პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკვე დღეიდან New York Times-ის ბესტსელერი - რუტა სეპეტისის „რუხ ჩრდილებს შორის“ -ჟურნალ „გზასთან“ ერთად
უკვე დღეიდან New York Times-ის ბესტსელერი - რუტა სეპეტისის „რუხ ჩრდილებს შორის“ -ჟურნალ „გზასთან“ ერთად

2011 წელს ლი­ე­ტუ­ველ-ამე­რი­კე­ლი მწე­რა­ლი რუტა სე­პე­ტი­სი თა­ვის სა­დე­ბი­უ­ტო რო­მანს „რუხ ჩრდი­ლებს შო­რის“ წა­რუდ­გენს მკი­თხველს; რო­მანს, რომ­ლი­თაც სტა­ლი­ნუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბის მთელ სა­ში­ნე­ლე­ბას კი­დევ ერთხელ ახ­სე­ნებს მთელ მსოფ­ლი­ოს.

„რუხ ჩრდი­ლებს შო­რის“ New York Times-ის ბესტსე­ლე­რი გახ­და, არა­ერ­თი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია მო­ი­პო­ვა და 30-ზე მეტ ენა­ზე ითარ­გმნა, მათ შო­რის ქარ­თუ­ლა­დაც. სწო­რედ რუტა სე­პე­ტი­სის ცნო­ბი­ლი რო­მა­ნი გახ­ლავთ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ სე­რი­ის „ომებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე“ ახა­ლი წიგ­ნი, რო­მე­ლიც 18 მარტს ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად გა­მო­ვი­და. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 8.00 ლარი, ჟურ­ნალ­თან ერ­თად - 10.00 ლარი.

რო­მა­ნი „რუხ ჩრდი­ლებს შო­რის“ რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი ოჯა­ხის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად რო­მა­ნის შთა­გო­ნე­ბის წყა­რო ავ­ტო­რი­სა­ვე ოჯა­ხის ტრა­გი­კუ­ლი ის­ტო­რია გახ­და - იმ ოჯა­ხე­ბის ის­ტო­რი­ე­ბის მსგავ­სი, რომ­ლე­ბიც სტა­ლი­ნურ რეპ­რე­სი­ებს ემსხვერ­პლნენ და რო­მელ­თა­გან ერ­თე­უ­ლებ­მა მო­ა­ხერ­ხეს გა­დარ­ჩე­ნა, ცხოვ­რე­ბის თა­ვი­დან და­წყე­ბა. რუტა სე­პე­ტის­მა არა მხო­ლოდ თა­ვი­სი, არა­მედ სხვა ოჯა­ხე­ბის ის­ტო­რი­ე­ბი მო­ის­მი­ნა, გა­მო­იკ­ვლია. რო­მა­ნის ერთ-ერთი მთა­ვა­რი ღირ­სე­ბა სწო­რედ ეს არის - აქ ნამ­დვი­ლი ამ­ბე­ბი და დიდი ტრა­გე­დია ერ­თდრო­უ­ლად არის უცხოც, ტრა­გი­კუ­ლიც, ბევ­რის­თვის მო­უ­ლოდ­ნე­ლიც, თუმ­ცა მა­ინც სა­ოც­რად, სა­ოც­რად რე­ა­ლუ­რი!

რო­მა­ნის მთა­ვა­რი გმი­რე­ბის მშვი­დი და ლაღი ცხოვ­რე­ბა ერთ ღა­მე­ში იც­ვლე­ბა, როცა სახ­ლში საბ­ჭო­თა ოფიც­რე­ბი შეც­ვივ­დე­ბი­ან. რო­მა­ნის გმი­რი, ლინა, პა­ტა­რა ძმა­სა და დე­დას­თან ერ­თად ხალ­ხით გა­დავ­სე­ბულ ბინ­ძურ ვა­გონ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბა.აქე­დან იწყე­ბა სას­ტი­კი მოგ­ზა­უ­რო­ბა, მოგ­ზა­უ­რო­ბა მა­მის გა­რე­შე, უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, უცხო და სუს­ხი­ან მხა­რე­ში...

