კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

15

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს პროექტი ჯერ კიდევ ჩემ დროს დამუშავდა... როგორც ჩანს, სიჩქარეში რაღაც კვლევები სათანადოდ არ ჩატარდა..." - გიგი უგულავა ვაშლიჯვრის მეწყერულ პროცესებზე
"ეს პროექტი ჯერ კიდევ ჩემ დროს დამუშავდა... როგორც ჩანს, სიჩქარეში რაღაც კვლევები სათანადოდ არ ჩატარდა..." - გიგი უგულავა ვაშლიჯვრის მეწყერულ პროცესებზე

თბილ­სის ყო­ფი­ლი მერი, "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რი გიგი უგუ­ლა­ვა ვაშ­ლი­ჯვარ­ში მე­წყე­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და აცხა­დებს, რომ ად­გილ­ზე მიმ­დი­ნა­რე გზის სამ­შე­ნებ­ლო პრო­ექ­ტი ჯერ კი­დევ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მისი ყოფ­ნის დროს და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია.

"დღეს დი­ლი­დან რამ­დე­ნი­მე სპე­ცი­ა­ლისტს ვე­სა­უბ­რე. მდგო­მა­რე­ო­ბა მარ­თლაც მძი­მეა. მი­ზე­ზებ­ზე მე არ და­ვი­წყებ... ის გზა გა­სა­კე­თე­ბე­ლია და კარ­გია, რომ მე­რი­ამ დაგ­ვი­ა­ნე­ბით, მაგ­რამ მა­ინც მო­კი­და ამას ხელი. ეს პრო­ექ­ტი ჯერ კი­დევ ჩემ დროს და­მუ­შავ­და, ჩვე­ნი ტრან­სპორ­ტის სამ­სა­ხუ­რის მიერ და ით­ვა­ლის­წი­ნებს ახა­ლი გზის (სა­დაც 112-ია გან­თავ­სე­ბუ­ლი) პირ­და­პი­რი ჩა­მო­სას­ვლე­ლი გზის მშე­ნებ­ლო­ბას ვე­ფხი­სა და მოყ­მის ძეგლ­თან, სა­დაც წე­სით მე­ო­რე ეტა­პი უნდა იყოს.

თა­ვის დრო­ზე ფული მო­ზი­დუ­ლი იყო აზი­ის გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კი­დან. დღეს ეს პრო­ექ­ტი დას­რუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და. ხიდი, რო­მე­ლიც ამ სატ­რან­სპორ­ტო კვანძს და­ა­კავ­ში­რებ­და მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­როს­თან.

მთლი­ა­ნო­ბა­ში ეს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლეა, მაგ­რამ ბუ­ნებ­რი­ვია, ყვე­ლა­ფერს აქვს თა­ვი­სი წესი. რო­გორც ჩანს, სიჩ­ქა­რე­ში რა­ღაც კვლე­ვე­ბი სა­თა­ნა­დოდ არ ჩა­ტარ­და. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში დღეს უკვე სა­გან­გა­შო მდგო­მა­რე­ო­ბაა. მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ძა­ლის­ხმე­ვით შევ­ძლებთ ამ პრობ­ლე­მის ისე მოგ­ვა­რე­ბას, რომ თა­ვის მხრივ გზის მშე­ნებ­ლო­ბაც გაგ­რძელ­დეს და მე­ო­რე, არ გა­მო­იწ­ვი­ოს კა­ტას­ტრო­ფა. დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლია რე­აქ­ცია, მაგ­რამ კარ­გია, რომ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გი არ­სე­ბობს, რა­მაც მე­რია ჩა­აგ­დო ცუნცვან­გში, რომ სწრა­ფად იმოქ­მე­დოს. ახლა მთა­ვა­რია იქ სწრა­ფი მოქ­მე­დე­ბა, რად­გან ნე­ბის­მი­ერ წვი­მა­ზე შე­იძ­ლე­ბა ის მთა მო­წყდეს, რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ. ამი­ტომ არის მთე­ლი რიგი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სწრა­ფად გა­სა­ტა­რე­ბე­ლი", - გა­ნა­ცხა­და "ტვ პირ­ველ­თან" გიგი უგუ­ლა­ვამ.

