პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინისტრი რომ ვყოფილიყავი და გერმანიის ყანებში სამუშაოდ განაცხადი 2 დღეში 100 ათას კაცს შეევსო, თვითმკვლელობაზე ვიფიქრებდი" - ელისაშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრს
"მინისტრი რომ ვყოფილიყავი და გერმანიის ყანებში სამუშაოდ განაცხადი 2 დღეში 100 ათას კაცს შეევსო, თვითმკვლელობაზე ვიფიქრებდი" - ელისაშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრს

მე რომ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, გერ­მა­ნი­ას გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა, ვი­საც ჩვენს ბაღ-ბოსტნებ­სა და ყა­ნებ­ში მუ­შა­ო­ბა გინ­დათ, აგერ გან­ცხა­დე­ბა შე­ავ­სე­თო და ორ დღე­ში 100 ათას კაცს შე­ევ­სო, ალ­ბათ, თვით­მკვლე­ლო­ბა­ზე ვი­ფიქ­რებ­დი, - ამ სი­ტყვე­ბით დე­პუ­ტატ­მა ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნისტრს ლე­ვან და­ვი­თაშ­ვილს მი­მარ­თა, რო­მელ­საც “მი­ნის­ტრის სა­ა­თის“ ფორ­მატ­ში უს­მე­ნენ.

რო­გორც ელი­საშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში 30 წე­ლია არ­სე­ბობს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო, მაგ­რამ არ არ­სე­ბობს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა.

“გან­ყე­ნე­ბუ­ლი ციფ­რე­ბი და სტა­ტის­ტი­კა არ მა­ინ­ტე­რე­სებს. ვარ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მო­ქა­ლა­ქე და მთა­ვა­რი სტა­ტის­ტი­კა არის ის, როცა მა­ღა­ზი­ა­ში შევ­დი­ვარ და მაქვს ასე­თი არ­ჩე­ვა­ნი: - ხახ­ვი და ნი­ო­რი - თურ­ქე­თი­დან, მან­და­რი­ნი და ფორ­თო­ხა­ლი სა­ბერ­ძნე­თი­დან, ხორ­ცი - ბრა­ზი­ლი­ი­დან და ინ­დო­ე­თი­დან. რო­მელ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ზე ვლა­პა­რა­კობთ?! აქა-იქ თუ იპო­ვი რა­ღა­ცას ქარ­თულს“, - მი­მარ­თა და­ვი­თაშ­ვილს ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ჯა­რო რე­ესტრის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მი­წე­ბის 69%, მი­ლი­ონ ჰექტრა­ზე მეტი არის სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მიწა. რო­გორც ელი­საშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, “სი­ნამ­დვი­ლე­ში ეს არის კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი გამ­გებ­ლე­ბის ხელ­ში ჩა­ვარ­დნი­ლი მიწა, რო­მელ­საც ძიძ­გნი­ან და სა­კუ­თარ მა­მი­დაშ­ვილ-ბი­ძაშ­ვი­ლებს აძ­ლე­ვენ“.

“რა­ტომ არის, რომ 30 წე­ლია ისევ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი გვაქვს?!“, - გა­ნა­ცხა­და ელი­საშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 33 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარბიელი
16

მაინტერესებს, არსებობს რაიმე სფერო, რომელშიც ელისაშვილს ელემენტარული ცოდნა აქვს? იქ სისულელე თქვა - იურისტი არააო; მერე კიდევ და ექიმი არააო; კიდევ და - ახალია პარლამენტშიო; გერმანელი ფერმერი რომ უფრო ფხიანია ქართველზე და მეტს უხდის დაქირავებულს, ამიტომ უნდა მოიკლას ჩვენმა მინისტრმა თავი? შენ იცი რამხელა სხვაობაა შენსა და ბუნდესტაგის დეპუტატს შორის გინდა ცალკეული დარგის ცოდნით, გინდა ზოგადი ინტელექტით და ქცევის წესების ცოდნით? და ამაზე ვინ უნდა მოიკლას თავი?

ექსპერტი
8

ეს კაცი მოგწონთ არ მოგწონთ სხვა საკითხია, ან (პოლიტიკოსის მოწონება რა პონტია) მთავარია სიმართლეს ამბობს სწორ დროს და სწორ ადგილას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"მინისტრი რომ ვყოფილიყავი და გერმანიის ყანებში სამუშაოდ განაცხადი 2 დღეში 100 ათას კაცს შეევსო, თვითმკვლელობაზე ვიფიქრებდი" - ელისაშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრს

"მინისტრი რომ ვყოფილიყავი და გერმანიის ყანებში სამუშაოდ განაცხადი 2 დღეში 100 ათას კაცს შეევსო, თვითმკვლელობაზე ვიფიქრებდი" - ელისაშვილი სოფლის მეურნეობის მინისტრს

მე რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი ვყოფილიყავი, გერმანიას გამოეცხადებინა, ვისაც ჩვენს ბაღ-ბოსტნებსა და ყანებში მუშაობა გინდათ, აგერ განცხადება შეავსეთო და ორ დღეში 100 ათას კაცს შეევსო, ალბათ, თვითმკვლელობაზე ვიფიქრებდი, - ამ სიტყვებით დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს მიმართა, რომელსაც “მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

როგორც ელისაშვილმა განაცხადა, საქართველოში 30 წელია არსებობს სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მაგრამ არ არსებობს სოფლის მეურნეობა.

“განყენებული ციფრები და სტატისტიკა არ მაინტერესებს. ვარ ჩვეულებრივი მოქალაქე და მთავარი სტატისტიკა არის ის, როცა მაღაზიაში შევდივარ და მაქვს ასეთი არჩევანი: - ხახვი და ნიორი - თურქეთიდან, მანდარინი და ფორთოხალი საბერძნეთიდან, ხორცი - ბრაზილიიდან და ინდოეთიდან. რომელ სოფლის მეურნეობაზე ვლაპარაკობთ?! აქა-იქ თუ იპოვი რაღაცას ქართულს“, - მიმართა დავითაშვილს ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, საჯარო რეესტრის მონაცემებით, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული მიწების 69%, მილიონ ჰექტრაზე მეტი არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა. როგორც ელისაშვილმა განაცხადა, “სინამდვილეში ეს არის კორუმპირებული გამგებლების ხელში ჩავარდნილი მიწა, რომელსაც ძიძგნიან და საკუთარ მამიდაშვილ-ბიძაშვილებს აძლევენ“.

“რატომ არის, რომ 30 წელია ისევ საბჭოთა კავშირი გვაქვს?!“, - განაცხადა ელისაშვილმა.

"ხომ აპირებდნენ პარლამენტიდან ჩემი ფეხით გამოთრევას - ვნახავ, ამისთვის შემოდიან თუ იმისთვის, რომ სავარძლებში დასკუპდნენ" - ალეკო ელისაშვილი "ნაცმოძრაობაზე"

"მისთვის ძალიან არასწორია გადაწყვეტილებაა" - რას აცხადებს თეა წულუკიანი გიორგი გახარიაზე?

გიორგი გახარიას ახალი პარტია "საქართველოსთვის" - როგორია ახალი ორგანიზაციის ლოგო და ვის ვიხილავთ  ექსპრემიერის გვერდით?