ლი­ნას ცხოვ­რე­ბა ციმ­ბირ­ში, შრო­მა-გას­წო­რე­ბის ბა­ნაკ­ში გრძელ­დე­ბა. უფრო ზუს­ტად, ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია -შიმ­ში­ლის, სი­ცი­ვის, მო­ნუ­რი და და­მამ­ცი­რე­ბე­ლი შრო­მის, გა­დარ­ჩე­ნის­თვის ბრძო­ლის და­სა­წყი­სი. იწყე­ბა ბრძო­ლა სას­ტიკ და უსა­მარ­თლო რე­ჟიმ­თან; იწყე­ბა ბრძო­ლა შიშ­ვე­ლი, გა­ყი­ნუ­ლი ხე­ლე­ბი­თა და ცა­რი­ე­ლი ენ­თუ­ზი­აზ­მით. რა შე­იძ­ლე­ბა იყოს რუხ ჩრდი­ლებს შო­რის თუ არა იმე­დი, რომ ცხოვ­რე­ბა ჯერ არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა; რომ გა­დარ­ჩე­ნა ჯერ კი­დევ შე­საძ­ლე­ბე­ლია?!

ამ­დე­ნად, თქვენ წი­ნა­შეა სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი რო­მა­ნი, რო­მე­ლიც კი­დევ ერთხელ გვახ­სე­ნებს სტა­ლი­ნუ­რი რეპ­რე­სი­ე­ბის მთელ სი­სას­ტი­კეს. თქვენ წი­ნა­შეა რო­მა­ნი, რო­მე­ლიც სავ­სეა რე­ა­ლუ­რი ის­ტო­რი­ე­ბით და რე­ა­ლუ­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბით.

შე­გახ­სე­ნებთ, წიგ­ნე­ბის სე­რია „ომებ­სა და ადა­მი­ა­ნებ­ზე“ გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც ომის შე­სა­ხებ და­წე­რილ წიგ­ნებს აერ­თი­ა­ნებს. სე­რი­ის ფარ­გლებ­ში უკვე გა­მო­ვი­და ომის თე­მა­ზე და­წე­რი­ლი, მსოფ­ლიო ლი­ტე­რა­ტუ­რის ისე­თი შე­დევ­რე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა: „შინდლე­რის სია“, „წიგ­ნის ქურ­დი“, „ომის შე­დე­გე­ბი“, „ბულ­ბუ­ლი“. სე­რი­ის ახა­ლი წიგ­ნი, რუტა სე­პე­ტი­სის „რუხ ჩრდი­ლებს შო­რის“, 18 მარტს ჟურ­ნალ „გზას­თან“ გა­მო­ვი­და. წიგ­ნის სპე­ცი­ა­ლუ­რი ფა­სია 8.00 ლარი, ჟურ­ნალ­თან ერ­თად - 10.00 ლარი.

იკი­თხეთ „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის ჯი­ხუ­რებ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

უკვე დღეიდან New York Times-ის ბესტსელერი - რუტა სეპეტისის „რუხ ჩრდილებს შორის“ -ჟურნალ „გზასთან“ ერთად

უკვე დღეიდან New York Times-ის ბესტსელერი - რუტა სეპეტისის „რუხ ჩრდილებს შორის“ -ჟურნალ „გზასთან“ ერთად

2011 წელს ლიეტუველ-ამერიკელი მწერალი რუტა სეპეტისი თავის სადებიუტო რომანს „რუხ ჩრდილებს შორის“ წარუდგენს მკითხველს; რომანს, რომლითაც სტალინური რეპრესიების მთელ საშინელებას კიდევ ერთხელ ახსენებს მთელ მსოფლიოს.