თბი­ლი­სის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მერი, კახა კა­ლა­ძე და­წყე­ბულ მე­წყრულ პრო­ცე­სებ­თან და­კავ­ში­რე­ბით მცი­რე კო­მენ­ტა­რით შე­მო­ი­ფარ­გლა. მისი თქმით, 16 მარ­ტი­დან მი­ი­ღეს მთე­ლი რიგი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის, გა­და­ი­კე­ტა გზა და მიმ­დი­ნა­რე­ობს ვი­თა­რე­ბის შეს­წავ­ლა.

"ამ პრო­ცე­სი­ის შე­ის­წავ­ლი­ან ად­გი­ლობრვი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, თუმ­ცა ასე­ვე ვე­ლო­დე­ბით გე­ო­ინ­ჟინ­რებს გერ­მა­ნი­ი­დან, რომ­ლე­ბიც მო­მა­ვალ კვი­რას უკვე ჩა­მოვ­ლენ“, - გა­ნა­ცხდა კახა კა­ლა­ძემ.

თბი­ლი­სის მე­რის მო­ად­გი­ლის, ირაკ­ლი ბენ­დე­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუ­ჩა­სა და მიმ­დე­ბა­რე ფერ­დებ­ზე მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის ნა­წი­ლობ­რივ გა­აქ­ტი­უ­რე­ბის გამო, მე­რი­ის მხრი­დან შე­სა­ბა­მი­სი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ტარ­დე­ბა. რო­გორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გან­მარ­ტა, მიმ­დი­ნა­რე­ობს მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სის მო­ნი­ტო­რინ­გი და ასე­ვე, დე­ტა­ლუ­რი კვლე­ვა ჩა­ტარ­დე­ბა.

ამას­თან, რო­გორც ირაკ­ლი ბენ­დე­ლი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში მომ­დევ­ნო კვი­რა­ში გერ­მა­ნე­ლი გე­ო­ინ­ჟინ­რე­ბიც ჩა­ერ­თვე­ბი­ან.

„მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუ­ჩა­სა და მიმ­დე­ბა­რე ფერ­დებ­ზე ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ა­ში მყო­ფი მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი ნა­წი­ლობ­რივ გა­აქ­ტი­ურ­და. ამ ფაქ­ტის გამო, მე­რი­ის შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი დარ­გის შე­სა­ბა­მის სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად ჩა­ერ­თნენ ამ პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბა­ში. 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს ამ პრობ­ლე­მის მო­საგ­ვა­რებ­ლად ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, არის რამ­დე­ნი­მე სა­ხის რე­კო­მენ­და­ცია ექ­სპერ­ტე­ბის მხრი­დან, რომ პირ­ველ რიგ­ში მომ­ხდა­რი­ყო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუ­ჩის ჩა­კეტ­ვა, რაც მე­რი­ამ მო­სახ­ლე­ო­ბას რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­ა­ტყო­ბი­ნა და ეს ქუჩა გა­და­ი­კე­ტა. ასე­ვე, მათი რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ მოხ­დეს მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სის მო­ნი­ტო­რინ­გი, რაც უკვე პირ­ვე­ლი­ვე წუ­თი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს. ასე­ვე, მათი რე­კო­მენ­და­ცი­აა, რომ მოხ­დეს დე­ტა­ლუ­რი კვლე­ვა, პრო­ექ­ტი­რე­ბა და შემ­დგომ შე­სა­ბა­მი­სი სა­მუ­შა­ო­ე­ბი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რაც უკვე მიმ­დი­ნა­რე­ობს. კვლე­ვა-პრო­ექ­ტი­რე­ბის ეტაპ­ზე ვართ და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში დას­რულ­დე­ბა. ჩვენ გვექ­ნე­ბა პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბი, თუ რას­თან გვაქვს საქ­მე, რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნდა გა­ტარ­დეს. ასე­ვე, მომ­დევ­ნო კვი­რა­ში გერ­მა­ნე­ლი გე­ო­ინ­ჟინ­რე­ბი ჩა­მოგ­ვყავს. ისი­ნი მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ხალ­ხი არი­ან და ჩვენ­თვის მათი აზ­რიც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ისი­ნიც უშუ­ა­ლოდ ჩა­ერ­თვე­ბი­ან ამ პრო­ცეს­ში. პირ­ველ რიგ­ში, მინ­და მო­სახ­ლე­ო­ბას ვუ­თხრა, ახლა პირ­ვე­ლი რი­გის ამო­ცა­ნა არის, რომ მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის ქუჩა რაც შე­იძ­ლე­ბა მალე გა­იხ­სნას, ოღონდ მხო­ლოდ და მხო­ლოდ მას შემ­დგომ, რაც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით, რომ ამ ქუ­ჩა­ზე გა­დად­გი­ლე­ბა სრუ­ლი­ად უსაფრ­თხო იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბენ­დე­ლი­ან­მა.

