათი” 17 მილიონი აიცრა და 4 ადამიანია გარდაცვლილი, 17 მილიონიდან 4 ადამიანი ისედაც გარდაიცვლება, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებთან ვაქცინირებაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველანაირი ჭორი საფუძველს მოკლებულია და კიდევ გვიწევს ბრძოლა, რომ საქართველომ ,,ასტრაზენეკას“ ვაქცინა „იშოვოს და შემოიტანოს“.

,,ჩვენ კიდევ ბრძოლა მოგვიწევს, რომ საქართველომ ასტრაზენეკას ვაქცინა იშოვოს და შემოიტანოს. ყველანაირი ჭორი საფუძველს მოკლებულია. 17 მილიონი ადამიანიდან მხოლოდ 4 გარდაცვლილია, რომელიც ვაქცინასთან არ არის დაკავშირებული. ზოგიერთი ადამიანი „ფაიზერს“ უცდის და ჰგონია, რომ კარგია. ​„ფაიზერის“​ გაკეთებისთანავე 23 ადამიანი გარდაიცვალა, აქ 17 მილიონი გაიკეთეს და 4 ადამიანია გარდაცვლილი, 17 მილიონიდან 4 ადამიანი ისედაც გარდაიცვლება. პანდემიის დაძლევა ვაქცინის გარეშე შეუძლებელია“, - აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის აცრასაც გამოეხმაურა. მისი თქმით, პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება და საზოგადოების მობილიზება მოჰყვება, რაც საშუალებას მოგვცემს უმოკლეს დროში მოვახდინოთ ფართომასშტაბიანი ვაქცინირება.

,,ჩვენ გვსაყვედურობდნენ, რომ ვაქცინას მოვიპოვებდით და ვერ მოვახერხებდით მის ადმინისტრირებას. დიახ, ჯერჯერობით მართლაც გვიჭირს, თუმცა გეგმა გაწერილია და 89 პუნქტი მუშაობს, მეტი რა ქნას პატარა საქართველომ? ახლა იცრიან ცნობადი სახეები, ყველა ცნობადი სახე აიცრა, მათ შორის ოპოზიციურმა ტელევიზიებმა დაანებეს თავი ანტივაქცინურ განწყობებს და გვერდში გვიდგანან. რამდენადაც ვიცი ბევრი ოპოზიციური ტელევიზიის სახე აიცრა უკვე ვაქცინაზე. განსაკუთრებით მივესალმები და დიდი სიხარულით შევხვდი, როდესაც გავიგე, რომ იცრებოდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ქალბატონი სალომე თავისი წარმოშობით, შინაგანი კულტურით ბრძანდება უნიკალური ადამიანი და მის პირად მაგალითს დიდი მნიშვნელობა ექნება მოსახლეობისათვის. ქალბატონ სალომეს ყველაფერზე მიუწვდება ხელი და ყველაფერი უნახავს, მას ბავშვობა გატარებული აქვს საფრანგეთში, თუმცა დემონსტრაციულად მოდის ჩვენთან და ჩვეულებრივ ადამიანებთან ერთად, არ ელოდება „ფაიზერს“ და რაღაც ზღაპრებს, ის იცრება ჩვეულებრივი ასტრაზენეკას ვაქცინით, რომლითაც უნდა აიცრას საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა. მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება და მოჰყვება საზოგადოების მობილიზება, რაც საშუალებას მოგვცემს უმოკლეს დროში მოვახდინოთ ფართომასშტაბიანი ვაქცინირება, რაც არის პირდაპირი გზა, რომ საქართველო დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

"16 წლის ვიყავი, მამა და დედა რომ დაშორდნენ, რთული დრო იყო" - თეონა აქუბარდია ოჯახის წევრებზე, რთულ 90-იანებსა და პირველ ნაბიჯებზე პოლიტიკაში

18:00 საათის მონაცემებით, "ფაიზერის" ვაქცინაზე 134 400-მდე ადამიანი დარეგისტრირდა

“16-დან 18 წლამდე პირების “ფაიზერით“ ვაქცინაციისას მშობლის, ან მეურვის თანხმობა იქნება საჭირო” - თამარ გაბუნია