„რუხ ჩრდილებს შორის“ New York Times-ის ბესტსელერი გახდა, არაერთი ლიტერატურული პრემია მოიპოვა და 30-ზე მეტ ენაზე ითარგმნა, მათ შორის ქართულადაც. სწორედ რუტა სეპეტისის ცნობილი რომანი გახლავთ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ სერიის „ომებსა და ადამიანებზე“ ახალი წიგნი, რომელიც 18 მარტს ჟურნალ „გზასთან“ ერთად გამოვიდა. წიგნის სპეციალური ფასია 8.00 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10.00 ლარი.

რომანი „რუხ ჩრდილებს შორის“ რეპრესირებული ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად რომანის შთაგონების წყარო ავტორისავე ოჯახის ტრაგიკული ისტორია გახდა - იმ ოჯახების ისტორიების მსგავსი, რომლებიც სტალინურ რეპრესიებს ემსხვერპლნენ და რომელთაგან ერთეულებმა მოახერხეს გადარჩენა, ცხოვრების თავიდან დაწყება. რუტა სეპეტისმა არა მხოლოდ თავისი, არამედ სხვა ოჯახების ისტორიები მოისმინა, გამოიკვლია. რომანის ერთ-ერთი მთავარი ღირსება სწორედ ეს არის - აქ ნამდვილი ამბები და დიდი ტრაგედია ერთდროულად არის უცხოც, ტრაგიკულიც, ბევრისთვის მოულოდნელიც, თუმცა მაინც საოცრად, საოცრად რეალური!

რომანის მთავარი გმირების მშვიდი და ლაღი ცხოვრება ერთ ღამეში იცვლება, როცა სახლში საბჭოთა ოფიცრები შეცვივდებიან. რომანის გმირი, ლინა, პატარა ძმასა და დედასთან ერთად ხალხით გადავსებულ ბინძურ ვაგონში აღმოჩნდება.აქედან იწყება სასტიკი მოგზაურობა, მოგზაურობა მამის გარეშე, უცნობი ადამიანების გარემოცვაში, უცხო და სუსხიან მხარეში...

ლინას ცხოვრება ციმბირში, შრომა-გასწორების ბანაკში გრძელდება. უფრო ზუსტად, ეს მხოლოდ დასაწყისია -შიმშილის, სიცივის, მონური და დამამცირებელი შრომის, გადარჩენისთვის ბრძოლის დასაწყისი. იწყება ბრძოლა სასტიკ და უსამართლო რეჟიმთან; იწყება ბრძოლა შიშველი, გაყინული ხელებითა და ცარიელი ენთუზიაზმით. რა შეიძლება იყოს რუხ ჩრდილებს შორის თუ არა იმედი, რომ ცხოვრება ჯერ არ დასრულებულა; რომ გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია?!

ამდენად, თქვენ წინაშეა სულისშემძვრელი რომანი, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს სტალინური რეპრესიების მთელ სისასტიკეს. თქვენ წინაშეა რომანი, რომელიც სავსეა რეალური ისტორიებით და რეალური პერსონაჟებით.

შეგახსენებთ, წიგნების სერია „ომებსა და ადამიანებზე“ გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ პროექტია, რომელიც ომის შესახებ დაწერილ წიგნებს აერთიანებს. სერიის ფარგლებში უკვე გამოვიდა ომის თემაზე დაწერილი, მსოფლიო ლიტერატურის ისეთი შედევრები, როგორებიცაა: „შინდლერის სია“, „წიგნის ქურდი“, „ომის შედეგები“, „ბულბული“. სერიის ახალი წიგნი, რუტა სეპეტისის „რუხ ჩრდილებს შორის“, 18 მარტს ჟურნალ „გზასთან“ გამოვიდა. წიგნის სპეციალური ფასია 8.00 ლარი, ჟურნალთან ერთად - 10.00 ლარი.

იკითხეთ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში და პრესის გავრცელების ჯიხურებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

22 მარტიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად „დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ ბოლო, მეშვიდე ტომი, გამოვა

22 მარტიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად „დიდი ვიზუალური ენციკლოპედიის“ ბოლო, მეშვიდე ტომი გამოვა

„გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორი“ – გამომცემლობა „პალიტრა L“ საბავშვო ლიტერატურულ კონკურსს იწყებს!