მისი გან­მარ­ტე­ბით, მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი­სა და მარ­შალ გე­ლოვ­ნის ქუ­ჩე­ბის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ახა­ლი გზის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე სა­მუ­შა­ო­ე­ბის და­წყე­ბამ­დე დე­ტა­ლუ­რი პრო­ექ­ტი იყო გა­კე­თე­ბუ­ლი, იყო გე­ო­ლო­გე­ბის დას­კვნე­ბიც, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი იყო ექ­სპერ­ტი­ზაც და ამის შემ­დეგ და­ი­წყო სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

კი­თხვა­ზე, ვისი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, მე­რის მო­ად­გი­ლემ უპა­სუ­ხა, რომ ეს სა­კი­თხის დე­ტა­ლუ­რი შეს­წავ­ლის შემ­დეგ გა­ირ­კვე­ვა.

„პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხი რომ დას­ვა და თქვა, რომ კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბა ან ორ­გა­ნი­ზა­ცია არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, მა­შინ, პირ­ველ რიგ­ში, ზუს­ტად უნდა იცო­დე, 100%-ით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი უნდა იყო, ამ მე­წყე­რუ­ლი პრო­ცე­სის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი. აქ არის რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რი, რა­საც კონ­კრე­ტუ­ლი და დე­ტა­ლუ­რი კვლე­ვე­ბი სჭირ­დე­ბა, რომ ზუს­ტად გა­ნი­სა­ზღვროს, რამ გა­მო­ი­ოწ­ვია ეს ყვე­ლა­ფე­რი. თუმ­ცა, იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ეს გზა არის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კვან­ძი დე­და­ქა­ლა­ქის­თვის, აუ­ცი­ლე­ბე­ლია დრო­უ­ლად გა­იხ­სნას ეს გზა. ნო­მერ პირ­ვე­ლი ამო­ცა­ნა ამ ქუ­ჩის უსაფრ­თხოდ გახ­სნაა, და­ნარ­ჩე­ნი, ეტა­პობ­რი­ვად ყვე­ლა მოქ­მე­დე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ბენ­დე­ლი­ან­მა.

მან აღ­ნიშ­ნა, რომ რო­გორც მე­დი­ის­თვის, ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია ღია და სა­ჯა­რო იქ­ნე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 34 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
giga
0

მონახეთ სხვა შემოვლითი გზა, დროებით გინდაც მიწიანი იყოს და თუნდაც მანძილი მეტი იყოს , გაუსაძლისი მდგომარეობაა, საცობებია

Kote
51

ყველაფრისგან სარგებელს როგორ ეძებს ეს ტიპი, არ ვიცოდე მაინც ვინ ხარ

ავტორი:

"ეს პროექტი ჯერ კიდევ ჩემ დროს დამუშავდა... როგორც ჩანს, სიჩქარეში რაღაც კვლევები სათანადოდ არ ჩატარდა..." - გიგი უგულავა ვაშლიჯვრის მეწყერულ პროცესებზე

"ეს პროექტი ჯერ კიდევ ჩემ დროს დამუშავდა... როგორც ჩანს, სიჩქარეში რაღაც კვლევები სათანადოდ არ ჩატარდა..." - გიგი უგულავა ვაშლიჯვრის მეწყერულ პროცესებზე

თბილსის ყოფილი მერი, "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა ვაშლიჯვარში მეწყერული პროცესების გააქტიურებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ადგილზე მიმდინარე გზის სამშენებლო პროექტი ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მისი ყოფნის დროს დაწყებული პროექტია.

