ავტორი:

"ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის" - ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენს პასუხობს და ჯანმრთელობას უსურვებს

"ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის" - ვლადიმერ პუტინი ჯო ბაიდენს პასუხობს და ჯანმრთელობას უსურვებს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის განცხადების საპასუხოდ პირველ კომენტარს აკეთებს. შეგახსენებთ, რომ როგორც ბაიდენმა განაცხადა, ის პუტინს მკვლელად მიიჩნევს.

ვლადიმერ პუტინი ბაიდენს ჯანმრთელობას უსურვებს.

"რას ვუპასუხებდი მას? მე მას ვეტყოდი, ჯანმრთელად იყავით... ჯანმრთელობას ვუსურვებ. ბავშვობაში, როდესაც ეზოში ერთმანეთს ვეკამათებოდით ხოლმე, ვამბობდით: "ვინც იძახის, იძახის, თავის თავზე იძახის". ეს სიტყვები მხოლოდ ბავშვური არ არის, მასში ღრმა ფსიქოლოგიური აზრი დევს. როდესაც სხვებს ვაფასებთ, ჩვენ თითქოს სარკეში ვიყურებით და ჩვენს პრობლემებს სხვებს ვაკისრებთ“, - ამბობს პუტინი.

ინფორმაციისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მას სჯერა, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი "მკვლელია.“ ამის შესახებ ბაიდენმა ABC-სთან ინტერვიუში წამყვანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

წამყვანმა ბაიდენს ჰკითხა: "გჯერათ, რომ პუტინი მკვლელია“, რაზეც პრეზიდენტის პასუხი ასეთი იყო - "დიახ, ამის მჯერა....„მას მოუწევს ყველაფრის საფასურის გადახდა და ამას თქვენ ძალიან მალე დაინახავთ“, - აღნიშნა ბაიდენმა.

მისივე თქმით, როდესაც პუტინს ესაუბრა, უთხრა, რომ თუკი რუსეთის ჩარევა აშშ-ის არჩევნებში დადასტურდებოდა, მზად ყოფილიყო ამერიკის რეაქციისთვის: "ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. მას საკმაოდ კარგად ვიცნობ. ვუთხარი, მე თქვენ გიცნობთ და თქვენ მე მიცნობთ. თუ გაირკვევა, რომ ეს ნამდვილად მოხდა, მზად იყავით", - აღნიშნა ბაიდენმა.

"თუკი დედამიწაზე ჯოჯოხეთი არსებობს, ეს არის ბავშვების ცხოვრება დღევანდელ ღაზაში" - გაეროს გენერალური მდივანი

"ცეცხლის კერა ათენიდან 70 კმ-შია, მაგრამ აქამდე აღწევს კვამლი, ფერფლი აივნებზე გვეყრება" - მეორე დღეა საბერძნეთში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

როგორ დასაჯა კადიროვმა 15 წლის მოზარდი არასასურველი კომენტარის დაწერისთვის - ბიჭის მამა შვილის "არასწორად აღზრდის" გამო პატიებას ითხოვს