"დღეს დილიდან რამდენიმე სპეციალისტს ვესაუბრე. მდგომარეობა მართლაც მძიმეა. მიზეზებზე მე არ დავიწყებ... ის გზა გასაკეთებელია და კარგია, რომ მერიამ დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოკიდა ამას ხელი. ეს პროექტი ჯერ კიდევ ჩემ დროს დამუშავდა, ჩვენი ტრანსპორტის სამსახურის მიერ და ითვალისწინებს ახალი გზის (სადაც 112-ია განთავსებული) პირდაპირი ჩამოსასვლელი გზის მშენებლობას ვეფხისა და მოყმის ძეგლთან, სადაც წესით მეორე ეტაპი უნდა იყოს.

თავის დროზე ფული მოზიდული იყო აზიის განვითარების ბანკიდან. დღეს ეს პროექტი დასრულებული იქნებოდა. ხიდი, რომელიც ამ სატრანსპორტო კვანძს დააკავშირებდა მარცხენა სანაპიროსთან.

მთლიანობაში ეს მნიშვნელოვანი სიახლეა, მაგრამ ბუნებრივია, ყველაფერს აქვს თავისი წესი. როგორც ჩანს, სიჩქარეში რაღაც კვლევები სათანადოდ არ ჩატარდა. ყოველ შემთხვევაში დღეს უკვე საგანგაშო მდგომარეობაა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რაციონალური ძალისხმევით შევძლებთ ამ პრობლემის ისე მოგვარებას, რომ თავის მხრივ გზის მშენებლობაც გაგრძელდეს და მეორე, არ გამოიწვიოს კატასტროფა. დაგვიანებულია რეაქცია, მაგრამ კარგია, რომ საზოგადოებრივი მონიტორინგი არსებობს, რამაც მერია ჩააგდო ცუნცვანგში, რომ სწრაფად იმოქმედოს. ახლა მთავარია იქ სწრაფი მოქმედება, რადგან ნებისმიერ წვიმაზე შეიძლება ის მთა მოწყდეს, როგორც სპეციალისტები ამბობენ. ამიტომ არის მთელი რიგი ღონისძიებები სწრაფად გასატარებელი", - განაცხადა "ტვ პირველთან" გიგი უგულავამ.

თბილისის ამჟამინდელი მერი, კახა კალაძე დაწყებულ მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით მცირე კომენტარით შემოიფარგლა. მისი თქმით, 16 მარტიდან მიიღეს მთელი რიგი ღონისძიებები მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, გადაიკეტა გზა და მიმდინარეობს ვითარების შესწავლა.

"ამ პროცესიის შეისწავლიან ადგილობრვი სპეციალისტები, თუმცა ასევე ველოდებით გეოინჟინრებს გერმანიიდან, რომლებიც მომავალ კვირას უკვე ჩამოვლენ“, - განაცხდა კახა კალაძემ.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე მეწყრული პროცესების ნაწილობრივ გააქტიურების გამო, მერიის მხრიდან შესაბამისი ღონისძიებები ტარდება. როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, მიმდინარეობს მეწყრული პროცესის მონიტორინგი და ასევე, დეტალური კვლევა ჩატარდება.

ამასთან, როგორც ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, პრობლემის მოგვარებაში მომდევნო კვირაში გერმანელი გეოინჟინრებიც ჩაერთვებიან.

„მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული მოქმედებების შედეგად, სტაბილიზაციაში მყოფი მეწყრული პროცესები ნაწილობრივ გააქტიურდა. ამ ფაქტის გამო, მერიის შესაბამისი სამსახურები დარგის შესაბამის სპეციალისტებთან ერთად ჩაერთნენ ამ პრობლემის მოგვარებაში. 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად ღონისძიებები, არის რამდენიმე სახის რეკომენდაცია ექსპერტების მხრიდან, რომ პირველ რიგში მომხდარიყო მაჭავარიანის ქუჩის ჩაკეტვა, რაც მერიამ მოსახლეობას რამდენიმე დღის წინ შეატყობინა და ეს ქუჩა გადაიკეტა. ასევე, მათი რეკომენდაციაა, რომ მოხდეს მეწყრული პროცესის მონიტორინგი, რაც უკვე პირველივე წუთიდან მიმდინარეობს. ასევე, მათი რეკომენდაციაა, რომ მოხდეს დეტალური კვლევა, პროექტირება და შემდგომ შესაბამისი სამუშაოები განხორციელება, რაც უკვე მიმდინარეობს. კვლევა-პროექტირების ეტაპზე ვართ და უახლოეს დღეებში დასრულდება. ჩვენ გვექნება პირველადი მონაცემები, თუ რასთან გვაქვს საქმე, რა ღონისძიებები უნდა გატარდეს. ასევე, მომდევნო კვირაში გერმანელი გეოინჟინრები ჩამოგვყავს. ისინი მაღალი კვალიფიკაციის ხალხი არიან და ჩვენთვის მათი აზრიც მნიშვნელოვანია, ისინიც უშუალოდ ჩაერთვებიან ამ პროცესში. პირველ რიგში, მინდა მოსახლეობას ვუთხრა, ახლა პირველი რიგის ამოცანა არის, რომ მაჭავარიანის ქუჩა რაც შეიძლება მალე გაიხსნას, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ მას შემდგომ, რაც დარწმუნებულები ვიქნებით, რომ ამ ქუჩაზე გადადგილება სრულიად უსაფრთხო იქნება“, - განაცხადა ბენდელიანმა.

მისი განმარტებით, მაჭავარიანისა და მარშალ გელოვნის ქუჩების დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობაზე სამუშაოების დაწყებამდე დეტალური პროექტი იყო გაკეთებული, იყო გეოლოგების დასკვნებიც, ჩატარებული იყო ექსპერტიზაც და ამის შემდეგ დაიწყო სამუშაოები.

კითხვაზე, ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს მეწყრული პროცესების გააქტიურება, მერის მოადგილემ უპასუხა, რომ ეს საკითხის დეტალური შესწავლის შემდეგ გაირკვევა.

„პასუხისმგებლობის საკითხი რომ დასვა და თქვა, რომ კონკრეტული პიროვნება ან ორგანიზაცია არის პასუხისმგებელი, მაშინ, პირველ რიგში, ზუსტად უნდა იცოდე, 100%-ით დარწმუნებული უნდა იყო, ამ მეწყერული პროცესის გამომწვევი მიზეზი. აქ არის რამდენიმე ფაქტორი, რასაც კონკრეტული და დეტალური კვლევები სჭირდება, რომ ზუსტად განისაზღვროს, რამ გამოიოწვია ეს ყველაფერი. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ეს გზა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვანძი დედაქალაქისთვის, აუცილებელია დროულად გაიხსნას ეს გზა. ნომერ პირველი ამოცანა ამ ქუჩის უსაფრთხოდ გახსნაა, დანარჩენი, ეტაპობრივად ყველა მოქმედება განხორციელდება“, - განაცხადა ბენდელიანმა.

მან აღნიშნა, რომ როგორც მედიისთვის, ასევე საზოგადოებისთვის ყველა ინფორმაცია ღია და საჯარო იქნება.

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"

"ივანიშვილის ადიუტანტებო, მაგ ჩურჩუტ თავებში შეუშვით, რომ ჩემი პატიმრობით ვაჭრობის ხარჯზე დათმობა არ იქნება" - რას წერს ნიკა მელია ციხიდან გამოგზავნილ წერილში